პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა
ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

იტა­ლი­ე­ლი რე­ნე­სან­სის პე­რი­ო­დის ოს­ტა­ტის, ტი­ცი­ა­ნის ორ­ჯერ მო­პა­რუ­ლი შე­დევ­რი, რო­მე­ლიც ერთხელ ლონ­დო­ნის ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე პლასტმა­სის პარკში გახ­ვე­უ­ლი იპო­ვეს - ახ­ლა­ხან, აუქ­ცი­ონ­ზე 22,3 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და.

“ტი­ცი­ა­ნის ნა­ხა­ტი: The Rest on the Flight into Egypt (შეს­ვე­ნე­ბა ეგ­ვიპ­ტის­კენ ფრე­ნი­სას) ლონ­დო­ნის კრის­ტის აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­და 17,5 მი­ლი­ონ ფუნ­ტად, რაც 22,3 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტია. ეს არის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ფასი ამ მხატ­ვრის ნა­მუ­შევ­რებს შო­რის, რო­მელ­საც აუქ­ცი­ონ­ზე მი­უღ­წე­ვია“, - ნათ­ქვა­მია Christie- ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ტი­ლო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია იესო, მა­რი­ა­მი და იო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ეგ­ვიპ­ტის­კენ გა­ე­შურ­ნენ, მას შემ­დეგ რაც გა­ი­გეს, რომ იუ­დე­ის მეფე ჰე­რო­დეს ახალ­გაზ­რდა ქრის­ტეს მოკ­ვლა სურ­და და მათ გზა­ზე შე­ის­ვე­ნეს.

ნა­ხა­ტი ტი­ცი­ა­ნის ზო­გი­ერთ მა­სი­ურ ნა­მუ­შე­ვარ­თან შე­და­რე­ბით მცი­რე ზო­მის არის და 46,2 სან­ტი­მეტ­რი x 62,9 სან­ტი­მეტრს შე­ად­გენს.

  • ზე­თის ტი­ლო­ზე შეს­რუ­ლე­ბულ ნა­მუ­შე­ვარს სა­ო­ცა­რი ის­ტო­რია აქვს.

თავ­და­პირ­ვე­ლად ის სხვა­დას­ხვა ევ­რო­პე­ლი არის­ტოკ­რა­ტე­ბის ხე­ლი­დან ხელ­ში გა­და­დი­ო­და. 1809 წელს კი, საფ­რან­გე­თის ოკუ­პა­ცი­ის დროს ვე­ნის ჯა­რებ­მა შე­დევ­რი გა­ი­ტა­ცეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნა­ხა­ტი პა­რიზ­ში აღ­მოჩ­ნდა. 1815 წელს ვე­ნა­ში და­აბ­რუ­ნეს და კერ­ძო კო­ლექ­ცი­ა­ში გა­და­ი­ტა­ნეს.

1995 წელს ის მო­ი­პა­რეს ლონ­გლე­ი­ტი­დან და შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და, სა­ნამ ტილო ლონ­დო­ნის ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე, პო­ლი­ე­თი­ლე­ბის პარკში გახ­ვე­უ­ლი შემ­თხვე­ვით არ იპო­ვა ხე­ლოვ­ნე­ბის დე­ტექ­ტივ­მა ჩარლზ ჰილ­მა.

ტი­ცი­ა­ნი (ტი­ცი­ა­ნო) ვე­ჩე­ლი XVI სა­უ­კუ­ნის იტა­ლი­უ­რი რე­ნე­სან­სის ვე­ნე­ცი­უ­რი სკო­ლის წამ­ყვა­ნი ხე­ლო­ვა­ნი იყო. ის და­ი­ბა­და იტა­ლი­ის პრო­ვინ­ცია პი­ე­ვე-დი-კა­დო­რე­ში და გარ­და­იც­ვა­ლა ვე­ნე­ცი­ა­ში.

წყა­რო: CNN

ავტორი:

ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

იტალიელი რენესანსის პერიოდის ოსტატის, ტიციანის ორჯერ მოპარული შედევრი, რომელიც ერთხელ ლონდონის ავტობუსის გაჩერებაზე პლასტმასის პარკში გახვეული იპოვეს - ახლახან, აუქციონზე 22,3 მილიონ დოლარად გაიყიდა.

“ტიციანის ნახატი: The Rest on the Flight into Egypt (შესვენება ეგვიპტისკენ ფრენისას) ლონდონის კრისტის აუქციონზე გაიყიდა 17,5 მილიონ ფუნტად, რაც 22,3 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტია. ეს არის ყველაზე მაღალი ფასი ამ მხატვრის ნამუშევრებს შორის, რომელსაც აუქციონზე მიუღწევია“, - ნათქვამია Christie- ს განცხადებაში.

ტილოზე გამოსახულია იესო, მარიამი და იოსები, რომლებიც ეგვიპტისკენ გაეშურნენ, მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ იუდეის მეფე ჰეროდეს ახალგაზრდა ქრისტეს მოკვლა სურდა და მათ გზაზე შეისვენეს.

ნახატი ტიციანის ზოგიერთ მასიურ ნამუშევართან შედარებით მცირე ზომის არის და 46,2 სანტიმეტრი x 62,9 სანტიმეტრს შეადგენს.

  • ზეთის ტილოზე შესრულებულ ნამუშევარს საოცარი ისტორია აქვს.

თავდაპირველად ის სხვადასხვა ევროპელი არისტოკრატების ხელიდან ხელში გადადიოდა. 1809 წელს კი, საფრანგეთის ოკუპაციის დროს ვენის ჯარებმა შედევრი გაიტაცეს. მოგვიანებით ნახატი პარიზში აღმოჩნდა. 1815 წელს ვენაში დააბრუნეს და კერძო კოლექციაში გადაიტანეს.

1995 წელს ის მოიპარეს ლონგლეიტიდან და შვიდი წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, სანამ ტილო ლონდონის ავტობუსის გაჩერებაზე, პოლიეთილების პარკში გახვეული შემთხვევით არ იპოვა ხელოვნების დეტექტივმა ჩარლზ ჰილმა.

ტიციანი (ტიციანო) ვეჩელი XVI საუკუნის იტალიური რენესანსის ვენეციური სკოლის წამყვანი ხელოვანი იყო. ის დაიბადა იტალიის პროვინცია პიევე-დი-კადორეში და გარდაიცვალა ვენეციაში.

წყარო: CNN