პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წერდა, რომ სძულდა აზიელები... ტერორიზმის ამსახველ ვიდეოს უგზავნიდა კლასელებს" - რას იხსენებენ 161-ე სკოლაში აშშ-ში უმძიმესი ბრალდებით დაკავებულ მიხეილ ჩხიკვიშვილზე?
"წერდა, რომ სძულდა აზიელები... ტერორიზმის ამსახველ ვიდეოს უგზავნიდა კლასელებს" - რას იხსენებენ 161-ე სკოლაში აშშ-ში უმძიმესი ბრალდებით დაკავებულ მიხეილ ჩხიკვიშვილზე?

ამ ცოტა ხნის წინ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ამე­რი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მი­ხე­ილ ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლად სი­ძულ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა და მა­სობ­რი­ვი ძა­ლა­დო­ბის და­გეგ­მვა ედე­ბა. 20 წლის ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის ცნო­ბი­ლი მეტ­სა­ხე­ლე­ბია: "მე­თა­უ­რი ყა­სა­ბი"; "მიშ­კა", "ყა­სა­ბი".

აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, "მა­ნი­ა­კუ­რი მკვლე­ლო­ბის კულ­ტის" ლი­დე­რია. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია ცნო­ბი­ლია, რო­გორც Maniacs Murder Cult - სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სტრე­მის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის მიჰ­ყვე­ბა ნე­ო­ნა­ცის­ტურ იდე­ო­ლო­გი­ას, ხელს უწყობს ძა­ლა­დო­ბა­სა და ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს რა­სობ­რი­ვი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის, კერ­ძოდ, ებ­რა­უ­ლი თე­მი­სა და სხვა ჯგუ­ფე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც "არა­სა­სურ­ვე­ლად" მი­იჩ­ნე­ვენ.

მი­ხე­ილ ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის კად­რე­ბი

“მთა­ვა­რი არ­ხის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ბურ­თა­ლო­ზე, N161-ე სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი მას მი­შოს ეძახ­დნენ. სკო­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კი “მე­თა­უ­რი ყა­სა­ბის“ შე­სა­ხებ შო­კის­მომ­გვრელ დე­ტა­ლებს ჰყვე­ბა:

“ფი­ზი­კუ­რად რომ შე­ხე­დავ­დით, ვერ წარ­მო­იდ­გენ­დით, რომ ეს ბავ­შვი ბუზ­საც კი ააფ­რენ­და, ისე­თი იყო თა­ვი­სი ვი­ზუ­ა­ლით... მე ვა­ტყობ­დი, რომ რთუ­ლი ბავ­შვი იყო. ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თა ერ­თმა ფაქ­ტმა, რო­დე­საც ბავ­შვებ­მა მი­თხრეს, რომ სა­ში­ნელ ვი­დე­ო­ებს გვიგ­ზავ­ნი­სო. მერე გა­ირ­კვა, რომ ის ვი­დე­ო­ე­ბი ჰქონ­და, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად მკვლე­ლო­ბებს, სის­ხლს ეხე­ბო­და“, - აცხა­დებს რეს­პო­დენ­ტი.

სი­უ­ჟეტ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია ვი­დე­ო­მა­სა­ლის მო­ნაკ­ვე­თი, რო­მელ­საც ბრალ­დე­ბუ­ლი თა­ნაკ­ლა­სე­ლებს უგ­ზავ­ნი­და. ყვე­ლა მათ­გა­ნი შემ­ზა­რა­ვია: ნაჩ­ვე­ნე­ბია, რო­გო­რი სი­სას­ტი­კით კლა­ვენ ტე­რო­რის­ტე­ბი უდა­ნა­შა­უ­ლო მო­ქა­ლა­ქე­ებს. იმა­ვე ჩათ­ში, ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი აგ­ზავ­ნი­და მი­მებს და ხუმ­რო­ბებს მა­სობ­რივ მკვლე­ლო­ბებ­ზე.

“სა­ში­ნე­ლი პრე­ზენ­ტა­ცია გა­ა­კე­თა რუ­სუ­ლის პე­და­გოგ­თან. მერე გვქონ­და ამის გან­ხილ­ვა. თვი­თონ გან­გა­ში ატე­ხა ქალ­ბა­ტონ­მა. სხვა­თა შო­რის, პატ­რუ­ლი გა­მო­ვი­ძა­ხეთ. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო სა­უ­ბა­რი, რომ ეს ისეთ არ­ხებ­ზეა შე­სუ­ლი, რო­მელ­თან წვდო­მაც ყვე­ლას არ უნდა ჰქო­ნო­და. პრე­ზენ­ტა­ცია იყო თა­ვი­სი არ­ჩე­უ­ლი თემა - ტე­რო­რიზ­მი.“

საქ­მის თან­დარ­თულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ში არის მი­მო­წე­რაც, რო­მელ­შიც ბრალ­დე­ბუ­ლი წერს, რომ სძულს აზი­ე­ლე­ბი.

“ქუ­ჩა­ში ვი­ღაც არა­ქარ­თველს ფო­ტო­ებს უღებ­და. იმან პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კა. რომ ვე­ლა­პა­რა­კე, რა­ტომ გა­ა­კე­თა - არა­ფე­რი, უბ­რა­ლოდ, ფოტო გა­და­ვუ­ღეო. იცით, რო­გორ გა­მო­იყ­ვა­ნა თავი? რომ ვი­თომ ხუმ­რობ­და. მაგ­რამ ხომ ვი­ცო­დი, რომ ბავ­შვს პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. სკო­ლის მო­თხოვ­ნით ჩარ­თუ­ლი იყო უკვე სა­პო­ლი­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბა. იმი­ტომ, რომ მშობ­ლებ­თან ჩვენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, კო­მუ­ნი­კა­ცია ვერ და­ვამ­ყა­რეთ. კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნა იყო ჩვენ­გან, რომ ბავ­შვს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და. ეს მშო­ბელ­მა მერე თა­ვის თავ­ზე აიღო. შემ­დეგ პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი და­ი­წყო და ჩვენ, სკო­ლამ უფრო დავ­კარ­გეთ ბავ­შვთან კონ­ტაქ­ტი“, - აცხა­დებს ანო­ნი­მუ­რი პირი.

რო­გორც ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის ნაც­ნო­ბე­ბი ჰყვე­ბი­ან, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ის ერთ-ერთ ქსე­ლურ მარ­კეტ­ში ხორ­ცის მჭრე­ლად, ყა­სა­ბად მუ­შა­ობ­და და სწო­რედ ეს სა­ხე­ლი აარ­ჩია კრი­მი­ნა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბა­ში თა­ვის­თვის.

ბრალ­დე­ბუ­ლის მე­ზობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის ბე­ბია, რო­მე­ლიც ბრუკ­ლინ­ში ცხოვ­რობ­და, თა­ვად ებ­რა­ე­ლია.

  • რო­გორ და­ა­კა­ვეს "მე­თა­უ­რი ყა­სა­ბი"

ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ნე­ო­ნა­ცის­ტუ­რი ჯგუ­ფის Maniac Murder Cult (MKY) 20 წლის ლი­დე­რი, მი­ხე­ილ ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი, 8 ივ­ლისს კი­ში­ნი­ოვ­ში ინ­ტერ­პო­ლის მო­თხოვ­ნით და­ა­კა­ვეს და აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­დას­ცეს.

ორ­შა­ბათს, 15 ივ­ლისს, ქარ­თველ ნე­ო­ნა­ცისტს ბრა­ლი ნიუ-იორკში ებ­რა­ე­ლებ­ზე მა­სობ­რი­ვი თავ­დას­ხმე­ბის და­გეგ­მვა­ში წა­უ­ყე­ნეს, - წერს New York Jewish News.

ნიუ-იორ­კის პრო­კუ­რო­რე­ბის თქმით, 20 წლის მი­ხე­ილ ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი, ასე­ვე ცნო­ბი­ლი რო­გორც “მე­თა­უ­რი ყა­სა­ბი“, ბრუკ­ლი­ნის ებ­რა­ულ სკო­ლებ­ში ბავ­შვე­ბის­თვის მო­წამ­ლუ­ლი ტკბი­ლე­უ­ლის და­რი­გე­ბას გეგ­მავ­და. მას ასე­ვე და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და თავ­დას­ხმე­ბის სე­რია უმ­ცი­რე­სო­ბებ­ზე.

2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ჩხიკ­ვიშ­ვილ­მა და­წე­რა და გა­ავ­რცე­ლა მა­ნი­ფეს­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით "მო­ძუ­ლის მა­ნი­ფეს­ტი" The Hater's Handbook, რო­მელ­შიც გან­მარ­ტე­ბუ­ლია MKY-ის მიზ­ნე­ბი. დო­კუ­მენ­ტში ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი მო­უ­წო­დებს ეთ­ნი­კურ წმენ­დი­სა და ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ, მათ შო­რის სრო­ლას სკო­ლა­ში, ბავ­შვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას თვით­მკვლე­ლო­ბებ­ში და მა­სობ­რივ ტე­რაქ­ტებ­ში, მათ შო­რის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში.

ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩხიკ­ვიშ­ვილს 50 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
ავტორი:

"წერდა, რომ სძულდა აზიელები... ტერორიზმის ამსახველ ვიდეოს უგზავნიდა კლასელებს" - რას იხსენებენ 161-ე სკოლაში აშშ-ში უმძიმესი ბრალდებით დაკავებულ მიხეილ ჩხიკვიშვილზე?

"წერდა, რომ სძულდა აზიელები... ტერორიზმის ამსახველ ვიდეოს უგზავნიდა კლასელებს" - რას იხსენებენ 161-ე სკოლაში აშშ-ში უმძიმესი ბრალდებით დაკავებულ მიხეილ ჩხიკვიშვილზე?

ამ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ამერიკაში საქართველოს მოქალაქე მიხეილ ჩხიკვიშვილი დააკავეს. მას ბრალად სიძულვილის დანაშაულის გაღვივება და მასობრივი ძალადობის დაგეგმვა ედება. 20 წლის ჩხიკვიშვილის ცნობილი მეტსახელებია: "მეთაური ყასაბი"; "მიშკა", "ყასაბი".

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის, სავარაუდოდ, "მანიაკური მკვლელობის კულტის" ლიდერია. ეს ორგანიზაცია ცნობილია, როგორც Maniacs Murder Cult - საერთაშორისო ექსტრემისტული დაჯგუფება.

გავრცელებული ინფორმაციით, ის მიჰყვება ნეონაცისტურ იდეოლოგიას, ხელს უწყობს ძალადობასა და ძალადობრივ ქმედებებს რასობრივი უმცირესობების, კერძოდ, ებრაული თემისა და სხვა ჯგუფების მიმართ, რომლებსაც "არასასურველად" მიიჩნევენ.

მიხეილ ჩხიკვიშვილის დაკავების კადრები

“მთავარი არხის“ ინფორმაციით, ბრალდებული საბურთალოზე, N161-ე სკოლაში სწავლობდა და თანაკლასელები მას მიშოს ეძახდნენ. სკოლის წარმომადგენელი კი “მეთაური ყასაბის“ შესახებ შოკისმომგვრელ დეტალებს ჰყვება:

“ფიზიკურად რომ შეხედავდით, ვერ წარმოიდგენდით, რომ ეს ბავშვი ბუზსაც კი ააფრენდა, ისეთი იყო თავისი ვიზუალით... მე ვატყობდი, რომ რთული ბავშვი იყო. ძალიან შემაშფოთა ერთმა ფაქტმა, როდესაც ბავშვებმა მითხრეს, რომ საშინელ ვიდეოებს გვიგზავნისო. მერე გაირკვა, რომ ის ვიდეოები ჰქონდა, რომელიც ძირითადად მკვლელობებს, სისხლს ეხებოდა“, - აცხადებს რესპოდენტი.

სიუჟეტში ნაჩვენებია ვიდეომასალის მონაკვეთი, რომელსაც ბრალდებული თანაკლასელებს უგზავნიდა. ყველა მათგანი შემზარავია: ნაჩვენებია, როგორი სისასტიკით კლავენ ტერორისტები უდანაშაულო მოქალაქეებს. იმავე ჩათში, ჩხიკვიშვილი აგზავნიდა მიმებს და ხუმრობებს მასობრივ მკვლელობებზე.

“საშინელი პრეზენტაცია გააკეთა რუსულის პედაგოგთან. მერე გვქონდა ამის განხილვა. თვითონ განგაში ატეხა ქალბატონმა. სხვათა შორის, პატრული გამოვიძახეთ. საპატრულო პოლიციის განყოფილებაში იყო საუბარი, რომ ეს ისეთ არხებზეა შესული, რომელთან წვდომაც ყველას არ უნდა ჰქონოდა. პრეზენტაცია იყო თავისი არჩეული თემა - ტერორიზმი.“

საქმის თანდართულ მტკიცებულებებში არის მიმოწერაც, რომელშიც ბრალდებული წერს, რომ სძულს აზიელები.

“ქუჩაში ვიღაც არაქართველს ფოტოებს უღებდა. იმან პოლიციაში დარეკა. რომ ველაპარაკე, რატომ გააკეთა - არაფერი, უბრალოდ, ფოტო გადავუღეო. იცით, როგორ გამოიყვანა თავი? რომ ვითომ ხუმრობდა. მაგრამ ხომ ვიცოდი, რომ ბავშვს პრობლემები ჰქონდა. სკოლის მოთხოვნით ჩართული იყო უკვე საპოლიციო განყოფილება. იმიტომ, რომ მშობლებთან ჩვენ, ფაქტობრივად, კომუნიკაცია ვერ დავამყარეთ. კატეგორიული მოთხოვნა იყო ჩვენგან, რომ ბავშვს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებოდა. ეს მშობელმა მერე თავის თავზე აიღო. შემდეგ პანდემიის პერიოდი დაიწყო და ჩვენ, სკოლამ უფრო დავკარგეთ ბავშვთან კონტაქტი“, - აცხადებს ანონიმური პირი.

როგორც ჩხიკვიშვილის ნაცნობები ჰყვებიან, სკოლის დამთავრების შემდეგ ის ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში ხორცის მჭრელად, ყასაბად მუშაობდა და სწორედ ეს სახელი აარჩია კრიმინალურ დაჯგუფებაში თავისთვის.

ბრალდებულის მეზობლების განცხადებით, მიხეილ ჩხიკვიშვილის ბებია, რომელიც ბრუკლინში ცხოვრობდა, თავად ებრაელია.

  • როგორ დააკავეს "მეთაური ყასაბი"

ექსტრემისტული ნეონაცისტური ჯგუფის Maniac Murder Cult (MKY) 20 წლის ლიდერი, მიხეილ ჩხიკვიშვილი, 8 ივლისს კიშინიოვში ინტერპოლის მოთხოვნით დააკავეს და აშშ-ის ხელისუფლებას გადასცეს.

ორშაბათს, 15 ივლისს, ქართველ ნეონაცისტს ბრალი ნიუ-იორკში ებრაელებზე მასობრივი თავდასხმების დაგეგმვაში წაუყენეს, - წერს New York Jewish News.

ნიუ-იორკის პროკურორების თქმით, 20 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი, ასევე ცნობილი როგორც “მეთაური ყასაბი“, ბრუკლინის ებრაულ სკოლებში ბავშვებისთვის მოწამლული ტკბილეულის დარიგებას გეგმავდა. მას ასევე დაგეგმილი ჰქონდა თავდასხმების სერია უმცირესობებზე.

2021 წლის სექტემბერში ჩხიკვიშვილმა დაწერა და გაავრცელა მანიფესტი სახელწოდებით "მოძულის მანიფესტი" The Hater's Handbook, რომელშიც განმარტებულია MKY-ის მიზნები. დოკუმენტში ჩხიკვიშვილი მოუწოდებს ეთნიკურ წმენდისა და ძალადობის შესახებ, მათ შორის სროლას სკოლაში, ბავშვების გამოყენებას თვითმკვლელობებში და მასობრივ ტერაქტებში, მათ შორის შეერთებულ შტატებში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჩხიკვიშვილს 50 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე იხილეთ: