სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურქეთში დაკავებულია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ერთი პირი" - რა დეტალებზე ისაუბრა ახალმა გენპროკურორმა
"თურქეთში დაკავებულია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ერთი პირი" - რა დეტალებზე ისაუბრა ახალმა გენპროკურორმა

სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის, გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თურ­ქეთ­ში, ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი პირი და­ა­კა­ვეს.

მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე სა­ექ­სტრა­დი­ციო პრო­ცე­დუ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში და­კა­ვე­ბუ­ლია ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი ერთი პირი. უშუ­ა­ლოდ და­ნა­შა­უ­ლის აღმსრუ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც ბრა­ლი ედე­ბა ჯგუ­ფუ­რად შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნა­ში.

მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ექ­სტრა­დი­ციო პრო­ცე­დუ­რე­ბი. იმედს გა­მოვ­თქვამ, რომ მალე დას­რულ­დე­ბა ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი და დრო­უ­ლად წარ­დგე­ბა მსჯავ­რდე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო­ში”, - გა­ნა­ცხა­და გა­ბი­ტაშ­ვილ­მა.

  • ცნო­ბის­თვის, ბიზ­ნეს­მენ ბე­სიკ ხარ­ძი­ანს თბი­ლის­ში სა­კუ­თარ სა­დარ­ბა­ზო­ში 2015 წლის 28 მარტს ეს­რო­ლეს. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნი­ლად 2016 წლის იან­ვარ­ში გა­მო­ა­ცხა­და.

ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში მხი­ლე­ბულ­ნი არი­ან: უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, 1985 წლის 29 მა­ისს და­ბა­დე­ბუ­ლი ფა­რიდ გურ­ბა­ნო­ვი და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე, 1973 წლის 4 სექ­ტემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლი ოლეგ დო­ე­ვი, რომ­ლებ­ზეც ძებ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან მათ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს. ბიზ­ნეს­მე­ნი ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე 2011 წლის თე­ბერ­ვალ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს და პა­ტიმ­რო­ბი­დან 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ხარ­ძი­ა­ნი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ამ პე­რი­ოდ­ში მას კუს ტბის წი­ლე­ბი ზე­წო­ლით და­ათ­მო­ბი­ნეს.

ბიზ­ნეს­მენ ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის, შეკ­ვე­თით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ორ პირს სა­სა­მარ­თლომ 19-19 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"თურქეთში დაკავებულია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ერთი პირი" - რა დეტალებზე ისაუბრა ახალმა გენპროკურორმა

"თურქეთში დაკავებულია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ერთი პირი" - რა დეტალებზე ისაუბრა ახალმა გენპროკურორმა

საქართველოს ახლად არჩეული გენერალური პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, თურქეთში, ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირი დააკავეს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

"პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკაში დაკავებულია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ერთი პირი. უშუალოდ დანაშაულის აღმსრულებელი, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფურად შეკვეთილი მკვლელობის ჩადენაში.

მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები. იმედს გამოვთქვამ, რომ მალე დასრულდება ეს პროცედურები და დროულად წარდგება მსჯავრდებული სასამართლოში”, - განაცხადა გაბიტაშვილმა.

  • ცნობისთვის, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს თბილისში საკუთარ სადარბაზოში 2015 წლის 28 მარტს ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის საქმე გახსნილად 2016 წლის იანვარში გამოაცხადა.

ხარძიანის მკვლელობაში მხილებულნი არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ფარიდ გურბანოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი, რომლებზეც ძებნაა გამოცხადებული, ვინაიდან მათ საქართველოს ტერიტორია დატოვეს. ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი გარდაცვალებამდე 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და პატიმრობიდან 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. ხარძიანი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში მას კუს ტბის წილები ზეწოლით დაათმობინეს.

ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის, შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ორ პირს სასამართლომ 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.