მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეთრებში ვიყავი, ოღონდ ამჯერად შარვალსა და..." - ცნობილი რეპერების ქორწილი: განსხვავებული სამოსი და წვეულება, რომელიც ნამდვილ კონცერტად იქცა (ფოტოები)
"თეთრებში ვიყავი, ოღონდ ამჯერად შარვალსა და..." - ცნობილი რეპერების ქორწილი: განსხვავებული სამოსი და წვეულება, რომელიც ნამდვილ კონცერტად იქცა (ფოტოები)

ივ­ნი­სის ბო­ლოს, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი იუ­თუ­ბე­რი და რე­პე­რი ნა­თია მეგ­რე­ლი­ძე, იგი­ვე "ენა­ი­სი“ და­ქორ­წინ­და. მისი რჩე­უ­ლი ასე­ვე მუ­სი­კო­სი, ქარ­თუ­ლი ჰიპ-ჰო­პის სამ­ყა­რო­ში არა­ნაკ­ლებ ცნო­ბი­ლი დათო მეზი გახ­და. წყვილ­მა ჯვა­რი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ი­წე­რა, შემ­დეგ კი მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ღია ცის ქვეშ წვე­უ­ლე­ბა გა­მარ­თეს. რე­პე­რე­ბის ქორ­წილ­მა ქარ­თუ­ლი ჰიპ-ჰო­პის ფონ­ზე ჩა­ი­ა­რა. სა­ღა­მოს სთენ­და­ფე­რი, იუ­მო­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი ნინო მეგ­რე­ლი­ძე უძღვე­ბო­და.

  • ნა­თი­ას­თან ინ­ტერ­ვიუ მისი ბავ­შვო­ბით და იმ გზით და­ვი­წყეთ, რო­მე­ლიც მუ­სი­კამ­დე გა­ი­ა­რა:

- მუ­სი­კას ღრმა ბავ­შვო­ბი­დან ვუს­მენ. ჰიპ ჰო­პამ­დე, იყო არა­ერ­თი ჟან­რი, რო­მელ­საც ვუს­მენ­დი. ბავ­შვო­ბა­ში, ძი­რი­თა­დად, “The Beatles”-ს ვუს­მენ­დი მა­მა­ჩე­მის გავ­ლე­ნით. ისიც ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია - მხატ­ვა­რი, თან უკ­რავს და ეს­მის მუ­სი­კა. შე­სა­ბა­მი­სად, გარ­კვე­ულ პე­რი­ო­დამ­დე, მა­მის, ასე ვთქვათ, “ფლე­ი­ლისთს” ვუს­მენ­დი-ხოლ­მე. და­ახ­ლო­ე­ბით 13-14 წლი­დან, და­ვინ­ტე­რეს­დი ჰიპ ჰო­პით. მა­შინ პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი იყ­ვნენ ისე­თი ცნო­ბი­ლი არ­ტის­ტე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან სნუპ დოგი, 50 ცენ­ტი, ემი­ნე­მი და ა.შ.

ზო­გა­დად, ინ­გლი­სუ­რი ენა ბავ­შვო­ბი­დან­ვე კარ­გად ვიცი, რად­გან უცხო ენე­ბი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა მაქვს და მარ­ტი­ვად ვით­ვი­სებ. ცხა­დია, მა­შინ გა­აზ­რე­ბუ­ლად არ ვუს­მენ­დი ტრე­კებს. მეტ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ­დი ჟღე­რა­დო­ბას. პა­რა­ლე­ლუ­რად, და­ვინ­ტე­რეს­დი “ბით­ბოქ­სინ­გით”. ერთ დღეს, გა­დავ­წყვი­ტე, სნუ­პის ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ტრე­კის, “Drop it like it’s hot” ბით­ბოქ­სი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რად­გან ხში­რად ვუს­მენ­დი. “თუ­თო­რი­ა­ლებს” იუ­თუბ­ზე ვუ­ყუ­რებ­დი და ნელ-ნელა ვის­წავ­ლე. ძა­ლი­ან მე­სი­ა­მოვ­ნა, რომ გა­მო­მი­ვი­და ინ­სტრუ­მენ­ტა­ლუ­რი ნა­წი­ლი და მო­მინ­და, ლი­რი­კუ­ლა­დაც მე­ცა­და. უბ­რა­ლოდ ვი­მე­ო­რებ­დი ტექსტს, რო­მელ­საც “გუ­გლი­დან” ვკი­თხუ­ლობ­დი და ორი­გი­ნალ ჩა­ნა­წერს ვამ­თხვევ­დი. რამ­დე­ნი­მე მცდე­ლო­ბა­ზე მივ­ხვდი, რომ რე­ჩი­ტა­ტი­ვის წა­კი­თხვა ძა­ლი­ან მე­სი­ა­მოვ­ნა და ამ დღის მერე ხან ემი­ნე­მის “ქა­ვე­რებს” ვა­კე­თებ­დი, ხან Biggie-ს.

და­ახ­ლო­ე­ბით, 2 თუ 3 წელი ინ­გლი­სურ “ქა­ვე­რებს” ვაგ­რძე­ლებ­დი, დრო­დად­რო ჩემს პი­რად Facebook გვერ­დზე ვდებ­დი და გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც და­დე­ბი­თი იყო. სა­ბო­ლო­ოდ, 2014 წელს, გა­მო­ვუშ­ვი ჩემი პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ტრე­კი სა­ხე­ლად - “სჯობს უკე­თე­სად მიც­ნობ­დე”. ამა­ვე წელს, ერთი-ორი ტრე­კიც დავ­დე და ასე გა­ვაგ­რძე­ლე ქარ­თულ ჰიპ ჰოპ­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა. ვერ ვი­ტყვი, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი. მი­თუ­მე­ტეს, იმ პე­რი­ოდ­ში, როცა ქარ­თუ­ლი ჰიპ ჰოპი ნელ-ნელა, ეტა­პობ­რი­ვად ვი­თარ­დე­ბო­და, თუმ­ცა მდედ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით არას­დროს ვყო­ფილ­ვართ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი. ახლა უკვე დიდი პროგ­რე­სი მაქვს და ვა­მა­ყობ ჩემი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­თა და ამ კულ­ტუ­რი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლით.

- თქვე­ნი პრო­ფე­სია მხატ­ვრო­ბაა, რამ­დე­ნად გრჩე­ბათ დრო ამის­თვის.

- პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რი ვარ, და­ვამ­თავ­რე სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია. ღრმა ბავ­შვო­ბი­დან ვხა­ტავ, მა­მაც მხატ­ვა­რი მყავს, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე. 11 წლის ასაკ­ში პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა მქონ­და. ასე­ვე, არა­ერთ ჯგუ­ფურ გა­მო­ფე­ნა­ში მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან ყო­ველ­თვის დიდი მო­ლო­დი­ნი იყო, გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მხატ­ვა­რი. შე­სა­ბა­მი­სად, მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც მქონ­და და­კის­რე­ბუ­ლი, რათა ყვე­ლას იმე­დე­ბი გა­მე­მარ­თლე­ბი­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბით მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და ჩემი ხატ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლის დიდი წვლი­ლიც არის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის არ­ჩე­ვა­ში. თუმ­ცა, ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან, ვფიქ­რობ, სამ­ხატ­ვრო­ში ჩა­ბა­რე­ბა სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა.

ბავ­შვო­ბი­დან აქ­ტი­უ­რი, სპორ­ტუ­ლი და მრა­ვალ­მხრი­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ, ბევ­რი სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რე­სი მაქვს. მათ შო­რი­საა ფეხ­ბურ­თი, რო­მელ­საც პა­ტა­რა­ო­ბი­დან ვუ­ყუ­რებ. ყვე­ლა­ზე მე­ტად ევ­რო­პის და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი მიყ­ვარს. პირ­ვე­ლად სწო­რედ მა­მას­თან ერ­თად ვუ­ყუ­რე გერ­მა­ნი­ი­სა და ეს­პა­ნე­თის თა­მაშს. მა­შინ იმ­დე­ნად შე­პყრო­ბი­ლი ვი­ყა­ვი ფეხ­ბურ­თით, რომ კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბაც და­ვი­წყე. ყვე­ლა­ნა­ირ სა­ფეხ­ბურ­თო წიგნს, ჟურ­ნალ­სა და ენ­ციკ­ლო­პე­დი­ას ვყი­დუ­ლობ­დი. გულ­ში კი, კო­მენ­ტა­ტო­რო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ეროვ­ნუ­ლე­ბის ჩა­ბა­რე­ბამ­დე, დი­ლე­მის წი­ნა­შე ვი­ყა­ვი - ამერ­ჩია დე­დის პრო­ფე­სია - ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, თუ მხატ­ვრო­ბა. ერთი მო­მენ­ტი სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა მქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ აზრი შე­ვიც­ვა­ლე და ჩა­ვა­ბა­რე სამ­ხატ­ვრო­ში.

ნა­თია მე­უღ­ლეს­თან, მშობ­ლებ­თან და მე­უღ­ლის დე­დას­თან ერ­თად

თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ მაქვს და ამი­ტომ ვე­ღარ ვხა­ტავ. თან ვმუ­შა­ობ და თან სამ­სა­ხუ­რის მერე, მე­ო­რე საქ­მი­ა­ნო­ბით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. მცი­რე დროც თუ გა­მო­მიჩ­ნდე­ბა, იუ­თუბ­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, იუ­თუ­ბე­რო­ბაც შე­ვი­თავ­სე და დღეს უკვე 46 ათას­ზე მეტი გა­მომ­წე­რი მყავს. ჩემი კონ­ტენ­ტიც, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ჰიპ ჰო­პის გარ­შე­მოა. ვა­კე­თებ იმას, რაც მიყ­ვარს, მეს­მის, სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს და უბ­რა­ლოდ იმას, რაც ვარ.

- ცნო­ბი­ლია, რომ რე­პე­რე­ბი ძი­რი­თა­დად სო­ცი­ა­ლურ თე­მებ­ზე რე­პა­ვენ, თქვე­ნი რეპი რო­გო­რია?

- მაქ­სი­მა­ლუ­რად ვებ­რძვი სტე­რე­ო­ტი­პებს. თა­ვა­დაც ასე­თი ვარ - არ შე­მიძ­ლია, არ გა­მოვ­ხა­ტო სა­კუ­თა­რი თავი, ემო­ცი­ე­ბი და აზ­რე­ბი კონ­კრე­ტულ სა­კი­თხებ­ზე. მი­თუ­მე­ტეს, იმ თე­მა­ზე, რო­მე­ლიც ჰიპ ჰოპს ეხე­ბა. ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ერ­თა­დერ­თი სო­ცი­ა­ლუ­რი ტრე­კი მაქვს “რო­დემ­დე”, ქა­ლე­ბის ტრა­გე­დი­ა­ზეა, რომ­ლებ­ზეც ძა­ლა­დო­ბენ, კლა­ვენ და თო­ჯი­ნე­ბი­ვით ეპყრო­ბი­ან. სამ­წუ­ხა­როდ, რე­ა­ლურ­მა ფაქ­ტმა გა­და­მა­წყვე­ტი­ნა ამ ტრე­კის და­წე­რა. თუ არ ვცდე­ბი, 2017 წელს ჩავ­წე­რე.ზო­გა­დად კი, ჩემი ტრე­კე­ბი არის მთლი­ა­ნად ჩემი პი­როვ­ნე­ბის გარ­შე­მო - რო­გო­რი ვარ, რო­გორ გა­მოვ­ხა­ტავ თავს, რამ­დე­ნად ტექ­ნი­კუ­რი ვარ და ა.შ. ემ­სინ­გი ცალ­კე ხე­ლოვ­ნე­ბაა. ერთი სი­ა­მოვ­ნე­ბაა რით­მე­ბი­სა და სტრუქ­ტუ­რე­ბის, სქე­მე­ბის ისე წყო­ბა,

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ძი­რი­თა­დად სად გა­მო­დი­ხართ, რო­გო­რია თქვენ მუ­სი­კა­ლუ­რი გეგ­მე­ბი მო­მა­ვალ­ში?

- სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვართ ბევ­რი ლაივ კონ­ცერ­ტით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი და იშ­ვი­ა­თად მი­წევს სად­მე გა­მოს­ვლა. შე­იძ­ლე­ბა, წე­ლი­წად­ში ერთხელ ან ორ­ჯერ მი­ვი­ღო სხვა არ­ტის­ტებ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ამ ბოლო დროს, PVP-ს დამ­სა­ხუ­რე­ბით, რო­მელ­საც არამ­ხო­ლოდ ბათლ კულ­ტუ­რის, არა­მედ, ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი ჰიპ ჰო­პის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მი­უ­ძღვის უდი­დე­სი წვლი­ლი, მეტი ინ­ტე­რე­სი მო­დის ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბის მი­მართ. ეს მაძ­ლევს იმის იმედს, რომ მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­დუსტრია (კონ­კრე­ტუ­ლად ჰიპ ჰოპ­ში) უფრო ტრენ­დუ­ლი, მო­თხოვ­ნა­დი გახ­დე­ბა და ჩვენც, არ­ტის­ტებ­საც, მე­ტად შეგ­ვე­წყო­ბა ხელი.

- ახ­ლა­ხან და­ო­ჯახ­დით, თქვე­ნი რჩე­უ­ლიც ხე­ლო­ვა­ნია, მოგ­ვი­ყე­ვით, რო­გორ გა­ი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი

- ჩემი მე­უღ­ლე ასე­ვე რე­პე­რია. პრინ­ციპ­ში, ჰიპ ჰოპს იმ­დე­ნად დიდი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა/როლი აქვს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რომ სხვა­ნა­ი­რად არც წარ­მო­მედ­გი­ნა. დათო არის უნი­ჭი­ე­რე­სი და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი, უნი­კა­ლუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი ემსი სა­ქარ­თვე­ლო­ში, კარ­გი მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბი­თა და დიდი ცოდ­ნით. პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებს და მის ბუ­ნე­ბას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, რა­შიც ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა და მად­ლი­ე­რი ვარ, რომ სწო­რედ ის არის დღეს ჩემი მე­უღ­ლე, იგი ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი მხარ­დამ­ჭე­რია.

ჯერ კი­დევ 2016 წელს, რო­დე­საც დათო არ იყო ქარ­თულ ჰიპ ჰოპ­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი, შო­რი­დან მა­დევ­ნებ­და თვალს, მოვ­წონ­დი და უს­მენ­და ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბას. ჩვე­ნი გაც­ნო­ბაც, რა თქმა უნდა, ჰიპ ჰოპს უკავ­შირ­დე­ბა. სულ ვამ­ბობ და ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ - მად­ლი­ე­რი ვარ “FLOWFLOW MAGAZINE”-ის, რო­მელ­მაც დათო გა­მაც­ნო. პირ­ვე­ლად, სწო­რედ, ბათ­ლებ­ზე შევ­ხვდი. ეს იყო 2017 წელს. და­თოს იმ დროს მხო­ლოდ მი­მო­წე­რით ვიც­ნობ­დი.

რო­დე­საც პირ­ვე­ლად და­ვი­ნა­ხე, მა­შინ­ვე ვი­ცა­ნი. მა­საც არ მო­ე­რი­და და პირ­და­პირ მო­ვი­და ჩემ­თან, გა­მეც­ნო და ხელი ჩა­მო­მარ­თვა. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ, ჩა­ტარ­და მო­რი­გი ბათ­ლე­ბი, სა­დაც ისიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თა­ნაც იმ დრო­ის­თვის (და დღე­საც) საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი ემ­სის - 3NEMY-ს წი­ნა­აღ­მდეგ. რო­გორც კი მო­ვუს­მი­ნე, მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ პრო­ექ­ტის აღ­მო­ჩე­ნა იყო - იმ­დე­ნად დიდი ქა­რიზ­მა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი და ტექ­ნი­კა ჰქონ­და, რომ აღვფრ­თო­ვან­დი, სა­ერ­თოდ არ ვე­ლო­დე­ბო­დი. იმ­დე­ნად და­მა­ინ­ტე­რე­სა, რომ ამ­ჯე­რად მე წა­მო­ვი­წყე სა­უ­ბა­რი და მივ­წე­რე - ვკი­თხე, თუ რა­ტომ და­ირ­ქვა მა­ინც და მა­ინც Datomezz-ი.

თურ­მე სა­ერ­თოდ არ ელო­და ჩემს მე­სიჯს, მი­თუ­მე­ტეს, ჩემ­გან ინი­ცი­ა­ტი­ვას და ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და. იმ დღეს მი­მო­წე­რა, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ გაგ­ვი­წყვე­ტია და დი­ლამ­დე ვმე­სი­ჯობ­დით. ასე და­ი­წყო ეს ამ­ბა­ვი და, სულ ახ­ლა­ხან, დაგ­ვირ­გვინ­და ჩვე­ნი ქორ­წი­ლით.

- ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ლი გქონ­დათ, ჯვრის­წე­რით, თუმ­ცა ქორ­წი­ლი ნამ­დვილ კონ­ცერ­ტად იქცა...

- ჯვა­რი და­ვი­წე­რეთ თბი­ლი­სის წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში. ჯერ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, მეც­ვა თეთ­რი სა­პა­ტარ­ძლო კაბა და შემ­დგომ, ხე­ლის მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, რო­მე­ლიც მცხე­თა­ში გა­ი­მარ­თა, და­ვუბ­რუნ­დი ჩემს რე­ა­ლურ, სა­ხა­სი­ა­თო “მე”-ს. რა თქმა უნდა, ისევ თეთ­რებ­ში ვი­ყა­ვი, ოღონდ ამ­ჯე­რად შარ­ვალ­სა და “დუ­რეგ­ში” გა­მო­წყო­ბი­ლი, რათა ჩემი ავ­თენ­ტუ­რო­ბი­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის­თვის ხაზი გა­მეს­ვა და უკეთ გა­მო­მე­ხა­ტა ჩემი თავი, ამა­ვე დროს, კომ­ფორ­ტუ­ლად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა ჩვენ­მა ახლო მე­გო­ბარ­მა და ოჯა­ხის წევ­რმა, ვინც ჩვენს პა­ტა­რა ქორ­წილს და­ეს­წრო, იცო­და, ეს დღე ისე არ ჩა­ივ­ლი­და, რომ რამე არ შეგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა. არა­ფე­რი გვქონ­და წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი, უბ­რა­ლოდ, აი ასე, თა­ვის­თა­ვად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, როცა ჩვენ­მა სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა ბითი ჩაგ­ვირ­თო. გვქონ­და ორი მიკრო­ფო­ნი, გა­მარ­თუ­ლი სა­უნდ სის­ტე­მა. დრო­დად­რო ვრთავ­დით ჩვენს საყ­ვა­რელ ტრე­კებს (უცხო­ურ და ქარ­თულ ჰიპ ჰოპს), ზოგ­ჯერ ჩვე­ნი ნი­ჭი­ე­რი მე­გობ­რე­ბი ჩა­ერ­თვე­ბოდ­ნენ მიკრო­ფონ­ში და იფიქ­რებ­დნენ გა­სარ­თობ თა­მა­შებს, ხან­და­ხან სხვე­ბიც რე­პავ­დნენ. ერთი სი­ტყვით, ზუს­ტად ისე ჩა­ი­ა­რა ქორ­წილ­მა, რო­გორც წარ­მოგ­ვედ­გი­ნა. არც მე და არც და­თოს არ გვიყ­ვარს სტან­დარ­ტუ­ლი რა­ღა­ცე­ბი, არც დიდი ქორ­წი­ლის გა­დახ­დის სურ­ვი­ლი გვქონ­და - გრძე­ლი სუფ­რე­ბი­თა და თა­მა­დე­ბით. ამი­ტომ, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვა­რი­ან­ტი მო­ვი­ფიქ­რეთ - ლა­მა­ზი, საყ­ვა­რე­ლი და გემ­რი­ე­ლი ალა­ფურ­შე­ტი მო­ვა­წყვეთ, თა­ვი­სი კოქ­ტე­ი­ლე­ბი­თა და სხვა­დას­ხვა სა­ხის სას­მე­ლით.

- რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში, ორი ხე­ლო­ვა­ნი ერთ ოჯახ­ში, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა?

- ორი­ვე ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად ვართ გან­წყო­ბი­ლე­ბი ჩვე­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის მი­მართ. ერთი სული გვაქვს, ცოტა და­ვის­ვე­ნოთ, რომ მივ­ხე­დოთ ერ­თობ­ლივ ტრე­კებს, კლი­პებს, ვი­დე­ო­ებს. მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი გვყავს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მარ­ნენ საქ­მე­ე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბა­ში. ყვე­ლამ, ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით, მო­ვა­ხერ­ხეთ და მცი­რე დრო­ში მო­ვაგ­ვა­რეთ ახალ ბი­ნა­ში გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ლო­ჯის­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი. დამ­ღლე­ლი პრო­ცე­სი იყო, თუმ­ცა, ამა­ვე დროს, სა­სი­ა­მოვ­ნო.

ვი­ნა­ი­დან მხატ­ვრის ხედ­ვა მაქვს, ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის მო­ფიქ­რე­ბაც არ გაგ­ვი­ჭირ­და და ყვე­ლა­ფე­რი ისეა, რო­გორც გვინ­დო­და. მი­ხა­რია, რომ დათო ჩემ­ნა­ი­რი შრო­მის­მოყ­ვა­რეა, ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გვა­ახ­ლო­ვებს ერ­თმა­ნეთ­თან და ვიცი, სა­მო­მავ­ლო­დაც, ეს თვი­სე­ბაც ისე­ვე, რო­გორც ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა, ბევ­რი სირ­თუ­ლის დაძ­ლე­ვა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"თეთრებში ვიყავი, ოღონდ ამჯერად შარვალსა და..." - ცნობილი რეპერების ქორწილი: განსხვავებული სამოსი და წვეულება, რომელიც ნამდვილ კონცერტად იქცა (ფოტოები)

"თეთრებში ვიყავი, ოღონდ ამჯერად შარვალსა და..." - ცნობილი რეპერების ქორწილი: განსხვავებული სამოსი და წვეულება, რომელიც ნამდვილ კონცერტად იქცა (ფოტოები)

ივნისის ბოლოს, ცნობილი ქართველი იუთუბერი და რეპერი ნათია მეგრელიძე, იგივე "ენაისი“ დაქორწინდა. მისი რჩეული ასევე მუსიკოსი, ქართული ჰიპ-ჰოპის სამყაროში არანაკლებ ცნობილი დათო მეზი გახდა. წყვილმა ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერა, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად, ღია ცის ქვეშ წვეულება გამართეს. რეპერების ქორწილმა ქართული ჰიპ-ჰოპის ფონზე ჩაიარა. საღამოს სთენდაფერი, იუმორით გამორჩეული ნინო მეგრელიძე უძღვებოდა.

  • ნათიასთან ინტერვიუ მისი ბავშვობით და იმ გზით დავიწყეთ, რომელიც მუსიკამდე გაიარა:

- მუსიკას ღრმა ბავშვობიდან ვუსმენ. ჰიპ ჰოპამდე, იყო არაერთი ჟანრი, რომელსაც ვუსმენდი. ბავშვობაში, ძირითადად, “The Beatles”-ს ვუსმენდი მამაჩემის გავლენით. ისიც ხელოვანი ადამიანია - მხატვარი, თან უკრავს და ესმის მუსიკა. შესაბამისად, გარკვეულ პერიოდამდე, მამის, ასე ვთქვათ, “ფლეილისთს” ვუსმენდი-ხოლმე. დაახლოებით 13-14 წლიდან, დავინტერესდი ჰიპ ჰოპით. მაშინ პოპულარულები იყვნენ ისეთი ცნობილი არტისტები, როგორებიც არიან სნუპ დოგი, 50 ცენტი, ემინემი და ა.შ.

ზოგადად, ინგლისური ენა ბავშვობიდანვე კარგად ვიცი, რადგან უცხო ენებისადმი მიდრეკილება მაქვს და მარტივად ვითვისებ. ცხადია, მაშინ გააზრებულად არ ვუსმენდი ტრეკებს. მეტ ყურადღებას ვაქცევდი ჟღერადობას. პარალელურად, დავინტერესდი “ბითბოქსინგით”. ერთ დღეს, გადავწყვიტე, სნუპის ერთ-ერთი ცნობილი ტრეკის, “Drop it like it’s hot” ბითბოქსი გამეკეთებინა, რადგან ხშირად ვუსმენდი. “თუთორიალებს” იუთუბზე ვუყურებდი და ნელ-ნელა ვისწავლე. ძალიან მესიამოვნა, რომ გამომივიდა ინსტრუმენტალური ნაწილი და მომინდა, ლირიკულადაც მეცადა. უბრალოდ ვიმეორებდი ტექსტს, რომელსაც “გუგლიდან” ვკითხულობდი და ორიგინალ ჩანაწერს ვამთხვევდი. რამდენიმე მცდელობაზე მივხვდი, რომ რეჩიტატივის წაკითხვა ძალიან მესიამოვნა და ამ დღის მერე ხან ემინემის “ქავერებს” ვაკეთებდი, ხან Biggie-ს.

დაახლოებით, 2 თუ 3 წელი ინგლისურ “ქავერებს” ვაგრძელებდი, დროდადრო ჩემს პირად Facebook გვერდზე ვდებდი და გამოხმაურებაც დადებითი იყო. საბოლოოდ, 2014 წელს, გამოვუშვი ჩემი პირველი ქართული ტრეკი სახელად - “სჯობს უკეთესად მიცნობდე”. ამავე წელს, ერთი-ორი ტრეკიც დავდე და ასე გავაგრძელე ქართულ ჰიპ ჰოპში თავის დამკვიდრება. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული პოპულარობით გამოვირჩეოდი. მითუმეტეს, იმ პერიოდში, როცა ქართული ჰიპ ჰოპი ნელ-ნელა, ეტაპობრივად ვითარდებოდა, თუმცა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებით არასდროს ვყოფილვართ განებივრებულები. ახლა უკვე დიდი პროგრესი მაქვს და ვამაყობ ჩემი შრომისმოყვარეობითა და ამ კულტურისადმი სიყვარულით.

- თქვენი პროფესია მხატვრობაა, რამდენად გრჩებათ დრო ამისთვის.

- პროფესიით მხატვარი ვარ, დავამთავრე სამხატვრო აკადემია. ღრმა ბავშვობიდან ვხატავ, მამაც მხატვარი მყავს, როგორც ზემოთ აღვნიშნე. 11 წლის ასაკში პირველი პერსონალური გამოფენა მქონდა. ასევე, არაერთ ჯგუფურ გამოფენაში მიმიღია მონაწილეობა. ოჯახის წევრებისგან ყოველთვის დიდი მოლოდინი იყო, გამოვსულიყავი წარმატებული მხატვარი. შესაბამისად, მეტი პასუხისმგებლობაც მქონდა დაკისრებული, რათა ყველას იმედები გამემართლებინა. განსაკუთრებით მგულშემატკივრობდა ჩემი ხატვის მასწავლებელი, რომლის დიდი წვლილიც არის ამ მიმართულების არჩევაში. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, სამხატვროში ჩაბარება საკუთარი სურვილი არ ყოფილა.

ბავშვობიდან აქტიური, სპორტული და მრავალმხრივი ადამიანი ვარ, ბევრი სხვადასხვა ინტერესი მაქვს. მათ შორისაა ფეხბურთი, რომელსაც პატარაობიდან ვუყურებ. ყველაზე მეტად ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები მიყვარს. პირველად სწორედ მამასთან ერთად ვუყურე გერმანიისა და ესპანეთის თამაშს. მაშინ იმდენად შეპყრობილი ვიყავი ფეხბურთით, რომ კოლექციონერობაც დავიწყე. ყველანაირ საფეხბურთო წიგნს, ჟურნალსა და ენციკლოპედიას ვყიდულობდი. გულში კი, კომენტატორობაზე ვოცნებობდი. ეროვნულების ჩაბარებამდე, დილემის წინაშე ვიყავი - ამერჩია დედის პროფესია - ჟურნალისტიკა, თუ მხატვრობა. ერთი მომენტი სპორტული ჟურნალისტიკა მქონდა გადაწყვეტილი, თუმცა საბოლოოდ აზრი შევიცვალე და ჩავაბარე სამხატვროში.

ნათია მეუღლესთან, მშობლებთან და მეუღლის დედასთან ერთად

თავისუფალი დრო, ფაქტობრივად, არ მაქვს და ამიტომ ვეღარ ვხატავ. თან ვმუშაობ და თან სამსახურის მერე, მეორე საქმიანობით ვარ დაკავებული. მცირე დროც თუ გამომიჩნდება, იუთუბზე ვარ გადართული. ყველაფერთან ერთად, იუთუბერობაც შევითავსე და დღეს უკვე 46 ათასზე მეტი გამომწერი მყავს. ჩემი კონტენტიც, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ჰიპ ჰოპის გარშემოა. ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს, მესმის, სიამოვნებას მანიჭებს და უბრალოდ იმას, რაც ვარ.

- ცნობილია, რომ რეპერები ძირითადად სოციალურ თემებზე რეპავენ, თქვენი რეპი როგორია?

- მაქსიმალურად ვებრძვი სტერეოტიპებს. თავადაც ასეთი ვარ - არ შემიძლია, არ გამოვხატო საკუთარი თავი, ემოციები და აზრები კონკრეტულ საკითხებზე. მითუმეტეს, იმ თემაზე, რომელიც ჰიპ ჰოპს ეხება. ჩემს შემოქმედებას რაც შეეხება, ერთადერთი სოციალური ტრეკი მაქვს “როდემდე”, ქალების ტრაგედიაზეა, რომლებზეც ძალადობენ, კლავენ და თოჯინებივით ეპყრობიან. სამწუხაროდ, რეალურმა ფაქტმა გადამაწყვეტინა ამ ტრეკის დაწერა. თუ არ ვცდები, 2017 წელს ჩავწერე.ზოგადად კი, ჩემი ტრეკები არის მთლიანად ჩემი პიროვნების გარშემო - როგორი ვარ, როგორ გამოვხატავ თავს, რამდენად ტექნიკური ვარ და ა.შ. ემსინგი ცალკე ხელოვნებაა. ერთი სიამოვნებაა რითმებისა და სტრუქტურების, სქემების ისე წყობა,

- საქართველოში ძირითადად სად გამოდიხართ, როგორია თქვენ მუსიკალური გეგმები მომავალში?

- სამწუხაროდ, საქართველოში არ ვართ ბევრი ლაივ კონცერტით განებივრებულები და იშვიათად მიწევს სადმე გამოსვლა. შეიძლება, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მივიღო სხვა არტისტებთან ერთად მონაწილეობა. ამ ბოლო დროს, PVP-ს დამსახურებით, რომელსაც არამხოლოდ ბათლ კულტურის, არამედ, ზოგადად ქართული ჰიპ ჰოპის განვითარებაში მიუძღვის უდიდესი წვლილი, მეტი ინტერესი მოდის ქართველი არტისტების მიმართ. ეს მაძლევს იმის იმედს, რომ მუსიკალური ინდუსტრია (კონკრეტულად ჰიპ ჰოპში) უფრო ტრენდული, მოთხოვნადი გახდება და ჩვენც, არტისტებსაც, მეტად შეგვეწყობა ხელი.

- ახლახან დაოჯახდით, თქვენი რჩეულიც ხელოვანია, მოგვიყევით, როგორ გაიცანით ერთმანეთი

- ჩემი მეუღლე ასევე რეპერია. პრინციპში, ჰიპ ჰოპს იმდენად დიდი დანიშნულება/როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში, რომ სხვანაირად არც წარმომედგინა. დათო არის უნიჭიერესი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, უნიკალური და ტექნიკური ემსი საქართველოში, კარგი მუსიკალური გემოვნებითა და დიდი ცოდნით. პიროვნულ თვისებებს და მის ბუნებას რომ თავი დავანებოთ, რაშიც ძალიან გამიმართლა და მადლიერი ვარ, რომ სწორედ ის არის დღეს ჩემი მეუღლე, იგი ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერია.

ჯერ კიდევ 2016 წელს, როდესაც დათო არ იყო ქართულ ჰიპ ჰოპში გამოჩენილი, შორიდან მადევნებდა თვალს, მოვწონდი და უსმენდა ჩემს შემოქმედებას. ჩვენი გაცნობაც, რა თქმა უნდა, ჰიპ ჰოპს უკავშირდება. სულ ვამბობ და ახლაც გავიმეორებ - მადლიერი ვარ “FLOWFLOW MAGAZINE”-ის, რომელმაც დათო გამაცნო. პირველად, სწორედ, ბათლებზე შევხვდი. ეს იყო 2017 წელს. დათოს იმ დროს მხოლოდ მიმოწერით ვიცნობდი.

როდესაც პირველად დავინახე, მაშინვე ვიცანი. მასაც არ მოერიდა და პირდაპირ მოვიდა ჩემთან, გამეცნო და ხელი ჩამომართვა. რამდენიმე ხნის შემდეგ, ჩატარდა მორიგი ბათლები, სადაც ისიც მონაწილეობდა, თანაც იმ დროისთვის (და დღესაც) საკმაოდ ცნობილი ემსის - 3NEMY-ს წინააღმდეგ. როგორც კი მოვუსმინე, მაშინვე მივხვდი, რომ პროექტის აღმოჩენა იყო - იმდენად დიდი ქარიზმა, ინდივიდუალიზმი და ტექნიკა ჰქონდა, რომ აღვფრთოვანდი, საერთოდ არ ველოდებოდი. იმდენად დამაინტერესა, რომ ამჯერად მე წამოვიწყე საუბარი და მივწერე - ვკითხე, თუ რატომ დაირქვა მაინც და მაინც Datomezz-ი.

თურმე საერთოდ არ ელოდა ჩემს მესიჯს, მითუმეტეს, ჩემგან ინიციატივას და ძალიან გაუხარდა. იმ დღეს მიმოწერა, ფაქტობრივად, არ გაგვიწყვეტია და დილამდე ვმესიჯობდით. ასე დაიწყო ეს ამბავი და, სულ ახლახან, დაგვირგვინდა ჩვენი ქორწილით.

- ტრადიციული ქორწილი გქონდათ, ჯვრისწერით, თუმცა ქორწილი ნამდვილ კონცერტად იქცა...

- ჯვარი დავიწერეთ თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში. ჯერ, ჩვეულებრივად, მეცვა თეთრი საპატარძლო კაბა და შემდგომ, ხელის მოწერის ცერემონიაზე, რომელიც მცხეთაში გაიმართა, დავუბრუნდი ჩემს რეალურ, სახასიათო “მე”-ს. რა თქმა უნდა, ისევ თეთრებში ვიყავი, ოღონდ ამჯერად შარვალსა და “დურეგში” გამოწყობილი, რათა ჩემი ავთენტურობისა და ინდივიდუალიზმისთვის ხაზი გამესვა და უკეთ გამომეხატა ჩემი თავი, ამავე დროს, კომფორტულად ვყოფილიყავი.

დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენმა ახლო მეგობარმა და ოჯახის წევრმა, ვინც ჩვენს პატარა ქორწილს დაესწრო, იცოდა, ეს დღე ისე არ ჩაივლიდა, რომ რამე არ შეგვესრულებინა. არაფერი გვქონდა წინასწარ დაგეგმილი, უბრალოდ, აი ასე, თავისთავად მოხდა ყველაფერი, როცა ჩვენმა საერთო მეგობარმა ბითი ჩაგვირთო. გვქონდა ორი მიკროფონი, გამართული საუნდ სისტემა. დროდადრო ვრთავდით ჩვენს საყვარელ ტრეკებს (უცხოურ და ქართულ ჰიპ ჰოპს), ზოგჯერ ჩვენი ნიჭიერი მეგობრები ჩაერთვებოდნენ მიკროფონში და იფიქრებდნენ გასართობ თამაშებს, ხანდახან სხვებიც რეპავდნენ. ერთი სიტყვით, ზუსტად ისე ჩაიარა ქორწილმა, როგორც წარმოგვედგინა. არც მე და არც დათოს არ გვიყვარს სტანდარტული რაღაცები, არც დიდი ქორწილის გადახდის სურვილი გვქონდა - გრძელი სუფრებითა და თამადებით. ამიტომ, ალტერნატიული ვარიანტი მოვიფიქრეთ - ლამაზი, საყვარელი და გემრიელი ალაფურშეტი მოვაწყვეთ, თავისი კოქტეილებითა და სხვადასხვა სახის სასმელით.

- რა იქნება მომავალში, ორი ხელოვანი ერთ ოჯახში, როგორ წარმოგიდგენიათ თანაცხოვრება?

- ორივე ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილები ჩვენი თანაცხოვრებისა და სამომავლო გეგმების მიმართ. ერთი სული გვაქვს, ცოტა დავისვენოთ, რომ მივხედოთ ერთობლივ ტრეკებს, კლიპებს, ვიდეოებს. მადლიერი ვარ, რომ ასეთი ოჯახის წევრები და მეგობრები გვყავს, რომლებიც ძალიან დაგვეხმარნენ საქმეების გამარტივებაში. ყველამ, ჩვენი ერთობლივი ძალებით, მოვახერხეთ და მცირე დროში მოვაგვარეთ ახალ ბინაში გადასვლასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური საკითხები. დამღლელი პროცესი იყო, თუმცა, ამავე დროს, სასიამოვნო.

ვინაიდან მხატვრის ხედვა მაქვს, ინტერიერის დიზაინის მოფიქრებაც არ გაგვიჭირდა და ყველაფერი ისეა, როგორც გვინდოდა. მიხარია, რომ დათო ჩემნაირი შრომისმოყვარეა, ეს განსაკუთრებულად გვაახლოვებს ერთმანეთთან და ვიცი, სამომავლოდაც, ეს თვისებაც ისევე, როგორც ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა, ბევრი სირთულის დაძლევაში დაგვეხმარება.