პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სროლა გაისმა შვიდჯერ... კივილის ხმა მოგვესმა" - ბათუმში მომხდარი დანაშაულის დეტალები, რა დროსაც 3 ადამიანი დაიჭრა
“სროლა გაისმა შვიდჯერ... კივილის ხმა მოგვესმა" - ბათუმში მომხდარი დანაშაულის დეტალები, რა დროსაც 3 ადამიანი დაიჭრა

გუ­შინ, ღა­მის სა­ა­თებ­ში, ბა­თუმ­ში, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­თან სრო­ლა იყო. შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი დაჭ­რეს.

ფაქ­ტი კა­ჩენ­სკე­ბის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. სა­მი­ვე დაჭ­რი­ლი რეს­ტორ­ნის თა­ნამ­შრო­მე­ლია. მათ­გან 2 მიმ­ტა­ნი, ერთი კი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი გოგო. მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა არც ერთს არ მი­უ­ღია, თუმ­ცა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთს ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ბრმა ტყვია მოხ­ვდათ, რომ­ლის სა­მიზ­ნე სხვა იყო.

და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია სა­ვა­რა­უ­დო თავ­დამ­სხმე­ლი. ის თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქეა, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ჯერ არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით და­ი­წყო: ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბი­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბის.

  • “თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გავ­დი­ო­დით, ტაქ­სი გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი იყო და მივ­დი­ო­დით შინ. უცებ მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. ტაქ­სი რომ გა­მო­ი­ძა­ხეს და გა­მო­ვიდ­ნენ, უკვე სრო­ლა იყო...
  • “სრო­ლა გა­ის­მა შვიდ­ჯერ. მერე ყვე­ლა გა­იქ­ცა. დავ­ბრუნ­დი უკან, ერთი ქე­რათ­მი­ა­ნი გოგო იყო, სა­დღაც 23-დან 27 წლამ­დე იქ­ნე­ბო­და. მე რომ მო­ვე­დი, ცო­ცხა­ლი იყო“, - აცხა­დე­ბენ “რუს­თა­ვი 2“ თან თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნე­ბენ “ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ველ­თან“:

“თა­ნამ­შრო­მე­ლია დაჭ­რი­ლი. 5 წუ­თით გა­მო­ვი­და, ტაქ­სი ელო­დე­ბო­და და კი­ვი­ლის ხმა მოგ­ვეს­მა: “ვა­ი­მე, დედა, მიშ­ვე­ლეო“. შე­მო­ვიდ­ნენ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და დაჭ­რე­სო. 3 ადა­მი­ა­ნია დაჭ­რი­ლი. ერთი სა­ო­პე­რა­ცი­ოა. კონ­ფლიქ­ტი მა­ნამ­დე არ ყო­ფი­ლა“.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

“სროლა გაისმა შვიდჯერ... კივილის ხმა მოგვესმა" - ბათუმში მომხდარი დანაშაულის დეტალები, რა დროსაც 3 ადამიანი დაიჭრა

“სროლა გაისმა შვიდჯერ... კივილის ხმა მოგვესმა" - ბათუმში მომხდარი დანაშაულის დეტალები, რა დროსაც 3 ადამიანი დაიჭრა

გუშინ, ღამის საათებში, ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანთან სროლა იყო. შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს.

ფაქტი კაჩენსკების ქუჩაზე მოხდა. სამივე დაჭრილი რესტორნის თანამშრომელია. მათგან 2 მიმტანი, ერთი კი სამზარეულოში დასაქმებული გოგო. მძიმე დაზიანება არც ერთს არ მიუღია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთს ოპერაცია დასჭირდა. სავარაუდოდ, დაზარალებულებს ბრმა ტყვია მოხვდათ, რომლის სამიზნე სხვა იყო.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

არსებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია სავარაუდო თავდამსხმელი. ის თურქეთის მოქალაქეა, თუმცა სამართალდამცველებს ჯერ არ დაუკავებიათ.

შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და იარაღის უკანონო ტარების.

  • “თანამშრომლები გავდიოდით, ტაქსი გამოძახებული იყო და მივდიოდით შინ. უცებ მოხდა ყველაფერი. ტაქსი რომ გამოიძახეს და გამოვიდნენ, უკვე სროლა იყო...
  • “სროლა გაისმა შვიდჯერ. მერე ყველა გაიქცა. დავბრუნდი უკან, ერთი ქერათმიანი გოგო იყო, სადღაც 23-დან 27 წლამდე იქნებოდა. მე რომ მოვედი, ცოცხალი იყო“, - აცხადებენ “რუსთავი 2“ თან თვითმხილველები.

დაშავებულების თანამშრომლები შემთხვევის დეტალებს იხსენებენ “ტელეკომპანია პირველთან“:

“თანამშრომელია დაჭრილი. 5 წუთით გამოვიდა, ტაქსი ელოდებოდა და კივილის ხმა მოგვესმა: “ვაიმე, დედა, მიშველეო“. შემოვიდნენ თანამშრომლები და დაჭრესო. 3 ადამიანია დაჭრილი. ერთი საოპერაციოა. კონფლიქტი მანამდე არ ყოფილა“.