მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აცხადებს მერია ვაშლიჯვარში სამშენებლო სამუშაოების ადგილას ბზარების გაჩენის და რაზმაძის ქუჩაზე გზის ჩაშლის თაობაზე?
რას აცხადებს მერია ვაშლიჯვარში სამშენებლო სამუშაოების ადგილას ბზარების გაჩენის და რაზმაძის ქუჩაზე გზის ჩაშლის თაობაზე?

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია ერთი მხრივ სა­ბურ­თა­ლო­ზე, ვაშ­ლი­ჯვარ­ში, ბრო­წე­უ­ლის ქუჩა N5-ში სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ად­გი­ლას გა­ჩე­ნი­ლი ბზა­რე­ბის შე­სა­ხებ, მე­ო­რე მხრივ კი ვა­კე­ში, რაზ­მა­ძის ქუ­ჩა­ზე ფერ­დის ჩა­მოშ­ლის ფაქ­ტზე გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს და აცხა­დებს, რომ ბრო­წე­უ­ლის ქუ­ჩა­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია, ხოლო რაზ­მა­ძის ქუ­ჩა­ზე მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა გა­მო­ი­ცა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრო­წე­უ­ლის ქუჩა N5-ში დამ­კვეთს და­ე­ვა­ლა და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვის წარ­მოდ­გე­ნა და კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა რაზ­მა­ძის ქუ­ჩას, უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ მშე­ნე­ბე­ლი და­ჯა­რიმ­და 30 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ასე­ვე, მი­ღე­ბუ­ლი იქნა მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა და მშე­ნე­ბელს და­ე­ვა­ლა შე­სა­ბა­მი­სი სა­ექ­სპერ­ტო შე­ფა­სე­ბი­სა და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფერ­დის აღ­დგე­ნა.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­მა­სა­ლას სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში, ბრო­წე­უ­ლის ქუჩა N5-ში მიმ­დი­ნა­რე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ად­გი­ლას გა­ჩე­ნი­ლი ბზა­რე­ბის შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე, თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ბრძა­ნე­ბით, შე­თან­ხმე­ბუ­ლია მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც შპს „გე­ლო­ვა­ნი დე­ვე­ლოფ­მენ­თი“ ახორ­ცი­ე­ლებს.

კომ­პა­ნი­ას და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­და სა­ძირ­კვლი­სა და ხი­მინ­ჯე­ბის მო­წყო­ბა, თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან ბზა­რე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და, ამ­ჟა­მად სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ და­ი­წყო შეს­წავ­ლა. ამ ეტაპ­ზე, გა­მო­იკ­ვე­თა, რომ პრო­ექ­ტში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე შე­საძ­ლო რის­კე­ბის და­ზღვე­ვის მიზ­ნით კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

დამ­კვეთს და­ე­ვა­ლა და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვის წარ­მოდ­გე­ნა და კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა. კომ­პა­ნი­ამ დაგ­ვი­დას­ტუ­რა, რომ და­წყე­ბუ­ლი აქვს კვლე­ვე­ბი ბზა­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. კვლე­ვის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მით წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში.

ასე­ვე, გვსურს გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თოთ ვა­კის რა­ი­ონ­ში, რაზ­მა­ძის ქუ­ჩა­ზე ფერ­დის ჩა­მოშ­ლის ფაქ­ტზეც.

აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის კო­რექ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი. მიმ­დი­ნა­რე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს ჩა­მო­ი­შა­ლა ფერ­დი. ასე­ვე, და­ზი­ან­და სა­ვა­ლი ნა­წი­ლიც.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ მოხ­და კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი რე­ა­გი­რე­ბა. კერ­ძოდ, უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ მშე­ნე­ბე­ლი და­ჯა­რიმ­და 30 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ასე­ვე, მი­ღე­ბუ­ლი იქნა მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა და მშე­ნე­ბელს და­ე­ვა­ლა შე­სა­ბა­მი­სი სა­ექ­სპერ­ტო შე­ფა­სე­ბი­სა და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფერ­დის აღ­დგე­ნა“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ მე­რი­ა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

რას აცხადებს მერია ვაშლიჯვარში სამშენებლო სამუშაოების ადგილას ბზარების გაჩენის და რაზმაძის ქუჩაზე გზის ჩაშლის თაობაზე?

რას აცხადებს მერია ვაშლიჯვარში სამშენებლო სამუშაოების ადგილას ბზარების გაჩენის და რაზმაძის ქუჩაზე გზის ჩაშლის თაობაზე?

დედაქალაქის მერია ერთი მხრივ საბურთალოზე, ვაშლიჯვარში, ბროწეულის ქუჩა N5-ში სამშენებლო სამუშაოების ადგილას გაჩენილი ბზარების შესახებ, მეორე მხრივ კი ვაკეში, რაზმაძის ქუჩაზე ფერდის ჩამოშლის ფაქტზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ბროწეულის ქუჩაზე სამუშაოები შეჩერებულია, ხოლო რაზმაძის ქუჩაზე მშენებლობის შეჩერების დადგენილება გამოიცა.

უფრო კონკრეტულად, მერიის ინფორმაციით, ბროწეულის ქუჩა N5-ში დამკვეთს დაევალა დამატებითი კვლევის წარმოდგენა და კვლევის საფუძველზე მიზანშეწონილი ღონისძიებების გატარება. რაც შეეხება რაზმაძის ქუჩას, უწყებაში განმარტავენ, რომ უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებელი დაჯარიმდა 30 000 ლარის ოდენობით, ასევე, მიღებული იქნა მშენებლობის შეჩერების დადგენილება და მშენებელს დაევალა შესაბამისი საექსპერტო შეფასებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტილების საფუძველზე დაზიანებული ფერდის აღდგენა.

„საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტომასალას საბურთალოს რაიონში, ბროწეულის ქუჩა N5-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ადგილას გაჩენილი ბზარების შესახებ. აღნიშნულ მისამართზე, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით, შეთანხმებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი, რომელსაც შპს „გელოვანი დეველოფმენთი“ ახორციელებს.

კომპანიას დაწყებული ჰქონდა საძირკვლისა და ხიმინჯების მოწყობა, თუმცა, ვინაიდან ბზარები შეინიშნებოდა, ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია.

მუნიციპალურმა ინსპექციამ დაიწყო შესწავლა. ამ ეტაპზე, გამოიკვეთა, რომ პროექტში გათვალისწინებულია დასკვნის საფუძველზე შესაძლო რისკების დაზღვევის მიზნით კონსტრუქციული ღონისძიებები.

დამკვეთს დაევალა დამატებითი კვლევის წარმოდგენა და კვლევის საფუძველზე მიზანშეწონილი ღონისძიებების გატარება. კომპანიამ დაგვიდასტურა, რომ დაწყებული აქვს კვლევები ბზარებთან დაკავშირებით. კვლევის საბოლოო შედეგები უახლოეს დღეებში შესაბამისი ფორმით წარმოდგენილი იქნება მუნიციპალურ ინსპექციაში.

ასევე, გვსურს განმარტება გავაკეთოთ ვაკის რაიონში, რაზმაძის ქუჩაზე ფერდის ჩამოშლის ფაქტზეც.

აღნიშნულ მისამართზე ხორციელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტი. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს ჩამოიშალა ფერდი. ასევე, დაზიანდა სავალი ნაწილიც.

მომხდარ ფაქტზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოხდა კანონით გათვალისწინებული რეაგირება. კერძოდ, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებელი დაჯარიმდა 30 000 ლარის ოდენობით. ასევე, მიღებული იქნა მშენებლობის შეჩერების დადგენილება და მშენებელს დაევალა შესაბამისი საექსპერტო შეფასებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტილების საფუძველზე დაზიანებული ფერდის აღდგენა“, - აღნიშნავენ მერიაში.

იხილეთ ასევე: