პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წუხელ გული გაუჩერდა... ყველაზე დიდი ოცნება ვერ აისრულა" - თენგიზ ცერცვაძის მრავალფეროვანი გზა მედიცინამდე, დიდი ღვაწლი, ვერაგი დაავადება და ცხოვრების მთავარი ადამიანი
"წუხელ გული გაუჩერდა... ყველაზე დიდი ოცნება ვერ აისრულა" - თენგიზ ცერცვაძის მრავალფეროვანი გზა მედიცინამდე, დიდი ღვაწლი, ვერაგი დაავადება და ცხოვრების მთავარი ადამიანი

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსის და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე 76 წლის ასაკ­ში ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. იგი ბოლო წლებ­ში ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძო­და, რო­მე­ლიც ბოლო თვე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და.

AMBEBI.GE ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს პი­არ­მე­ნე­ჯერს გი­ორ­გი ბე­რი­ძეს ესა­უბ­რა:

"ბოლო დროს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და იმის გამო, რომ ფეხი მო­ი­ტე­ხა. ოპე­რა­ცი­ამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა, თუმ­ცა მისი თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა, რაც ქრო­ნი­კუ­ლად ჰქონ­და, ონ­კო­ლო­გია, გა­ურ­თულ­და... ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და მას, თუმ­ცა არ პროგ­რე­სი­რებ­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში მა­ინც გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და­ი­წყო. მკურ­ნა­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქი­მი­ურ გა­დას­ხმებ­საც იკე­თებ­და. პე­რი­ო­დუ­ლად უცხო­ეთ­ში ინ­ტერ­ნე­ტით, ტე­ლე­ფო­ნით დარ­გის ცნო­ბილ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან, თა­ვის უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან და მე­გობ­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ას გა­დი­ო­და. სა­ბო­ლო­ოდ კი მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

თბი­ლის­ში არ ვარ და რო­გორც მო­მა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, გული წუ­ხელ გა­უ­ჩერ­და, მაგ­რამ რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვით მა­ინც შეძ­ლეს გუ­ლის ამუ­შა­ვე­ბა, გან­მე­ო­რე­ბით კი ეს ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. იმ­დე­ნად და­სუს­ტე­ბუ­ლი იყო, ორ­გა­ნიზ­მმა ვე­ღარ გა­უძ­ლო. სამ­წუ­ხა­რო ის არის, რომ ყვე­ლა­ზე დიდი ოც­ნე­ბა და წლე­ბის მან­ძილ­ზე ნაბ­რძო­ლი სა­კი­თხი - ერ­თად გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ახალ შე­ნო­ბა­ში, ეს ვერ მო­ხერ­ხდე­ბა.

ეს არა მარ­ტო ჩვე­ნი კო­ლექ­ტი­ვის­თვის და ჩვე­ნი ექი­მე­ბის­თვის, სრუ­ლი­ად სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის­თვის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბა დიდი და­ნაკ­ლი­სია. წა­ვი­და დიდი მო­აზ­როვ­ნე, მეც­ნი­ე­რი, კარ­გი ადა­მი­ა­ნი და­აკ­ლდა ჩვენს რე­ა­ლო­ბას. პირ­ველ რიგ­ში, ის პა­ცი­ენ­ტის­თვის იყო თა­ნა­მო­აზ­რე, გვერ­დში მდგო­მი, მისი ჭი­რის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი... პი­რა­დად მე მად­ლო­ბას ვუხ­დი იმ ნდო­ბის­თვის, ერ­თგუ­ლე­ბის­თვის, ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მას­თან მუ­შა­ო­ბი­სას მქონ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში. ერ­თად რთუ­ლი გზა გა­ვი­ა­რეთ... მის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, რა­საც ცხოვ­რე­ბა­ში ვე­რას­დროს და­ვი­ვი­წყებ," - ამ­ბობს ბე­რი­ძე.

AMBEBI.GE თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის ცხოვ­რე­ბი­დან და პრო­ფე­სი­უ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბი­დან სხვა­დას­ხვა ეპი­ზოდს გთა­ვა­ზობთ.

  • პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი

ნი­ჭი­ე­რი ბიჭი სკო­ლა­შიც კარ­გი მოს­წავ­ლე იყო, მა­თე­მა­ტი­კუ­რი საგ­ნე­ბი იტა­ცებ­და. სა­ქარ­თვე­ლოს და სა­კავ­ში­რო ოლიმ­პი­ა­დე­ბის რამ­დე­ნი­მეგ­ზის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გახ­ლდათ, მაგ­რამ მისი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი მა­ინც მშობ­ლე­ბის ექი­მო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. მათ სურ­ვი­ლი ჰქონ­დათ, რომ შვი­ლი მე­დი­ცი­ნას გაჰ­ყო­ლო­და. მა­ნაც ან­გა­რი­ში გა­უ­წია - ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კა­ზე უარი თქვა და ექი­მი გახ­და.

"ექიმს ადა­მი­ა­ნებ­თან აქვს კავ­ში­რი, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. მით უმე­ტეს, ისე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა ავირ­ჩიე - შიდსი, რო­მე­ლიც ერ­თგვა­რი დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რია. ეს არის დე­ტექ­ტი­ვი მე­დი­ცი­ნა­ში, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის ამოხ­სნის თვალ­საზ­რი­სით. ჰე­პა­ტი­ტი შე­და­რე­ბით ერ­თფე­რო­ვა­ნია, ერთი ვირუ­სია, ერთი და­ა­ვა­დე­ბაა, თუმ­ცა, ძალ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი“ - აღ­ნიშ­ნავ­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

  • ინ­ტე­რე­სე­ბი

მისი ინ­ტე­რე­სის სფე­რო სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა იყო. ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდას ნა­დი­რო­ბა ჰყვა­რე­ბია, შემ­დეგ თა­მა­შობ­და კა­ლათ­ბურთს და მა­გი­დის ჩოგ­ბურთს, ჭად­რაკ­ში სპორ­ტის ოს­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის ტი­ტუ­ლი ჰქონ­და. შემ­დეგ წლებ­ში მისი ჰობი ბუ­ე­ბის შეგ­რო­ვე­ბა აღ­მოჩ­ნდა და წლე­ბის მან­ძილ­ზე 1000-ზე მეტი ეგ­ზემპლა­რამ­დეც და­აგ­რო­ვა. რო­დე­საც ეკი­თხე­ბოდ­ნენ, ბა­ტო­ნო თენ­გიზ, რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ბუო? ასე პა­სუ­ხობ­და:

"ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად მოხ­და, თუმ­ცა ალ­ბათ ეს მა­ინც ნა­დი­რო­ბის გავ­ლე­ნაა... ბუ ყვე­ლა­ზე კო­ლო­რი­ტუ­ლი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფრინ­ვე­ლია და რა­ღაც­ნა­ი­რი გა­მო­ხედ­ვა აქვს. სხვე­ბი დღი­სით აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან, ნა­დი­რო­ბენ, ღამე სძი­ნავთ, ბუ კი პი­რი­ქი­თაა. ბევ­რი ლე­გენ­დაა, რომ ბუ ბრძე­ნი ფრინ­ვე­ლია და ა.შ. რა ბუ­ე­ბიც მაქვს აქ, ნა­ხე­ვარ­ზე მეტი წიგნ­ზე ზის ან მა­გის­ტრის ქუდი ახუ­რავს, რაც სიბ­რძნეს­თან, მეც­ნი­ე­რე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა.

უცხო­ეთ­ში ხში­რად მი­წევს სი­ა­რუ­ლი და თა­ვი­დან, რამ­დე­ნი­მე ბუ იქი­დან ჩა­მო­ვი­ტა­ნე. მერე ჩემი ამ გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ მე­გობ­რებ­მა და პა­ცი­ენ­ტებ­მა რომ გა­ი­გეს, ისი­ნიც მჩუქ­ნიდ­ნენ... ახლა დი­რექ­ტო­რი და ხელ­მძღვა­ნე­ლი ვარ და ძი­რი­თა­დად, რთულ შემ­თხვე­ვებ­ში ვუ­წევ კონ­სულ­ტა­ცი­ას, მაგ­რამ თა­ვის დრო­ზე, 20-30 ათა­სი პა­ცი­ენ­ტი მყავს გა­ტა­რე­ბუ­ლი და არა­სო­დეს, არც ერ­თის­გან არც ფული ამი­ღია, არც ფა­სი­ა­ნი სა­ჩუ­ქა­რი. ეს იცი­ან, მაგ­რამ უნ­დათ, რა­ღა­ცით პა­ტი­ვი მცენ და ერ­თმა­ნეთს გა­დას­ცეს, - აი, ბუს თუ მი­უ­ტან, უარს ვერ გე­ტყვი­სო. სხვა რა­მეს უკან გა­ვა­ტან. ამი­ტომ, მო­აქვთ და მო­აქვთ ეს ბუ­ე­ბი. მათ შო­რის, უნი­კა­ლუ­რე­ბი­ცაა. მა­გა­ლი­თად, მარ­მა­რი­ლოს დიდი ბუ, რო­მე­ლიც თურ­მე, თა­ვის დრო­ზე სტა­ლი­ნის კა­ბი­ნეტ­ში იდგა. მერე, მუ­ზე­უმ­ში მოხ­ვდა და ბო­ლოს მე მი­სახ­სოვ­რეს. სა­ავ­ტო­რო ბუ­ე­ბიც მაქვს, ვე­ნე­ცი­უ­რი შუ­შის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლიც და ა.შ. მოკ­ლედ, აქ ნა­ხავთ რო­გორც ძალ­ზე იაფ სუ­ვე­ნი­რებს, ისე ძვი­რად ღი­რე­ბულ ეგ­ზემპლა­რებს“.

  • შიდსის ცენ­ტრის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში შიდსის ცენ­ტრის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი გახ­ლდათ. აივ ინ­ფექ­ცია, შიდსის დარ­გში მუ­შა­ო­ბა 1983-1984 წლებ­ში და­ი­წყო. ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ინ­ფექ­ცი­ის შე­სა­ხებ თით­ქმის არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და, რად­გან ეს და­ა­ვა­დე­ბა ამე­რი­კა­ში 1982 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

"ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში პირ­ვე­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ერთ-ერთი პირ­ვე­ლე­ბი ევ­რო­პა­ში, ვინც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ და ლა­ბო­რა­ტო­რი­აც გა­ვა­კე­თეთ, რო­მე­ლიც 1990 წელს გა­ფარ­თოვ­და და შიდსის ცენ­ტრი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ. 2000 წელს კი შიდსის ცენ­ტრი და ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა ცენ­ტრი გა­ერ­თი­ან­და. იცით, რომ ადრე, ფარ­თო პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბი მხო­ლოდ მოს­კოვ­თან შე­იძ­ლე­ბო­და, რად­გან უცხო­ეთ­ში ვე­რა­ვინ გა­დი­ო­და. მე მყავ­და ხელ­მძღვა­ნე­ლი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, დიდი მეც­ნი­ე­რი რემ პეტ­რო­ვი. 1983 წელს და­მი­რე­კა და მი­თხრა, მსოფ­ლი­ო­ში ახა­ლი ინ­ფექ­ცია გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მე-20 და 21-ე სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა მე­დი­ცი­ნის­თვის, ამის შე­სა­ხებ ჯერ ძა­ლი­ან ცო­ტამ იცის, მხო­ლოდ ამე­რი­კა­შია რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი შემ­თხვე­ვა და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო­აო. ცხა­დია, და­ვინ­ტე­რეს­დი, ამა­ზე თვი­თონ თუ მუ­შა­ობ­დნენ. პეტ­როვს, ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ხელი მი­უწ­ვდე­ბო­და აშშ-ისა და ევ­რო­პის სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ზე, ჟურ­ნა­ლებ­ზე, გავ­ლე­ნი­ა­ნი მეც­ნი­ე­რი იყო.

ვერ ვმუ­შა­ო­ბო, მი­პა­სუ­ხა, სა­კი­თხი პო­ლიტ­ბი­უ­რო­ზე გა­ვი­ტა­ნეთ (მა­შინ ბრეჟნე­ვი იყო), მაგ­რამ ვერ და­ვარ­წმუ­ნე, რომ ეს ინ­ფექ­ცია მარ­თლაც არ­სე­ბობს და მალე ნო­მე­რი პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მა გახ­დე­ბაო. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს კი უთ­ქვამს, ვი­ღაც ამე­რი­კე­ლი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი და­ა­ვად­დნენ და ახლა ეს ჩვე­ნი მეც­ნი­ე­რე­ბი პა­ნი­კას ტე­ხენ, და­ფი­ნან­სე­ბა რომ მი­ი­ღო­ნო. მა­შინ, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, ქარ­თვე­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი გვე­ჭი­რა და შეგ­ვეძ­ლო, რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი გზე­ბით მოგ­ვეგ­ვა­რე­ბი­ნა ჩვენ­სა­ვე მთავ­რო­ბა­ში, ად­გი­ლობ­რი­ვად, სა­კუ­თა­რი კონ­ტაქ­ტე­ბით. ამი­ტომ პეტ­როვ­მა მი­თხრა, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია თქვე­ნი გავ­ლე­ნა გა­მო­ი­ყე­ნოთ და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­ი­თან­ხმოთ, 1-2 აპა­რა­ტი, ტესტ-სის­ტე­მე­ბი გი­ყი­დო­თო. ასეც მოხ­და. მა­შინ ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი. ჩემი პრო­ფე­სო­რი სერ­გო კო­ბა­ლა­ძე იყო, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­დი­კო­სი და პი­როვ­ნე­ბა, მას დიდი გავ­ლე­ნა ჰქონ­და და მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს­თან მიმყვა - აპა­რა­ტის შე­სა­ძე­ნად ვა­ლუ­ტა, ანუ დო­ლა­რი გა­მოგ­ვიყ­ვეს, რაც მა­შინ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ იყო. მოკ­ლედ, ასე და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა. მოს­კო­ვი კი 2-3 წლის მერე მო­ვი­და აზ­რზე, რომ ეს მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, როცა უკვე კონ­გრეს­მე­ნე­ბი, სე­ნა­ტო­რე­ბი და­ა­ვად­დნენ და არა - ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი და ნარ­კო­მა­ნე­ბი“ - ასე იხ­სე­ნებ­და ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი ამ ის­ტო­რი­ას ჟურ­ნალ „გზას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

  • მე­უღ­ლე და ოჯა­ხი

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე თა­ვის პრო­ფე­სი­ულ წარ­მა­ტე­ბა­ში მე­უღ­ლის, ასე­ვე ექიმ-რევ­მა­ტო­ლოგ ანა თო­ფუ­რი­ას როლს გა­მო­ყოფ­და:

"ყვე­ლა­ფერ­ში, რა­საც მი­ვაღ­წიე, ანა თო­ფუ­რი­ას უდი­დე­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ჩემი მე­გობ­რე­ბი ჯერ მის სა­დღეგ­რძე­ლოს სვა­მენ და მერე - ჩემ­სას... ჩვე­ნი ამ­ბა­ვი კი ასე და­ი­წყო - დიდ­ხანს ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს და რიგი მი­ზე­ზე­ბის გამო ცოტა გვი­ან დავ­ქორ­წინ­დით. სამ­წუ­ხა­როდ, შვი­ლე­ბი არ გვყავს, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი გვაქვს“.

სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში მათ გა­მორ­ჩე­ულ წყვი­ლად მი­იჩ­ნევ­დნენ. თა­ვად ქალ­ბა­ტო­ნი ანა თო­ფუ­რია კი AMBEBI.GE-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­უღ­ლე­ზე ასე სა­უბ­რობ­და:

"თენ­გი­ზი ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­ვი­ცა­ნი. მე, რო­გორც დამ­წყე­ბი ექი­მი, ინ­ტერ­ნა­ტუ­რა­ში პირ­ვე­ლი კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ში­ნა­გან სნე­უ­ლე­ბა­თა კა­თედ­რა­ზე მოვ­ხვდი. თენ­გი­ზი ამ დროს უკვე კა­თედ­რის წამ­ყვა­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­მა, ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის სიყ­ვა­რულ­მა თა­ვი­დან­ვე დაგ­ვა­ახ­ლო­ვა. მრა­ვა­ლი წე­ლია ვი­ზი­ა­რებ და მხარს ვუ­ჭერ ყვე­ლა მის წა­მო­წყე­ბას. მის გვერ­დით ვი­ყა­ვი რთულ პე­რი­ო­დებ­ში, მაგ­რამ ჩემი წვლი­ლი თენ­გი­ზის წარ­მა­ტე­ბა­ში ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია. მისი ნი­ჭის, უნა­რის, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის, მას­შტა­ბუ­რი ხედ­ვის ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­თვის აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბას... წლე­ბის მან­ძილ­ზე ვცხოვ­რობ­დით ისე, რო­გორც სამ­სა­ხუ­რით უკი­დუ­რე­სად და­კა­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხი, თუმ­ცა ხში­რად ვა­ხერ­ხებ­დით კონ­ცერტსა თუ პრე­მი­ე­რა­ზე წას­ვლას და არამ­ხო­ლოდ თბი­ლის­ში“...

4 წლის წინ კი მათი ოჯა­ხი, პან­დე­მი­ამ რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა: „ამ­ჟა­მად ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ეტა­პია. პან­დე­მი­ამ სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნა. გარ­და სე­რი­ო­ზუ­ლი დატ­ვირ­თვი­სა, თენ­გიზს მთე­ლი დღე უწევს გა­და­ად­გი­ლე­ბა, მრა­ვალ ადა­მი­ან­თან კონ­ტაქ­ტი... რაც პან­დე­მია და­ი­წყო, სახ­ლში ღა­მის 2-3 სა­ათ­ზე ადრე არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, მაგ­რამ სა­უბ­რის დროს მა­ინც ვნა­ხუ­ლობთ და თით­ქმის ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სში ვარ. გულ­წრფე­ლად მჯე­რა, რომ ღირ­სე­უ­ლად გა­დავ­ლა­ხავთ ამ ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდს და მალე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა“.

იმუ­ნო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლო­ში აივ/შიდსის სამ­სა­ხუ­რის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ამე­რი­კის ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი, ასე­ვე ევ­რო­პის კლი­ნი­კუ­რი მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ევ­რო­პის ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბა­თა შემ­სწავ­ლე­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის, ნიუ-იორ­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის წევ­რი. სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტთა, ჰე­პა­ტო­ლოგ­თა, პა­რა­ზი­ტო­ლოგ­თა, ეპი­დე­მი­ო­ლოგ­თა და მიკ­რო­ბი­ო­ლოგ­თა სა­მეც­ნი­ე­რო ასო­ცი­ა­ცი­ის ვიცე პრე­ზი­დენ­ტი, შიდსთან, ტუ­ბერ­კუ­ლოზ­თან და მა­ლა­რი­ას­თან ბრძო­ლის ქვეყ­ნის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს წევ­რი, შიდსის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი. იყო ბრწყინ­ვა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ორ­დე­ნის, ასე­ვე, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი.

  • AMBEBI.GE მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და სამ­ძი­მარს უცხა­დებს ოჯახს და სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"წუხელ გული გაუჩერდა... ყველაზე დიდი ოცნება ვერ აისრულა" - თენგიზ ცერცვაძის მრავალფეროვანი გზა მედიცინამდე, დიდი ღვაწლი, ვერაგი დაავადება და ცხოვრების მთავარი ადამიანი

"წუხელ გული გაუჩერდა... ყველაზე დიდი ოცნება ვერ აისრულა" - თენგიზ ცერცვაძის მრავალფეროვანი გზა მედიცინამდე, დიდი ღვაწლი, ვერაგი დაავადება და ცხოვრების მთავარი ადამიანი

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. იგი ბოლო წლებში ვერაგ დაავადებას ებრძოდა, რომელიც ბოლო თვეებში განსაკუთრებით გააქტიურდა.

AMBEBI.GE ინფექციური საავადმყოფოს პიარმენეჯერს გიორგი ბერიძეს ესაუბრა:

"ბოლო დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა იმის გამო, რომ ფეხი მოიტეხა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა მისი თანმდევი დაავადება, რაც ქრონიკულად ჰქონდა, ონკოლოგია, გაურთულდა... ის წლების განმავლობაში ჰქონდა მას, თუმცა არ პროგრესირებდა. ბოლო პერიოდში მაინც გააქტიურება დაიწყო. მკურნალობდა საქართველოში, ქიმიურ გადასხმებსაც იკეთებდა. პერიოდულად უცხოეთში ინტერნეტით, ტელეფონით დარგის ცნობილ სპეციალისტებთან, თავის უცხოელ კოლეგებთან და მეგობრებთან კონსულტაციას გადიოდა. საბოლოოდ კი მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

თბილისში არ ვარ და როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, გული წუხელ გაუჩერდა, მაგრამ რეანიმაციული ჩარევით მაინც შეძლეს გულის ამუშავება, განმეორებით კი ეს ვეღარ მოხერხდა. იმდენად დასუსტებული იყო, ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო. სამწუხარო ის არის, რომ ყველაზე დიდი ოცნება და წლების მანძილზე ნაბრძოლი საკითხი - ერთად გადავსულიყავით ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში, ეს ვერ მოხერხდება.

ეს არა მარტო ჩვენი კოლექტივისთვის და ჩვენი ექიმებისთვის, სრულიად სამედიცინო პერსონალისთვის თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია. წავიდა დიდი მოაზროვნე, მეცნიერი, კარგი ადამიანი დააკლდა ჩვენს რეალობას. პირველ რიგში, ის პაციენტისთვის იყო თანამოაზრე, გვერდში მდგომი, მისი ჭირის გამზიარებელი... პირადად მე მადლობას ვუხდი იმ ნდობისთვის, ერთგულებისთვის, ადამიანური ურთიერთობებისთვის, რომელიც მასთან მუშაობისას მქონდა, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. ერთად რთული გზა გავიარეთ... მისგან ბევრი რამ ვისწავლე, რასაც ცხოვრებაში ვერასდროს დავივიწყებ," - ამბობს ბერიძე.

AMBEBI.GE თენგიზ ცერცვაძის ცხოვრებიდან და პროფესიული მოღვაწეობიდან სხვადასხვა ეპიზოდს გთავაზობთ.

  • პროფესიული არჩევანი

ნიჭიერი ბიჭი სკოლაშიც კარგი მოსწავლე იყო, მათემატიკური საგნები იტაცებდა. საქართველოს და საკავშირო ოლიმპიადების რამდენიმეგზის გამარჯვებულიც გახლდათ, მაგრამ მისი პროფესიული არჩევანი მაინც მშობლების ექიმობამ განაპირობა. მათ სურვილი ჰქონდათ, რომ შვილი მედიცინას გაჰყოლოდა. მანაც ანგარიში გაუწია - ფიზიკა-მათემატიკაზე უარი თქვა და ექიმი გახდა.

"ექიმს ადამიანებთან აქვს კავშირი, რაც ძალიან საინტერესოა. მით უმეტეს, ისეთი მიმართულება ავირჩიე - შიდსი, რომელიც ერთგვარი დეტექტიური ჟანრია. ეს არის დეტექტივი მედიცინაში, საიდუმლოების ამოხსნის თვალსაზრისით. ჰეპატიტი შედარებით ერთფეროვანია, ერთი ვირუსია, ერთი დაავადებაა, თუმცა, ძალზე სერიოზული“ - აღნიშნავდა თენგიზ ცერცვაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • ინტერესები

მისი ინტერესის სფერო სხვადასხვა დროს სხვადასხვა იყო. ძალიან ახალგაზრდას ნადირობა ჰყვარებია, შემდეგ თამაშობდა კალათბურთს და მაგიდის ჩოგბურთს, ჭადრაკში სპორტის ოსტატობის კანდიდატის ტიტული ჰქონდა. შემდეგ წლებში მისი ჰობი ბუების შეგროვება აღმოჩნდა და წლების მანძილზე 1000-ზე მეტი ეგზემპლარამდეც დააგროვა. როდესაც ეკითხებოდნენ, ბატონო თენგიზ, რატომ მაინცდამაინც ბუო? ასე პასუხობდა:

"ყველაფერი თავისთავად მოხდა, თუმცა ალბათ ეს მაინც ნადირობის გავლენაა... ბუ ყველაზე კოლორიტული, განსხვავებული ფრინველია და რაღაცნაირი გამოხედვა აქვს. სხვები დღისით აქტიურები არიან, ნადირობენ, ღამე სძინავთ, ბუ კი პირიქითაა. ბევრი ლეგენდაა, რომ ბუ ბრძენი ფრინველია და ა.შ. რა ბუებიც მაქვს აქ, ნახევარზე მეტი წიგნზე ზის ან მაგისტრის ქუდი ახურავს, რაც სიბრძნესთან, მეცნიერებასთან ასოცირდება.

უცხოეთში ხშირად მიწევს სიარული და თავიდან, რამდენიმე ბუ იქიდან ჩამოვიტანე. მერე ჩემი ამ გატაცების შესახებ მეგობრებმა და პაციენტებმა რომ გაიგეს, ისინიც მჩუქნიდნენ... ახლა დირექტორი და ხელმძღვანელი ვარ და ძირითადად, რთულ შემთხვევებში ვუწევ კონსულტაციას, მაგრამ თავის დროზე, 20-30 ათასი პაციენტი მყავს გატარებული და არასოდეს, არც ერთისგან არც ფული ამიღია, არც ფასიანი საჩუქარი. ეს იციან, მაგრამ უნდათ, რაღაცით პატივი მცენ და ერთმანეთს გადასცეს, - აი, ბუს თუ მიუტან, უარს ვერ გეტყვისო. სხვა რამეს უკან გავატან. ამიტომ, მოაქვთ და მოაქვთ ეს ბუები. მათ შორის, უნიკალურებიცაა. მაგალითად, მარმარილოს დიდი ბუ, რომელიც თურმე, თავის დროზე სტალინის კაბინეტში იდგა. მერე, მუზეუმში მოხვდა და ბოლოს მე მისახსოვრეს. საავტორო ბუებიც მაქვს, ვენეციური შუშისგან დამზადებულიც და ა.შ. მოკლედ, აქ ნახავთ როგორც ძალზე იაფ სუვენირებს, ისე ძვირად ღირებულ ეგზემპლარებს“.

  • შიდსის ცენტრის ფუძემდებელი

თენგიზ ცერცვაძე საქართველოში შიდსის ცენტრის ფუძემდებელი გახლდათ. აივ ინფექცია, შიდსის დარგში მუშაობა 1983-1984 წლებში დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოში ამ ინფექციის შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცოდა, რადგან ეს დაავადება ამერიკაში 1982 წელს აღმოაჩინეს.

"ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველები ვიყავით და ერთ-ერთი პირველები ევროპაში, ვინც ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ და ლაბორატორიაც გავაკეთეთ, რომელიც 1990 წელს გაფართოვდა და შიდსის ცენტრი ჩამოვაყალიბეთ. 2000 წელს კი შიდსის ცენტრი და ინფექციურ დაავადებათა ცენტრი გაერთიანდა. იცით, რომ ადრე, ფართო პროფესიული კავშირები მხოლოდ მოსკოვთან შეიძლებოდა, რადგან უცხოეთში ვერავინ გადიოდა. მე მყავდა ხელმძღვანელი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, დიდი მეცნიერი რემ პეტროვი. 1983 წელს დამირეკა და მითხრა, მსოფლიოში ახალი ინფექცია გამოჩნდა, რომელიც მე-20 და 21-ე საუკუნეების მთავარი პრობლემა იქნება მედიცინისთვის, ამის შესახებ ჯერ ძალიან ცოტამ იცის, მხოლოდ ამერიკაშია რამდენიმე ათეული შემთხვევა და ძალიან საინტერესოაო. ცხადია, დავინტერესდი, ამაზე თვითონ თუ მუშაობდნენ. პეტროვს, ჩვენგან განსხვავებით, ხელი მიუწვდებოდა აშშ-ისა და ევროპის სამეცნიერო წრეებზე, ჟურნალებზე, გავლენიანი მეცნიერი იყო.

ვერ ვმუშაობო, მიპასუხა, საკითხი პოლიტბიუროზე გავიტანეთ (მაშინ ბრეჟნევი იყო), მაგრამ ვერ დავარწმუნე, რომ ეს ინფექცია მართლაც არსებობს და მალე ნომერი პირველი პრობლემა გახდებაო. მინისტრის მოადგილეს კი უთქვამს, ვიღაც ამერიკელი ჰომოსექსუალები დაავადდნენ და ახლა ეს ჩვენი მეცნიერები პანიკას ტეხენ, დაფინანსება რომ მიიღონო. მაშინ, საბჭოთა კავშირში, ქართველებს განსაკუთრებული ადგილი გვეჭირა და შეგვეძლო, რაღაც-რაღაცები არაოფიციალური გზებით მოგვეგვარებინა ჩვენსავე მთავრობაში, ადგილობრივად, საკუთარი კონტაქტებით. ამიტომ პეტროვმა მითხრა, საქართველოში შესაძლებელია თქვენი გავლენა გამოიყენოთ და ხელმძღვანელობა დაითანხმოთ, 1-2 აპარატი, ტესტ-სისტემები გიყიდოთო. ასეც მოხდა. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი. ჩემი პროფესორი სერგო კობალაძე იყო, შესანიშნავი მედიკოსი და პიროვნება, მას დიდი გავლენა ჰქონდა და მთავრობის თავმჯდომარესთან მიმყვა - აპარატის შესაძენად ვალუტა, ანუ დოლარი გამოგვიყვეს, რაც მაშინ წარმოუდგენელი რამ იყო. მოკლედ, ასე დავიწყეთ მუშაობა. მოსკოვი კი 2-3 წლის მერე მოვიდა აზრზე, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი იყო, როცა უკვე კონგრესმენები, სენატორები დაავადდნენ და არა - ჰომოსექსუალები და ნარკომანები“ - ასე იხსენებდა ბატონი თენგიზი ამ ისტორიას ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში.

  • მეუღლე და ოჯახი

თენგიზ ცერცვაძე თავის პროფესიულ წარმატებაში მეუღლის, ასევე ექიმ-რევმატოლოგ ანა თოფურიას როლს გამოყოფდა:

"ყველაფერში, რასაც მივაღწიე, ანა თოფურიას უდიდესი დამსახურებაა. ჩემი მეგობრები ჯერ მის სადღეგრძელოს სვამენ და მერე - ჩემსას... ჩვენი ამბავი კი ასე დაიწყო - დიდხანს ვხვდებოდით ერთმანეთს და რიგი მიზეზების გამო ცოტა გვიან დავქორწინდით. სამწუხაროდ, შვილები არ გვყავს, მაგრამ ბედნიერი ოჯახი გვაქვს“.

სამედიცინო სფეროში მათ გამორჩეულ წყვილად მიიჩნევდნენ. თავად ქალბატონი ანა თოფურია კი AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში მეუღლეზე ასე საუბრობდა:

"თენგიზი ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გავიცანი. მე, როგორც დამწყები ექიმი, ინტერნატურაში პირველი კლინიკური საავადმყოფოს შინაგან სნეულებათა კათედრაზე მოვხვდი. თენგიზი ამ დროს უკვე კათედრის წამყვანი თანამშრომელი იყო. საერთო ინტერესებმა, ჩვენი პროფესიის სიყვარულმა თავიდანვე დაგვაახლოვა. მრავალი წელია ვიზიარებ და მხარს ვუჭერ ყველა მის წამოწყებას. მის გვერდით ვიყავი რთულ პერიოდებში, მაგრამ ჩემი წვლილი თენგიზის წარმატებაში ძალიან მოკრძალებულია. მისი ნიჭის, უნარის, შრომისმოყვარეობის, მასშტაბური ხედვის ადამიანები ყოველთვის აღწევენ წარმატებას... წლების მანძილზე ვცხოვრობდით ისე, როგორც სამსახურით უკიდურესად დაკავებული ოჯახი, თუმცა ხშირად ვახერხებდით კონცერტსა თუ პრემიერაზე წასვლას და არამხოლოდ თბილისში“...

4 წლის წინ კი მათი ოჯახი, პანდემიამ რთული გამოწვევის წინაშე დააყენა: „ამჟამად ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე რთული ეტაპია. პანდემიამ სერიოზული გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. გარდა სერიოზული დატვირთვისა, თენგიზს მთელი დღე უწევს გადაადგილება, მრავალ ადამიანთან კონტაქტი... რაც პანდემია დაიწყო, სახლში ღამის 2-3 საათზე ადრე არ დაბრუნებულა, მაგრამ საუბრის დროს მაინც ვნახულობთ და თითქმის ყველაფრის საქმის კურსში ვარ. გულწრფელად მჯერა, რომ ღირსეულად გადავლახავთ ამ ურთულეს პერიოდს და მალე ყველაფერი კარგად იქნება“.

იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, თენგიზ ცერცვაძე ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, ასევე ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიის და ინფექციური დაავადებების საზოგადოების, ევროპის ღვიძლის დაავადებათა შემსწავლელი ასოციაციის, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა სამეცნიერო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, შიდსის საერთაშორისო საზოგადოების წევრი. იყო ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ასევე, ღირსების ორდენის კავალერი.

  • AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და სამედიცინო საზოგადოებას