მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაიცვალა მსახიობი ქეთევან კიკნაძე
გარდაიცვალა მსახიობი ქეთევან კიკნაძე

ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ო­ბი, შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი ქე­თე­ვან კიკ­ნა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

"85 წლის ასაკ­ში ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს გა­მო­ჩე­ნი­ლი მსა­ხი­ო­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი ქე­თე­ვან კიკ­ნა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა.

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ქე­თე­ვან კიკ­ნა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და უსამ­ძიმ­რებს მის ოჯახ­სა და თე­ატ­რა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, ქე­თე­ვან კიკ­ნა­ძე და­ი­ბა­და 1939 წელს, ქა­ლაქ ბორ­ჯომ­ში. მან და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი 1959 წელს. სწო­რედ ამა­ვე წლი­დან 1967 წლამ­დე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია, 1967 წლი­დან 1977 წლამ­დე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში მოღ­ვა­წე­ობ­და, 1977 წლი­დან კი კვლავ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ბრუნ­დე­ბა. ქე­თე­ვან კიკ­ნა­ძე გა­და­ღე­ბუ­ლია 16-ზე მეტ მხატ­ვრულ, სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფილ­მსა და სე­რი­ალ­ში: მა­რი­ა­მი („შეხ­ვედ­რა წარ­სულ­თან“, 1966 წელი), თინა („ტა­რი­ელ გო­ლუა“, 1968 წელი), ბე­ჩუ­ნი პერ­ტია („დათა თუ­თაშ­ხია“, 1978 წელი), ზა­ზას დედა („თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბი“, 1990 წელი), მარ­გო („პრე­მი­ე­რა“, 1991), ქე­თე­ვან დე­დო­ფა­ლი („წიგ­ნი ფი­ცი­სა“, 1983), გულ­ჩი­ნა („ყავა და ლუდი“) და სხვა. მო­ნა­წი­ლე­ობ­და 100-მეტ სპექ­ტაკლში: ხა­ტია („მე ვხე­დავ მზეს“), მაკა („ბუდე მე­ცხრე სარ­თულ­ზე“), ოგი­უს­ტი­ნა („რვა მო­სიყ­ვა­რუ­ლე ქალი“), ბეტი („ჩარ­ლის დე­ი­და“) და სხვ. არის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბი. ქე­თე­ვან კიკ­ნა­ძე 1999 წელს და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

გარდაიცვალა მსახიობი ქეთევან კიკნაძე

გარდაიცვალა მსახიობი ქეთევან კიკნაძე

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"85 წლის ასაკში ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა.

მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და თეატრალურ საზოგადოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ქეთევან კიკნაძე დაიბადა 1939 წელს, ქალაქ ბორჯომში. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1959 წელს. სწორედ ამავე წლიდან 1967 წლამდე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია, 1967 წლიდან 1977 წლამდე რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა, 1977 წლიდან კი კვლავ მარჯანიშვილის თეატრში ბრუნდება. ქეთევან კიკნაძე გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალში: მარიამი („შეხვედრა წარსულთან“, 1966 წელი), თინა („ტარიელ გოლუა“, 1968 წელი), ბეჩუნი პერტია („დათა თუთაშხია“, 1978 წელი), ზაზას დედა („თეთრი ბაირაღები“, 1990 წელი), მარგო („პრემიერა“, 1991), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“, 1983), გულჩინა („ყავა და ლუდი“) და სხვა. მონაწილეობდა 100-მეტ სპექტაკლში: ხატია („მე ვხედავ მზეს“), მაკა („ბუდე მეცხრე სართულზე“), ოგიუსტინა („რვა მოსიყვარულე ქალი“), ბეტი („ჩარლის დეიდა“) და სხვ. არის თეატრისა და კინოს ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი. ქეთევან კიკნაძე 1999 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.