პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირობა დავდე, რომ თამარ მეფის სამოსით მივიდოდი" - გამოცდებზე ჩოხებით, თამარ მეფის სამოსით და... - 2024 წლის ეროვნული გამოცდების გამორჩეული ამბები (ფოტოები)
"პირობა დავდე, რომ თამარ მეფის სამოსით მივიდოდი" - გამოცდებზე ჩოხებით, თამარ მეფის სამოსით და... - 2024 წლის ეროვნული გამოცდების გამორჩეული ამბები (ფოტოები)

სა­გა­მოც­დო ციებ-ცხე­ლე­ბა 2024 წელს ფაქ­ტობ­რი­ვად, დას­რულ­და. რო­გორც შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გვერ­დზე ვკი­თხუ­ლობთ, გა­მოც­და­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბულ­თა­გან, გა­მო­ცხად­და 86%-ზე მეტი. არ ყო­ფი­ლა დაგ­ვი­ა­ნე­ბის არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა.

იქვე ვკი­თხუ­ლობთ, რომ 2024 წელს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს 47 000-ზე მეტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი აბა­რებ­და. ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებს მათ თავი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, თე­მა­ტუ­რი სა­მო­სი­თაც და­ა­მახ­სოვ­რეს - მთე­ლი სა­გა­მოც­დო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტუ­ა­ლო­ბა არ და­უ­კარ­გავს ფეხ­ბურთს. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის გარ­და, ის­ტო­რი­ის გა­მოც­და­ზე სა­გა­მოც­დო ცენ­ტრებს ჩო­ხი­ა­ნი აპ­ლი­კან­ტე­ბი, ბი­ო­ლო­გი­ის გა­მოც­და­ზე კი ექი­მის თეთრ სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი გა­მო­საც­დე­ლე­ბიც სტუმ­რობ­დნენ“.

  • ახლა კი რამ­დე­ნი­მე ამ­ბა­ვი უშუ­ა­ლოდ სა­გა­მოც­დო ის­ტო­რი­ე­ბი­დან:

წელს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ორგზის ჩემ­პი­ო­ნი ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა­ში - გი­ორ­გი კო­ჩა­ლი­ძე აბა­რებ­და, რო­მელ­მაც სკო­ლა ხუ­ლო­ში და­ამ­თავ­რა:

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჭი­და­ო­ბა­სა და ვარ­ჯიშს ბევრ დროს ვუთ­მობ, ჩემ­თვის სწავ­ლა და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ბიზ­ნეს-ად­მი­ნის­ტრი­რე­ბი­სა და სპორ­ტის მე­ნე­ჯმენ­ტის პროგ­რა­მა­ზე ვგეგ­მავ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას“ - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კო­ჩა­ლი­ძემ, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­შიც, რო­მე­ლიც ეს­პა­ნეთ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

გი­ორ­გი კო­ჩა­ლი­ძე

***

  • ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს აბი­ტუ­რი­ენ­ტი მაყ­ვა­ლა გორ­გა­ძე აბა­რებ­და, რო­მე­ლიც 3 შვი­ლის დე­დაა. ატეს­ტა­ტი შარ­შან, 39 წლის ასაკ­ში აიღო და წელს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს ხუ­ლოს სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში პირ­ვე­ლად აბა­რებ­და.

"ხუ­ლო­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, 16 წელი - და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე აქ ვცხოვ­რობ­დი. ჩემ­თვის ეს ად­გი­ლი მშობ­ლი­უ­რია და ხუ­ლოს სა­გა­მოც­დო ცენ­ტრის არ­ჩე­ვაც სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე. ისე ბა­თუმ­ში ვცხოვ­რობ და გა­მოც­დე­ბის წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ბა­თუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვგეგ­მავ ფსი­ქო­ლო­გი­ის შეს­წავ­ლას. ვფიქ­რობ, ეს პრო­ფე­სია ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ძა­ლი­ან გა­მო­მად­გე­ბა. ახლა პრო­ფე­სი­ით ბუ­ღალ­ტე­რი ვარ. 22 წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად სა­ბუ­ღალ­ტრო კურ­სე­ბი რომ გა­ვი­ა­რე. მას შემ­დეგ სულ რა­ღა­ცას ვსწავ­ლობ და ცოდ­ნას ვიღ­რმა­ვებ. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 80-მდე მოს­წავ­ლე მყავს. მინ­და იცო­დეთ, რომ მზად ვარ, ყვე­ლა მსურ­ველს გან­სა­კუთ­რე­ბით გო­გო­ნებს და ქალ­ბა­ტო­ნებს უსას­ყიდ­ლოდ შე­ვას­წავ­ლო ჩემი პრო­ფე­სია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ვარ და თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო თით­ქმის არ მაქვს, მა­ინც გა­დავ­წყვი­ტე, გა­მე­კე­თე­ბი­ნა ის, რაც ადრე ვერ შევ­ძე­ლი - 39 წლის ასაკ­ში ექ­სტერ­ნად და­ვამ­თავ­რე სკო­ლა და ახლა გა­მოც­დებს ვა­ბა­რებ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად.

ჩემი მე­უღ­ლე მზა­რე­უ­ლია, უფ­რო­სი ვაჟი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ხე­ლო­სა­ნი, შუ­ა­თა­ნა კი მო­მა­ვალ წელს აბა­რებს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს და სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბას აირ­ჩევს. ნა­ბო­ლა­რა მხო­ლოდ 5 წლი­საა და ძა­ლი­ან ხა­ლი­სობს იმა­ზე, რომ დე­და­მი­სი შარ­შან მოს­წავ­ლე იყო, წელს კი სტუ­დენ­ტო­ბა გა­და­წყვი­ტა,“ - ამ­ბობს მაყ­ვა­ლა გორ­გა­ძე.

მაყ­ვა­ლა გორ­გა­ძე

***

4 შვი­ლის მამა, დე­კა­ნო­ზი მა­ტა­თა (ზვი­ად) ბე­რი­ძე ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მო­ნა­წი­ლე გახ­ლდათ. ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს აბა­რებ­დნენ წელს მისი შვი­ლე­ბიც - ნონა და იო­ა­ნე ბე­რი­ძე­ე­ბი. დე­კა­ნო­ზის თქმით, ფსი­ქო­ლო­გია-ფი­ლო­სო­ფი­ის ცოდ­ნა მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­საც სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გეგ­მავს.

დე­კა­ნო­ზი მა­ტა­თა ბე­რი­ძე

***

გა­მოც­დებ­ზე სხვა­დას­ხვა თე­მა­ტუ­რი სა­მო­სით გა­მო­ცხა­დე­ბის თე­მას რომ მი­ვუბ­რუნ­დეთ, გე­ტყვით, რომ სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დე­ბის მო­ნა­წი­ლე - ხა­ტია ცარ­ცი­ძე გა­მოც­და­ზე თა­მარ მე­ფის სა­მო­სით გა­მო­ცხად­და:

"შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა ჩემი ჰო­ბია. ბევ­რის­თვის და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, თუმ­ცა ეს ჩემ­თვის მე­ო­ცე გა­მოც­დაა (ვგუ­ლის­ხმობ, რო­გორც ერ­თი­ან ეროვ­ნულ, ასე­ვე სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დებს). რო­გორც წესი, გა­მოც­დებს წარ­მა­ტე­ბით ვა­ბა­რებ, თუმ­ცა ინ­ტე­რე­სე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის გამო ხში­რად ვიც­ვლი მი­მარ­თუ­ლე­ბას. პროგ­რა­მა, რო­მელ­ზეც წელს ვა­ბა­რებ, სპორ­ტის მე­ნე­ჯმენ­ტია.

4 წლი­დან ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ვთა­მა­შობ­დი "ტე­ლე­ვი­ზი­ო­ბა­ნას“ ჩემი ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი ქა­ღალ­დის მიკრო­ფო­ნით და ვაწ­ვდი­დი "მა­ყუ­რე­ბელს“ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რო­გორ თა­მა­შობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. ოც­ნე­ბე­ბი ხდე­ბა და ჩემი ის­ტო­რია ამის მა­გა­ლი­თია - სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ, ახ­ლა­ხან გა­სა­შუ­ქებ­ლად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი სწო­რედ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის თა­მა­შებ­ზე და შემ­დეგ ფი­ნალ­ზე! სიმ­ბო­ლუ­რად, თა­მაშ­ზე ჩემი ბავ­შვო­ბის ქა­ღალ­დის "მიკრო­ფო­ნიც “ წა­ვი­ღე. ემო­ცი­ებს ალ­ბათ მიხ­ვდე­ბით - ჩვენ­მა ნაკ­რებ­მა კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა, რომ ფეხ­ბურ­თი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ევ­რო­პამ ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო ნახა და გა­იც­ნო. ჩემ­პი­ო­ნა­ტი დას­რულ­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მოვფრინ­დი და სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­და­ზე იმა­ვე დღეს გა­ვე­დი, პი­რო­ბა დავ­დე - თუ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მერ­ვედ ფი­ნალ­ში იას­პა­რე­ზებ­და, გა­მოც­და­ზე თა­მარ მე­ფის სა­მო­სით გა­მოვ­ცხად­დე­ბო­დი - პი­რო­ბა, რა თქმა უნდა, შე­ვას­რუ­ლე...

რა­ტომ თა­მარ მე­ფის სა­მო­სი? ის ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბას­თან, გა­მარ­ჯვე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ამ სა­მოს­ზე ზე­მო­დან გა­დაც­მუ­ლი მქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რი, რო­მე­ლიც ასე­ვე უკვე იქცა ჩემ­თვის და კი­დევ ბევ­რის­თვის ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის სიმ­ბო­ლოდ“ - აღ­ნიშ­ნა ხა­ტია ცარ­ცი­ძემ.

ავტორი:

"პირობა დავდე, რომ თამარ მეფის სამოსით მივიდოდი" - გამოცდებზე ჩოხებით, თამარ მეფის სამოსით და... - 2024 წლის ეროვნული გამოცდების გამორჩეული ამბები (ფოტოები)

"პირობა დავდე, რომ თამარ მეფის სამოსით მივიდოდი" - გამოცდებზე ჩოხებით, თამარ მეფის სამოსით და... - 2024 წლის ეროვნული გამოცდების გამორჩეული ამბები (ფოტოები)

საგამოცდო ციებ-ცხელება 2024 წელს ფაქტობრივად, დასრულდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდზე ვკითხულობთ, გამოცდაზე დარეგისტრირებულთაგან, გამოცხადდა 86%-ზე მეტი. არ ყოფილა დაგვიანების არცერთი შემთხვევა.

იქვე ვკითხულობთ, რომ 2024 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა. ცენტრის თანამშრომლებს მათ თავი განსხვავებული, თემატური სამოსითაც დაამახსოვრეს - მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში აქტუალობა არ დაუკარგავს ფეხბურთს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმაში ჩაცმული აბიტურიენტების გარდა, ისტორიის გამოცდაზე საგამოცდო ცენტრებს ჩოხიანი აპლიკანტები, ბიოლოგიის გამოცდაზე კი ექიმის თეთრ სამოსში გამოწყობილი გამოსაცდელებიც სტუმრობდნენ“.

  • ახლა კი რამდენიმე ამბავი უშუალოდ საგამოცდო ისტორიებიდან:

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს საქართველოს ორგზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში - გიორგი კოჩალიძე აბარებდა, რომელმაც სკოლა ხულოში დაამთავრა:

"მიუხედავად იმისა, რომ ჭიდაობასა და ვარჯიშს ბევრ დროს ვუთმობ, ჩემთვის სწავლა და უმაღლესი განათლების მიღება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ბიზნეს-ადმინისტრირებისა და სპორტის მენეჯმენტის პროგრამაზე ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას“ - აღნიშნა გიორგი კოჩალიძემ, რომელიც სექტემბერში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატშიც, რომელიც ესპანეთში გაიმართება.

გიორგი კოჩალიძე

***

  • ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბიტურიენტი მაყვალა გორგაძე აბარებდა, რომელიც 3 შვილის დედაა. ატესტატი შარშან, 39 წლის ასაკში აიღო და წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს ხულოს საგამოცდო ცენტრში პირველად აბარებდა.

"ხულოში დავიბადე და გავიზარდე, 16 წელი - დაქორწინებამდე აქ ვცხოვრობდი. ჩემთვის ეს ადგილი მშობლიურია და ხულოს საგამოცდო ცენტრის არჩევაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. ისე ბათუმში ვცხოვრობ და გამოცდების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, ბათუმის უნივერსიტეტში ვგეგმავ ფსიქოლოგიის შესწავლას. ვფიქრობ, ეს პროფესია ხალხთან ურთიერთობაში ძალიან გამომადგება. ახლა პროფესიით ბუღალტერი ვარ. 22 წლის ვიყავი, პირველად საბუღალტრო კურსები რომ გავიარე. მას შემდეგ სულ რაღაცას ვსწავლობ და ცოდნას ვიღრმავებ. წლის განმავლობაში, დაახლოებით 80-მდე მოსწავლე მყავს. მინდა იცოდეთ, რომ მზად ვარ, ყველა მსურველს განსაკუთრებით გოგონებს და ქალბატონებს უსასყიდლოდ შევასწავლო ჩემი პროფესია. მიუხედავად იმისა, რომ რეალიზებული ვარ და თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, მაინც გადავწყვიტე, გამეკეთებინა ის, რაც ადრე ვერ შევძელი - 39 წლის ასაკში ექსტერნად დავამთავრე სკოლა და ახლა გამოცდებს ვაბარებ უმაღლესი განათლების მისაღებად.

ჩემი მეუღლე მზარეულია, უფროსი ვაჟი ავტომობილების ხელოსანი, შუათანა კი მომავალ წელს აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს და სავარაუდოდ, საერთაშორისო სამართლის მიმართულებას აირჩევს. ნაბოლარა მხოლოდ 5 წლისაა და ძალიან ხალისობს იმაზე, რომ დედამისი შარშან მოსწავლე იყო, წელს კი სტუდენტობა გადაწყვიტა,“ - ამბობს მაყვალა გორგაძე.

მაყვალა გორგაძე

***

4 შვილის მამა, დეკანოზი მატათა (ზვიად) ბერიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილე გახლდათ. ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებდნენ წელს მისი შვილებიც - ნონა და იოანე ბერიძეები. დეკანოზის თქმით, ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ცოდნა მისთვის მნიშვნელოვანია და სწავლის გაგრძელებასაც სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს.

დეკანოზი მატათა ბერიძე

***

გამოცდებზე სხვადასხვა თემატური სამოსით გამოცხადების თემას რომ მივუბრუნდეთ, გეტყვით, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდების მონაწილე - ხატია ცარციძე გამოცდაზე თამარ მეფის სამოსით გამოცხადდა:

"შეიძლება ითქვას, რომ გამოცდების ჩაბარება ჩემი ჰობია. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ეს ჩემთვის მეოცე გამოცდაა (ვგულისხმობ, როგორც ერთიან ეროვნულ, ასევე საერთო სამაგისტრო გამოცდებს). როგორც წესი, გამოცდებს წარმატებით ვაბარებ, თუმცა ინტერესების მრავალფეროვნების გამო ხშირად ვიცვლი მიმართულებას. პროგრამა, რომელზეც წელს ვაბარებ, სპორტის მენეჯმენტია.

4 წლიდან ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი. ვთამაშობდი "ტელევიზიობანას“ ჩემი ხელით გაკეთებული ქაღალდის მიკროფონით და ვაწვდიდი "მაყურებელს“ ინფორმაციას, თუ როგორ თამაშობდა საქართველოს ნაკრები არც მეტი, არც ნაკლები, ევროპის ჩემპიონატზე. ოცნებები ხდება და ჩემი ისტორია ამის მაგალითია - სპორტული ჟურნალისტი ვარ, ახლახან გასაშუქებლად ვიმყოფებოდი სწორედ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე და შემდეგ ფინალზე! სიმბოლურად, თამაშზე ჩემი ბავშვობის ქაღალდის "მიკროფონიც “ წავიღე. ემოციებს ალბათ მიხვდებით - ჩვენმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფეხბურთი საქართველოს ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ევროპამ ახალი საქართველო ნახა და გაიცნო. ჩემპიონატი დასრულდა.

საქართველოში რომ ჩამოვფრინდი და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე იმავე დღეს გავედი, პირობა დავდე - თუ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედ ფინალში იასპარეზებდა, გამოცდაზე თამარ მეფის სამოსით გამოვცხადდებოდი - პირობა, რა თქმა უნდა, შევასრულე...

რატომ თამარ მეფის სამოსი? ის ჩემთვის საქართველოს წარმატებასთან, გამარჯვებასთან ასოცირდება. ამ სამოსზე ზემოდან გადაცმული მქონდა საქართველოს ნაკრების მაისური, რომელიც ასევე უკვე იქცა ჩემთვის და კიდევ ბევრისთვის ქვეყნის წარმატების სიმბოლოდ“ - აღნიშნა ხატია ცარციძემ.