პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უთხარით ჩემს უფროსს, გამომიშვას..." - "ლევანტეს" ადმინს საქართველოში ეპატიჟებიან: მორიგი პოსტი ქართულ ენაზე, "ქოჩორას" კომენტარი და უჩვეულო სიყვარულის ამბავი
"უთხარით ჩემს უფროსს, გამომიშვას..." - "ლევანტეს" ადმინს საქართველოში ეპატიჟებიან: მორიგი პოსტი ქართულ ენაზე, "ქოჩორას" კომენტარი და უჩვეულო სიყვარულის ამბავი

ლა­ი­ქე­ბით შეყ­ვა­რე­ბის გჯე­რათ?

სწო­რედ ასე, ლა­ი­ქე­ბით და­ი­წყო ეს­პა­ნუ­რი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის, "ლე­ვან­ტე­სა" და ქარ­თვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც გრძელ­დე­ბა და უფრო მე­ტიც, ახალ ფა­ზა­ში გა­და­დის.

  • მარ­თა­ლია, ყვე­ლა­ფე­რი "ლე­ვან­ტეს" "ფე­ის­ბუ­ქის“ ად­მი­ნის ლა­ი­ქე­ბის, რი­ჩე­ბი­სა და ინ­გე­ი­ჯმენ­თის მო­პო­ვე­ბის სურ­ვი­ლით და მო­დით, ცოტა უტ­რი­რე­ბუ­ლად ვთქვათ, ან­გა­რე­ბით და­ი­წყო, მაგ­რამ ახლა სულ სხვა სახე შე­ი­ძი­ნა და ნამ­დვილ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და.

კლუბ­მა ახ­ლა­ხან გუნ­დის მე­ო­რე ფორ­მა წა­რად­გი­ნა, რო­მე­ლიც სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან ჰგავს ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფორ­მას - ისიც თეთრ და წი­თელ ფე­რებ­შია და პრინ­ტიც მსგავ­სია.

და ვიდ­რე და­ი­ჯე­რებთ, რომ ამ ფორ­მა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი ჩვე­ნი დრო­შა, ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის ფორ­მა იყო, რე­ა­ლურ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით:

  • კლუბ­მა ვრცე­ლი სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფორ­მის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ის "ლე­ვან­ტეს" რეტ­რო სტი­ლის ფორ­მით არის შთა­გო­ნე­ბუ­ლი. რო­გორც ირ­კვე­ვა, წარ­სულ­ში კლუ­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს მსგავ­სი ფე­რე­ბის ფორ­მა ეც­ვათ.

"მა­ი­სუ­რის ის­ტო­რია ასე­თია, ჯერ კი­დევ 1939 წელს, ორმა კლუბ­მა "ხიმ­ნას­ტიკ­მა" და "ლე­ვან­ტემ" გა­და­წყვი­ტეს თა­ვი­ან­თი გზე­ბი და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნათ და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ. ამ ამ­ბავს მა­შინ­დელ­მა პრე­სამ "სა­ინ­ფორ­მა­ციო ბომ­ბი“ უწო­და,

მა­შინ გაჩ­ნდა ლე­ვან­ტე-ხიმ­ნას­ტი­კის სპორ­ტუ­ლი კავ­ში­რი და სწო­რედ იმ პე­რი­ო­დის სპორ­ტსმე­ნე­ბის­თვის თეთ­რი და წი­თე­ლი ფე­რე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ის მქო­ნე ფორ­მე­ბი შექ­მნეს, რაც ორი კლუ­ბის ერ­თი­ა­ნო­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­და. ასე­თი ფე­რე­ბის მა­ი­სუ­რე­ბი ეც­ვათ სპორ­ტსმე­ნებს ერ­თი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში. ეს მო­ი­ცავ­და 1939-1940 წლე­ბის, ასე­ვე 1940-1941 წლე­ბის სე­ზონს. შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, კლუ­ბებ­მა გა­და­წყვი­ტეს კვლავ ცალ-ცალე გზით ევ­ლოთ და ამის შემ­დეგ ლე­ვან­ტეს ფორ­მის ფე­რე­ბი ბარ­სე­ლო­ნას ფე­რე­ბის მსგავ­სი გახ­და", - ვკი­თხუ­ლობთ კლუ­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რო­დე­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახა­ლი ფორ­მის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნეს და აღ­წე­რა ქარ­თუ­ლად არ და­ა­წე­რეს, ნა­ხეთ, რე­აქ­ცი­ე­ბის რა მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა მი­ი­ღეს:

მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ად­მი­ნი არ და­იბ­ნა და მო­რი­გი პოს­ტი ამა­ვე მა­ი­სუ­რე­ბის შე­სა­ხებ ქარ­თუ­ლი აღ­წე­რით გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მან ნამ­დვი­ლად იცის, რო­გორ შე­ე­ხოს ქარ­თვე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მგრძნო­ბი­ა­რე ნა­წილს. მარ­თა­ლია, გა­უ­მარ­თა­ვი ქარ­თუ­ლით, მაგ­რამ მა­ინც ქარ­თუ­ლით, ასე­თი პოს­ტი შე­მოგ­ვთა­ვა­ზა:

  • "ის ისე­ვე მიბ­რუ­ნებს მო­გო­ნე­ბებს“

რა თქმა უნდა, ქარ­თვე­ლე­ბის რე­აქ­ცი­ებ­მა არ და­ა­ყოვ­ნა. ამ დრო­ის­თვის პოსტს 11 000-ზე მეტი რე­აქ­ცია და 1500-ზე მეტი კო­მენ­ტა­რი აქვს. მას "ლე­ვან­ტეს“ ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

  • "ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნის­თვის პი­რად­ში მომ­წე­რე, ხავი“, - მი­მარ­თავს "ქო­ჩო­რა" "ლე­ვან­ტეს“ "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დის" ად­მი­ნის­რა­ტორს, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლად პა­სუ­ხობს: "და­ას­რუ­ლე შვე­ბუ­ლე­ბა, აქ გე­ლო­დე­ბით“.

ახლა ვნა­ხოთ ქარ­თვე­ლე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გვერდს მარ­თავს, ბევრ კო­მენ­ტარს ქარ­თუ­ლად პა­სუ­ხობს. ვინ­მემ ბოლო დროს თუ სიყ­ვა­რუ­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა იგ­რძე­ნით, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ი­ხე­დეთ პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში და კი­დევ ერთხელ და­ი­ჯე­რებთ, რომ დე­და­მი­წას მარ­თლაც რომ სიყ­ვა­რუ­ლი ატ­რი­ა­ლებს“. მი­ნი­მუმ, და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით და­ი­მუხ­ტე­ბით.

  • რამ­დე­ნი­მე კო­მენ­ტარს აქაც გაჩ­ვე­ნებთ:

ცნო­ბის­თვის, "ლე­ვან­ტეს" ოფი­ცი­ა­ლურ გვერდს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხავი დე ლა ოსას­მა მარ­თავს.

“რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვხვდე­ბით, რომ ჩვენც პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი გავ­ხდით სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ პოს­ტე­ბით. გვეს­მის, რა­ტომ მოჰ­ყვა ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. მათ ქარ­თულ ენა­ზეც. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გი­თხრათ, თუ რო­გორ ვა­მა­ყობთ გი­ორ­გით და იმ დო­ნით, რომ­ლი­თაც მან ითა­მა­შა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. ჩვენ­თვის უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო იმის ნახ­ვა, თუ რო­გორ წარ­მო­ა­ჩი­ნა მან თა­ვიც და ქვე­ყა­ნაც. სა­ქარ­თვე­ლომ ამ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ის­ტო­რია და­წე­რა.

რაც უფრო იზ­რდე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის თა­მა­შის ხა­რის­ხი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და გი­ორ­გის პო­პუ­ლა­რო­ბა, ვა­ტყობ­დით, რომ პოს­ტე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა და აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც იზ­რდე­ბო­და. მე და­მა­მახ­სოვ­რდა პოს­ტი, რო­დე­საც გი­ორ­გის და შოთა არ­ვე­ლა­ძის ფოტო დავ­დე, ვიცი, რომ შოთა ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. მას შემ­დეგ, რაც ეს პოს­ტი დავ­დე და ქარ­თუ­ლად წერა და­ვი­წყე, მო­წო­ნე­ბა რა­კე­ტის სიჩ­ქა­რით გაფ­რინ­და“, - ამ­ბობს ხავი "ფორ­მუ­ლას­თან" სა­უბ­რი­სას.

ავტორი:

"უთხარით ჩემს უფროსს, გამომიშვას..." - "ლევანტეს" ადმინს საქართველოში ეპატიჟებიან: მორიგი პოსტი ქართულ ენაზე, "ქოჩორას" კომენტარი და უჩვეულო სიყვარულის ამბავი

"უთხარით ჩემს უფროსს, გამომიშვას..." - "ლევანტეს" ადმინს საქართველოში ეპატიჟებიან: მორიგი პოსტი ქართულ ენაზე, "ქოჩორას" კომენტარი და უჩვეულო სიყვარულის ამბავი

ლაიქებით შეყვარების გჯერათ?

სწორედ ასე, ლაიქებით დაიწყო ესპანური საფეხბურთო კლუბის, "ლევანტესა" და ქართველების სიყვარულის ისტორია, რომელიც გრძელდება და უფრო მეტიც, ახალ ფაზაში გადადის.

  • მართალია, ყველაფერი "ლევანტეს" "ფეისბუქის“ ადმინის ლაიქების, რიჩებისა და ინგეიჯმენთის მოპოვების სურვილით და მოდით, ცოტა უტრირებულად ვთქვათ, ანგარებით დაიწყო, მაგრამ ახლა სულ სხვა სახე შეიძინა და ნამდვილ სიყვარულში გადაიზარდა.

კლუბმა ახლახან გუნდის მეორე ფორმა წარადგინა, რომელიც სხვათა შორის, ძალიან ჰგავს ჩვენი ეროვნული ნაკრების ფორმას - ისიც თეთრ და წითელ ფერებშია და პრინტიც მსგავსია.

და ვიდრე დაიჯერებთ, რომ ამ ფორმაზე მუშაობისას შთამაგონებელი ჩვენი დროშა, ჩვენი ნაკრების ფორმა იყო, რეალურ ამბავს მოგიყვებით:

  • კლუბმა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა ფორმის შესახებ ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის "ლევანტეს" რეტრო სტილის ფორმით არის შთაგონებული. როგორც ირკვევა, წარსულში კლუბის ფეხბურთელებს მსგავსი ფერების ფორმა ეცვათ.

"მაისურის ისტორია ასეთია, ჯერ კიდევ 1939 წელს, ორმა კლუბმა "ხიმნასტიკმა" და "ლევანტემ" გადაწყვიტეს თავიანთი გზები დაეკავშირებინათ და გაერთიანებულიყვნენ. ამ ამბავს მაშინდელმა პრესამ "საინფორმაციო ბომბი“ უწოდა,

მაშინ გაჩნდა ლევანტე-ხიმნასტიკის სპორტული კავშირი და სწორედ იმ პერიოდის სპორტსმენებისთვის თეთრი და წითელი ფერების კომბინაციის მქონე ფორმები შექმნეს, რაც ორი კლუბის ერთიანობაზე მიუთითებდა. ასეთი ფერების მაისურები ეცვათ სპორტსმენებს ერთიანობის პერიოდში. ეს მოიცავდა 1939-1940 წლების, ასევე 1940-1941 წლების სეზონს. შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, კლუბებმა გადაწყვიტეს კვლავ ცალ-ცალე გზით ევლოთ და ამის შემდეგ ლევანტეს ფორმის ფერები ბარსელონას ფერების მსგავსი გახდა", - ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

როდესაც სოციალურ ქსელში ახალი ფორმის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნეს და აღწერა ქართულად არ დააწერეს, ნახეთ, რეაქციების რა მცირე რაოდენობა მიიღეს:

მოხერხებული ადმინი არ დაიბნა და მორიგი პოსტი ამავე მაისურების შესახებ ქართული აღწერით გამოაქვეყნა. მან ნამდვილად იცის, როგორ შეეხოს ქართველების ყველაზე მგრძნობიარე ნაწილს. მართალია, გაუმართავი ქართულით, მაგრამ მაინც ქართულით, ასეთი პოსტი შემოგვთავაზა:

  • "ის ისევე მიბრუნებს მოგონებებს“

რა თქმა უნდა, ქართველების რეაქციებმა არ დააყოვნა. ამ დროისთვის პოსტს 11 000-ზე მეტი რეაქცია და 1500-ზე მეტი კომენტარი აქვს. მას "ლევანტეს“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილიც გამოეხმაურა:

  • "ქართული თარგმანისთვის პირადში მომწერე, ხავი“, - მიმართავს "ქოჩორა" "ლევანტეს“ "ფეისბუქგვერდის" ადმინისრატორს, რომელიც ქართულად პასუხობს: "დაასრულე შვებულება, აქ გელოდებით“.

ახლა ვნახოთ ქართველების კომენტარები და საინტერესოა, რომ ადამიანი, რომელიც გვერდს მართავს, ბევრ კომენტარს ქართულად პასუხობს. ვინმემ ბოლო დროს თუ სიყვარულის ნაკლებობა იგრძენით, აუცილებლად შეიხედეთ პოსტის კომენტარებში და კიდევ ერთხელ დაიჯერებთ, რომ დედამიწას მართლაც რომ სიყვარული ატრიალებს“. მინიმუმ, დადებითი ემოციებით დაიმუხტებით.

  • რამდენიმე კომენტარს აქაც გაჩვენებთ:

ცნობისთვის, "ლევანტეს" ოფიციალურ გვერდს სოციალურ ქსელში ხავი დე ლა ოსასმა მართავს.

“რასაკვირველია, ვხვდებით, რომ ჩვენც პოპულარულები გავხდით საქართველოში ამ პოსტებით. გვესმის, რატომ მოჰყვა ამხელა გამოხმაურება. მათ ქართულ ენაზეც. აუცილებლად უნდა გითხრათ, თუ როგორ ვამაყობთ გიორგით და იმ დონით, რომლითაც მან ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენთვის უდიდესი სიამოვნება იყო იმის ნახვა, თუ როგორ წარმოაჩინა მან თავიც და ქვეყანაც. საქართველომ ამ ჩემპიონატზე ისტორია დაწერა.

რაც უფრო იზრდებოდა საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი ევროპის ჩემპიონატზე და გიორგის პოპულარობა, ვატყობდით, რომ პოსტების პოპულარობა და აუცილებლობაც იზრდებოდა. მე დამამახსოვრდა პოსტი, როდესაც გიორგის და შოთა არველაძის ფოტო დავდე, ვიცი, რომ შოთა ძალიან საყვარელი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია საქართველოში. მას შემდეგ, რაც ეს პოსტი დავდე და ქართულად წერა დავიწყე, მოწონება რაკეტის სიჩქარით გაფრინდა“, - ამბობს ხავი "ფორმულასთან" საუბრისას.