პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

"მისი მთავარი ღირსება სიყვარულის უნარი იყო" - 88 წლის ალენ დელონის უახლესი კადრები, სადაც თავის ერთადერთ ცოლზე საუბრობს: როგორ გამოიყურება კინოვარსკვლავი (ვიდეო)

"მისი მთავარი ღირსება სიყვარულის  უნარი იყო" - 88 წლის ალენ დელონის უახლესი კადრები, სადაც თავის ერთადერთ ცოლზე საუბრობს: როგორ გამოიყურება კინოვარსკვლავი (ვიდეო)

ფრანგი კინოვარსკვლავის, ალენ დელონის ვაჟი ენტონი დელონი "ინსტაგრამზე" მამასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეოში ჩანს, რომ მამა-შვილი სეირნობს და ალენის ერთადერთი ოფიციალური ცოლის, ენტონის დედის, ნატალი დელონის შესახებ საუბრობენ.

  • ალენი ამბობს, რომ ნატალის მთავარი ღირსება სიყვარულისა და თანაგრძნობის უნარი იყო.

დღეს, პირველ აგვისტოს ნატალი დელონი 83 წლის გახდებოდა. ნატალი 79 წლის ასაკში, 2021 წლის 21 იანვარს, პარიზში, სიმსივნით გარდაიცვალა.

"დღეს 83 წლის გახდებოდი. მართალია, შენი მთავარი ღირსება, როგორც მამამ თქვა, სიყვარულის და თანაგრძნობის უნარი იყო... გვენატრები", - წერს ენტონი დელონი.

ალენ დელონი მილიონობით ადამიანის საყვარელი მსახიობია და მის მიმართ, მისი ჯანმრთელობის მდგომაროების მიმართ უდიდესი ინტერესია. ალენი 88 წლისაა, მასზე შვილები ზრუნავენ და დროდადრო საზოგადოებას ახალ ფოტოებს და ვიდეო კადრებს უზიარებენ, სადაც ლეგენდარული მსახიობის ამჟამინდელი მდგომარეობაა აღბეჭდილი.

ნახეთ ვიდეო: