პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"11 წლის იყო, როცა სეპარატისტებმა გაიტაცეს" - ფალავნის რთული გზა ოლიმპიადამდე: ტყვეობა, საყვარელი მწვრთნელის დაკარგვა, ულამაზესი მეუღლე და ცრემლიანი ტოკიოს ოლიმპიადა
"11 წლის იყო, როცა სეპარატისტებმა გაიტაცეს" - ფალავნის რთული გზა ოლიმპიადამდე: ტყვეობა, საყვარელი მწვრთნელის დაკარგვა, ულამაზესი მეუღლე და ცრემლიანი ტოკიოს ოლიმპიადა

თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე ქარ­თვე­ლი გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დის ოქ­როს მედ­ლის მფლო­ბე­ლია. ქარ­თვე­ლი ფა­ლა­ვა­ნი ფი­ნალ­ში პრინ­ცი­პულ მე­ტო­ქეს ირა­ნელ ამირ ზა­რეს და­უ­პი­რის­პირ­და და 10:9 მო­უ­გო. ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში კი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე გი­ორ­გი მეშ­ვილ­დიშ­ვი­ლი და­ა­მარ­ცხა.

  • გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი ოლიმ­პი­უ­რი ვერ­ცხლის დ ბრინ­ჯა­ოს მფლო­ბე­ლია, ახლა კი ოქ­როც მის ან­გა­რიშ­ზეა.

ყვე­ლას ახ­სოვს გე­ნოს ემო­ცი­უ­რი ვერ­ცხლის მე­და­ლი 2021 წლის ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე. ქარ­თვე­ლი მო­ჭი­და­ვეს­თვის მა­შინ გა­დამ­წყვე­ტი ბოლო წა­მე­ბი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან მე­ტო­ქეს­თან სწო­რედ ბოლო წამ­ში ერთი ქუ­ლით და­მარ­ცხდა.

ტი­ტუ­ლო­ვა­ნი სპორ­ტსმე­ნის­გან სა­ქარ­თვე­ლოს ოქ­როს მედ­ლის მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და, უმაღ­ლეს ჯილ­დოს ელო­და თა­ვად პეტ­რი­აშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც და­ჯილ­დო­ვე­ბის დროს ოლიმ­პი­ურ კვარ­ცხლბეგ­ზე ატირ­და.

27 წლის ფა­ლა­ვა­ნის ცხოვ­რე­ბა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა. დღეს ყვე­ლა მე­დია იხ­სე­ნებ­და იმ დროს, რო­დე­საც 11 წლის ასაკ­ში გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი ტყვე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. 2005 წლის 19 აგ­ვის­ტოს, 11 წლის გენო, ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნუ­ლი­დან, გა­მო­სას­ყი­დის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ოსურ-ქარ­თულ­მა კრი­მი­ნა­ლურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ჯა­ვის რა­ი­ო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ი­ტა­ცა.

ბიჭ­მა ტყვე­ო­ბა­ში 99 დღე გა­ა­ტა­რა და მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ 2005 წლის 25 ნო­ემ­ბერს მო­ხერ­ხდა. რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნის დროს, ბიჭი საკ­მა­ოდ მძი­მე პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ სტრე­სის დაძ­ლე­ვა გე­ნოს­თვის მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა. ამ­ბო­ბენ, რომ ჭი­და­ო­ბა­ზე შეყ­ვა­რე­ბულ გე­ნოს, ურ­თუ­ლე­სი წლე­ბი მის­მა გამ­ზრდელ­მა მწვრთნელ­მა ნუგ­ზარ სხი­რელ­მა გა­და­ა­ტა­ნი­ნა. დღეს მწვრთნე­ლი მის გვერ­დით არ ყო­ფი­ლა, რად­გან ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი 2021 წლის 24 იან­ვარს 75 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"ჩემი ნუგ­ზა­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი... თქვენ ყო­ველ­თვის ჩვენ­თან იქ­ნე­ბით...მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის" - წერ­და პეტ­რი­აშ­ვი­ლი მწვრთნე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ.

გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი, მწვრთნელ­თან და ვლა­დი­მერ ხინ­ჩე­გაშ­ვილ­თან ერ­თად

ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სპორ­ტის ქო­მა­გე­ბი წერ­დნენ, რომ გენო პეტ­რი­აშ­ვილს ოლიმ­პი­ურ ტა­ტამ­ზე სწო­რედ გამ­ზრდე­ლი აკ­ლდა. ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი, მსოფ­ლი­ოს დო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი, მსოფ­ლი­ოს სა­ჭი­დაო სამ­ყა­რო­ში სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი გახ­ლდათ. ის იყო გორ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ჭი­და­ო­ბის სკო­ლის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი.

პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი წარ­მა­ტე­ბა გენო პეტ­რი­აშ­ვილ­მა 2012 წელს, 18 წლის ასაკ­ში მო­ი­პო­ვა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ი­გო; 2014 წელს, კი მსოფ­ლი­ოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტიც მი­ა­ყო­ლა, თუმ­ცა, ეს ოქ­როს მე­და­ლი გე­ნოს პრე­დუქ­ტა­ლის გამო ჩა­მო­არ­თვეს, რო­მელ­საც პეტ­რი­აშ­ვი­ლი ტყვე­ო­ბის შემ­დეგ რე­გუ­ლა­რუ­ლად სვამ­და და რო­მე­ლიც FILA-მ (ჭი­და­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ამ) იმ წელს, აკ­რძა­ლულ პრე­პა­რატ­თა სი­ა­ში შე­ი­ტა­ნა.

ჩემ­პი­ო­ნო­ბის ჩა­მორ­თმე­ვის და 6 თვი­ა­ნი დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შემ­დეგ პეტ­რი­აშ­ვილ­მა 2-2 ჯერ მო­ი­გო მსოფ­ლი­ოს (2013, 2015) და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის (2013, 2017) ბრინ­ჯაო. 2016 წელს, პირ­ვე­ლად კა­რი­ე­რა­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. რიოს ოლიმ­პი­ა­და­ზე კი ბრინ­ჯა­ოს მე­დალ­საც და­ე­უფ­ლა.

27 წლის სპორ­ტსმე­ნი, პან­დე­მი­ის დროს და­ო­ჯახ­და. 2020 წლის ივ­ნის­ში ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე კო­ვიდსი­ტუ­ა­ცი­ის დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი იყო და­წე­სე­ბუ­ლი. გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლის რჩე­უ­ლი ნინი მშვი­დო­ბა­ძე გახ­ლავთ.

წყვილ­მა შარ­შან ჯვა­რი ურ­ბნი­სის ტა­ძარ­ში და­ი­წე­რა, თუმ­ცა ისევ შე­ზღუდ­ვე­ბის გამო გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი არ გა­და­უხ­დი­ათ. პირ­ვე­ლი შვი­ლი, გო­გო­ნა, სო­ფია პეტ­რი­აშ­ვი­ლი მარ­ტში შე­ე­ძი­ნათ.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საქართველო უპირველესად
0

ულამაზესი და უსაყვარლესი გოგოა!გამრავლდით და გაიხარეთ ქართველებო!❤️

!!!
0

როგორი ლამაზი და მოკრძალებული გოგოა,საოცარი ხიბლი აქვთ ქართველ ქალებს!!💫🌟

ავტორი:

"11 წლის იყო, როცა სეპარატისტებმა გაიტაცეს" - ფალავნის რთული გზა ოლიმპიადამდე: ტყვეობა, საყვარელი მწვრთნელის დაკარგვა, ულამაზესი მეუღლე და ცრემლიანი ტოკიოს ოლიმპიადა

"11 წლის იყო, როცა სეპარატისტებმა გაიტაცეს" - ფალავნის რთული გზა ოლიმპიადამდე: ტყვეობა, საყვარელი მწვრთნელის დაკარგვა, ულამაზესი მეუღლე და ცრემლიანი ტოკიოს ოლიმპიადა

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი გენო პეტრიაშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელია. ქართველი ფალავანი ფინალში პრინციპულ მეტოქეს ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდა და 10:9 მოუგო. ნახევარფინალში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი დაამარცხა.

  • გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ვერცხლის დ ბრინჯაოს მფლობელია, ახლა კი ოქროც მის ანგარიშზეა.

ყველას ახსოვს გენოს ემოციური ვერცხლის მედალი 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე. ქართველი მოჭიდავესთვის მაშინ გადამწყვეტი ბოლო წამები აღმოჩნდა, რადგან მეტოქესთან სწორედ ბოლო წამში ერთი ქულით დამარცხდა.

ტიტულოვანი სპორტსმენისგან საქართველოს ოქროს მედლის მოლოდინი ჰქონდა, უმაღლეს ჯილდოს ელოდა თავად პეტრიაშვილიც, რომელიც დაჯილდოვების დროს ოლიმპიურ კვარცხლბეგზე ატირდა.

27 წლის ფალავანის ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. დღეს ყველა მედია იხსენებდა იმ დროს, როდესაც 11 წლის ასაკში გენო პეტრიაშვილი ტყვეობაში აღმოჩნდა. 2005 წლის 19 აგვისტოს, 11 წლის გენო, ქარელის რაიონის სოფელ ნულიდან, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ოსურ-ქართულმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ, ოკუპირებული ჯავის რაიონის მიმართულებით გაიტაცა.

ბიჭმა ტყვეობაში 99 დღე გაატარა და მისი გათავისუფლება მხოლოდ 2005 წლის 25 ნოემბერს მოხერხდა. როგორც ოჯახის ახლობელი გვიყვება ტყვეობაში ყოფნის დროს, ბიჭი საკმაოდ მძიმე პირობებში იმყოფებოდა.

გათავისუფლების შემდეგ სტრესის დაძლევა გენოსთვის მარტივი არ ყოფილა. ამბობენ, რომ ჭიდაობაზე შეყვარებულ გენოს, ურთულესი წლები მისმა გამზრდელმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა გადაატანინა. დღეს მწვრთნელი მის გვერდით არ ყოფილა, რადგან ბატონი ნუგზარი 2021 წლის 24 იანვარს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ჩემი ნუგზარი მასწავლებელი... თქვენ ყოველთვის ჩვენთან იქნებით...მადლობა ყველაფრისთვის" - წერდა პეტრიაშვილი მწვრთნელის გარდაცვალების შემდეგ.

გენო პეტრიაშვილი, მწვრთნელთან და ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად

ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ სოციალურ ქსელში სპორტის ქომაგები წერდნენ, რომ გენო პეტრიაშვილს ოლიმპიურ ტატამზე სწორედ გამზრდელი აკლდა. ბატონი ნუგზარი, მსოფლიოს დონის სპეციალისტი, მსოფლიოს საჭიდაო სამყაროში საყოველთაოდ აღიარებული მწვრთნელი გახლდათ. ის იყო გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლის ფუძემდებელი.

პირველი სერიოზული წარმატება გენო პეტრიაშვილმა 2012 წელს, 18 წლის ასაკში მოიპოვა, როდესაც საქართველოს ჩემპიონატი მოიგო; 2014 წელს, კი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიც მიაყოლა, თუმცა, ეს ოქროს მედალი გენოს პრედუქტალის გამო ჩამოართვეს, რომელსაც პეტრიაშვილი ტყვეობის შემდეგ რეგულარულად სვამდა და რომელიც FILA-მ (ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ) იმ წელს, აკრძალულ პრეპარატთა სიაში შეიტანა.

ჩემპიონობის ჩამორთმევის და 6 თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ პეტრიაშვილმა 2-2 ჯერ მოიგო მსოფლიოს (2013, 2015) და ევროპის ჩემპიონატების (2013, 2017) ბრინჯაო. 2016 წელს, პირველად კარიერაში ევროპის ჩემპიონი გახდა. რიოს ოლიმპიადაზე კი ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა.

27 წლის სპორტსმენი, პანდემიის დროს დაოჯახდა. 2020 წლის ივნისში ქვეყანაში მიმდინარე კოვიდსიტუაციის დროს განსაკუთრებული შეზღუდვები იყო დაწესებული. გენო პეტრიაშვილის რჩეული ნინი მშვიდობაძე გახლავთ.

წყვილმა შარშან ჯვარი ურბნისის ტაძარში დაიწერა, თუმცა ისევ შეზღუდვების გამო გრანდიოზული ქორწილი არ გადაუხდიათ. პირველი შვილი, გოგონა, სოფია პეტრიაშვილი მარტში შეეძინათ.