სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეყვარებული ტელეფონის პაროლს სთხოვდა, თუმცა კაცმა ოკეანეში გადახტომა არჩია - რა მოხდა ფლორიდაში?
შეყვარებული ტელეფონის პაროლს სთხოვდა, თუმცა კაცმა ოკეანეში გადახტომა არჩია - რა მოხდა ფლორიდაში?

ფლო­რი­დე­ლი კაცი, რო­მელ­საც არ სურ­და, რომ შეყ­ვა­რე­ბულს და პო­ლი­ცი­ე­ლებს მის ტე­ლე­ფონ­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ენა­ხათ, პა­რო­ლის მი­ცე­მის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ოკე­ა­ნე­ში გა­დახ­ტა. მა­ნამ­დე მას პო­ლი­ცია იახ­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში კი­თხავ­და.

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის სამ­ხრე კა­მე­რე­ბით აპ­რილ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო YouTube-ზე ახ­ლა­ხან გავ­რცელ­და და დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, უკვე მი­ლი­ონ­ზე მეტი ნახ­ვა და­აგ­რო­ვა.

  • კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ კა­მა­თობს კაცი, სა­ხე­ლად ეი­ჯეი ოფიც­რებ­თან და თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულ­თან მას შემ­დეგ, რაც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მას ტე­ლე­ფო­ნის პინ კოდს მოს­თხო­ვენ. შემ­დეგ ჩანს, რო­გორ ღი­ზი­ან­დე­ბა. ბო­ლოს კი, ზღვა­ში გა­დახ­ტე­ბა.

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მას შვი­დი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სდევ­ნიდ­ნენ, ბოლო კი ნა­პირ­ზე შეძ­ლეს და­კა­ვე­ბა.

  • რო­გორც ირ­კვე­ვა, პო­ლი­ცი­ის ოფიც­რე­ბი სხვა ხო­მალდს ეძებ­დნენ, მაგ­რამ შემ­თხვე­ვით ეი­ჯე­ის და მის შეყ­ვა­რე­ბულს წა­ა­წყდნენ ნავ­ზე, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე დარ­ღვე­ვა უფიქ­სირ­დე­ბო­და.

პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა სწრა­ფად აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს თან არ ჰქონ­დათ პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ნა­ი­რი სა­ბუ­თი, ხოლო ნავი, რო­მელ­ზეც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რამ­დე­ნი­მე წესს არ­ღვევ­და.

რო­გორც ვი­დე­ო­ში ჩანს, კაცი აცხა­დებს, რომ არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია, შემ­დეგ თან­და­თან პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე ბრაზ­დე­ბა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მას ამ­შვი­დებს და უმე­ო­რებს, რომ "დამ­შვიდ­დეს."

"უნდა დამ­შვიდ­დე... პა­ნი­კა­ში ხარ," - ეუბ­ნე­ბა მას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ეი­ჯეი ეკი­თხე­ბა ოფიც­რებს, რა მოხ­დე­ბა, თუ ის "წყალ­ში გა­დახ­ტე­ბა და გა­ცუ­რავს."

"გა­მოგ­ყვე­ბი," - პა­სუ­ხობს ოფი­ცე­რი.

  • "ეი­ჯეი, ვფი­ცავ ღმერ­თს, თუ წყალ­ში გა­დახ­ტე­ბი, ხვალ აქ აღარ ვიქ­ნე­ბი", - ემუქ­რე­ბა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

შემ­დეგ ქალი ეი­ჯე­ის სთხოვს ტე­ლე­ფო­ნი "განბ­ლო­კოს", პა­რო­ლი უთხრას, რათა უფ­რო­სის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი იპო­ვოს.

"რა არის შენი ტე­ლე­ფო­ნის პა­რო­ლი?" - ეკი­თხე­ბა ქალი ეი­ჯე­ის, რა დრო­საც ეს უკა­ნას­კნე­ლი ნა­ვის უკა­ნა კუ­თხის­კენ მი­დის და პო­ლი­ცი­ე­ლებს ეუბ­ნე­ბა, რომ "დღეს ცი­ხე­ში არ წავა."

შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ეი­ჯე­ის წინ ტე­ლე­ფო­ნით ხელ­ში დგე­ბა და კვლავ ეუბ­ნე­ბა, რომ პა­რო­ლი უთხრას. ცი­ხე­ში წას­ვლის თუ შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­თვის ტე­ლე­ფო­ნის პა­რო­ლის გამ­ხე­ლის ში­შით ეი­ჯეი წყალ­ში ხტე­ბა.

მე­დი­ის­თვის უც­ნო­ბია, რა ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს ეი­ჯე­ის ამ უც­ნა­უ­რი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ. ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში წე­რენ, რომ ეი­ჯეი უფრო შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ჩან­და იმით, რომ მის შეყ­ვა­რე­ბულს ტე­ლე­ფონ­ზე წვდო­მა არ ჰქო­ნო­და, ვიდ­რე - და­კა­ვე­ბის საფრ­თხით.

"ეს ტიპი ცი­ხე­ზე არ ღე­ლავ­და, ის იმა­ზე ანერ­ვი­ულ­და, რომ ტე­ლე­ფონს ბლო­კი მო­ეხ­სნე­ბო­და", - და­წე­რა ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა.

"ურ­ჩევ­ნია მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნოს, ვიდ­რე თა­ვის გო­გოს ტე­ლე­ფონ­ზე წვდო­მა მის­ცეს”, - წერს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე კო­მენ­ტა­რებ­ში.

წყა­რო

ავტორი:

შეყვარებული ტელეფონის პაროლს სთხოვდა, თუმცა კაცმა ოკეანეში გადახტომა არჩია - რა მოხდა ფლორიდაში?

შეყვარებული ტელეფონის პაროლს სთხოვდა, თუმცა კაცმა ოკეანეში გადახტომა არჩია - რა მოხდა ფლორიდაში?

ფლორიდელი კაცი, რომელსაც არ სურდა, რომ შეყვარებულს და პოლიციელებს მის ტელეფონში არსებული ინფორმაცია ენახათ, პაროლის მიცემის თავიდან ასაცილებლად, ოკეანეში გადახტა. მანამდე მას პოლიცია იახტასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში კითხავდა.

პოლიციელების სამხრე კამერებით აპრილში გადაღებული ვიდეო YouTube-ზე ახლახან გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა, უკვე მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/7R8v3tOFLEU?si=WBNH7GQt9Sv_RUZe" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>
  • კადრებში ჩანს, როგორ კამათობს კაცი, სახელად ეიჯეი ოფიცრებთან და თავის შეყვარებულთან მას შემდეგ, რაც პოლიციელები მას ტელეფონის პინ კოდს მოსთხოვენ. შემდეგ ჩანს, როგორ ღიზიანდება. ბოლოს კი, ზღვაში გადახტება.

პოლიციელები მას შვიდი წუთის განმავლობაში სდევნიდნენ, ბოლო კი ნაპირზე შეძლეს დაკავება.

  • როგორც ირკვევა, პოლიციის ოფიცრები სხვა ხომალდს ეძებდნენ, მაგრამ შემთხვევით ეიჯეის და მის შეყვარებულს წააწყდნენ ნავზე, რომელსაც რამდენიმე დარღვევა უფიქსირდებოდა.

პოლიციელებმა სწრაფად აღმოაჩინეს, რომ შეყვარებულებს თან არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი, ხოლო ნავი, რომელზეც იმყოფებოდნენ, რამდენიმე წესს არღვევდა.

როგორც ვიდეოში ჩანს, კაცი აცხადებს, რომ არაფერი დაუშავებია, შემდეგ თანდათან პოლიციელებზე ბრაზდება. შეყვარებული მას ამშვიდებს და უმეორებს, რომ "დამშვიდდეს."

"უნდა დამშვიდდე... პანიკაში ხარ," - ეუბნება მას შეყვარებული.

შეშფოთებული ეიჯეი ეკითხება ოფიცრებს, რა მოხდება, თუ ის "წყალში გადახტება და გაცურავს."

"გამოგყვები," - პასუხობს ოფიცერი.

  • "ეიჯეი, ვფიცავ ღმერთს, თუ წყალში გადახტები, ხვალ აქ აღარ ვიქნები", - ემუქრება შეყვარებული.

შემდეგ ქალი ეიჯეის სთხოვს ტელეფონი "განბლოკოს", პაროლი უთხრას, რათა უფროსის ტელეფონის ნომერი იპოვოს.

"რა არის შენი ტელეფონის პაროლი?" - ეკითხება ქალი ეიჯეის, რა დროსაც ეს უკანასკნელი ნავის უკანა კუთხისკენ მიდის და პოლიციელებს ეუბნება, რომ "დღეს ციხეში არ წავა."

შეყვარებული ეიჯეის წინ ტელეფონით ხელში დგება და კვლავ ეუბნება, რომ პაროლი უთხრას. ციხეში წასვლის თუ შეყვარებულისთვის ტელეფონის პაროლის გამხელის შიშით ეიჯეი წყალში ხტება.

მედიისთვის უცნობია, რა ბრალდება წაუყენეს ეიჯეის ამ უცნაური შემთხვევის შემდეგ. ვიდეოს კომენტარებში წერენ, რომ ეიჯეი უფრო შეშფოთებული ჩანდა იმით, რომ მის შეყვარებულს ტელეფონზე წვდომა არ ჰქონოდა, ვიდრე - დაკავების საფრთხით.

"ეს ტიპი ციხეზე არ ღელავდა, ის იმაზე ანერვიულდა, რომ ტელეფონს ბლოკი მოეხსნებოდა", - დაწერა ერთმა მომხმარებელმა.

"ურჩევნია მძიმე დანაშაული ჩაიდინოს, ვიდრე თავის გოგოს ტელეფონზე წვდომა მისცეს”, - წერს კიდევ ერთი მოქალაქე კომენტარებში.

წყარო