პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და "ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას, ტერორისტულ აქტებს..." - მამუკა მდინარაძე
"თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და "ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას, ტერორისტულ აქტებს..." - მამუკა მდინარაძე

ყვე­ლა საქ­მის კურ­სში იყო, რომ თურ­მე გეგ­მავ­დნენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და "ოც­ნე­ბის“ სხვა ლი­დე­რე­ბის მკვლე­ლო­ბას, აფეთ­ქე­ბას, ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებს და ამის მეშ­ვე­ო­ბით სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას, - ამის შე­სა­ხებ უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ტე­რო­რიზ­მის მომ­ზა­დე­ბი­სა და ამ­ბო­ხის საქ­მე­ზე სუს-ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას.

რო­გორც მდი­ნა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, გა­მო­კი­თხვა­ზე მი­სუ­ლი პი­რე­ბი მა­ლავ­დნენ იმას, რომ სუს-ში გა­მო­ძი­ე­ბა ტე­რო­რიზ­მის მუხ­ლით იყო და­წყე­ბუ­ლი.

"ამ­ბობ­დნენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა შეთ­ქმუ­ლე­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს და ტე­რო­რიზმს სა­ერ­თოდ არ ახ­სე­ნებ­დნენ. და­ვუშ­ვათ, სა­ნამ გა­მო­კი­თხვა­ზე მი­ვი­დოდ­ნენ არ იცოდ­ნენ, იქი­დან გა­მო­სულ­მა ყვე­ლამ ხომ იცო­და, რომ [გა­მო­ძი­ე­ბა] მი­დი­ო­და ტე­რო­რიზ­მის მუხ­ლით. ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რო­მე­ლიც ამა­ზე კო­მენ­ტა­რებს ერი­დე­ბოდ­ნენ, თა­ვად მოწ­მე­ე­ბი, რა­ტომ არ ამ­ბობ­დნენ ამ ყვე­ლა­ფერს? სულ მცი­რე, არ არის ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვო? აი, ამა­ში გა­ი­შიფრ­ნენ ისი­ნი. ჯერ ერთი, ყვე­ლა საქ­მის კურ­სში იყო, საქ­მე რაში იყო, რომ თურ­მე გეგ­მავ­დნენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და "ოც­ნე­ბის“ სხვა ლი­დე­რე­ბის მკვლე­ლო­ბას, აფეთ­ქე­ბას, ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებს და ამის მეშ­ვე­ო­ბით სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას, სხვა აღა­რაფ­რის შან­სი რომ აღარ აქვთ, არ­ჩევ­ნე­ბის მო­გე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი აღარ არის. მა­ინ­ცდა­მა­ინც, ტე­რო­რიზ­მის მუხლს ცო­ცხა­ლი თა­ვით აღარ ახ­სე­ნებ­დნენ. რა­ტომ? არ იცოდ­ნენ? ვთქვათ, [გა­მო­კი­თხვა­ზე] მის­ვლის მო­მენ­ტში თუ არ იცო­და, უკან გა­მო­სულ­მა ხომ იცო­და? მა­ინც და მა­ინც ტე­რო­რიზ­მის მუხლს რა­ტომ მა­ლავ­და? სა­ი­დან მო­ი­ტა­ნა ეს ამ­ბა­ვი? - ე.ი. გა­ი­შიფრ­ნენ მარ­ტი­ვად“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მისი თქმით, რომ სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ გა­მო­კი­თხვას გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო“ ეხე­ბო­და არ­გუ­მენ­ტი არ არის.

"ვთქვათ, არ ამ­ხელ­დნენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხელს და გვარს, დღეს გა­უთ­ქმე­ლო­ბის ხელ­წე­რილ­ზე არ აქვთ ხელი მო­წე­რი­ლი? დღეს, მის­ცა ვინ­მემ უფ­ლე­ბა, ან მო­სა­მარ­თლემ ან გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა, რომ ილა­პა­რა­კეთ ამა­ზეო? იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ ელა­პა­რა­კათ ამა­ზე, მა­ნამ­დე სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავ­დნენ და აქ არის "ძაღ­ლის თავი და­მარ­ხუ­ლი“. მათი მე­დია პირ­ველ დღეს მხო­ლოდ შეთ­ქმუ­ლე­ბა­ზე ლა­პა­რა­კობ­და და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მათ არ სცოდ­ნო­დათ, რომ სა­უ­ბა­რი იყო ტე­რო­რიზ­მზე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სხვა ლი­დე­რებ­ზე, მათ აფეთ­ქე­ბა­ზე და ამ გზით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა­ზე მა­ლავ­და. ჟარ­გო­ნის­თვის უკაც­რა­ვად და მა­ინც და მა­ინც აწ­ვე­ბოდ­ნენ შეთ­ქმუ­ლე­ბის მუხლს, რომ მერე ამა­ზე "ეღ­ლი­ცი­ნათ“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

ამას­თან, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა "ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მის ფარ­გლებ­ში ხდე­ბო­და, მათ შო­რის, ტრამ­პის და ივა­ნიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა“.

"არ გა­მო­უ­ვათ არც მკვლე­ლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­დღაც და­ი­გეგ­მა, არც სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­მო­უ­ვი­დათ სა­ბედ­ნი­ე­როდ და ღმერ­თის წყა­ლო­ბით მათ შო­რის. სხვას ვე­რა­ფერს და­აბ­რა­ლებ, ტრამ­პის გა­დარ­ჩე­ნას. ბო­ლომ­დე არ ხდე­ბა ის, რაც მათ აქვთ დიდი სუ­რათ­ში და­ნა­ხუ­ლი და და­გეგ­მი­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­შიფ­რა. ეს ხომ შემ­თხვე­ვი­თი არ არის. ეს გაგ­რძე­ლე­ბაა იმ ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მის, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ხდე­ბო­და ტრამ­პის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა, ფი­ცოს მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა, მი­ნიშ­ნე­ბა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­ზე მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ახლა იგეგ­მე­ბო­და თურ­მე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და ჩვე­ნი აფეთ­ქე­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა მდი­ნა­რა­ძემ.

მისი თქმით, მოწ­მედ და­კი­თხულ­მა პი­რებ­მა და მათ­მა ად­ვო­კა­ტებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და სხვა ლი­დე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ამ გზით სა­ხელ­მწი­ფოს გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ფაქ­ტზე. ამას­თან, მისი თქმით, გრი­ფით "სა­ი­დუმ­ლოს“ საქ­მე­ზე ვერ ისა­უბ­რებს.

"მე ვე­რას­დროს გაგ­ცემთ პა­სუხს, მით უმე­ტეს, გან­სა­კუთ­რე­ბით გრი­ფით სა­ი­დუმ­ლო საქ­მე­ებ­ზე, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს ან არ არ­სე­ბობს.მე შე­იძ­ლე­ბა, რო­გორც ერთ-ერ­თმა სა­ვა­რა­უ­დო ობი­ექ­ტმა ვი­ცო­დე რა­ღა­ცე­ბი და ამა­ზე ვე­რას­დროს ვი­ლა­პა­რა­კებ, ეს ჩემი კომ­პე­ტენ­ცია არ არის, მაგ­რამ აქ, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე შე­იძ­ლე­ბა იყოს ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, ვის მი­მარ­თაც რა­ღა­ცე­ბი იგეგ­მე­ბო­და. შე­იძ­ლე­ბა იყოს ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, ვის მი­მარ­თაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცე­ბი იგეგ­მე­ბო­და და რო­გორც ჩვენ ყვე­ლა ვხვდე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და "ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას, ტერორისტულ აქტებს..." - მამუკა მდინარაძე

"თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და "ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას, ტერორისტულ აქტებს..." - მამუკა მდინარაძე

ყველა საქმის კურსში იყო, რომ თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და "ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას, ტერორისტულ აქტებს და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებას, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ტერორიზმის მომზადებისა და ამბოხის საქმეზე სუს-ში მიმდინარე გამოძიებას.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გამოკითხვაზე მისული პირები მალავდნენ იმას, რომ სუს-ში გამოძიება ტერორიზმის მუხლით იყო დაწყებული.

"ამბობდნენ, რომ გამოძიება შეთქმულების მუხლით მიმდინარეობს და ტერორიზმს საერთოდ არ ახსენებდნენ. დავუშვათ, სანამ გამოკითხვაზე მივიდოდნენ არ იცოდნენ, იქიდან გამოსულმა ყველამ ხომ იცოდა, რომ [გამოძიება] მიდიოდა ტერორიზმის მუხლით. ტელევიზიები, პოლიტიკოსები, რომელიც ამაზე კომენტარებს ერიდებოდნენ, თავად მოწმეები, რატომ არ ამბობდნენ ამ ყველაფერს? სულ მცირე, არ არის ძალიან საეჭვო? აი, ამაში გაიშიფრნენ ისინი. ჯერ ერთი, ყველა საქმის კურსში იყო, საქმე რაში იყო, რომ თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და "ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას, ტერორისტულ აქტებს და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებას, სხვა აღარაფრის შანსი რომ აღარ აქვთ, არჩევნების მოგებაზე საუბარი აღარ არის. მაინცდამაინც, ტერორიზმის მუხლს ცოცხალი თავით აღარ ახსენებდნენ. რატომ? არ იცოდნენ? ვთქვათ, [გამოკითხვაზე] მისვლის მომენტში თუ არ იცოდა, უკან გამოსულმა ხომ იცოდა? მაინც და მაინც ტერორიზმის მუხლს რატომ მალავდა? საიდან მოიტანა ეს ამბავი? - ე.ი. გაიშიფრნენ მარტივად“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, რომ საუბარი იმაზე, რომ გამოკითხვას გრიფი "საიდუმლო“ ეხებოდა არგუმენტი არ არის.

"ვთქვათ, არ ამხელდნენ ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, დღეს გაუთქმელობის ხელწერილზე არ აქვთ ხელი მოწერილი? დღეს, მისცა ვინმემ უფლება, ან მოსამართლემ ან გამომძიებელმა, რომ ილაპარაკეთ ამაზეო? იძულებულები გახდნენ ელაპარაკათ ამაზე, მანამდე საგულდაგულოდ მალავდნენ და აქ არის "ძაღლის თავი დამარხული“. მათი მედია პირველ დღეს მხოლოდ შეთქმულებაზე ლაპარაკობდა და წარმოუდგენელია მათ არ სცოდნოდათ, რომ საუბარი იყო ტერორიზმზე, ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებზე, მათ აფეთქებაზე და ამ გზით ხელისუფლების ცვლილებაზე მალავდა. ჟარგონისთვის უკაცრავად და მაინც და მაინც აწვებოდნენ შეთქმულების მუხლს, რომ მერე ამაზე "ეღლიცინათ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა "ფსევდოლიბერალური ფაშიზმის ფარგლებში ხდებოდა, მათ შორის, ტრამპის და ივანიშვილის მკვლელობის მცდელობა“.

"არ გამოუვათ არც მკვლელობები, რომელიც სადღაც დაიგეგმა, არც სხვა ქვეყნებში გამოუვიდათ საბედნიეროდ და ღმერთის წყალობით მათ შორის. სხვას ვერაფერს დააბრალებ, ტრამპის გადარჩენას. ბოლომდე არ ხდება ის, რაც მათ აქვთ დიდი სურათში დანახული და დაგეგმილი. საქართველოში გაიშიფრა. ეს ხომ შემთხვევითი არ არის. ეს გაგრძელებაა იმ ფსევდოლიბერალური ფაშიზმის, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა ტრამპის მკვლელობის მცდელობა, ფიცოს მკვლელობის მცდელობა, მინიშნება ირაკლი კობახიძეზე მკვლელობასთან დაკავშირებით. ახლა იგეგმებოდა თურმე ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი აფეთქებები“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, მოწმედ დაკითხულმა პირებმა და მათმა ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის და სხვა ლიდერების წინააღმდეგ და ამ გზით სახელმწიფოს გადატრიალების ფაქტზე. ამასთან, მისი თქმით, გრიფით "საიდუმლოს“ საქმეზე ვერ ისაუბრებს.

"მე ვერასდროს გაგცემთ პასუხს, მით უმეტეს, განსაკუთრებით გრიფით საიდუმლო საქმეებზე, რა მტკიცებულებები არსებობს ან არ არსებობს.მე შეიძლება, როგორც ერთ-ერთმა სავარაუდო ობიექტმა ვიცოდე რაღაცები და ამაზე ვერასდროს ვილაპარაკებ, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ აქ, მამუკა მდინარაძე შეიძლება იყოს ყველაზე პატარა თანამდებობის პირი, ვის მიმართაც რაღაცები იგეგმებოდა. შეიძლება იყოს ყველაზე პატარა თანამდებობის პირი მამუკა მდინარაძე, ვის მიმართაც, სავარაუდოდ, შეიძლება რაღაცები იგეგმებოდა და როგორც ჩვენ ყველა ვხვდებით, განსაკუთრებული აქცენტი იყო ბიძინა ივანიშვილზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

იხილეთ ასევე: