სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”რუსეთი მზადაა ხელი შეუწყოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის განვითარებას“ - მარია ზახაროვა
”რუსეთი მზადაა ხელი შეუწყოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის განვითარებას“ - მარია ზახაროვა

“რე­გი­ონ­ში გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად სა­ჭი­როა დის­კუ­სია, ერთი მხრივ, თბი­ლის­სა და მე­ო­რე მხრივ, ცხინ­ვალ­სა და სო­ხუმს შო­რის“, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რის, მა­რია ზა­ხა­რო­ვას გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

მისი მტკი­ცე­ბით, რუ­სე­თი მზად არის ხელი შე­უ­წყოს ამ დი­ა­ლოგს.

“მიგ­ვაჩ­ნია, რომ დის­კუ­სი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა უფრო მე­ტად უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ თა­ვი­ან­თი პო­ტენ­ცი­ა­ლი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, და­ი­წყონ შე­თან­ხმე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ ერთი მხრივ, თბი­ლისს, და მე­ო­რე მხრივ, სო­ხუმს და ცხინ­ვალს შო­რის“, - აღ­ნიშ­ნა ზა­ხა­რო­ვამ.

მისი თქმით, ქმე­დე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­ი­მე­დო გა­რან­ტია იმის­თვის, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი აღარ გან­მე­ორ­დეს.

გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე ხაზ­გას­მუ­ლია, რომ სი­ტუ­ა­ცი­ის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ში რე­ა­ლუ­რი წვლი­ლი უნდა შე­ი­ტა­ნოს “სა­ქარ­თვე­ლო-სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლო-აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის და­წყე­ბამ, შემ­დგო­მი დე­მარ­კი­რე­ბით“.

“ამ ამო­ცა­ნე­ბის აქ­ტუ­ა­ლო­ბა ბოლო დროს გა­ი­ზარ­და, რად­გან ვა­შინგტო­ნი და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბი აძ­ლი­ე­რე­ბენ მცდე­ლო­ბებს, ისარ­გებ­ლონ ში­და­რე­გი­ო­ნუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბით, რუ­სე­თის სა­ზღვრებ­თან სი­ტუ­ა­ცი­ის ეს­კა­ლა­ცი­ის აშ­კა­რა მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად“, - აღ­ნიშ­ნა ზა­ხა­რო­ვამ.

მისი მტკი­ცე­ბით, ”რუ­სე­თი მზად არის გა­აგ­რძე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა მათ­თან, ვინც არ შე­იძ­ლე­ბა იყოს გულ­გრი­ლი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ბე­დის მი­მართ, მათ შო­რის ხელი შე­უ­წყოს თბი­ლისს, სო­ხუმ­სა და ცხინ­ვალს შო­რის დი­ა­ლო­გის გან­ვი­თა­რე­ბას ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბი­სა და მათ სა­ერ­თო რე­გი­ონ­ში სხვა დაგ­რო­ვი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის მიზ­ნით“, - აღ­ნიშ­ნა ზა­ხა­რო­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

”რუსეთი მზადაა ხელი შეუწყოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის განვითარებას“ - მარია ზახაროვა

”რუსეთი მზადაა ხელი შეუწყოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის განვითარებას“ - მარია ზახაროვა

“რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა დისკუსია, ერთი მხრივ, თბილისსა და მეორე მხრივ, ცხინვალსა და სოხუმს შორის“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებაშია აღნიშნული.

მისი მტკიცებით, რუსეთი მზად არის ხელი შეუწყოს ამ დიალოგს.

“მიგვაჩნია, რომ დისკუსიის მონაწილეებმა უფრო მეტად უნდა გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი, უპირველეს ყოვლისა, დაიწყონ შეთანხმების შემუშავება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთი მხრივ, თბილისს, და მეორე მხრივ, სოხუმს და ცხინვალს შორის“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ქმედებები შეიძლება გახდეს საიმედო გარანტია იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები აღარ განმეორდეს.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ სიტუაციის სტაბილიზაციაში რეალური წვლილი უნდა შეიტანოს “საქართველო-სამხრეთ ოსეთისა და საქართველო-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებამ, შემდგომი დემარკირებით“.

“ამ ამოცანების აქტუალობა ბოლო დროს გაიზარდა, რადგან ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები აძლიერებენ მცდელობებს, ისარგებლონ შიდარეგიონული დაპირისპირებებით, რუსეთის საზღვრებთან სიტუაციის ესკალაციის აშკარა მიზნის მისაღწევად“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი მტკიცებით, ”რუსეთი მზად არის გააგრძელოს ურთიერთობა მათთან, ვინც არ შეიძლება იყოს გულგრილი სამხრეთ კავკასიის ბედის მიმართ, მათ შორის ხელი შეუწყოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის განვითარებას ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისა და მათ საერთო რეგიონში სხვა დაგროვილი პრობლემების გადაჭრის მიზნით“, - აღნიშნა ზახაროვამ.