პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოგზაურობა" რუსულ საფეხბურთო კლუბებში - ვინ არის ჯიმი ტაბიძე, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სარეზერვო წევრი იყო: კარიერა და პირადი
"მოგზაურობა" რუსულ საფეხბურთო კლუბებში - ვინ არის ჯიმი ტაბიძე, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სარეზერვო წევრი იყო: კარიერა და პირადი

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 28 წლის სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი მცვე­ლი, ჯიმი ტა­ბი­ძე, ბერ­ძნუ­ლი "პა­ნე­ტო­ლი­კო­სი­დან" წა­მოს­ვლის შემ­დეგ მა­ხა­ჩყა­ლის "დი­ნა­მო­ში" გა­და­ვი­და.

ტა­ბი­ძემ რუ­სულ გუნდთან ერ­თწ­ლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა. ნაკ­რე­ბის წევ­რის რუ­სეთ­ში სა­თა­მა­შოდ წას­ვლას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. თუმ­ცა, რო­დე­საც მის სპორ­ტულ ბი­ოგ­რა­ფი­ას გა­დავ­ხე­დეთ, ვნა­ხეთ, რომ ტა­ბი­ძე რუ­სეთ­ში პირ­ვე­ლად არ თა­მა­შობს.

ვინ არის ჯიმი ტა­ბი­ძე, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ნაკ­რე­ბის სა­რე­ზერ­ვო წევ­რი იყო

28 წლის ჯიმი ტა­ბი­ძე სამ­ტრე­დი­ა­შია და­ი­ბა­და. სპორ­ტსმე­ნი, რო­გორც ბევ­რი მისი კო­ლე­გა, "სა­ბურ­თა­ლოს" აკა­დე­მი­ის აღ­ზრდი­ლია. 2015 წელს "გენ­ტის" ახალ­გაზ­რდულ გუნდში გა­და­ვი­და, სა­ი­და­ნაც იჯა­რით გა­უშ­ვეს რუ­სულ "ურალ­ში".

მალე „ურა­ლი­დან“ კი­დევ ერთ რუ­სულ კლუბ "უფა­ში" გა­და­ვი­და, სა­დაც ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. მის ან­გა­რიშ­ზეა 90 მატ­ჩი, 1 გოლი, 3 სა­გო­ლე პასი. რუ­სეთ­ში ჯიმი ტა­ბი­ძემ სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა მი­ი­ღო და მცი­რე ხნით უგუნ­დოდ იყო...

"ჩვენ ტა­ბი­ძეს უკვე და­ვემ­შვი­დო­ბეთ. ჩვენ­თვის ის სე­რი­ო­ზუ­ლი აქ­ტი­ვი იყო. ტა­ბი­ძის კონ­ტრაქ­ტი ივ­ნის­ში სრულ­დე­ბო­და, თუმ­ცა ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბით ვა­და­ზე ადრე წას­ვლა გა­და­წყვი­ტა. ჩვენ მად­ლო­ბას ვუხ­დით ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­თან თა­მა­შის­თვის. ბოლო სე­ზონ­ში ტრავ­მი­რე­ბუ­ლი იყო, გუნდთან ერ­თად ზამ­თარ­ში ვარ­ჯი­შობ­და, მაგ­რამ ჯერ ვერ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლა. მისი წას­ვლა უფრო ჯან­მრთე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და“, – გა­ნა­ცხა­და მა­შინ "უფას" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა შა­მილ გა­ზი­ზოვ­მა.

2022 წლის 1 ივ­ლისს კი კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა ბელ­გი­ის მთა­ვა­რი ლი­გის კლუბ "კორ­ტრა­იკ­თან", თუმ­ცა, ერთ კვი­რა­ში თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­და, სა­დაც 15 მატჩში ერთი გო­ლის გა­ტა­ნა მო­ა­ხერ­ხა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჯიმი ტა­ბი­ძემ კა­რი­ე­რა "პა­ნე­ტო­ლი­კოს­ში" გა­აგ­რძე­ლა. სა­ბერ­ძნე­თის სუ­პერ­ლი­გის გუნ­დი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბამ­დე გახ­და ცნო­ბი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გუნ­დმა ლი­გა­ში ად­გი­ლი მის მიერ ბოლო ტურ­ში გა­ტა­ნი­ლი გო­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, დარ­ჩე­ნა აღარ ისურ­ვა.

ტა­ბი­ძე ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­ნა­ცხად­ში იყო, თუმ­ცა არ უთა­მა­შია. მისი ახ­ლან­დე­ლი სატ­რანსფე­რო ფასი 500 ათა­სი ევ­როა.

"უფა­ში" თა­მა­ში­სას ქარ­თველ მცველ­თან რუ­სულ­მა მე­დი­ამ ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­დე­საც ჰკი­თხე, რო­მე­ლი ქარ­თვე­ლი ფე­ბურ­თე­ლი იყო მისი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო, ტა­ბი­ძემ გა­ნა­ცხა­და:

"ძა­ლი­ან შთა­გო­ნე­ბუ­ლი ვარ ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბით, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით კა­ხა­ბერ კა­ლა­ძე­თი. მაგ­რამ და­ვით ყი­ფი­ა­ნის დროს რომ მე­ცხოვ­რა, მას პირ­ველ ად­გილ­ზე და­ვა­ყე­ნებ­დი. მათ­გან, ვინც ჩემს პო­ზი­ცი­ა­ზე თა­მა­შობ­და, ყვე­ლა­ზე მე­ტად, რა თქმა უნდა, კა­ლა­ძეს ვა­ფა­სებ­დი. მას ბავ­შვო­ბი­დან ვბა­ძავ­დი. ჩვენ კი ერთი ქა­ლა­ქი­დან ვართ. ორ­ჯერ მო­ი­გო ჩემ­პი­ონ­თა ლიგა და მი­ლა­ნის ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვი იყო. ის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლია. კე­დე­ლი­ვი­თაა, არა­ვის უშ­ვებს. რაც შე­მე­ხე­ბა მე, მო­ე­დან­ზე ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბრძო­ლას­თან ახ­ლოს ვარ.“

"ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი­დან ახ­ლოს ვარ ჯანო ანა­ნი­ძეს­თან. ზო­გა­დად, ყვე­ლა იმ მო­თა­მა­შეს­თან, ვინც გუნდში თა­მა­შობს. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში არი­ან ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, ვის­გა­ნაც შე­გიძ­ლია ის­წავ­ლო ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი. იგი­ვე კა­შია.“

კი­თხვა­ზე წა­კი­თხუ­ლი აქვს თუ არა, შოთა რუს­თა­ვე­ლის "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“, ტა­ბი­ძემ უპა­სუ­ხა:

"პო­ე­მა სკო­ლა­ში ვის­წავ­ლეთ. ყვე­ლა ქარ­თველ­მა ერთი პა­სა­ჟი მა­ინც ზე­პი­რად იცის. რუს­თა­ვე­ლი უდი­დე­სი მწე­რა­ლია. მან მა­შინ და­წე­რა ეს პო­ე­მა, რო­დე­საც ბევ­რი ერი ჯერ კი­დევ არ არ­სე­ბობ­და. ჩემი აზ­რით, ეს ავ­ტო­რი გე­ნი­ო­სია.“

რაც შე­ე­ხე­ბა მის ფა­ვო­რიტ სა­დღეგ­რძე­ლოს, ფეხ­ბურ­თელ­მა პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის სა­დღეგ­რძე­ლო და­ა­სა­ხე­ლა.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ჯე­მალ ტა­ბი­ძე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, მისი მე­უღ­ლე ქეთი გვარ­მი­ა­ნია. წყვილს 2020 წელს ვაჟი შე­ე­ძი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
5

წარმატებები ამ ფეხბურთელს!!! ცუდი არაფერი გაუკეთებია, მთავარია თვითონ წაადგეს ეს გადაწყვეტილება. მოღალატე ისაა დღეს ,,სკავა უკრაინას" რო გაიძახის და უკრსინის დროშებს აფრიალებ, როცა ცხოვრებაში საქართველოს დროშა არ ქონია...

gრუზინ
6

რა გინდათ რა ს ერჩით,ფეხბურთს თამაშობს,რა თქვენი საქმეა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მოგზაურობა" რუსულ საფეხბურთო კლუბებში - ვინ არის ჯიმი ტაბიძე, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სარეზერვო წევრი იყო: კარიერა და პირადი

"მოგზაურობა" რუსულ საფეხბურთო კლუბებში - ვინ არის ჯიმი ტაბიძე, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სარეზერვო წევრი იყო: კარიერა და პირადი

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 28 წლის საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ჯიმი ტაბიძე, ბერძნული "პანეტოლიკოსიდან" წამოსვლის შემდეგ მახაჩყალის "დინამოში" გადავიდა.

ტაბიძემ რუსულ გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ნაკრების წევრის რუსეთში სათამაშოდ წასვლას საზოგადოებისგან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. თუმცა, როდესაც მის სპორტულ ბიოგრაფიას გადავხედეთ, ვნახეთ, რომ ტაბიძე რუსეთში პირველად არ თამაშობს.

ვინ არის ჯიმი ტაბიძე, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების სარეზერვო წევრი იყო

28 წლის ჯიმი ტაბიძე სამტრედიაშია დაიბადა. სპორტსმენი, როგორც ბევრი მისი კოლეგა, "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია. 2015 წელს "გენტის" ახალგაზრდულ გუნდში გადავიდა, საიდანაც იჯარით გაუშვეს რუსულ "ურალში".

მალე „ურალიდან“ კიდევ ერთ რუსულ კლუბ "უფაში" გადავიდა, სადაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო. მის ანგარიშზეა 90 მატჩი, 1 გოლი, 3 საგოლე პასი. რუსეთში ჯიმი ტაბიძემ სერიოზული ტრავმა მიიღო და მცირე ხნით უგუნდოდ იყო...

"ჩვენ ტაბიძეს უკვე დავემშვიდობეთ. ჩვენთვის ის სერიოზული აქტივი იყო. ტაბიძის კონტრაქტი ივნისში სრულდებოდა, თუმცა ურთიერთშეთანხმებით ვადაზე ადრე წასვლა გადაწყვიტა. ჩვენ მადლობას ვუხდით ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენთან თამაშისთვის. ბოლო სეზონში ტრავმირებული იყო, გუნდთან ერთად ზამთარში ვარჯიშობდა, მაგრამ ჯერ ვერ გამოჯანმრთელებულა. მისი წასვლა უფრო ჯანმრთელობას უკავშირდებოდა“, – განაცხადა მაშინ "უფას" გენერალურმა დირექტორმა შამილ გაზიზოვმა.

2022 წლის 1 ივლისს კი კონტრაქტი გააფორმა ბელგიის მთავარი ლიგის კლუბ "კორტრაიკთან", თუმცა, ერთ კვირაში თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა, სადაც 15 მატჩში ერთი გოლის გატანა მოახერხა.

მოგვიანებით ჯიმი ტაბიძემ კარიერა "პანეტოლიკოსში" გააგრძელა. საბერძნეთის სუპერლიგის გუნდიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ლიგაში ადგილი მის მიერ ბოლო ტურში გატანილი გოლით შეინარჩუნა, დარჩენა აღარ ისურვა.

ტაბიძე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია. მისი ახლანდელი სატრანსფერო ფასი 500 ათასი ევროა.

"უფაში" თამაშისას ქართველ მცველთან რუსულმა მედიამ ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა. როდესაც ჰკითხე, რომელი ქართველი ფებურთელი იყო მისი შთაგონების წყარო, ტაბიძემ განაცხადა:

"ძალიან შთაგონებული ვარ ქართველი ფეხბურთელებით, მაგრამ განსაკუთრებით კახაბერ კალაძეთი. მაგრამ დავით ყიფიანის დროს რომ მეცხოვრა, მას პირველ ადგილზე დავაყენებდი. მათგან, ვინც ჩემს პოზიციაზე თამაშობდა, ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, კალაძეს ვაფასებდი. მას ბავშვობიდან ვბაძავდი. ჩვენ კი ერთი ქალაქიდან ვართ. ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და მილანის ნამდვილი ვარსკვლავი იყო. ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. კედელივითაა, არავის უშვებს. რაც შემეხება მე, მოედანზე ძალაუფლების ბრძოლასთან ახლოს ვარ.“

"ქართველი ფეხბურთელებიდან ახლოს ვარ ჯანო ანანიძესთან. ზოგადად, ყველა იმ მოთამაშესთან, ვინც გუნდში თამაშობს. საქართველოს ნაკრებში არიან ფეხბურთელები, ვისგანაც შეგიძლია ისწავლო ადამიანური თვისებები. იგივე კაშია.“

კითხვაზე წაკითხული აქვს თუ არა, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი“, ტაბიძემ უპასუხა:

"პოემა სკოლაში ვისწავლეთ. ყველა ქართველმა ერთი პასაჟი მაინც ზეპირად იცის. რუსთაველი უდიდესი მწერალია. მან მაშინ დაწერა ეს პოემა, როდესაც ბევრი ერი ჯერ კიდევ არ არსებობდა. ჩემი აზრით, ეს ავტორი გენიოსია.“

რაც შეეხება მის ფავორიტ სადღეგრძელოს, ფეხბურთელმა პატრიარქის, ილია მეორის სადღეგრძელო დაასახელა.

პირადი ცხოვრება

ჯემალ ტაბიძე დაოჯახებულია, მისი მეუღლე ქეთი გვარმიანია. წყვილს 2020 წელს ვაჟი შეეძინა.