“კუბილიუს! ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალეობა მოითხოვა, სად არის შენი პოზიცია? - რასა, რაისა? ხომ არიან ისინი ევროპარლამენტში? ხმა ამოიღეთ!“ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მედიის გამჭვირვალობის კანონს აინიცირებს".
- “კუბილიუს! ევროპარლამენტში არის დღეს? სად არის შენი პოზიცია? ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალეობა მოითხოვა. ამათთვის ხომ გამჭვირვალობა რუსულია. ფოტიგა? არა, ფოტიგა გააგდეს, აღარ არის ევროპარლამენტში. კიდევ ვინ არის? რასა, რაისა? ხომ არიან ისინი ევროპარლამენტში? ხმა ამოიღეთ, ესპანეთი გარუსების გზას დაადგა. ეგ როგორ? კუბილიუს! შენი ქვეყანა, ლიეტუვა პირველ ადგილას გავიდა რუსეთთან ვაჭრობაში. ჩვენ გვეუბნებოდი სანქცია რატომ არ დაუწესეთო. მაინტერესებს, აბა, რას შვრები მანდ? დაგმე შენი მთავრობა? ლიეტუვას ბიზნეს წრეებს მოუწოდე, რომ ეს ასე არ გააკეთონ? ა, ჩუმად ხარ?" - განაცხადა ზარქუამ.
მედიის ინფორმაციით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა "დემოკრატიული რეგენერაციის" გეგმა წარადგინა, რომელიც, მისი თქმით, გააუმჯობესებს მედიის გამჭვირვალობას და მეტ ნათელს მოჰფენს მედიის დაფინანსებას.