მოზაიკა
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბელორუსის მუქარა და უკრაინის პასუხი
ბელორუსის მუქარა და უკრაინის პასუხი

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპი­კე­რი გე­ორ­გი ტიხი გა­მო­ეხ­მა­უ­რა ბე­ლო­რუ­სის მუ­ქა­რას მინ­სკში უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩოს და­ხურ­ვის შე­სა­ხებ:

"ჩვენ ვნა­ხეთ ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი. მარ­თა­ლი გი­თხრათ, ამ მუ­ქა­რა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის მი­ზეზს ვერ ვხე­დავთ. მო­ვუ­წო­დებთ, არ გა­ვაღ­ვი­ვოთ ეს ან­ტი­უკ­რა­ი­ნუ­ლი სენ­ტი­მენ­ტე­ბი და არ შე­ვიქ­მნათ რა­ღაც წარ­მო­სახ­ვი­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა. საფრ­თხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არ­სე­ბობს“, - ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა ტი­ხიმ.

სპი­კერ­მა დას­ძი­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­აგ­რძე­ლებს ბე­ლო­რუ­სის ქმე­დე­ბე­ბი­სა და გან­ცხა­დე­ბე­ბის მო­ნი­ტო­რინგს და მათ­ზე შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას.

რო­გორც UNIAN იტყო­ბი­ნე­ბა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ბე­ლო­რუ­სის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ი­ბა­რა უკ­რა­ი­ნის საქ­მე­თა დრო­ე­ბი­თი რწმუ­ნე­ბუ­ლი ოლგა ტი­მუ­ში, რათა ძლი­ე­რი პრო­ტეს­ტი გა­მო­ე­ხა­ტა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო დრო­ნე­ბის გამო.

ამ ყვე­ლა­ფერს წინ უძღო­და შა­ბათს, 10 აგ­ვის­ტოს, ბე­ლო­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტის ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს გან­ცხა­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, აღ­მო­ჩე­ნი­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბის შე­სა­ხებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

ბელორუსის მუქარა და უკრაინის პასუხი

ბელორუსის მუქარა და უკრაინის პასუხი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი გეორგი ტიხი გამოეხმაურა ბელორუსის მუქარას მინსკში უკრაინის საელჩოს დახურვის შესახებ:

"ჩვენ ვნახეთ ეს განცხადებები. მართალი გითხრათ, ამ მუქარაზე პასუხის გაცემის მიზეზს ვერ ვხედავთ. მოვუწოდებთ, არ გავაღვივოთ ეს ანტიუკრაინული სენტიმენტები და არ შევიქმნათ რაღაც წარმოსახვითი შთაბეჭდილება. საფრთხეები, რომლებიც არ არსებობს“, - ხაზგასმით აღნიშნა ტიხიმ.

სპიკერმა დასძინა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს ბელორუსის ქმედებებისა და განცხადებების მონიტორინგს და მათზე შესაბამის რეაგირებას.

როგორც UNIAN იტყობინება, რამდენიმე დღის წინ, ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლგა ტიმუში, რათა ძლიერი პროტესტი გამოეხატა უკრაინის ტერიტორიიდან გაშვებული სავარაუდო დრონების გამო.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა შაბათს, 10 აგვისტოს, ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადება ქვეყანაში, სავარაუდოდ, აღმოჩენილი უკრაინული თვითმფრინავების შესახებ.