მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია
ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ტა­ლა­ხა­ძე(+102) ზე­დი­ზედ მე­სა­მედ გახ­და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი. სპორ­ტსმენ­მა ატაც­ში 215 კგ და­ა­ფიქ­სი­რა, აკ­ვრა­ში 255 დაძ­ლია, ორ­ჭი­დის ჯამ­ში კი 470 და­აგ­რო­ვა და მე­სა­მე ოლიმ­პი­უ­რი მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

  • და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ლაშა ტა­ლა­ხა­ძე გახ­და პირ­ვე­ლი სპორ­ტსმე­ნი, რო­მელ­მაც ოლიმ­პი­უ­რი ოქრო სამ­ჯერ მო­ი­გო, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში კი ლე­გენ­და­რუ­ლი ვიქ­ტორ სა­ნა­ე­ვის შემ­დგომ მე­ო­რე სპორ­ტსმე­ნი, რო­მელ­მაც ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბა სამ­ჯერ იზე­ი­მა.

ამას­თან, ლაშა ტა­ლა­ხა­ძე შვიდგზის მსოფ­ლიო და შვიდგზის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნია.

ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­ა­და­ზე უკვე 3 ოქ­როს, 2 ვერ­ცხლის და 1 ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი აქვს.

ძი­უ­დო­ის­ტი ლაშა ბე­ქა­უ­რი ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. მან ფი­ნალ­ში ია­პო­ნე­ლი სან­ში­რო მუ­რაო და­ა­მარ­ცხა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს პირ­ვე­ლი ოქ­როს მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე ვერ­ცხლის მე­და­ლი მსოფ­ლი­ოს სამ­გზის ჩემ­პი­ონ­მა, ტატო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა მო­უ­ტა­ნა. ამას­თან, ვერ­ცხლის მე­დალს და­ე­უფ­ლა ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი (100კგ) ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე. მოკ­რი­ვე ლაშა გუ­რულ­მა კი ოლიმ­პი­ა­და­ზე ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ხვალ ვე­ლო­დე­ბით კი­დევ ერთ მე­დალს. თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე გივი მა­ჭა­რაშ­ვი­ლი ოლიმ­პი­ა­დის ფი­ნალ­შია და ხვალ 13:00 სა­ათ­ზე ფი­ნალ­ში ბაჰ­რე­ი­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს აჰ­მედ ტა­ჟუ­დი­ნოვს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაშააა!!
0

მადლობა უფალს!!

მადლობა ბიჭებოოოო--ქართველების გახარებისთვის!!

ეს ერთი და სხვა მრავალი გამარჯვება და სიხარულიიიიიი!!!!

Ქართველი
0

Ადამიანი რომლის გამოსვლაზეც არ ნერვიულობ,რადგან იცი რომ უეჭველი ოქროს მედალია.

Გილოცაააავთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ტალახაძე(+102) ზედიზედ მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენმა ატაცში 215 კგ დააფიქსირა, აკვრაში 255 დაძლია, ორჭიდის ჯამში კი 470 დააგროვა და მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა.

  • დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლაშა ტალახაძე გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო, საქართველოს ისტორიაში კი ლეგენდარული ვიქტორ სანაევის შემდგომ მეორე სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა სამჯერ იზეიმა.

ამასთან, ლაშა ტალახაძე შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია.

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიადაზე უკვე 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე. მოკრივე ლაშა გურულმა კი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ხვალ ველოდებით კიდევ ერთ მედალს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი ოლიმპიადის ფინალშია და ხვალ 13:00 საათზე ფინალში ბაჰრეინის წარმომადგენელს აჰმედ ტაჟუდინოვს დაუპირისპირდება.