მოზაიკა
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპზე თავდამსხმელი ინფორმაციას სამეფო ოჯახის წევრზეც აგროვებდა - რას აცხადებენ FBI-ში და რა იპოვეს კრუკსის მობილურ ტელეფონში
ტრამპზე თავდამსხმელი ინფორმაციას სამეფო ოჯახის წევრზეც აგროვებდა - რას აცხადებენ FBI-ში და რა იპოვეს კრუკსის მობილურ ტელეფონში

"მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­მაც დო­ნალდ ტრამ­პის მოკ­ვლა სცა­და, მკვლე­ლო­ბის სა­მიზ­ნე­ე­ბის და­გეგ­მვი­სას დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რებ­ზე ეძებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას ეძებ­და", - ამის შე­სა­ხებ FBI აცხა­დებს. თო­მას კრუკ­სი აშშ-ს სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის სნა­ი­პე­რებ­მა მას შემ­დეგ მოკ­ლეს, რაც მან ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლი გახ­სნა. ტყვია ტრამპს ყურ­თან მოხ­ვდა და მას სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა არ მი­უ­ღია.

თავ­დას­ხმას ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. FBI-ს გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა კონ­გრე­სის წევ­რებს უთხრეს, რომ კრუკ­სი ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ აგ­რო­ვებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას და სა­ვა­რა­უ­დოდ "მომ­დევ­ნო სა­მიზ­ნეს" არ­ჩევ­და. მათ შო­რის "სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რზე აგ­რო­ვებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბი­ათ, სა­მე­ფო ოჯა­ხის რო­მელ წევ­რზე იყო სა­უ­ბა­რი.

  • ამის შე­სა­ხებ FBI-სთვის მას შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა კრუქ­სის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი და იქ არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი შე­ის­წავ­ლეს. კრუკს­მა ასე­ვე მო­ი­ძია ინ­ფორ­მა­ცია კრის­ტო­ფერ რე­ი­ზე, FBI-ს დი­რექ­ტორ­ზე, და მე­რიკ გარ­ლან­დზე, აშშ-ს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ­ზე.

გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის თქმით, კრიკ­სის ტე­ლე­ფო­ნებ­ში იყო ჯო ბა­ი­დე­ნი­სა და ტრამ­პის ფო­ტო­ე­ბი, ასე­ვე მო­ნა­ცე­მე­ბი იმ შეხ­ვედ­რე­ბის თა­რი­ღე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც აშშ-ის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მხარ­დამ­ჭე­რებ­თან მარ­თავ­და. ასე­ვე გა­ირ­კვა ისიც, რომ კრუკს­მა ერთ-ერთ გე­ი­მიგ პლატ­ფორ­მა­ზე და­წე­რა გაფ­რი­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ტრამ­პის მოკ­ვლას შე­ეც­დე­ბო­და.

"და­ე­ლო­დეთ, ჩემი პრე­მი­ე­რა იქ­ნე­ბა, უყუ­რეთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ის", - წერს კრუკ­სი.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

ტრამპზე თავდამსხმელი ინფორმაციას სამეფო ოჯახის წევრზეც აგროვებდა - რას აცხადებენ FBI-ში და რა იპოვეს კრუკსის მობილურ ტელეფონში

ტრამპზე თავდამსხმელი ინფორმაციას სამეფო ოჯახის წევრზეც აგროვებდა - რას აცხადებენ FBI-ში და რა იპოვეს კრუკსის მობილურ ტელეფონში

"მოქალაქე, რომელმაც დონალდ ტრამპის მოკვლა სცადა, მკვლელობის სამიზნეების დაგეგმვისას დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებზე ეძებდა ინფორმაციას ეძებდა", - ამის შესახებ FBI აცხადებს. თომას კრუკსი აშშ-ს საიდუმლო სამსახურის სნაიპერებმა მას შემდეგ მოკლეს, რაც მან ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ტყვია ტრამპს ყურთან მოხვდა და მას სერიოზული დაზიანება არ მიუღია.

თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. FBI-ს გამომძიებლებმა კონგრესის წევრებს უთხრეს, რომ კრუკსი ონლაინ სივრცეში რამდენიმე ცნობილი და გავლენიანი ადამიანის შესახებ აგროვებდა ინფორმაციას და სავარაუდოდ "მომდევნო სამიზნეს" არჩევდა. მათ შორის "სამეფო ოჯახის წევრზე აგროვებდა ინფორმაციას. სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ, სამეფო ოჯახის რომელ წევრზე იყო საუბარი.

  • ამის შესახებ FBI-სთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სამართალდამცველებმა კრუქსის მობილური ტელეფონები და იქ არსებული მონაცემები შეისწავლეს. კრუკსმა ასევე მოიძია ინფორმაცია კრისტოფერ რეიზე, FBI-ს დირექტორზე, და მერიკ გარლანდზე, აშშ-ს გენერალურ პროკურორზე.

გამომძიებლების თქმით, კრიკსის ტელეფონებში იყო ჯო ბაიდენისა და ტრამპის ფოტოები, ასევე მონაცემები იმ შეხვედრების თარიღების შესახებ, რომლებსაც აშშ-ის ექსპრეზიდენტი მხარდამჭერებთან მართავდა. ასევე გაირკვა ისიც, რომ კრუკსმა ერთ-ერთ გეიმიგ პლატფორმაზე დაწერა გაფრილება იმის შესახებ, რომ ტრამპის მოკვლას შეეცდებოდა.

"დაელოდეთ, ჩემი პრემიერა იქნება, უყურეთ, როგორ განვითარდება ის", - წერს კრუკსი.

წყარო