საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად გაიმართა "საიდუმლო სერობა"?
სად გაიმართა "საიდუმლო სერობა"?

სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბა - მო­ცი­ქუ­ლებ­თან იე­სოს სა­ბო­ლოო ტრა­პე­ზი ჯვარ­ცმამ­დე - ბიბ­ლი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­კულ­ტო ის­ტო­რი­აა.

ახლა, 2000 წლის შემ­დეგ, არ­ქე­ო­ლო­გე­ბი უკვე კარ­გა ხა­ნია ეძე­ბენ ზუსტ ად­გილ­სა, სა­დაც სე­რო­ბა გა­ი­მარ­თა.

მათ სჯე­რათ, რომ ბიბ­ლი­უ­რი შეხ­ვედ­რა ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის "ზედა ოთახ­ში" შედ­გა. სახ­ლს კირ­ქვის კედ­ლე­ბი და წი­თე­ლი, და­ქა­ნე­ბუ­ლი სა­ხუ­რა­ვი აქვს და ქა­ლაქ­ში ჯერ კი­დევ დგას.

ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა რამ­დე­ნი­მე ხე­ლოვ­ნე­ბის ისეთ ნი­მუშ­შია დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც სულ მცი­რე, მე­ო­თხე სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა, რაც ასე­ვე იყო დრო, რო­დე­საც ქრის­ტი­ა­ნებ­მა პირ­ვე­ლად და­ი­წყეს ამ ოთა­ხის მო­ნა­ხუ­ლე­ბა ჯვარ­ცმამ­დე ქრის­ტეს თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნას­კნე­ლი მო­მენ­ტე­ბის­თვის პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად.

ზედა ოთახს ყო­ველ­წლი­უ­რად ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი კვლავ სტუმ­რობს.

ბიბ­ლია 33 წელს უკა­ნას­კნე­ლი სე­რო­ბის ის­ტო­რი­ას დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს - იესო თა­ვის 12 მო­ცი­ქულ­თან დაჯ­და და უთხრა, რომ ერთი მათ­გა­ნი მას უღა­ლა­ტებ­და, დას­ძი­ნა რა, რომ მისი სიკ­ვდი­ლი გარ­და­უ­ვა­ლი იყო.

მან პური და ღვი­ნო აკურ­თხა და ახ­სნა, რომ პური წარ­მო­ად­გენ­და მის სხე­ულს, რო­მე­ლიც გა­ტყდე­ბო­და და სის­ხლს, რო­მელ­საც მათი ცოდ­ვე­ბის მი­ტე­ვე­ბის­თვის დაღ­ვრი­და.

ზედა ოთა­ხი, ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რო­გორც Cenacle, თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ლო­ცა­ვი ოთა­ხი იყო, რო­მელ­საც 120-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის და­ტე­ვა შე­ეძ­ლო.

ოთა­ხი მოკ­ლედ არის აღ­წე­რი­ლი ლუ­კას სა­ხა­რე­ბა­ში, რო­დე­საც იე­სომ მო­ი­თხო­ვა დიდი, ავე­ჯით გა­წყო­ბი­ლი ზედა ოთა­ხი, სა­დაც მას და მის მო­წა­ფე­ებს პა­ს­ე­ქის სა­დი­ლის მირ­თმე­ვა შე­ეძ­ლე­ბო­დათ.

სახ­ლი იე­რუ­სა­ლი­მის ძველ ნა­წილ­ში, სი­ო­ნის მთა­ზე დგას, რო­მე­ლიც სამ­ხრეთ კა­რიბ­ჭის ზე­მოთ მდე­ბა­რე­ობს და აშე­ნე­ბუ­ლია დიდი, და­ტოტვი­ლი სვე­ტე­ბით, რომ­ლებ­ზეც კა­მა­რუ­ლი ჭერი და და­ქა­ნე­ბუ­ლი წი­თე­ლი სა­ხუ­რა­ვი დგას.

რად­გან მკვლევ­რებს არ შე­უძ­ლი­ათ არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, ისი­ნი ვერ ადას­ტუ­რე­ბენ, არ­სე­ბობ­და თუ არა შე­ნო­ბა იე­სოს უკა­ნას­კნე­ლი სე­რო­ბის დროს.

1884 წელს, მა­და­ბა­ში, იორ­და­ნი­ა­ში ახა­ლი ეკ­ლე­სი­ის შე­ნე­ბის დროს ბერ­ძენ­მა მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა ქრის­ტი­ა­ნებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს რუკა, რო­მე­ლიც იე­რუ­სა­ლი­მის უძ­ვე­ლეს რუ­კად მი­იჩ­ნე­ვა.

რუკა 560 წელს წმინ­და მი­წის რეპ­რე­ზენ­ტა­ცი­ად შე­იქ­მნა და აჩ­ვე­ნებს Cardo Maximus-ს (მთა­ვარ ქუ­ჩას) , რო­მე­ლიც შუა ნა­წილ­ში გა­დის, ასე­ვე, მას­ზე ჩანს ორი წმინ­და შე­ნო­ბა სამ­ხრეთ ბო­ლო­ში (ქვე­და მარ­ჯვე­ნა მხა­რეს), რომ­ლე­ბიც წი­თე­ლი სა­ხუ­რა­ვე­ბი­თაა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

ყვე­ლა ლან­დშაფ­ტი ბერ­ძნუ­ლად იყო აღ­წე­რი­ლი, მათ შო­რის - და­მას­კოს კა­რიბ­ჭე და მო­ე­და­ნი მარ­ცხე­ნა მხა­რეს, სამ­ხრე­თის ია­ფას კა­რიბ­ჭე ქვე­მოთ და ბეთ­ლე­მი უკი­დუ­რეს მარ­ჯვე­ნა მხა­რეს.

თუმ­ცა, 2017 წელს დე­ვიდ ქრის­ტი­ან კლა­უ­ზენ­მა, რე­ლი­გი­ის კვლე­ვე­ბის ლექ­ტორ­მა ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მას­ზე რა­ღაც უჩ­ვე­უ­ლო შე­ამ­ჩნია - ეს იყო შე­ნო­ბა იმა­ვე წი­თე­ლი, და­ქა­ნე­ბუ­ლი სა­ხუ­რა­ვით, რო­გო­რიც Cenacle-ს აქვს და იმა­ვე ად­გი­ლას მდე­ბა­რე­ობ­და.

ამან მკვლევ­რებს აფიქ­რე­ბი­ნა, რომ ზედა ოთა­ხი უკა­ნას­კნე­ლი სე­რო­ბის ად­გი­ლი იყო, მაგ­რამ მათ კვლავ სჭირ­დე­ბო­დათ მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რაც მე­ექ­ვსე სა­უ­კუ­ნის ნა­ხატ­ში გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­ში, 1846 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ნა­ხა­ტი აჩ­ვე­ნებ­და იე­სოს, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის სამ­ხრეთ კა­რიბ­ჭე­ებ­ში ვი­რით, Cenacle-ს ფონ­ზე და­დი­ო­და.

ეს ამ­ბა­ვი გად­მო­ცე­მუ­ლია მა­თეს სა­ხა­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც მოგ­ვი­თხრობს იე­სოს შეს­ვლას იე­რუ­სა­ლიმ­ში ზა­ქა­რი­ას წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, რო­მელ­მაც თქვა, რომ იქ­ნე­ბო­და "იესო ქრის­ტეს მე­ო­რედ მოს­ვლა" და მკვდრე­ბი აღ­სდგე­ბოდ­ნენ.

ად­გი­ლის კი­დევ ერთი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა 1585 წელს, მე­ო­თხე სა­უ­კუ­ნის ქან­და­კე­ბა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებ­და იე­სოს, რო­გორ იდგა მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნე­ლის წი­ნა­შე მას შემ­დეგ, რაც მკვდრე­თით აღ­დგა, და სწო­რედ მის უკან ჩანს შე­ნო­ბა იგი­ვე და­ქა­ნე­ბუ­ლი სა­ხუ­რა­ვით.

იო­ა­ნეს სა­ხა­რე­ბის თა­ნახ­მად, იესო ზედა ოთახ­ში აღ­დგო­მის შემ­დეგ დაბ­რუნ­და, რაც მის და მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნე­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას ბიბ­ლი­ურ ის­ტო­რი­ას­თან აკავ­ში­რებს.

თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თი არ­ქე­ო­ლო­გი ამ­ტკი­ცებს, რომ ქან­და­კე­ბა არა ასა­ხავს აღ­დგო­მას, არა­მედ აჩ­ვე­ნებს ქრის­ტეს, რო­მე­ლიც უც­ნო­ბი და­ჩო­ქი­ლი ქა­ლის წინ დგას, რო­მე­ლიც მას გან­კურ­ნე­ბას სთხოვს.

ის­რა­ე­ლის ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტის სა­ა­გენ­ტომ (IAA) 2019 წელს თე­ო­რი­ის შე­მოწ­მე­ბა ლა­ზე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ი­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­და­წყვი­ტა, რათა მო­ე­შო­რე­ბი­ნა ყვე­ლა გა­ნახ­ლე­ბა, რაც Cenacle-ს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­კეთ­და და გა­მო­ევ­ლი­ნა, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ის თავ­და­პირ­ვე­ლად, უკა­ნას­კნე­ლი სე­რო­ბის დროს.

"ისე­თი შეგ­რძნე­ბა იყო, თით­ქოს დენ ბრა­უ­ნის წიგნ­ში ვი­ყა­ვი, "და ვინ­ჩის კოდ­ში"," - გა­ნა­ცხა­და მა­შინ ამიტ რე'ემ, იე­რუ­სა­ლი­მის რა­ი­ო­ნის არ­ქე­ო­ლოგ­მა ის­რა­ე­ლის ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტის სა­ა­გენ­ტო­დან (IAA), Fox News-თან სა­უბ­რი­სას, - "ძვე­ლი სიმ­ბო­ლო­ე­ბი უნდა გაგ­ვე­შიფ­რა".

მათ ოთა­ხის ყვე­ლა კუ­თხე "სივ­რცის ზუს­ტი მო­დე­ლე­ბის შე­საქ­მნე­ლად" რუ­კად აქ­ცი­ეს, რა­მაც Cenacle-ში სა­ინ­ტე­რე­სო თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა.

ახ­ლად შექ­მნილ­მა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებ­მა "ბუნ­დო­ვა­ნი" ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი აჩ­ვე­ნა, რო­გო­რი­ცაა Agnus Dei-ს, ანუ "ღვთის კრა­ვის" და იუ­დას ლო­მის სიმ­ბო­ლო­ე­ბი ჭერ­ზე.

"ლომი მეფე და­ვი­თის სიმ­ბო­ლო იყო", - უთხრა რე'ემ-მა Fox-ს, გან­მარ­ტე­ბით, რომ "ძვე­ლი აღ­თქმის თა­ნახ­მად, იესო მეფე და­ვი­თის შთა­მო­მა­ვა­ლი იყო".

რე'ემის თქმით, მკვლევ­რებს მეტი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა კვლავ სჭირ­დე­ბათ. მან აღ­ნიშ­ნა, რომ კვლავ არ არ­სე­ბობს არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ უკა­ნას­კნე­ლი სე­რო­ბა Cenacle-ში მოხ­და.

IAA-მ ადრე გა­ნა­ცხა­და, რომ ად­გი­ლის ცუდ­მა გა­ნა­თე­ბამ, გა­ხუ­ნე­ბულ­მა კედ­ლებ­მა და მუდ­მივ­მა რე­მონტმა მათ მეტი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა­ში ხელი შე­უ­შა­ლა.

"დრო­დად­რო, როცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს, წმინ­და კომ­პლექ­სის სხვა ნა­წი­ლე­ბის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბას ვაგ­რძე­ლებთ", - უთხრა რე'ემ-მა Fox-ს, - "იმე­დი მაქვს, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, მო­მა­ვალ­ში მცი­რე მას­შტა­ბის კლა­სი­კუ­რი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­ვა­ტა­როთ".

წყა­რო

ავტორი:

სად გაიმართა "საიდუმლო სერობა"?

სად გაიმართა "საიდუმლო სერობა"?

საიდუმლო სერობა - მოციქულებთან იესოს საბოლოო ტრაპეზი ჯვარცმამდე - ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ისტორიაა.

ახლა, 2000 წლის შემდეგ, არქეოლოგები უკვე კარგა ხანია ეძებენ ზუსტ ადგილსა, სადაც სერობა გაიმართა.

მათ სჯერათ, რომ ბიბლიური შეხვედრა ორსართულიანი სახლის "ზედა ოთახში" შედგა. სახლს კირქვის კედლები და წითელი, დაქანებული სახურავი აქვს და ქალაქში ჯერ კიდევ დგას.

ადგილმდებარეობა რამდენიმე ხელოვნების ისეთ ნიმუშშია დოკუმენტირებული, რომლებიც სულ მცირე, მეოთხე საუკუნით თარიღდება, რაც ასევე იყო დრო, როდესაც ქრისტიანებმა პირველად დაიწყეს ამ ოთახის მონახულება ჯვარცმამდე ქრისტეს თავისუფლების უკანასკნელი მომენტებისთვის პატივის მისაგებად.

ზედა ოთახს ყოველწლიურად ათასობით ადამიანი კვლავ სტუმრობს.

ბიბლია 33 წელს უკანასკნელი სერობის ისტორიას დეტალურად აღწერს - იესო თავის 12 მოციქულთან დაჯდა და უთხრა, რომ ერთი მათგანი მას უღალატებდა, დასძინა რა, რომ მისი სიკვდილი გარდაუვალი იყო.

მან პური და ღვინო აკურთხა და ახსნა, რომ პური წარმოადგენდა მის სხეულს, რომელიც გატყდებოდა და სისხლს, რომელსაც მათი ცოდვების მიტევებისთვის დაღვრიდა.

ზედა ოთახი, ასევე ცნობილია, როგორც Cenacle, თავდაპირველად სალოცავი ოთახი იყო, რომელსაც 120-ზე მეტი ადამიანის დატევა შეეძლო.

ოთახი მოკლედ არის აღწერილი ლუკას სახარებაში, როდესაც იესომ მოითხოვა დიდი, ავეჯით გაწყობილი ზედა ოთახი, სადაც მას და მის მოწაფეებს პასექის სადილის მირთმევა შეეძლებოდათ.

სახლი იერუსალიმის ძველ ნაწილში, სიონის მთაზე დგას, რომელიც სამხრეთ კარიბჭის ზემოთ მდებარეობს და აშენებულია დიდი, დატოტვილი სვეტებით, რომლებზეც კამარული ჭერი და დაქანებული წითელი სახურავი დგას.

რადგან მკვლევრებს არ შეუძლიათ არქეოლოგიური გათხრების ჩატარება, ისინი ვერ ადასტურებენ, არსებობდა თუ არა შენობა იესოს უკანასკნელი სერობის დროს.

1884 წელს, მადაბაში, იორდანიაში ახალი ეკლესიის შენების დროს ბერძენმა მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა აღმოაჩინეს რუკა, რომელიც იერუსალიმის უძველეს რუკად მიიჩნევა.

რუკა 560 წელს წმინდა მიწის რეპრეზენტაციად შეიქმნა და აჩვენებს Cardo Maximus-ს (მთავარ ქუჩას) , რომელიც შუა ნაწილში გადის, ასევე, მასზე ჩანს ორი წმინდა შენობა სამხრეთ ბოლოში (ქვედა მარჯვენა მხარეს), რომლებიც წითელი სახურავებითაა იდენტიფიცირებული.

ყველა ლანდშაფტი ბერძნულად იყო აღწერილი, მათ შორის - დამასკოს კარიბჭე და მოედანი მარცხენა მხარეს, სამხრეთის იაფას კარიბჭე ქვემოთ და ბეთლემი უკიდურეს მარჯვენა მხარეს.

თუმცა, 2017 წელს დევიდ ქრისტიან კლაუზენმა, რელიგიის კვლევების ლექტორმა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში, მასზე რაღაც უჩვეულო შეამჩნია - ეს იყო შენობა იმავე წითელი, დაქანებული სახურავით, როგორიც Cenacle-ს აქვს და იმავე ადგილას მდებარეობდა.

ამან მკვლევრებს აფიქრებინა, რომ ზედა ოთახი უკანასკნელი სერობის ადგილი იყო, მაგრამ მათ კვლავ სჭირდებოდათ მეტი მტკიცებულება, რაც მეექვსე საუკუნის ნახატში გამოჩნდა, რომელიც იტალიაში, 1846 წელს აღმოაჩინეს.

ნახატი აჩვენებდა იესოს, რომელიც ქალაქის სამხრეთ კარიბჭეებში ვირით, Cenacle-ს ფონზე დადიოდა.

ეს ამბავი გადმოცემულია მათეს სახარებაში, რომელიც მოგვითხრობს იესოს შესვლას იერუსალიმში ზაქარიას წინასწარმეტყველების შესასრულებლად, რომელმაც თქვა, რომ იქნებოდა "იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა" და მკვდრები აღსდგებოდნენ.

ადგილის კიდევ ერთი გამოსახულება 1585 წელს, მეოთხე საუკუნის ქანდაკებაზე აღმოაჩინეს, რომელიც აჩვენებდა იესოს, როგორ იდგა მარიამ მაგდალინელის წინაშე მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღდგა, და სწორედ მის უკან ჩანს შენობა იგივე დაქანებული სახურავით.

იოანეს სახარების თანახმად, იესო ზედა ოთახში აღდგომის შემდეგ დაბრუნდა, რაც მის და მარიამ მაგდალინელის გამოსახულებას ბიბლიურ ისტორიასთან აკავშირებს.

თუმცა, ზოგიერთი არქეოლოგი ამტკიცებს, რომ ქანდაკება არა ასახავს აღდგომას, არამედ აჩვენებს ქრისტეს, რომელიც უცნობი დაჩოქილი ქალის წინ დგას, რომელიც მას განკურნებას სთხოვს.

ისრაელის ანტიკვარიატის სააგენტომ (IAA) 2019 წელს თეორიის შემოწმება ლაზერული ტექნოლოგიისა და გაუმჯობესებული ფოტოგრაფიული გამოსახულების გამოყენებით გადაწყვიტა, რათა მოეშორებინა ყველა განახლება, რაც Cenacle-ს წლების განმავლობაში გაუკეთდა და გამოევლინა, როგორ გამოიყურებოდა ის თავდაპირველად, უკანასკნელი სერობის დროს.

"ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს დენ ბრაუნის წიგნში ვიყავი, "და ვინჩის კოდში"," - განაცხადა მაშინ ამიტ რე'ემ, იერუსალიმის რაიონის არქეოლოგმა ისრაელის ანტიკვარიატის სააგენტოდან (IAA), Fox News-თან საუბრისას, - "ძველი სიმბოლოები უნდა გაგვეშიფრა".

მათ ოთახის ყველა კუთხე "სივრცის ზუსტი მოდელების შესაქმნელად" რუკად აქციეს, რამაც Cenacle-ში საინტერესო თავისებურებები გამოავლინა.

ახლად შექმნილმა გამოსახულებებმა "ბუნდოვანი" ხელოვნების ნიმუშები აჩვენა, როგორიცაა Agnus Dei-ს, ანუ "ღვთის კრავის" და იუდას ლომის სიმბოლოები ჭერზე.

"ლომი მეფე დავითის სიმბოლო იყო", - უთხრა რე'ემ-მა Fox-ს, განმარტებით, რომ "ძველი აღთქმის თანახმად, იესო მეფე დავითის შთამომავალი იყო".

რე'ემის თქმით, მკვლევრებს მეტი კვლევის ჩატარება კვლავ სჭირდებათ. მან აღნიშნა, რომ კვლავ არ არსებობს არქეოლოგიური მტკიცებულება იმისა, რომ უკანასკნელი სერობა Cenacle-ში მოხდა.

IAA-მ ადრე განაცხადა, რომ ადგილის ცუდმა განათებამ, გახუნებულმა კედლებმა და მუდმივმა რემონტმა მათ მეტი კვლევის ჩატარებაში ხელი შეუშალა.

"დროდადრო, როცა შესაძლებლობა გვაქვს, წმინდა კომპლექსის სხვა ნაწილების დოკუმენტირებას ვაგრძელებთ", - უთხრა რე'ემ-მა Fox-ს, - "იმედი მაქვს, შესაძლებელი იქნება, მომავალში მცირე მასშტაბის კლასიკური არქეოლოგიური გამოკვლევა ჩავატაროთ".

წყარო