სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე-11 კლასში მომიტაცეს, ქმრის ოჯახი სწავლას მიშლიდა... მეორედ თურქ მამაკაცზე გავთხოვდი, პოლიციელია, სამმართველოს უფროსი" - 41 წლის სტუდენტი ქალის მრავალფეროვანი ცხოვრება
"მე-11 კლასში მომიტაცეს, ქმრის ოჯახი სწავლას მიშლიდა... მეორედ თურქ მამაკაცზე გავთხოვდი,  პოლიციელია, სამმართველოს უფროსი" - 41 წლის სტუდენტი ქალის მრავალფეროვანი ცხოვრება

"მე-11 კლას­ში მო­მი­ტა­ცეს, ქმრის ოჯა­ხი სწავ­ლას მიშ­ლი­და... მე­ო­რედ თურქ მა­მა­კაც­ზე გავ­თხოვ­დი, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ე­ლია" - ქალი, ბევ­რი პრო­ფე­სი­ით: 41 წლის სტუ­დენ­ტის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბა

"სწავ­ლი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი ჩემ­ში ალ­ბათ გე­ნე­ტი­კუ­რად არის ჩა­დე­ბუ­ლი. იმ გა­რე­მო­ში, სა­დაც ვიზ­რდე­ბო­დი, გა­ნათ­ლე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტი იყო. ამი­ტომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა, სულ ვსწავ­ლობ" - გვე­უბ­ნე­ბა 41 წლის ნანა ბე­გი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც შარ­შან ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მარ­თლის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა და მე­ო­რე კურ­სზე უმაღ­ლე­სი ქუ­ლე­ბით გა­და­ვი­და, რო­მელ­საც სტი­პენ­დი­აც და­ე­ნიშ­ნა...

უკვე მე­სა­მე პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბა და მის­თვის ეს შე­სა­ბა­მი­სად მე­სა­მე უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია. ნა­ნას თურ­ქი მე­უღ­ლე ჰყავს, ამ­ჟა­მად თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენც იქ და­ვუ­კავ­შირ­დით.

- მე კი არა, 83 წლის ბებო მყავს და დღემ­დე აქ­ტი­უ­რად კი­თხუ­ლობს წიგ­ნებს, გა­ზე­თებს, ამას­თან, გვერ­დით უდევს ბლოკ­ნო­ტი, სა­დაც მის­თვის ახალ სი­ტყვებს იწერს. ხომ ვამ­ბობ, გე­ნე­ტი­კუ­რად გად­მო­მე­ცა სწავ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი... ჩემ­თვის არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი ასა­კი, გა­რე­მო, დაბ­რკო­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, გა­ნათ­ლე­ბა პირ­ველ ად­გილ­ზეა. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ახლა ჩემს მე­სა­მე პრო­ფე­სი­ას ვე­უფ­ლე­ბი.

- პირ­ვე­ლად უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში რო­მელ წელს ჩა­ა­ბა­რეთ?

- 2000 წელს „უცხო ენებ­ში“ ინ­გლი­სუ­რი ენის პე­და­გო­გი­ურ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. მა­შინ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ენი­სა და კულ­ტუ­რის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერ­ქვა. პე­და­გო­გო­ბა არ მინ­დო­და, მაგ­რამ დე­დაც პე­და­გო­გია, თბი­ლი­სის 77-ე სკო­ლის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლია, ბე­ბოც პე­და­გო­გია და ჩემი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­აც მათი სურ­ვი­ლის გამო ავირ­ჩიე. მე ინ­გლი­სუ­რი ენის თარ­ჯიმ­ნო­ბა მინ­დო­და, რად­გან ინ­გლი­სურ ენას ბავ­შვო­ბი­დან ვსწავ­ლობ­დი.

- ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ გა­ა­მარ­თლა?

- კი, მაგ­რამ კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, თუმ­ცა ერთი ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია მაქვს... მე­თერ­თმე­ტეკ­ლა­სე­ლი ვი­ყა­ვი, რომ მო­მი­ტა­ცეს და მერე ღა­მის სკო­ლის დამ­თავ­რე­ბა მო­მი­წია... ოჯა­ხი, რო­მელ­შიც მოვ­ხვდი, წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, რომ მეს­წავ­ლა. მალე შვი­ლიც შე­მე­ძი­ნა. ჩემი ოჯა­ხიც სი­ხა­რუ­ლით არ შეხ­ვედ­რია იმ ქორ­წი­ნე­ბას. ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, იქ მე­ცხოვ­რა, სა­დაც აღ­მოვ­ჩნდი... ბავ­შვის დამ­ტო­ვე­ბე­ლი არ მყავ­და, ქი­რით ვი­ყა­ვით და შვილს ბი­ნის მე­პატ­რო­ნეს, მის შვი­ლებს, მე­ზო­ბელს ვუ­ტო­ვებ­დი...

- მი­უ­ხე­და­ვად ამ სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, სწავ­ლა მა­ინც შე­ძე­ლით...

- კი... პირ­ვე­ლი პრო­ფე­სია, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი 2004 წელს და­ვამ­თავ­რე. მერე ჩუ­მად წა­ვე­დი და სინ­ქრო­ნუ­ლი თარ­გმნის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე შე­ვი­ტა­ნე სა­ბუ­თე­ბი. სტუ­დენ­ტი რომ გავ­ხდი, ამის შე­სა­ხებ მერე ვთქვი. 2 წელ­ში თარ­ჯი­მან-რე­ფე­რენ­ტის წო­დე­ბა მო­მა­ნი­ჭეს. მაგ კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე თბი­ლი­სის სა­გა­და­სა­ხა­დო ინ­სპექ­ცი­ა­ში - შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში. სულ სხვა გან­ხრით წა­ვე­დი, სა­დაც 2 წელი ვი­მუ­შა­ვე და ბო­ლოს კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სის პოს­ტი­დან წა­მო­ვე­დი.

- თქვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­და?

- 2006 წელს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რად და ბევ­რი მი­ზე­ზის გამო განვქორ­წინ­დი... 2006 წლის მერე სულ ვმუ­შა­ობ­დი, მათ შო­რის, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის პირ­ველ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტო­რი ვი­ყა­ვი. შემ­დეგ ერთ-ერთ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში გა­და­ვი­ნაც­ვლე, ამას კი­დევ ერთი ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნია მოყ­ვა. სულ ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე გახ­ლდით. 2019 წელს სვა­ნეთ­ში გზაც გა­ვიყ­ვა­ნე. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე ვი­ყა­ვი - 30 კაცი მე­ბა­რა. 10-კი­ლო­მეტ­რი­ან მო­ნაკ­ვეთ­ზე ვი­მუ­შა­ვეთ. გზა უშ­გუ­ლი­დან 15 კი­ლო­მეტრშია, ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და იქი­დან მეს­ტი­ა­ში გა­და­დის. ახ­ლან­დე­ლი ჩემი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც თურ­ქია, ზუს­ტად ამ პრო­ექ­ტის მეშ­ვე­ო­ბით გა­ვი­ცა­ნი. მა­შინ თურ­ქულ კომ­პა­ნი­ებ­თან მქონ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­დე­ბუ­ლი. ამა­სო­ბა­ში ჩემი შპს-ც შევ­ქმე­ნი და თბი­ლის­ში სუ­ვე­ნი­რე­ბის მა­ღა­ზი­აც მქონ­და. მოკ­ლედ, ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი მოვ­სინ­ჯე - თუკი რა­მე­ზე სად­მე ხელი მი­მიწ­ვდე­ბო­და. მთა­ვა­რი კი ერთი იყო ყო­ველ­თვის, სა­მარ­თლის სწავ­ლა მინ­დო­და... ეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი­დევ უფრო მინ­დო­და. ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის გარ­შე­მო ბევრ კა­ნონ­დარ­ღვე­ვას ვხე­დავ­დი და ხმას ვერ ვი­ღებ­დი თუნ­დაც ასა­კის გამო, ში­შის ფაქ­ტო­რი მქონ­და... მერე ქა­ლა­ქის ინ­სპექ­ცი­ა­ში რომ ვი­მუ­შა­ვე, სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სი ვის­წავ­ლე, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბა­ში - სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სი...

- ნელ-ნელა მო­დი­ო­დით იმის­კენ, რომ სა­მარ­თალ­ზე ჩა­გე­ბა­რე­ბი­ნათ და 2023 წელს, შარ­შან ზა­ფხულ­ში, 40 წლის ასაკ­ში ჩა­ი­რი­ცხეთ კი­დეც ამ ფა­კულ­ტეტ­ზე...

- კი, ასე, ეტა­პობ­რი­ვად მოვ­დი­ო­დი, მარ­ტო­ხე­ლა დე­დის სტა­ტუ­სი მქონ­და და მა­ნამ­დე ცხოვ­რე­ბა შვილს მი­ვუ­ძღვე­ნი... ჩემი გო­გო­ნა 22 წლის გახ­დე­ბა, „ილი­ა­უ­ნის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ამ­თავ­რა... სა­ნამ ის სწავ­ლობ­და, ჩემი ამ­ბი­ცი­ე­ბის და სურ­ვი­ლე­ბის გამო შვილს ვერ მი­ვა­ტო­ვებ­დი. მე­ო­თხე კურ­სზე რომ იყო, უცებ გა­დავ­წყვი­ტე, მოდი, გავ­რის­კავ და ჩა­ვა­ბა­რებ-თქო. 2023 წლის 28 თე­ბერ­ვალს დავ­ჯე­ქი და ჩე­მით და­ვი­წყე ის­ტო­რი­ა­ში მე­ცა­დი­ნე­ო­ბა. თურ­ქეთ­ში ვი­ყა­ვი, არ მქონ­და წიგ­ნი. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი იმი­ზე­ზებს, რომ ვერ ის­წავ­ლა, მისი არ მეს­მის. სწავ­ლა თუ გინ­და, რო­გორ ვერ უნდა ის­წავ­ლო?! წიგ­ნი არ მქონ­და, რე­პე­ტი­ტო­რიც არ მყავ­და და მო­ვინ­დო­მე, ინ­გლი­სურ ენა­ში მე­ცა­დი­ნე­ო­ბა არ მჭირ­დე­ბო­და, ქარ­თუ­ლის გაკ­ვე­თი­ლებს იუ­თუბ­ზე, ინ­ტერ­ნეტ-სკო­ლას ვუს­მენ­დი. სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა ზო­გა­დად მდი­და­რი მაქვს, სკო­ლა­ში სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი.

- და ის­ტო­რი­ა­ში წიგ­ნის გა­რე­შე რო­გორ მე­ცა­დი­ნე­ობ­დით?

- ჩემი შვი­ლი XI-XII კლა­სის ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში გვერ­დებს ფო­ტო­ებს უღებ­და და იმას მიგ­ზავ­ნი­და. ტე­ლე­ფო­ნით რთუ­ლი იყო იმის გარ­ჩე­ვა, ამი­ტომ ბლოკ­ნოტ­ში ვი­წერ­დი, წიგ­ნის სა­ხეს ასე ვაძ­ლევ­დი და მერე ვსწავ­ლობ­დი... გა­მოც­დებ­ზეც გა­ვე­დი, ჩა­ვა­ბა­რე და კარ­გი ქუ­ლე­ბი ავი­ღე... უკვე მე­ო­რე კურ­სზე გა­და­ვე­დი. სტუ­დენ­ტე­ბი ხომ ჩემ­ზე უმ­ცრო­სე­ბი არი­ან, მაგ­რამ ლექ­ტო­რე­ბიც ჩემ­ზე უმ­ცრო­სე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ... ახლა და­მე­ნიშ­ნე­ბა სტი­პენ­დია იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ქულა - 92 მო­ვი­პო­ვე. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად დავ­დი­ვარ. არა­ვინ რომ არ იყოს, მე ნე­ბის­მი­ერ ამინ­დში იქ ვარ. ამას ჩემი ლექ­ტო­რე­ბიც და­ა­დას­ტუ­რე­ბენ.

- 40 წლის ასაკ­ში ჩა­ბა­რე­ბა და ოც­ნე­ბის ახ­დე­ნა მა­ინც იშ­ვი­ა­თია. კურ­სე­ლებ­მა, ჯგუ­ფე­ლებ­მა რო­გორ მი­გი­ღეს?

- ძა­ლი­ან კარ­გად. სა­ერ­თოდ თვი­თონ ვერ ვგრძნობ ასაკს. ვერ აღ­ვიქ­ვამ ისე, რომ ისი­ნი ჩემს შვილ­ზე პა­ტა­რე­ბი არი­ან. ლექ­ტო­რე­ბიც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ნი­ჭი­ე­რე­ბი და ხელს მი­წყო­ბენ. თურ­ქეთ­ში რომ მოვ­დი­ვარ, წი­ნას­წარ ვა­ბა­რებ იმას, რაც უნდა ახ­სნან ან რომ ჩავ­დი­ვარ, ყვე­ლა­ფერს ერ­თბა­შად ვა­ბა­რებ. სულ ვსწავ­ლობ და ვმე­ცა­დი­ნე­ობ.

- მე­უღ­ლე და შვი­ლი რას გე­უბ­ნე­ბი­ან?

- მე­უღ­ლე თა­ვი­დან მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და, სა­ნამ ჩა­ვა­ბა­რებ­დი, აქ ვი­ყა­ვი, რომ ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი. ახლა წას­ვლა-წა­მოს­ვლა რომ მი­წევს, ცო­ტას ბრა­ზობს ხოლ­მე, მაგ­რამ მა­ინც ეგუ­ე­ბა, თვი­თო­ნაც იუ­რის­ტია, პო­ლი­ცი­ე­ლია, აქ სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი გახ­ლავთ. შვი­ლიც იუ­რის­ტი ჰყავს. არ არ­სე­ბობს, თბი­ლის­ში გა­მოც­და­ზე გა­ვი­დე და აქე­დან არ და­მირ­ე­კოს, აბა, შენ იცი, შენ ამას შეძ­ლებ, წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებ, არ ინერ­ვი­უ­ლო. ჩემს შვილს უხა­რია, მეხ­მა­რე­ბა, ნი­ჭი­ე­რი გო­გოა. 6 ენა იცის, მათ შო­რის, კო­რე­უ­ლი, ია­პო­ნუ­რი, ინ­გლი­სუ­რი, ფრან­გუ­ლი... სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და და კო­რე­ა­ში უნდა წას­ვლა.

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- პრო­კუ­რო­რო­ბა მინ­და. სის­ხლის სა­მარ­თლით უნდა გან­ვაგ­რძო ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა. მე­უბ­ნე­ბი­ან, ძნე­ლია, გა­გი­ჭირ­დე­ბაო, სწო­რედ ის ძნე­ლი მინ­და, რომ გა­ვა­კე­თო და ის ძნე­ლი ამოვხსნა. ვე­ლო­დე­ბი თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას და გა­ი­სად ვა­პი­რებ თურ­ქეთ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე შე­ვი­ტა­ნო სა­ბუ­თე­ბი. აქა­უ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლიც მინ­და, და­ვამ­თავ­რო. თურ­ქუ­ლი ენა ვიცი.

- მუდ­მი­ვად სტუ­დენ­ტი და სწავ­ლის პრო­ცეს­ში მყო­ფი ქალ­ბა­ტო­ნი ჩვენს მკი­თხველს რას ეტყო­დით?

- რო­გორც მო­მა­ვალ სა­მარ­თალმცოდ­ნეს, მინ­და, რომ მოხ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დატ­რე­ნინ­გე­ბა სა­მარ­თლის კუ­თხით, ასაკს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რად­გან სა­მარ­თლის კუ­თხით, ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, ვის რის უფ­ლე­ბა აქვს. რა­ღაც­ნა­ი­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა შეძ­ლოს კა­ნო­ნე­ბის შეს­წავ­ლა. ეს სკო­ლი­დან­ვე მოხ­დე­ბა, თუ შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, არ ვიცი, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა იცოდ­ნენ. კი­დევ იმის თქმა მინ­და, რომ ზოგს შვი­ლი კერ­ძო სკო­ლა­სა თუ სას­წავ­ლე­ბელ­ში დაჰ­ყავს, რა­შიც თან­ხებს იხ­დის. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სად ის­წავ­ლის ადა­მი­ა­ნი და სად მი­ი­ღებს გა­ნათ­ლე­ბას, სოფ­ლის სკო­ლა­ში თუ კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. მთა­ვა­რია, სწავ­ლის სურ­ვი­ლი ჰქონ­დეს და ცოდ­ნას მი­ღე­ბა ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა. ისე­ვე რო­გორც ღმერ­თი ყველ­გან არის. აქ არ არის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტა­ძა­რი, მაგ­რამ სახ­ლში მაქვს ხა­ტე­ბი, სან­თლებს ვან­თებ და ვლო­ცუ­ლობ. ამის­თვის კუ­თხე მაქვს მო­წყო­ბი­ლი, იქვე ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი კუ­თხეც გა­ვა­კე­თე. დრო­შა კი სულ ჩან­თით და­მაქვს. ასე რომ, ერთ სახ­ლში მე და ჩემი ქმრის სა­ხით ორი რე­ლი­გია უპ­რობ­ლე­მოდ თა­ნა­ცხოვ­რობს. არა­ვინ თქვას, რომ რამე ვერ შეძ­ლო, ვერ მო­ას­წრო, ხელი რა­ღა­ცამ შე­უ­შა­ლა, სწავ­ლის­თვის დაბ­რკო­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, სურ­ვი­ლი და მონ­დო­მე­ბაა სა­ჭი­რო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მე-11 კლასში მომიტაცეს, ქმრის ოჯახი სწავლას მიშლიდა... მეორედ თურქ მამაკაცზე გავთხოვდი, პოლიციელია, სამმართველოს უფროსი" - 41 წლის სტუდენტი ქალის მრავალფეროვანი ცხოვრება

"მე-11 კლასში მომიტაცეს, ქმრის ოჯახი სწავლას მიშლიდა... მეორედ თურქ მამაკაცზე გავთხოვდი,  პოლიციელია, სამმართველოს უფროსი" - 41 წლის სტუდენტი ქალის მრავალფეროვანი ცხოვრება

"მე-11 კლასში მომიტაცეს, ქმრის ოჯახი სწავლას მიშლიდა... მეორედ თურქ მამაკაცზე გავთხოვდი, რომელიც პოლიციელია" - ქალი, ბევრი პროფესიით: 41 წლის სტუდენტის მრავალფეროვანი ცხოვრება

"სწავლისადმი სიყვარული ჩემში ალბათ გენეტიკურად არის ჩადებული. იმ გარემოში, სადაც ვიზრდებოდი, განათლება პრიორიტეტი იყო. ამიტომ მთელი ცხოვრებაა, სულ ვსწავლობ" - გვეუბნება 41 წლის ნანა ბეგიაშვილი, რომელიც შარშან ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და მეორე კურსზე უმაღლესი ქულებით გადავიდა, რომელსაც სტიპენდიაც დაენიშნა...

უკვე მესამე პროფესიას ეუფლება და მისთვის ეს შესაბამისად მესამე უმაღლესი სასწავლებელია. ნანას თურქი მეუღლე ჰყავს, ამჟამად თურქეთში იმყოფება და შესაბამისად, ჩვენც იქ დავუკავშირდით.

- მე კი არა, 83 წლის ბებო მყავს და დღემდე აქტიურად კითხულობს წიგნებს, გაზეთებს, ამასთან, გვერდით უდევს ბლოკნოტი, სადაც მისთვის ახალ სიტყვებს იწერს. ხომ ვამბობ, გენეტიკურად გადმომეცა სწავლის სიყვარული... ჩემთვის არ არსებობს არანაირი ასაკი, გარემო, დაბრკოლება, ნებისმიერ შემთხვევაში, განათლება პირველ ადგილზეა. ამიტომაცაა, რომ ახლა ჩემს მესამე პროფესიას ვეუფლები.

- პირველად უმაღლეს სასწავლებელში რომელ წელს ჩააბარეთ?

- 2000 წელს „უცხო ენებში“ ინგლისური ენის პედაგოგიურზე ჩავაბარე. მაშინ ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერქვა. პედაგოგობა არ მინდოდა, მაგრამ დედაც პედაგოგია, თბილისის 77-ე სკოლის ფიზიკის მასწავლებელია, ბებოც პედაგოგია და ჩემი მომავალი პროფესიაც მათი სურვილის გამო ავირჩიე. მე ინგლისური ენის თარჯიმნობა მინდოდა, რადგან ინგლისურ ენას ბავშვობიდან ვსწავლობდი.

- ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა?

- კი, მაგრამ კარგად ვსწავლობდი, თუმცა ერთი ტრაგიკული ისტორია მაქვს... მეთერთმეტეკლასელი ვიყავი, რომ მომიტაცეს და მერე ღამის სკოლის დამთავრება მომიწია... ოჯახი, რომელშიც მოვხვდი, წინააღმდეგი იყო, რომ მესწავლა. მალე შვილიც შემეძინა. ჩემი ოჯახიც სიხარულით არ შეხვედრია იმ ქორწინებას. ამიტომ იძულებული ვიყავი, იქ მეცხოვრა, სადაც აღმოვჩნდი... ბავშვის დამტოვებელი არ მყავდა, ქირით ვიყავით და შვილს ბინის მეპატრონეს, მის შვილებს, მეზობელს ვუტოვებდი...

- მიუხედავად ამ სირთულეებისა, სწავლა მაინც შეძელით...

- კი... პირველი პროფესია, ბაკალავრიატი 2004 წელს დავამთავრე. მერე ჩუმად წავედი და სინქრონული თარგმნის განყოფილებაზე შევიტანე საბუთები. სტუდენტი რომ გავხდი, ამის შესახებ მერე ვთქვი. 2 წელში თარჯიმან-რეფერენტის წოდება მომანიჭეს. მაგ კურსის დასრულების შემდეგ მუშაობა დავიწყე თბილისის საგადასახადო ინსპექციაში - შემოსავლების სამსახურში. სულ სხვა განხრით წავედი, სადაც 2 წელი ვიმუშავე და ბოლოს კანცელარიის უფროსის პოსტიდან წამოვედი.

- თქვენი ქორწინება რამდენ ხანს გაგრძელდა?

- 2006 წელს ყოფილ მეუღლესთან ოფიციალურად და ბევრი მიზეზის გამო განვქორწინდი... 2006 წლის მერე სულ ვმუშაობდი, მათ შორის, სასჯელაღსრულების პირველ დაწესებულებაში, რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი ვიყავი. შემდეგ ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში გადავინაცვლე, ამას კიდევ ერთი ცნობილი კომპანია მოყვა. სულ ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე გახლდით. 2019 წელს სვანეთში გზაც გავიყვანე. რეაბილიტაციაზე ვიყავი - 30 კაცი მებარა. 10-კილომეტრიან მონაკვეთზე ვიმუშავეთ. გზა უშგულიდან 15 კილომეტრშია, ლენტეხის მუნიციპალიტეტში და იქიდან მესტიაში გადადის. ახლანდელი ჩემი მეუღლე, რომელიც თურქია, ზუსტად ამ პროექტის მეშვეობით გავიცანი. მაშინ თურქულ კომპანიებთან მქონდა ხელშეკრულება დადებული. ამასობაში ჩემი შპს-ც შევქმენი და თბილისში სუვენირების მაღაზიაც მქონდა. მოკლედ, ცხოვრებაში ყველაფერი მოვსინჯე - თუკი რამეზე სადმე ხელი მიმიწვდებოდა. მთავარი კი ერთი იყო ყოველთვის, სამართლის სწავლა მინდოდა... ეს პირველი ქორწინებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მინდოდა. ჩემი ყოფილი მეუღლის გარშემო ბევრ კანონდარღვევას ვხედავდი და ხმას ვერ ვიღებდი თუნდაც ასაკის გამო, შიშის ფაქტორი მქონდა... მერე ქალაქის ინსპექციაში რომ ვიმუშავე, საგადასახადო კოდექსი ვისწავლე, სასჯელაღსრულებაში - სისხლის სამართლის კოდექსი...

- ნელ-ნელა მოდიოდით იმისკენ, რომ სამართალზე ჩაგებარებინათ და 2023 წელს, შარშან ზაფხულში, 40 წლის ასაკში ჩაირიცხეთ კიდეც ამ ფაკულტეტზე...

- კი, ასე, ეტაპობრივად მოვდიოდი, მარტოხელა დედის სტატუსი მქონდა და მანამდე ცხოვრება შვილს მივუძღვენი... ჩემი გოგონა 22 წლის გახდება, „ილიაუნის“ საერთაშორისო ურთიერთობები დაამთავრა... სანამ ის სწავლობდა, ჩემი ამბიციების და სურვილების გამო შვილს ვერ მივატოვებდი. მეოთხე კურსზე რომ იყო, უცებ გადავწყვიტე, მოდი, გავრისკავ და ჩავაბარებ-თქო. 2023 წლის 28 თებერვალს დავჯექი და ჩემით დავიწყე ისტორიაში მეცადინეობა. თურქეთში ვიყავი, არ მქონდა წიგნი. როდესაც ადამიანი იმიზეზებს, რომ ვერ ისწავლა, მისი არ მესმის. სწავლა თუ გინდა, როგორ ვერ უნდა ისწავლო?! წიგნი არ მქონდა, რეპეტიტორიც არ მყავდა და მოვინდომე, ინგლისურ ენაში მეცადინეობა არ მჭირდებოდა, ქართულის გაკვეთილებს იუთუბზე, ინტერნეტ-სკოლას ვუსმენდი. საბაზისო ცოდნა ზოგადად მდიდარი მაქვს, სკოლაში საუკეთესო მოსწავლე ვიყავი.

- და ისტორიაში წიგნის გარეშე როგორ მეცადინეობდით?

- ჩემი შვილი XI-XII კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში გვერდებს ფოტოებს უღებდა და იმას მიგზავნიდა. ტელეფონით რთული იყო იმის გარჩევა, ამიტომ ბლოკნოტში ვიწერდი, წიგნის სახეს ასე ვაძლევდი და მერე ვსწავლობდი... გამოცდებზეც გავედი, ჩავაბარე და კარგი ქულები ავიღე... უკვე მეორე კურსზე გადავედი. სტუდენტები ხომ ჩემზე უმცროსები არიან, მაგრამ ლექტორებიც ჩემზე უმცროსები აღმოჩნდნენ... ახლა დამენიშნება სტიპენდია იმიტომ, რომ ძალიან მაღალი ქულა - 92 მოვიპოვე. უნივერსიტეტში ყოველდღიურად დავდივარ. არავინ რომ არ იყოს, მე ნებისმიერ ამინდში იქ ვარ. ამას ჩემი ლექტორებიც დაადასტურებენ.

- 40 წლის ასაკში ჩაბარება და ოცნების ახდენა მაინც იშვიათია. კურსელებმა, ჯგუფელებმა როგორ მიგიღეს?

- ძალიან კარგად. საერთოდ თვითონ ვერ ვგრძნობ ასაკს. ვერ აღვიქვამ ისე, რომ ისინი ჩემს შვილზე პატარები არიან. ლექტორებიც ძალიან სასიამოვნო ადამიანები არიან, ნიჭიერები და ხელს მიწყობენ. თურქეთში რომ მოვდივარ, წინასწარ ვაბარებ იმას, რაც უნდა ახსნან ან რომ ჩავდივარ, ყველაფერს ერთბაშად ვაბარებ. სულ ვსწავლობ და ვმეცადინეობ.

- მეუღლე და შვილი რას გეუბნებიან?

- მეუღლე თავიდან მგულშემატკივრობდა, სანამ ჩავაბარებდი, აქ ვიყავი, რომ ვმეცადინეობდი. ახლა წასვლა-წამოსვლა რომ მიწევს, ცოტას ბრაზობს ხოლმე, მაგრამ მაინც ეგუება, თვითონაც იურისტია, პოლიციელია, აქ სამმართველოს უფროსი გახლავთ. შვილიც იურისტი ჰყავს. არ არსებობს, თბილისში გამოცდაზე გავიდე და აქედან არ დამირეკოს, აბა, შენ იცი, შენ ამას შეძლებ, წარმატებას გისურვებ, არ ინერვიულო. ჩემს შვილს უხარია, მეხმარება, ნიჭიერი გოგოა. 6 ენა იცის, მათ შორის, კორეული, იაპონური, ინგლისური, ფრანგული... საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე სწავლობდა და კორეაში უნდა წასვლა.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- პროკურორობა მინდა. სისხლის სამართლით უნდა განვაგრძო ჩემი საქმიანობა. მეუბნებიან, ძნელია, გაგიჭირდებაო, სწორედ ის ძნელი მინდა, რომ გავაკეთო და ის ძნელი ამოვხსნა. ველოდები თურქეთის მოქალაქეობას და გაისად ვაპირებ თურქეთში საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე შევიტანო საბუთები. აქაური სასწავლებელიც მინდა, დავამთავრო. თურქული ენა ვიცი.

- მუდმივად სტუდენტი და სწავლის პროცესში მყოფი ქალბატონი ჩვენს მკითხველს რას ეტყოდით?

- როგორც მომავალ სამართალმცოდნეს, მინდა, რომ მოხდეს საზოგადოების დატრენინგება სამართლის კუთხით, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სამართლის კუთხით, ყველამ უნდა იცოდეს, ვის რის უფლება აქვს. რაღაცნაირად საზოგადოებამ უნდა შეძლოს კანონების შესწავლა. ეს სკოლიდანვე მოხდება, თუ შემდგომ პერიოდში, არ ვიცი, მაგრამ აუცილებელია. საკუთარი უფლებების შესახებ ადამიანებმა უნდა იცოდნენ. კიდევ იმის თქმა მინდა, რომ ზოგს შვილი კერძო სკოლასა თუ სასწავლებელში დაჰყავს, რაშიც თანხებს იხდის. არ აქვს მნიშვნელობა, სად ისწავლის ადამიანი და სად მიიღებს განათლებას, სოფლის სკოლაში თუ კემბრიჯის უნივერსიტეტში. მთავარია, სწავლის სურვილი ჰქონდეს და ცოდნას მიღება ყველგან შეიძლება. ისევე როგორც ღმერთი ყველგან არის. აქ არ არის ქრისტიანული ტაძარი, მაგრამ სახლში მაქვს ხატები, სანთლებს ვანთებ და ვლოცულობ. ამისთვის კუთხე მაქვს მოწყობილი, იქვე ქართული ეროვნული კუთხეც გავაკეთე. დროშა კი სულ ჩანთით დამაქვს. ასე რომ, ერთ სახლში მე და ჩემი ქმრის სახით ორი რელიგია უპრობლემოდ თანაცხოვრობს. არავინ თქვას, რომ რამე ვერ შეძლო, ვერ მოასწრო, ხელი რაღაცამ შეუშალა, სწავლისთვის დაბრკოლება არ არსებობს, სურვილი და მონდომებაა საჭირო.