პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თანდათან ფანებისგან ხდება გადასარჩენი... ხალხის ნაწილის ვნება, ჩაგრულად გააფორმონ ეს საოცრად ლაღი ადამიანი, უკვე მის დაკნინებას ემსგავსება" - ფანჯიკიძე ზივზივაძეზე
"თანდათან ფანებისგან ხდება გადასარჩენი... ხალხის ნაწილის ვნება, ჩაგრულად გააფორმონ ეს საოცრად ლაღი ადამიანი, უკვე მის დაკნინებას ემსგავსება" - ფანჯიკიძე ზივზივაძეზე

ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძის გარ­შე­მო ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ არას­წო­რია, როცა ფეხ­ბურ­თე­ლი "ფა­ნე­ბის­გან ხდე­ბა გა­და­სარ­ჩე­ნი".

რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ხალ­ხის ნა­წილს სურს, ჩაგ­რუ­ლად გა­ა­ფორ­მონ ეს სა­ოც­რად ლაღი ადა­მი­ა­ნი და თა­ვი­ან­თი "დაც­ვის", ანუ კონ­ტრო­ლის ობი­ექ­ტად აქ­ცი­ონ.

"ეს სა­ო­ცა­რი ბიჭი, გარ­და იმი­სა, რომ გა­და­სა­რე­ვი ფეხ­ბურ­თე­ლია, იმი­ტომ გვიყ­ვარს, ასე ლაღი, კე­თი­ლი, გამ­ბე­და­ვი და ხა­ლა­სი რო­მაა და იქ­ნებ გა­ვუშ­ვათ კლან­ჭე­ბი და არ და­ვა­კარ­გვი­ნოთ ეს სი­კაშ­კა­შე ჭარ­ბი და­და­რა­ჯე­ბით და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი პა­რა­ნო­ი­დუ­ლი გან­წყო­ბე­ბით. გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი ჟინი, ხელ­ში ჩა­იგ­დო "ლურ­ჯი ფრინ­ვე­ლი", გა­მოს­ტა­ცო თა­ვის ბუ­ნებ­რივ გა­რე­მოს, სა­მე­გობ­როს, პრო­ფე­სი­ას და ჩას­ვა გა­ლი­ა­ში, გა­აც­ნო­ბი­ე­რო უნდა.

თან­და­თან ფა­ნე­ბის­გან ხდე­ბა გა­და­სარ­ჩე­ნი. "ნა­მე­ტა­ნი სიყ­ვა­რუ­ლი" აგ­რე­სი­ას და კონ­ტრო­ლის სურ­ვილს უტოლ­დე­ბა. ყვე­ლა­ფერს ეტყო­ბა, რომ ნაკ­რე­ბის წევ­რებს ერ­თმა­ნე­თი უყ­ვართ, უყ­ვართ ბუდუ და მას ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ. ხალ­ხის ნა­წი­ლის ვნე­ბა, ჩაგ­რუ­ლად გა­ა­ფორ­მონ ეს სა­ოც­რად ლაღი ადა­მი­ა­ნი და თა­ვი­ან­თი "დაც­ვის", ანუ კონ­ტრო­ლის ობი­ექ­ტად აქ­ცი­ონ, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, უკვე მის დაკ­ნი­ნე­ბას და შე­უ­რა­ცხყო­ფას ემ­სგავ­სე­ბა.

არც ბუ­დუა "სა­წყა­ლი" ტიპი და არც ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი არი­ან "ცხვრე­ბი", რომ ერ­თმა­ნე­თი და­ა­ჩაგ­რი­ნონ ვინ­მეს. მეს­მის, სი­ნათ­ლის მო­ხელ­თე­ბა და მი­სა­კუთ­რე­ბა დიდი ცდუ­ნე­ბაა, მაგ­რამ ეს ცდუ­ნე­ბა სხვა­ნა­ი­რად და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლოთ, ამ სი­ნათ­ლე­ში უბ­რა­ლოდ ყოფ­ნით, იმ­დე­ნად, რამ­დე­ნიც გვე­კუთ­ვნის და იმ­დე­ნად, რამ­დე­ნის უფ­ლე­ბა­საც თა­ვად ბი­ჭე­ბი გვაძ­ლე­ვენ. თუ დავ­ჭირ­დე­ბით, თვი­თონ დაგ­ვი­ძა­ხებს და იცის, რომ ვყა­ვართ" - წერს ფან­ჯი­კი­ძე.

ერთ-ერთი ბოლო სკან­და­ლი, რო­მე­ლიც ფეხ­ბურ­თელ­თან და­კავ­ში­რე­ბით ატყდა, გუ­შინ­დელ ზე­იმს ეხე­ბო­და. თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გულ­შე­მატ­კი­ვარს შეხ­ვდნენ. ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერთ მო­მენ­ტში, პირ­და­პირ ეთერ­ში ის­მის სა­ღა­მოს წამ­ყვა­ნის, კო­მენ­ტა­ტო­რის, დიმა ობო­ლა­ძის ხმა, რო­მე­ლიც ამ­ბობს - "შენ არ გა­მო­დი­ხარ". ეს ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ისე, რომ თით­ქოს­და, ობო­ლა­ძე ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძეს ეუბ­ნე­ბო­და, სი­ტყვით არ გა­მო­სუ­ლი­ყო.

ამ თე­მა­ზე ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძის მამა, კახა ზივ­ზი­ვა­ძე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და წერს, რომ სი­ტყვე­ბი - "შენ არ გა­მო­დი­ხარ" დიმა ობო­ლა­ძეს მისი შვი­ლის­თვის არ უთ­ქვამს.

"მე­გობ­რე­ბო, ვკი­თხე ბუ­დუს და მის­თვის არ უთ­ქვამს ის სი­ტყვე­ბი დიმა ობო­ლა­ძეს..მად­ლო­ბა რომ გიყ­ვართ ბუდუ სა­მარ­თლი­ა­ნე­ბი ვი­ყოთ", - წერს კახა ზივ­ზი­ვა­ძე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"თანდათან ფანებისგან ხდება გადასარჩენი... ხალხის ნაწილის ვნება, ჩაგრულად გააფორმონ ეს საოცრად ლაღი ადამიანი, უკვე მის დაკნინებას ემსგავსება" - ფანჯიკიძე ზივზივაძეზე

"თანდათან ფანებისგან ხდება გადასარჩენი... ხალხის ნაწილის ვნება, ჩაგრულად გააფორმონ ეს საოცრად ლაღი ადამიანი, უკვე მის დაკნინებას ემსგავსება" - ფანჯიკიძე ზივზივაძეზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ბუდუ ზივზივაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და წერს, რომ არასწორია, როცა ფეხბურთელი "ფანებისგან ხდება გადასარჩენი".

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ხალხის ნაწილს სურს, ჩაგრულად გააფორმონ ეს საოცრად ლაღი ადამიანი და თავიანთი "დაცვის", ანუ კონტროლის ობიექტად აქციონ.

"ეს საოცარი ბიჭი, გარდა იმისა, რომ გადასარევი ფეხბურთელია, იმიტომ გვიყვარს, ასე ლაღი, კეთილი, გამბედავი და ხალასი რომაა და იქნებ გავუშვათ კლანჭები და არ დავაკარგვინოთ ეს სიკაშკაშე ჭარბი დადარაჯებით და დაუსაბუთებელი პარანოიდული განწყობებით. გაუცნობიერებელი ჟინი, ხელში ჩაიგდო "ლურჯი ფრინველი", გამოსტაცო თავის ბუნებრივ გარემოს, სამეგობროს, პროფესიას და ჩასვა გალიაში, გააცნობიერო უნდა.

თანდათან ფანებისგან ხდება გადასარჩენი. "ნამეტანი სიყვარული" აგრესიას და კონტროლის სურვილს უტოლდება. ყველაფერს ეტყობა, რომ ნაკრების წევრებს ერთმანეთი უყვართ, უყვართ ბუდუ და მას ძალიან აფასებენ. ხალხის ნაწილის ვნება, ჩაგრულად გააფორმონ ეს საოცრად ლაღი ადამიანი და თავიანთი "დაცვის", ანუ კონტროლის ობიექტად აქციონ, ყველაფერთან ერთად, უკვე მის დაკნინებას და შეურაცხყოფას ემსგავსება.

არც ბუდუა "საწყალი" ტიპი და არც ნაკრების წევრები არიან "ცხვრები", რომ ერთმანეთი დააჩაგრინონ ვინმეს. მესმის, სინათლის მოხელთება და მისაკუთრება დიდი ცდუნებაა, მაგრამ ეს ცდუნება სხვანაირად დავიკმაყოფილოთ, ამ სინათლეში უბრალოდ ყოფნით, იმდენად, რამდენიც გვეკუთვნის და იმდენად, რამდენის უფლებასაც თავად ბიჭები გვაძლევენ. თუ დავჭირდებით, თვითონ დაგვიძახებს და იცის, რომ ვყავართ" - წერს ფანჯიკიძე.

ერთ-ერთი ბოლო სკანდალი, რომელიც ფეხბურთელთან დაკავშირებით ატყდა, გუშინდელ ზეიმს ეხებოდა. თავისუფლების მოედანზე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები გულშემატკივარს შეხვდნენ. ღონისძიების ერთ-ერთ მომენტში, პირდაპირ ეთერში ისმის საღამოს წამყვანის, კომენტატორის, დიმა ობოლაძის ხმა, რომელიც ამბობს - "შენ არ გამოდიხარ". ეს ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა ისე, რომ თითქოსდა, ობოლაძე ბუდუ ზივზივაძეს ეუბნებოდა, სიტყვით არ გამოსულიყო.

ამ თემაზე ბუდუ ზივზივაძის მამა, კახა ზივზივაძე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ სიტყვები - "შენ არ გამოდიხარ" დიმა ობოლაძეს მისი შვილისთვის არ უთქვამს.

"მეგობრებო, ვკითხე ბუდუს და მისთვის არ უთქვამს ის სიტყვები დიმა ობოლაძეს..მადლობა რომ გიყვართ ბუდუ სამართლიანები ვიყოთ", - წერს კახა ზივზივაძე.

წაიკითხეთ ასევე: