კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯო ბაიდენი ამაყი ამერიკელია, ირლანდიური სულით" - როგორ აფასებენ მსოფლიო ლიდერები ამჟამინდელი ამერიკული პოლიტიკის მეორე დიდ "მიწისძვრას"?
"ჯო ბაიდენი ამაყი ამერიკელია, ირლანდიური სულით" - როგორ აფასებენ მსოფლიო ლიდერები ამჟამინდელი ამერიკული პოლიტიკის მეორე დიდ "მიწისძვრას"?

აშშ-ს პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დენს მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­მა მად­ლი­ე­რე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის გზავ­ნი­ლე­ბი მი­უ­ძღვნეს, მას შემ­დეგ, რაც მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ ის 2024 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო რბო­ლას ეთი­შე­ბა და მხარს და­უ­ჭერს ვიცე-პრე­ზი­დენტ კა­მა­ლა ჰა­რისს, რო­გორც დე­მოკ­რა­ტე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს.

ბოლო პე­რი­ოდ­ში აშშ-ს პო­ლი­ტი­კა­ში ეს მე­ო­რე “სე­ის­მუ­რი” ძვრა იყო - პირ­ვე­ლი 13 ივ­ლისს, პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში გა­მარ­თულ გა­მოს­ვლა­ზე, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა გახ­ლდათ.

გა­სულ თვეს CNN-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო დე­ბა­ტებ­ზე ბა­ი­დე­ნი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გა­მო­ვი­და, რის შემ­დე­გაც მას­ზე ზე­წო­ლა გა­ი­ზარ­და, რომ კან­დი­და­ტუ­რა მო­ეხ­სნა, ახლა კი მან უკვე და­ა­დას­ტუ­რა, რომ ერ­თვა­დი­ა­ნი პრე­ზი­დენ­ტად დარ­ჩე­ბა, რა­საც აშშ-ს მო­კავ­ში­რე­ე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მოჰ­ყვამ რომ­ლებ­მაც მას ლი­დე­რო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს.

ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა კირ სტარ­მერ­მა, რო­მე­ლიც ბა­ი­დენს ვა­შინგტონ­ში ამ თვე­ში შეხ­ვდა, გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტივს სცემს და მას­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბას მისი ვა­დის დარ­ჩე­ნი­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უთ­მენ­ლად ელის.

"ვიცი რომ, რო­გორც ამას მთე­ლი თა­ვი­სი შე­სა­ნიშ­ნა­ვი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აკე­თებ­და, მან მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმის სა­ფუძ­ველ­ზე, რაც, მისი აზ­რით, სა­უ­კე­თე­სოა ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის­თვის", - და­წე­რა სტარ­მერ­მა X-ზე.

კა­ნა­დის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ჯას­ტინ ტრუ­დომ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ბა­ი­დენს, რომ მისი ქვეყ­ნის­თვის "ნამ­დვი­ლი მე­გო­ბა­რი" იყო . "ის დიდი კა­ცია, და ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ის აკე­თებს, თა­ვი­სი ქვეყ­ნის მი­მართ მისი სიყ­ვა­რუ­ლი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი", - თქვა მან X-ზე.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ავ­სტრა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ენ­ტო­ნი ალ­ბა­ნეზ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­ი­დე­ნი იმ­სა­ხუ­რებს აღი­ა­რე­ბას "კი­დევ ერთხელ იმის­თვის, რომ არ და­ა­ყე­ნა სა­კუ­თა­რი თავი პირ­ველ პლან­ზე, არა­მედ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ის, რაც მისი აზ­რით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ინ­ტე­რე­სებ­შია, რო­გორც იქ­ცე­ო­და მთე­ლი თა­ვი­სი სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში".

"პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა მი­უ­ძღვნა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ხალ­ხის სამ­სა­ხურს, და ეს დიდ პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს", - აღ­ნიშ­ნა ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, კრის­ტო­ფერ ლუქ­სონ­მა X-ზე.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ბა­ი­დენს "უც­ვლე­ლი მხარ­და­ჭე­რის­თვის" რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ომში მისი ქვეყ­ნის მი­მართ, რო­მელ­საც, მი­უ­ხე­და­ვად რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­სა, აშშ მხარს უჭერ­და ია­რა­ღით, სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბი­თა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რით.

"ბოლო წლებ­ში ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი და ეს ის­ტო­რი­ას ისე დარ­ჩე­ბა, რო­გორც გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა რთულ დრო­ში გა­დად­გა", - და­წე­რა ზე­ლენ­სკიმ X-ზე, - "ჩვენ ყო­ველ­თვის მად­ლი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით პრე­ზი­დენტ ბა­ი­დე­ნის ლი­დე­რო­ბის­თვის".

ის­რა­ელ­ში პრე­ზი­დენ­ტმა ისა­აკ ჰერ­ცოგ­მა ბა­ი­დე­ნი და­ა­ხა­სი­ა­თა, რო­გორც "ებ­რა­ე­ლი ხალ­ხის ნამ­დვი­ლი მო­კავ­ში­რე", ხოლო თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა იოავ გა­ლან­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის "მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით ომის დროს, ფას­და­უ­დე­ბე­ლი იყო".

"ჰა­მა­სის" 7 ოქ­ტომ­ბრის თავ­დას­ხმე­ბის შემ­დეგ ბა­ი­დე­ნი ღა­ზა­ში ის­რა­ე­ლის ომის ერთ-ერთი უდი­დე­სი მხარ­დამ­ჭე­რი იყო. მაგ­რამ მას გა­უ­გებ­რო­ბა ჰქონ­და ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს­თან ჰუმა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბი­სა და კონ­ფლიქ­ტში სა­მო­ქა­ლა­ქო მსხვერ­პლის მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბის გამო.

ირ­ლან­დი­ის სა­ი­მონ ჰა­რის­მა ბა­ი­დენს უწო­და "ამა­ყი ამე­რი­კე­ლი, ირ­ლან­დი­უ­რი სუ­ლით" და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მას მისი "გლო­ბა­ლუ­რი ლი­დე­რო­ბი­სა" და "მე­გობ­რო­ბის­თვის".

სხვა ლი­დე­რებ­მა შე­ა­ქეს ბა­ი­დე­ნი იმის­თვის, რომ რბო­ლი­დან გა­მოს­ვლის ეს რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ჯო ბა­ი­დენ­მა ბევრ რა­მეს მი­აღ­წია: თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის, ევ­რო­პის­თვის, მსოფ­ლი­ოს­თვის", - და­წე­რა გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ოლაფ შოლცმა X-ზე, - "მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, არ იყა­როს კენ­ჭი, კვლავ იმ­სა­ხუ­რებს პა­ტი­ვის­ცე­მას".

სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, ვე­ნე­სუ­ე­ლის პრე­ზი­დენ­ტმა ნი­კო­ლას მა­დუ­რომ გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­ი­დენ­მა მი­ი­ღო "სწო­რი" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და პირ­ველ ად­გილ­ზე და­ა­ყე­ნა თა­ვი­სი ოჯა­ხი და ჯან­მრთე­ლო­ბა. მან აშშ-ის პრე­ზი­დენტს "ჯან­მრთე­ლო­ბა და ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლე" უსურ­ვა.

პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დო­ნალდ ტუსკმა X-ზე და­წე­რა, რომ ბა­ი­დენ­მა მი­ი­ღო რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, "რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც პო­ლო­ნე­თი, ამე­რი­კა და მსოფ­ლიო უფრო უსაფრ­თხოა, ხოლო დე­მოკ­რა­ტია - უფრო ძლი­ე­რი".

"ვიცი, რომ იმა­ვე მო­ტი­ვა­ცი­ებ­მა გი­ბიძ­გეს, რო­დე­საც თქვენს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აცხა­დებ­დით. ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე რთულს", - თქვა ტუსკმა.

სამ­ხრეთ კო­რე­ი­სა და ია­პო­ნი­ის ლი­დე­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ აშშ-ს შიდა პო­ლი­ტი­კა­ზე არ გა­ა­კე­თე­ბენ კო­მენ­ტარს, მაგ­რამ ხაზი გა­უს­ვეს თეთრ სახ­ლთან მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. ორი­ვე ქვე­ყა­ნას შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან თავ­დაც­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა აქვს და ბა­ი­დე­ნი აზი­ა­ში, მო­კავ­ში­რე­ებს შო­რის კავ­ში­რე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის მთა­ვა­რი პრო­პა­გან­დის­ტი იყო, ნა­წი­ლობ­რივ, ჩი­ნე­თის მზარ­დი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის სა­პირ­წო­ნედ.

ფი­ლი­პი­ნე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა, ფერ­დი­ნანდ "ბონგბონგ" მარ­კოს უმ­ცროს­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­ი­დე­ნის "გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მო­ეხ­სნა კან­დი­და­ტუ­რა სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე­ო­ბის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია".

ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა ჩი­ნე­თის ლი­დერ სი ძინ­პი­ნის­გან არ ყო­ფი­ლა.

წყა­რო

ავტორი:

"ჯო ბაიდენი ამაყი ამერიკელია, ირლანდიური სულით" - როგორ აფასებენ მსოფლიო ლიდერები ამჟამინდელი ამერიკული პოლიტიკის მეორე დიდ "მიწისძვრას"?

"ჯო ბაიდენი ამაყი ამერიკელია, ირლანდიური სულით" - როგორ აფასებენ მსოფლიო ლიდერები ამჟამინდელი ამერიკული პოლიტიკის მეორე დიდ "მიწისძვრას"?

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მსოფლიო ლიდერებმა მადლიერებისა და მხარდაჭერის გზავნილები მიუძღვნეს, მას შემდეგ, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლას ეთიშება და მხარს დაუჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, როგორც დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს.

ბოლო პერიოდში აშშ-ს პოლიტიკაში ეს მეორე “სეისმური” ძვრა იყო - პირველი 13 ივლისს, პენსილვანიაში გამართულ გამოსვლაზე, ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა გახლდათ.

გასულ თვეს CNN-ის საპრეზიდენტო დებატებზე ბაიდენი კატასტროფულად გამოვიდა, რის შემდეგაც მასზე ზეწოლა გაიზარდა, რომ კანდიდატურა მოეხსნა, ახლა კი მან უკვე დაადასტურა, რომ ერთვადიანი პრეზიდენტად დარჩება, რასაც აშშ-ს მოკავშირეების გამოხმაურებები მოჰყვამ რომლებმაც მას ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადეს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, რომელიც ბაიდენს ვაშინგტონში ამ თვეში შეხვდა, განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და მასთან ერთად მუშაობას მისი ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში მოუთმენლად ელის.

"ვიცი რომ, როგორც ამას მთელი თავისი შესანიშნავი კარიერის განმავლობაში აკეთებდა, მან მიიღო გადაწყვეტილება იმის საფუძველზე, რაც, მისი აზრით, საუკეთესოა ამერიკელი ხალხისთვის", - დაწერა სტარმერმა X-ზე.

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ მადლობა გადაუხადა ბაიდენს, რომ მისი ქვეყნისთვის "ნამდვილი მეგობარი" იყო . "ის დიდი კაცია, და ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, თავისი ქვეყნის მიმართ მისი სიყვარულითაა განპირობებული", - თქვა მან X-ზე.

პრესკონფერენციაზე ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზმა განაცხადა, რომ ბაიდენი იმსახურებს აღიარებას "კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ არ დააყენა საკუთარი თავი პირველ პლანზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა გაითვალისწინა ის, რაც მისი აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებშია, როგორც იქცეოდა მთელი თავისი საჯარო ცხოვრების განმავლობაში".

"პრეზიდენტმა ბაიდენმა მიუძღვნა თავისი ცხოვრება ხალხის სამსახურს, და ეს დიდ პატივისცემას იმსახურებს", - აღნიშნა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, კრისტოფერ ლუქსონმა X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს "უცვლელი მხარდაჭერისთვის" რუსეთის წინააღმდეგ ომში მისი ქვეყნის მიმართ, რომელსაც, მიუხედავად რესპუბლიკელების უკმაყოფილებისა, აშშ მხარს უჭერდა იარაღით, სამხედრო დახმარებითა და დიპლომატიური მხარდაჭერით.

"ბოლო წლებში ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ეს ისტორიას ისე დარჩება, როგორც გაბედული ნაბიჯები, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა რთულ დროში გადადგა", - დაწერა ზელენსკიმ X-ზე, - "ჩვენ ყოველთვის მადლიერები ვიქნებით პრეზიდენტ ბაიდენის ლიდერობისთვის".

ისრაელში პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა ბაიდენი დაახასიათა, როგორც "ებრაელი ხალხის ნამდვილი მოკავშირე", ხოლო თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის "მტკიცე მხარდაჭერა, განსაკუთრებით ომის დროს, ფასდაუდებელი იყო".

"ჰამასის" 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ ბაიდენი ღაზაში ისრაელის ომის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერი იყო. მაგრამ მას გაუგებრობა ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ჰუმანიტარული დახმარებისა და კონფლიქტში სამოქალაქო მსხვერპლის მზარდი რაოდენობის გამო.

ირლანდიის საიმონ ჰარისმა ბაიდენს უწოდა "ამაყი ამერიკელი, ირლანდიური სულით" და მადლობა გადაუხადა მას მისი "გლობალური ლიდერობისა" და "მეგობრობისთვის".

სხვა ლიდერებმა შეაქეს ბაიდენი იმისთვის, რომ რბოლიდან გამოსვლის ეს რთული გადაწყვეტილება მიიღო.

"ჩემმა მეგობარმა ჯო ბაიდენმა ბევრ რამეს მიაღწია: თავისი ქვეყნისთვის, ევროპისთვის, მსოფლიოსთვის", - დაწერა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა X-ზე, - "მისი გადაწყვეტილება, არ იყაროს კენჭი, კვლავ იმსახურებს პატივისცემას".

სიტყვით გამოსვლისას, ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ბაიდენმა მიიღო "სწორი" გადაწყვეტილება და პირველ ადგილზე დააყენა თავისი ოჯახი და ჯანმრთელობა. მან აშშ-ის პრეზიდენტს "ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე" უსურვა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა X-ზე დაწერა, რომ ბაიდენმა მიიღო რთული გადაწყვეტილებები, "რომლის წყალობითაც პოლონეთი, ამერიკა და მსოფლიო უფრო უსაფრთხოა, ხოლო დემოკრატია - უფრო ძლიერი".

"ვიცი, რომ იმავე მოტივაციებმა გიბიძგეს, როდესაც თქვენს საბოლოო გადაწყვეტილებას აცხადებდით. ალბათ, ყველაზე რთულს", - თქვა ტუსკმა.

სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს შიდა პოლიტიკაზე არ გააკეთებენ კომენტარს, მაგრამ ხაზი გაუსვეს თეთრ სახლთან მუშაობის გაგრძელების აუცილებლობას. ორივე ქვეყანას შეერთებულ შტატებთან თავდაცვის ხელშეკრულება აქვს და ბაიდენი აზიაში, მოკავშირეებს შორის კავშირების გაღრმავების მთავარი პროპაგანდისტი იყო, ნაწილობრივ, ჩინეთის მზარდი თავდაჯერებულობის საპირწონედ.

ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ "ბონგბონგ" მარკოს უმცროსმა განაცხადა, რომ ბაიდენის "გადაწყვეტილება, მოეხსნა კანდიდატურა სახელმწიფო მოღვაწეობის თვალსაჩინო მაგალითია".

ოფიციალური განცხადება ჩინეთის ლიდერ სი ძინპინისგან არ ყოფილა.

წყარო