სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გააჩნია, რა მტკიცებულებები აქვთ სპეცსამსახურებს..." - როგორ აფასებენ უსაფრთხოების ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების თაობაზე სუს-ის დაწყებულ გამოძიებას?
"გააჩნია, რა მტკიცებულებები აქვთ სპეცსამსახურებს..." -  როგორ აფასებენ უსაფრთხოების ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების თაობაზე სუს-ის დაწყებულ გამოძიებას?

სუს-ი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტე­რაქ­ტი იგეგ­მე­ბო­და და რამ­დე­ნი­მე დღეა, უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ ჯა­რის­კა­ცებს გა­მო­კი­თხვა­ზე იბა­რე­ბენ.

"სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი იძი­ებს უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით და და­ფი­ნან­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის, მათ შო­რის, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სუს-ის ცნო­ბით, "ხსე­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის მი­ზა­ნია, ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სუს­ტე­ბის ფონ­ზე დესტრუქ­ცი­უ­ლი ძა­ლე­ბის მიერ სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით დამ­ხო­ბა.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლის ფარ­გლებ­ში ხდე­ბა კონ­კრე­ტულ პირ­თა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში და­ბა­რე­ბა მათი მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხვის მიზ­ნით“.

გა­მო­გო­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­პა­გან­და - ასე აფა­სე­ბენ ოპო­ზი­ცი­ა­ში სუს-ში მიმ­დი­ნა­რე მა­სობ­რივ გა­მო­კი­თხვებს. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ყვე­ლა­ფერს აკე­თებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შუღ­ლის გა­საღ­ვი­ვებ­ლად და ში­შის და­სა­ნერ­გად. ისი­ნი პა­რა­ლელს ავ­ლე­ბენ რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მო­ნა­ცე­მებ­თან, რო­მელ­შიც ლა­პა­რა­კი იყო აშშ-ს მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა­სა და გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მო­წყო­ბის მცდე­ლო­ბა­ზე. მათი შე­ფა­სე­ბით, ეს ფაქ­ტე­ბი კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნებს, რომ ქარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მუ­შა­ო­ბენ.

რო­გორც ოპო­ზი­ცი­ის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა ში­შის და­ნერგვას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რაც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სჭირ­დე­ბა. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ და­ი­წყო, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შე­დე­გი ვე­რას­დროს ნახა. არის თუ არა ეს ინ­ფორ­მა­ცია ფაქ­ტე­ბით და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბას და­ე­დო სა­ფუძ­ვლად, ამას მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს. მა­ნამ­დე კი სუს-ის მიერ და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას ambebi.ge-სთან უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი აფა­სე­ბენ:

და­ვით კუ­ხა­ლაშ­ვი­ლი:

"ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბებს და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ წრე­ებს, მათ შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს, სა­მიზ­ნე ობი­ექ­ტად ჰყავთ აყ­ვა­ნი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ში­ნა­არ­სობ­რივ დატ­ვირ­თვას თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იმ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­თან, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს (გარ­კვე­ულ პო­ლი­ტი­კურ ორი­ენ­ტა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით). სა­ხე­ზე გვაქვს კომ­პრო­მე­ტა­ცი­ის და ზე­წო­ლის პრო­ცე­სი, ზო­გა­დად, ასე­თი ნიშ­ნე­ბი ახა­სი­ა­თებს სა­დაზ­ვერ­ვო აქ­ტი­ვო­ბებს. ალ­ბა­თო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ივა­ნიშ­ვი­ლი იყოს სა­დაზ­ვერ­ვო ზე­მოქ­მე­დე­ბის, მათ შო­რის ტე­რაქ­ტის ობი­ექ­ტი. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა პი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ვნა­ხეთ მა­ღა­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან ირი­ბი მუ­ქა­რის გან­ცხა­დე­ბე­ბი, გახ­სოვთ იყო გარ­კვე­უ­ლი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი ფი­ცო­ზეც. ამ შემ­თხვე­ვა­ში ასე­თი ტი­პის მი­ნიშ­ნე­ბე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი დაზ­ვერ­ვის ნიშ­ნებ­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ­ლის ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნაა, გარ­კვე­უ­ლი ზე­გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს კონ­კრე­ტულ პირ­ზე ან პირ­თა ჯგუ­ფებ­ზე. რო­გორც წესი, სა­ხელ­მწი­ფოს აქვს გა­ცი­ლე­ბით მეტი ინ­ფორ­მა­ცია და­ხუ­რუ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან, ამი­ტომ ყვე­ლა­ფერ იმას, რა­საც ჩვენ ვა­ფა­სებთ, რე­ა­ლუ­რად აკ­ლია ის სა­ფუძ­ვლე­ბი, რო­მე­ლიც და­ხუ­რუ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს და შე­საძ­ლე­ბე­ლია საქ­მე გვქონ­დეს გარ­კვე­უ­ლი ტი­პის ისეთ საფრ­თხე­ებ­თან, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვი­საა ცნო­ბი­ლი.

ყვე­ლა­ფერ ამას სიმ­ბი­ოზ­ში თუ გან­ვი­ხი­ლავთ, მათ შო­რის პრო­და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბებს რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ძა­ლი­ან ძნე­ლად გა­სარ­ჩე­ვია, ვინ არის პრო­და­სავ­ლუ­რი და ვინ პრო­რუ­სუ­ლი ძალა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ესეც ერთ-ერთი ნი­შა­ნია იმი­სა, რომ ყვე­ლა მოქ­მე­დე­ბა არის საკ­მა­ოდ კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და შე­ნიღ­ბუ­ლი უცხო სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ.

დღეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო­დან არ­სე­ბობს საფრ­თხე, მარ­ტო რუ­სე­თი­დან არა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­დად­გამს თუნ­დაც ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო არას­წორ ნა­ბიჯს, შე­საძ­ლოა ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იმ დო­ნის და­მა­ზი­ა­ნე­ბელ რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა დავ­კარ­გოთ. პრაქ­ტი­კუ­ლად, ზე­წო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა იმ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, ვი­საც ინ­ტე­რე­სე­ბი გა­აჩ­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში და ამ შემ­თხვე­ვა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და სპეც­სამ­სა­ხუ­რებს მარ­თებთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა, რათა ისე­თი ნა­ბი­ჯი არ გა­დავ­დგათ, რომ თუნ­დაც რუ­სე­თის მსხვერ­პლად ვიქ­ცეთ.

ამის კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს არა მარ­ტო ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ალ­ბა­თო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით, ჩვენ გვყავს მათი ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი აგენ­ტუ­რუ­ლი, ჯა­შუ­შუ­რი აპა­რა­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამას­თან ერ­თად, გვყავს კო­ლექ­ტი­უ­რი და­სავ­ლე­თის ჯა­შუ­შუ­რი აპა­რა­ტიც... ჩვე­ნი საზ­რუ­ნა­ვია, რომ ხელი არ შე­ვუ­წყოთ უცხო ქვეყ­ნე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ გავ­ხდეთ მარ­ტი­ვად მო­წყვლა­დი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ნა­კა­დე­ბის­თვის და არ მოხ­დეს ისე­თი რამ, რომ მი­ვი­ღოთ ქვე­ყა­ნა­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბი­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი რღვე­ვა. ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ მას აქვს გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი დო­ნის ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ნა­კა­დე­ბი სა­ი­დუმ­ლო გრი­ფით, რო­მელ­საც იყე­ნებს სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რი. გა­აჩ­ნია, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვთ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს და ვნა­ხოთ, რა პრო­ცე­სებ­თან გვექ­ნე­ბა საქ­მე..."

ლაშა ძე­ბი­საშ­ვი­ლი:

"ჩვენ არ ვი­ცით, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­აჩ­ნია სუს-ს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მიძ­ლია მხო­ლოდ იმ გა­რეგ­ნუ­ლი ინ­დი­კა­ტო­რე­ბის მი­ხედ­ვით ვიმ­სჯე­ლო, რაც ჩანს. ბუ­ნებ­რი­ვია, ერთ მხა­რეს არის ერ­თგვა­რი მი­ნიშ­ნე­ბა, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია წას­ვლა­ზე არ ფიქ­რობს და მი­ნი­მუმ კი­დევ 12 წელს აპი­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნას. ეს იქ­ნე­ბო­და მეტ-ნაკ­ლე­ბად მი­სა­ღე­ბი, ცოტა სხვა მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე რომ გა­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის ფონ­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბე­ბი გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ა­ზე, მას­თან ბრძო­ლა­ზე და სხვა, მკა­ფი­ოდ ტო­ვებს იმის გან­ცდას, რომ ამ ბრალ­დე­ბებს არა რე­ა­ლუ­რი, არა­მედ უფრო პო­ლი­ტი­კუ­რი ში­ში­დან გა­მომ­დი­ნა­რე აქვს სა­ფუძ­ვე­ლი.

მმარ­თვე­ლი ძალა ერ­თის მხრივ, უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ ჯა­რის­კა­ცებ­ში ხე­დავს რა­ღაც საფრ­თხეს, ყვე­ლა­ზე საფრ­თხის შემ­ცველ კონ­ტი­გენ­ტად ისი­ნი ეჩ­ვე­ნე­ბა. ობი­ექ­ტუ­რე­ბი რომ ვი­ყოთ, ნორ­მა­ლურ პო­ლი­ტი­კურ გა­რე­მო­ში ეს საფრ­თხის შემ­ცველ ფაქ­ტო­რად უნდა მო­ეჩ­ვე­ნოს, თუ აქ რა­ღაც ისე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი არ გაქვს და­გეგ­მი­ლი, რაც და­პი­რის­პი­რე­ბას იწ­ვევს.

ჩემ­თვის უბ­რა­ლოდ გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ ხდე­ბა ამ ხალ­ხის მი­მართ ასე­თი ბრალ­დე­ბის გაჟ­ღე­რე­ბა, ტე­რო­რის­ტე­ბი სულ სხვა­ნა­ი­რად მოქ­მე­დე­ბენ, სხვაგ­ვა­რად გეგ­მა­ვენ და ამ ხალ­ხის მსგავს ტე­რო­რის­ტებ­ზე ცხოვ­რე­ბა­ში არ მსმე­ნია. მათ­ზე ით­ქვა, რომ ტე­რაქტს გეგ­მა­ვენ, რი­სიც ნაკ­ლე­ბად მჯე­რა, თუმ­ცა ვა­ღი­ა­რებ, რომ მათ­ში მმარ­თვე­ლი ძალა საფრ­თხეს ხე­დავს და ეს საფრ­თხე უკავ­შირ­დე­ბა ამ ხალ­ხის გა­მოც­დი­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ალს. სხვა საქ­მეა, ასე რა­ტომ ეჩ­ვე­ნე­ბათ, რა­ტომ მი­იჩ­ნე­ვენ მათ რე­ა­ლურ საფრ­თხედ. პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში თუ არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხარ გა­მარ­ჯვე­ბა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, არა­ვინ და მით უმე­ტეს, უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი რა­ტომ უნდა წარ­მო­ად­გენ­დნენ საფრ­თხეს? ვეჭ­ვობ, რომ აქ საქ­მე სხვა­ნა­ი­რა­დაა - მმარ­თვე­ლი ძალა სა­მო­მავ­ლოდ ემ­ზა­დე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგო­მი დღე­ე­ბის კონ­ტექ­სტში, ისი­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის ფარ­გლებ­ში ხე­და­ვენ ამ ხალ­ხის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, წინმსწრე­ბად ცდი­ლო­ბენ ჯა­რის­კა­ცე­ბის ნე­იტ­რა­ლი­ზა­ცი­ას ამ პრე­ტექ­სტით, იმ კონ­ტექ­სტით, თით­ქოს ისი­ნი რა­ღაც ტე­რაქ­ტებს ამ­ზა­დე­ბენ. ნე­ბის­მი­ერ ავ­ტო­რი­ტა­რულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ყო­ველ­თვის აქვს მთე­ლი რიგი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზე­ბი­სა და მო­გო­ნი­ლი პრე­ტექ­სტე­ბი­სა, რო­მელ­თაც ის ყო­ველ­თვის იყე­ნებს იმ ძა­ლის მი­მართ, რო­მე­ლიც მას დიდ საფრ­თხედ ელან­დე­ბა.

გვახ­სოვს "სა­ბუ­რა­ვე­ბის“ და სხვა მო­სა­ლოდ­ნე­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი, რაც უკვე კო­მი­კუ­რია, გვახ­სოვს ახ­ლა­ხან აშშ-ს და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას­თან, თუ გა­დატ­რი­ა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით... ამათ თუ მა­ინც და მა­ინც ერა­ყის, სი­რი­ის და ლი­ბი­ის მა­გა­ლი­თე­ბი უნ­დათ მო­იყ­ვა­ნონ, რო­გორც რე­ჟი­მე­ბის ცვლი­ლე­ბის მა­გა­ლი­თი, ამ კონ­ტექ­სტში ძა­ლი­ან ცუდი მა­გა­ლი­თე­ბია იმი­ტომ, რომ ყვე­ლა ამ ქვე­ყა­ნა­ში დიქ­ტა­ტო­რუ­ლი რე­ჟი­მი იყო და აქ უკვე პა­რა­ლე­ლე­ბის გავ­ლე­ბა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან. ცოტა არ იყოს, უკვე კო­მი­კუ­რიც აღა­რაა, რა­საც ესე­ნი ახ­მო­ვა­ნე­ბენ - გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ი­დან და­წყე­ბუ­ლი, მა­სო­ნე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ისიც არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბის პი­კია, როცა კო­ბა­ხი­ძეს ევ­რო­კო­მი­სა­რი თურ­მე სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში მი­ა­ნიშ­ნებს რა­ღაც ტე­რაქ­ტზე. ამა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ეს გახ­დე­ბო­და რა­ღაც სკეტ­ჩე­ბის და კო­მე­დი­ე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბის თემა.“

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"გააჩნია, რა მტკიცებულებები აქვთ სპეცსამსახურებს..." - როგორ აფასებენ უსაფრთხოების ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების თაობაზე სუს-ის დაწყებულ გამოძიებას?

"გააჩნია, რა მტკიცებულებები აქვთ სპეცსამსახურებს..." -  როგორ აფასებენ უსაფრთხოების ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების თაობაზე სუს-ის დაწყებულ გამოძიებას?

სუს-ი ირწმუნება, რომ საქართველოში ტერაქტი იგეგმებოდა და რამდენიმე დღეა, უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს გამოკითხვაზე იბარებენ.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“, - აღნიშნულია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

სუს-ის ცნობით, "ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით“.

გამოგონილი ბრალდებები და წინასაარჩევნო პროპაგანდა - ასე აფასებენ ოპოზიციაში სუს-ში მიმდინარე მასობრივ გამოკითხვებს. პოლიტიკოსების თქმით, "ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს საზოგადოებაში შუღლის გასაღვივებლად და შიშის დასანერგად. ისინი პარალელს ავლებენ რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან, რომელშიც ლაპარაკი იყო აშშ-ს მიერ საქართველოს ხელისუფლების ცვლილებასა და გადატრიალების მოწყობის მცდელობაზე. მათი შეფასებით, ეს ფაქტები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქართული ხელისუფლება და რუსეთის სპეცსამსახურები კოორდინირებულად მუშაობენ.

როგორც ოპოზიციის წევრები ამბობენ, უსაფრთხოების სამსახურის განცხადება შიშის დანერგვას ემსახურება, რაც "ქართულ ოცნებას" ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება. ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება წლების განმავლობაში არაერთხელ დაიწყო, მაგრამ საზოგადოებამ შედეგი ვერასდროს ნახა. არის თუ არა ეს ინფორმაცია ფაქტებით და მტკიცებულებებით გაჯერებული, რომელიც გამოძიებას დაედო საფუძვლად, ამას მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას ambebi.ge-სთან უსაფრთხოების ექსპერტები აფასებენ:

დავით კუხალაშვილი:

"ბოლო წლების განმავლობაში მასმედიის საშუალებებს და საგარეო პოლიტიკურ წრეებს, მათ შორის დიპლომატიურ კორპუსს, სამიზნე ობიექტად ჰყავთ აყვანილი ბიძინა ივანიშვილი. შინაარსობრივ დატვირთვას თუ დავაკვირდებით, ეს დაკავშირებულია იმ გეოპოლიტიკურ პროცესებთან, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს (გარკვეულ პოლიტიკურ ორიენტაციებთან დაკავშირებით). სახეზე გვაქვს კომპრომეტაციის და ზეწოლის პროცესი, ზოგადად, ასეთი ნიშნები ახასიათებს სადაზვერვო აქტივობებს. ალბათობის მაღალი ხარისხით შეიძლება ჩაითვალოს, რომ შესაძლებელია ივანიშვილი იყოს სადაზვერვო ზემოქმედების, მათ შორის ტერაქტის ობიექტი. რაც შეეხება უშუალოდ ხელისუფლების სხვა პირებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ მაღალი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოების წარმომადგენლების მხრიდან ირიბი მუქარის განცხადებები, გახსოვთ იყო გარკვეული მინიშნებები ფიცოზეც. ამ შემთხვევაში ასეთი ტიპის მინიშნებები პოლიტიკური დაზვერვის ნიშნებზე მიანიშნებს, რომლის ძირითადი ამოცანაა, გარკვეული ზეგავლენა იქონიოს კონკრეტულ პირზე ან პირთა ჯგუფებზე. როგორც წესი, სახელმწიფოს აქვს გაცილებით მეტი ინფორმაცია დახურული წყაროებიდან, ამიტომ ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ ვაფასებთ, რეალურად აკლია ის საფუძვლები, რომელიც დახურული წყაროებიდან მომდინარეობს და შესაძლებელია საქმე გვქონდეს გარკვეული ტიპის ისეთ საფრთხეებთან, რომლებიც მხოლოდ ხელისუფლებისთვისაა ცნობილი.

ყველაფერ ამას სიმბიოზში თუ განვიხილავთ, მათ შორის პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკური მოღვაწეების განცხადებებს რუსეთთან დაკავშირებით, ძალიან ძნელად გასარჩევია, ვინ არის პროდასავლური და ვინ პრორუსული ძალა საქართველოში. ესეც ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ყველა მოქმედება არის საკმაოდ კარგად ორგანიზებული და შენიღბული უცხო სპეცსამსახურების მიერ.

დღეს აბსოლუტურად ყველა სახელმწიფოდან არსებობს საფრთხე, მარტო რუსეთიდან არა. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გადადგამს თუნდაც ერთ უმნიშვნელო არასწორ ნაბიჯს, შესაძლოა ეს საქართველოსთვის იმ დონის დამაზიანებელ რეალობად იქცეს, რომ სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ. პრაქტიკულად, ზეწოლა მიმდინარეობს ყველა იმ სახელმწიფოს მხრიდან, ვისაც ინტერესები გააჩნია საქართველოში და ამ შემთხვევაში ხელისუფლებას და სპეცსამსახურებს მართებთ განსაკუთრებული ყურადღება, რათა ისეთი ნაბიჯი არ გადავდგათ, რომ თუნდაც რუსეთის მსხვერპლად ვიქცეთ.

ამის კარგი შესაძლებლობა აქვს რუსეთის ფედერაციას, მხედველობაში მაქვს არა მარტო ოკუპირებული ტერიტორიები, ალბათობის მაღალი ხარისხით, ჩვენ გვყავს მათი ინტერესების გამტარებელი აგენტურული, ჯაშუშური აპარატი საქართველოში. ამასთან ერთად, გვყავს კოლექტიური დასავლეთის ჯაშუშური აპარატიც... ჩვენი საზრუნავია, რომ ხელი არ შევუწყოთ უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებას საქართველოში, არ გავხდეთ მარტივად მოწყვლადი დეზინფორმაციული ნაკადებისთვის და არ მოხდეს ისეთი რამ, რომ მივიღოთ ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი რღვევა. ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება იმიტომ, რომ მას აქვს გაცილებით მაღალი დონის ინფორმაციული ნაკადები საიდუმლო გრიფით, რომელსაც იყენებს სადაზვერვო სამსახური. გააჩნია, რა მტკიცებულებები აქვთ სპეცსამსახურებს და ვნახოთ, რა პროცესებთან გვექნება საქმე..."

ლაშა ძებისაშვილი:

"ჩვენ არ ვიცით, რა მტკიცებულებები გააჩნია სუს-ს და აქედან გამომდინარე, შემიძლია მხოლოდ იმ გარეგნული ინდიკატორების მიხედვით ვიმსჯელო, რაც ჩანს. ბუნებრივია, ერთ მხარეს არის ერთგვარი მინიშნება, რომ მმართველი პარტია წასვლაზე არ ფიქრობს და მინიმუმ კიდევ 12 წელს აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას. ეს იქნებოდა მეტ-ნაკლებად მისაღები, ცოტა სხვა მოვლენების ფონზე რომ გაცხადებულიყო, მაგრამ რუსული კანონის ფონზე "ქართული ოცნების“ განცხადებები გლობალური ომის პარტიაზე, მასთან ბრძოლაზე და სხვა, მკაფიოდ ტოვებს იმის განცდას, რომ ამ ბრალდებებს არა რეალური, არამედ უფრო პოლიტიკური შიშიდან გამომდინარე აქვს საფუძველი.

მმართველი ძალა ერთის მხრივ, უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებში ხედავს რაღაც საფრთხეს, ყველაზე საფრთხის შემცველ კონტიგენტად ისინი ეჩვენება. ობიექტურები რომ ვიყოთ, ნორმალურ პოლიტიკურ გარემოში ეს საფრთხის შემცველ ფაქტორად უნდა მოეჩვენოს, თუ აქ რაღაც ისეთი პოლიტიკური პროცესები არ გაქვს დაგეგმილი, რაც დაპირისპირებას იწვევს.

ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია, რატომ ხდება ამ ხალხის მიმართ ასეთი ბრალდების გაჟღერება, ტერორისტები სულ სხვანაირად მოქმედებენ, სხვაგვარად გეგმავენ და ამ ხალხის მსგავს ტერორისტებზე ცხოვრებაში არ მსმენია. მათზე ითქვა, რომ ტერაქტს გეგმავენ, რისიც ნაკლებად მჯერა, თუმცა ვაღიარებ, რომ მათში მმართველი ძალა საფრთხეს ხედავს და ეს საფრთხე უკავშირდება ამ ხალხის გამოცდილების პოტენციალს. სხვა საქმეა, ასე რატომ ეჩვენებათ, რატომ მიიჩნევენ მათ რეალურ საფრთხედ. პოლიტიკურ პროცესებში თუ არანაირი პრობლემა არ არის და დარწმუნებული ხარ გამარჯვებაში, ბუნებრივია, არავინ და მით უმეტეს, უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცები რატომ უნდა წარმოადგენდნენ საფრთხეს? ვეჭვობ, რომ აქ საქმე სხვანაირადაა - მმართველი ძალა სამომავლოდ ემზადება დაპირისპირებისთვის არჩევნების შემდგომი დღეების კონტექსტში, ისინი დაპირისპირების ფარგლებში ხედავენ ამ ხალხის გამოყენების საშიშროებას და შესაბამისად, წინმსწრებად ცდილობენ ჯარისკაცების ნეიტრალიზაციას ამ პრეტექსტით, იმ კონტექსტით, თითქოს ისინი რაღაც ტერაქტებს ამზადებენ. ნებისმიერ ავტორიტარულ ხელისუფლებას ყოველთვის აქვს მთელი რიგი ჩამონათვალი სავარაუდო მიზეზებისა და მოგონილი პრეტექსტებისა, რომელთაც ის ყოველთვის იყენებს იმ ძალის მიმართ, რომელიც მას დიდ საფრთხედ ელანდება.

გვახსოვს "საბურავების“ და სხვა მოსალოდნელი რევოლუციები, რაც უკვე კომიკურია, გვახსოვს ახლახან აშშ-ს დადანაშაულება ხელისუფლების ცვლილებასთან, თუ გადატრიალებასთან დაკავშირებით... ამათ თუ მაინც და მაინც ერაყის, სირიის და ლიბიის მაგალითები უნდათ მოიყვანონ, როგორც რეჟიმების ცვლილების მაგალითი, ამ კონტექსტში ძალიან ცუდი მაგალითებია იმიტომ, რომ ყველა ამ ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი იყო და აქ უკვე პარალელების გავლება ხდება საქართველოსთან. ცოტა არ იყოს, უკვე კომიკურიც აღარაა, რასაც ესენი ახმოვანებენ - გლობალური ომის პარტიიდან დაწყებული, მასონებით დამთავრებული. ისიც არაადეკვატურობის პიკია, როცა კობახიძეს ევროკომისარი თურმე სატელეფონო საუბარში მიანიშნებს რაღაც ტერაქტზე. ამაზე კომენტარის გაკეთება წარმოუდგენელია. ნორმალურ ქვეყანაში ეს გახდებოდა რაღაც სკეტჩების და კომედიების კომენტარების თემა.“