მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაერთიანებულ სამეფოში ქალთმოძულეობა შესაძლოა მალე ექსტრემიზმის ფორმად გამოცხადდეს - რა ხდება ცნობილი?
გაერთიანებულ სამეფოში ქალთმოძულეობა შესაძლოა მალე ექსტრემიზმის ფორმად გამოცხადდეს - რა ხდება ცნობილი?

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ახა­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით, მი­ზო­გი­ნია (ქალ­თმო­ძუ­ლე­ო­ბა) შე­საძ­ლოა ექ­სტრე­მიზ­მის ფორ­მად გა­მო­ცხად­დეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ივეტ კუ­პერ­მა ბრძა­ნა, რომ უნდა გა­და­ი­ხე­დოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ექ­სტრე­მიზ­მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სტრა­ტე­გია, რათა დად­გინ­დეს, თუ რო­გორ უნდა და­იძ­ლი­ოს სა­ხი­ფა­თო იდე­ო­ლო­გი­ე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ე­ბი.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ქა­ლე­ბის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლი ერთ-ერთი იდე­ო­ლო­გი­უ­რი ტენ­დენ­ცი­აა, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რო­ბას იძენს. კუ­პერ­მა თქვა, რომ ექ­სტრე­მიზ­მი იზ­რდე­ბა "რო­გორც ონ­ლა­ინ, ასე­ვე ქუ­ჩა­ში" და "აფუ­ჭებს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სტრუქ­ტუ­რას".

კუ­პე­რის თქმით, შე­ის­წავ­ლი­ან ის­ლა­მის­ტუ­რი და ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე ექ­სტრე­მიზ­მის აღ­ზე­ვე­ბას ბრი­ტა­ნეთ­ში, ისე­ვე, რო­გორც უფრო ფარ­თო იდე­ო­ლო­გი­ურ ტენ­დენ­ცი­ებს, მათ შო­რის ექ­სტრე­მა­ლურ მი­ზო­გი­ნი­ას, იგი­ვე ქალ­თმო­ძუ­ლე­ო­ბას.

ასე­ვე შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ის მი­ზე­ზე­ბი და მათი ქცე­ვა. სტრა­ტე­გია მო­ნი­ტო­რინგს გა­უ­წევს ექ­სტრე­მის­ტულ ტენ­დენ­ცი­ებს და შე­ი­მუ­შა­ვებს გზებს მათ შე­სა­ჩე­რებ­ლად.

კუ­პე­რი მი­იჩ­ნევს, რომ ბოლო წლებ­ში ექ­სტრე­მიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა საკ­მა­ოდ შემ­ცირ­და.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მთავ­რო­ბა მი­ზო­გი­ნი­ას გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორც ექ­სტრე­მიზ­მის ფორ­მას.

რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აწუ­ხებს ე.წ. ინ­სე­ლე­ბის სა­კი­თხი, ეს არის ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცე­ბის სუბკულ­ტუ­რა, რომ­ლე­ბიც "იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან თავი შე­ი­კა­ვონ სექ­სის­გან“ და ამა­ში ქა­ლებს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ამ სუბკულ­ტუ­რას­თან იყო კავ­შირ­ში 22 წლის ჯეიკ დე­ვი­სო­ნი, რო­მელ­მაც 2021 წელს პლი­მუთ­ში მა­სობ­რი­ვი სრო­ლის დროს ხუთი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა.

წყა­რო

ავტორი:

გაერთიანებულ სამეფოში ქალთმოძულეობა შესაძლოა მალე ექსტრემიზმის ფორმად გამოცხადდეს - რა ხდება ცნობილი?

გაერთიანებულ სამეფოში ქალთმოძულეობა შესაძლოა მალე ექსტრემიზმის ფორმად გამოცხადდეს - რა ხდება ცნობილი?

გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ახალი გეგმის მიხედვით, მიზოგინია (ქალთმოძულეობა) შესაძლოა ექსტრემიზმის ფორმად გამოცხადდეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა ბრძანა, რომ უნდა გადაიხედოს გაერთიანებული სამეფოს ექსტრემიზმის საწინააღმდეგო სტრატეგია, რათა დადგინდეს, თუ როგორ უნდა დაიძლიოს სახიფათო იდეოლოგიებიდან მომდინარე საფრთხეები.

ხელისუფლების განცხადებით, ქალების მიმართ სიძულვილი ერთ-ერთი იდეოლოგიური ტენდენციაა, რომელიც პოპულარობას იძენს. კუპერმა თქვა, რომ ექსტრემიზმი იზრდება "როგორც ონლაინ, ასევე ქუჩაში" და "აფუჭებს ჩვენი საზოგადოებისა და დემოკრატიის სტრუქტურას".

კუპერის თქმით, შეისწავლიან ისლამისტური და ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის აღზევებას ბრიტანეთში, ისევე, როგორც უფრო ფართო იდეოლოგიურ ტენდენციებს, მათ შორის ექსტრემალურ მიზოგინიას, იგივე ქალთმოძულეობას.

ასევე შესწავლილი იქნება ახალგაზრდების რადიკალიზაციის მიზეზები და მათი ქცევა. სტრატეგია მონიტორინგს გაუწევს ექსტრემისტულ ტენდენციებს და შეიმუშავებს გზებს მათ შესაჩერებლად.

კუპერი მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ შემცირდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა მიზოგინიას განიხილავს, როგორც ექსტრემიზმის ფორმას.

რამდენიმე წელია, ხელისუფლებას აწუხებს ე.წ. ინსელების საკითხი, ეს არის ახალგაზრდა მამაკაცების სუბკულტურა, რომლებიც "იძულებულნი არიან თავი შეიკავონ სექსისგან“ და ამაში ქალებს ადანაშაულებენ. ამ სუბკულტურასთან იყო კავშირში 22 წლის ჯეიკ დევისონი, რომელმაც 2021 წელს პლიმუთში მასობრივი სროლის დროს ხუთი ადამიანი მოკლა.

წყარო