მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალდაგის საერთაშორისო რეიტინგი გაუმჯობესდა
ალდაგის საერთაშორისო რეიტინგი გაუმჯობესდა

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­რე­ი­ტინ­გო კომ­პა­ნი­ამ AM Best ალ­და­გის ფი­ნან­სუ­რი სიძ­ლი­ე­რის პერ­სპექ­ტი­ვა სტა­ბი­ლუ­რი­დან პო­ზი­ტი­უ­რო­ბამ­დე გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა და საკ­რე­დი­ტო რე­ი­ტინ­გი bb+ მი­ა­ნი­ჭა.

AM Best-ის გუნ­დმა შე­ა­ფა­სა კომ­პა­ნი­ის საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რია, ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ფარ­ვის ის­ტო­რია, გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და ფი­ნან­სუ­რი სი­ჯან­სა­ღე. AM Best-ის შე­ფა­სე­ბით, ალ­და­გის საკ­რე­დი­ტო რე­ი­ტინ­გი მის ფი­ნან­სურ სიძ­ლი­ე­რე­ზე, სა­ო­პე­რა­ციო ეფექ­ტუ­რო­ბა­სა და წარ­მა­ტე­ბულ ან­დერა­ი­ტინგზე მი­უ­თი­თებს.

პერ­სპექ­ტი­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მოჰ­ყვა ალ­და­გის უკე­თეს შე­დე­გებს ფი­ნან­სუ­რი სი­ჯან­სა­ღის თვალ­საზ­რი­სით. AM Best-ის შე­ფა­სე­ბით, ალ­დაგს აქვს ან­დერა­ი­ტინ­გის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი და რის­კებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი კა­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის უმაღ­ლე­სი დონე, რო­მე­ლიც კა­პი­ტა­ლის ადეკ­ვა­ტუ­რო­ბის მო­დე­ლით იზო­მე­ბა.

„AM Best იმე­დოვ­ნებს, რომ ალ­და­გი შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს რის­კზე მორ­გე­ბუ­ლი კა­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის უმაღ­ლეს დო­ნეს, რო­მე­ლიც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია კა­პი­ტა­ლის ადეკ­ვა­ტუ­რო­ბი­თა და ან­დერა­ი­ტინ­გის მე­ნე­ჯმენ­ტის კარ­გი პრაქ­ტი­კით. შე­ფა­სე­ბა ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს ალ­და­გის ლიკ­ვი­დურ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პორ­ტფელს და სა­შუ­ა­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გა­და­ზღვე­ვა­ზე, ასე­ვე გა­დამ­ზღვე­ვი პარტნი­ო­რე­ბის ფი­ნან­სურ სიძ­ლი­ე­რეს. “- წერს სა­ა­გენ­ტო.

ალ­და­გი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­აა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ფლობს ბაზ­რის 30%-იან წილს. „ალ­და­გის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მე­სა­მე პი­რის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო და­ზღვე­ვის პროგ­რა­მა­ში კომ­პა­ნი­ის ზრდას კი­დევ უფრო ხელს შე­უ­წყობს,“- ნათ­ქვა­მია AM best-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

„მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ წელს უკვე მე­ო­რედ გვა­ფა­სებს ისე­თი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­რე­ი­ტინ­გო კომ­პა­ნია, რო­გო­რი­ცაა AM Best. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვაა, რომ კომ­პა­ნი­ის პერ­სპექ­ტი­ვა სტა­ბი­ლუ­რო­ბი­დან პო­ზი­ტი­უ­რო­ბამ­დე გა­უმ­ჯო­ბეს­და, ხოლო საკ­რე­დი­ტო რე­ი­ტინ­გი კვლავ მა­ღა­ლი - bb+ დარ­ჩა. ეს არის ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მა­ტე­ბა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი გუნ­დის მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და შრო­მის შე­დე­გია. გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი რე­ი­ტინ­გი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, კი­დევ უფრო გა­ვი­ზარ­დოთ და და­ვეხ­მა­როთ ადა­მი­ა­ნებ­სა და კომ­პა­ნი­ებს ფი­ნან­სუ­რი რის­კე­ბის ეფექ­ტუ­რად მარ­თვა­ში,“- აცხა­დებს ალ­და­გის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი ბა­რა­თაშვლი.

ალ­და­გი ერ­თა­დერ­თი სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­აა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ფლობს სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­ტინგს ისე­თი კომ­პა­ნი­ე­ბის გვერ­დით, რო­გო­რე­ბი­ცაა Polish Re, Hannover Re, Axis Re SE, Swiss Re, Trans Re.

AM Best-ის შე­სა­ხებ:

AM best 1899 წელს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი საკ­რე­დი­ტო სა­რე­ი­ტინ­გო კომ­პა­ნი­აა, რომ­ლის სა­თა­ვო ოფი­სი ამე­რი­კა­ში მდე­ბა­რე­ობს. AM Best სპე­ცი­ა­ლი­ზირ­დე­ბა სა­და­ზღვე­ვო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე და წარ­მოდ­გე­ნი­ლია 100-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში, რე­გი­ო­ნუ­ლი ოფი­სე­ბით ლონ­დონ­ში, ამ­სტერ­დამ­ში, დუ­ბა­ი­ში, ჰონ­კონ­გში, სინ­გა­პურ­სა და მე­ხი­კო­ში. AM Best და­ახ­ლო­ე­ბით 16,000 სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ის კრე­დი­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბას აფა­სებს გლო­ბა­ლუ­რად.

ალ­და­გის შე­სა­ხებ:

ალ­და­გი 1990 წლს და­ფუძნ­და და ერთ-ერთი პირ­ვე­ლი კერ­ძო კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში. 2023 წლის­თვის ის სა­და­ზღვე­ვო ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რად რჩე­ბა 100 000- ზე მეტი და­ზღვე­უ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლით. ალ­და­გი სა­ქარ­თვე­ლო­სა და კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში აღი­ა­რე­ბუ­ლია სა­უ­კე­თე­სო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ად (Euromoney, World Finance, Global Brand Magazine). 2020 წელს მი­ღე­ბუ­ლი აქვს Global Compact Georgia სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ჯილ­დო ინო­ვა­ცი­ე­ბის და­ნერგვის­თვის. 2022 წელს ალ­დაგ­მა გა­და­ზღვე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბა და­ა­ფუძნა, რი­თიც სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნა პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი, რო­დე­საც სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია ორი­ვე სეგ­მენ­ტში - და­ზღვე­ვი­სა და გა­და­ზღვე­ვის სეგ­მენ­ტებ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ალ­და­გი წარ­მოდ­გე­ნი­ლია ქო­ნე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის (Property and Casualty (P&C) და­ზღვე­ვის ბიზ­ნეს­ში და მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს 80-ზე მეტ სა­ცა­ლო და კორ­პო­რა­ტი­ულ სა­და­ზღვე­ვო პრო­დუქტს. ალ­და­გი სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ებს შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აღი­ა­რე­ბუ­ლი ბრენ­დია. კომ­პა­ნია 600-მდე თა­ნამ­შრო­მელს ასაქ­მებს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ად რჩე­ბა.

R

გოგა
0

უამრავი კამპანიაა ამათზე უკეთესი სადაც დაზღვეულს ანაზღაურებენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ალდაგის საერთაშორისო რეიტინგი გაუმჯობესდა

ალდაგის საერთაშორისო რეიტინგი გაუმჯობესდა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ AM Best ალდაგის ფინანსური სიძლიერის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურობამდე გააუმჯობესა და საკრედიტო რეიტინგი bb+ მიანიჭა.

AM Best-ის გუნდმა შეაფასა კომპანიის საკრედიტო ისტორია, ფინანსური მდგომარეობა, ვალდებულებების დაფარვის ისტორია, გადახდისუნარიანობა და ფინანსური სიჯანსაღე. AM Best-ის შეფასებით, ალდაგის საკრედიტო რეიტინგი მის ფინანსურ სიძლიერეზე, საოპერაციო ეფექტურობასა და წარმატებულ ანდერაიტინგზე მიუთითებს.

პერსპექტივის გაუმჯობესება მოჰყვა ალდაგის უკეთეს შედეგებს ფინანსური სიჯანსაღის თვალსაზრისით. AM Best-ის შეფასებით, ალდაგს აქვს ანდერაიტინგის მაღალი სტანდარტი და რისკებზე მორგებული კაპიტალიზაციის უმაღლესი დონე, რომელიც კაპიტალის ადეკვატურობის მოდელით იზომება.

„AM Best იმედოვნებს, რომ ალდაგი შეინარჩუნებს რისკზე მორგებული კაპიტალიზაციის უმაღლეს დონეს, რომელიც განპირობებულია კაპიტალის ადეკვატურობითა და ანდერაიტინგის მენეჯმენტის კარგი პრაქტიკით. შეფასება ასევე ითვალისწინებს ალდაგის ლიკვიდურ საინვესტიციო პორტფელს და საშუალო დამოკიდებულებას გადაზღვევაზე, ასევე გადამზღვევი პარტნიორების ფინანსურ სიძლიერეს. “- წერს სააგენტო.

ალდაგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს ბაზრის 30%-იან წილს. „ალდაგის მონაწილეობა მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პროგრამაში კომპანიის ზრდას კიდევ უფრო ხელს შეუწყობს,“- ნათქვამია AM best-ის განცხადებაში.

„მოხარული ვართ, რომ წელს უკვე მეორედ გვაფასებს ისეთი ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანია, როგორიცაა AM Best. მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ კომპანიის პერსპექტივა სტაბილურობიდან პოზიტიურობამდე გაუმჯობესდა, ხოლო საკრედიტო რეიტინგი კვლავ მაღალი - bb+ დარჩა. ეს არის ქართული კომპანიის საერთაშორისო წარმატება, რომელიც ჩვენი გუნდის მუდმივი განვითარებისა და შრომის შედეგია. გაუმჯობესებული რეიტინგი დაგვეხმარება, კიდევ უფრო გავიზარდოთ და დავეხმაროთ ადამიანებსა და კომპანიებს ფინანსური რისკების ეფექტურად მართვაში,“- აცხადებს ალდაგის გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვლი.

ალდაგი ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს ისეთი კომპანიების გვერდით, როგორებიცაა Polish Re, Hannover Re, Axis Re SE, Swiss Re, Trans Re.

AM Best-ის შესახებ:

AM best 1899 წელს დაფუძნებული გლობალური საკრედიტო სარეიტინგო კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი ამერიკაში მდებარეობს. AM Best სპეციალიზირდება სადაზღვევო საქმიანობაზე და წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში, რეგიონული ოფისებით ლონდონში, ამსტერდამში, დუბაიში, ჰონკონგში, სინგაპურსა და მეხიკოში. AM Best დაახლოებით 16,000 სადაზღვევო კომპანიის კრედიტუნარიანობას აფასებს გლობალურად.

ალდაგის შესახებ:

ალდაგი 1990 წლს დაფუძნდა და ერთ-ერთი პირველი კერძო კომპანია საქართველოში. 2023 წლისთვის ის სადაზღვევო ინდუსტრიის ლიდერად რჩება 100 000- ზე მეტი დაზღვეული მომხმარებელით. ალდაგი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში აღიარებულია საუკეთესო სადაზღვევო კომპანიად (Euromoney, World Finance, Global Brand Magazine). 2020 წელს მიღებული აქვს Global Compact Georgia სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო ინოვაციების დანერგვისთვის. 2022 წელს ალდაგმა გადაზღვევის მიმართულება დააფუძნა, რითიც საქართველოში შექმნა პირველი პრეცედენტი, როდესაც სადაზღვევო კომპანია ორივე სეგმენტში - დაზღვევისა და გადაზღვევის სეგმენტებშია წარმოდგენილი. ალდაგი წარმოდგენილია ქონებისა და პასუხისმგებლობის (Property and Casualty (P&C) დაზღვევის ბიზნესში და მომხმარებელს სთავაზობს 80-ზე მეტ საცალო და კორპორატიულ სადაზღვევო პროდუქტს. ალდაგი სადაზღვევო კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ბრენდია. კომპანია 600-მდე თანამშრომელს ასაქმებს და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე თანამშრომლებზე ორიენტირებულ კომპანიად რჩება.

R