პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება" - პრემიერი
"მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება" - პრემიერი

მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ჩვენს ფეხ­ბურ­თე­ლებს არ სჭირ­დე­ბათ და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია, თუმ­ცა მაქ­სი­მა­ლურ მო­ტი­ვა­ცი­ა­საც სჭირ­დე­ბა წა­ხა­ლი­სე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პარ­ლა­მენ­ტში ყო­ველ­წლი­ურ მოხ­სე­ნე­ბა­ში გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი წა­ხა­ლი­სე­ბაც ზრდის სა­ქარ­თვე­ლოს შანსს, მათ შო­რის, ეს­პა­ნეთ­თან თა­მაშ­ში გა­მარ­ჯვე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად.

"მე მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, რომ ჩვენს ფეხ­ბურ­თე­ლებს არ სჭირ­დე­ბათ და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია, თუმ­ცა მაქ­სი­მა­ლურ მო­ტი­ვა­ცი­ა­საც სჭირ­დე­ბა წა­ხა­ლი­სე­ბა და მად­ლო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რო­მელ­მაც ამ შემ­თხვე­ვა­შიც გა­მო­ავ­ლი­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ქველ­მოქ­მე­დე­ბა, ესეც ქველ­მოქ­მე­დე­ბის ერ­თგვა­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. მად­ლო­ბა მას იმ წა­ხა­ლი­სე­ბის­თვის, რო­მე­ლიც გა­მო­ამ­ჟღავ­ნა მან სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მი­მართ და რა თქმა უნდა, ესეც ზრდის ჩვენს შან­სებს, მათ შო­რის, ეს­პა­ნეთ­თან თა­მაშ­ში, რომ მო­ვი­პო­ვოთ გა­მარ­ჯვე­ბა,“- აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ასე­ვე ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს და აღ­ნიშ­ნა, რომ გულ­შე­მატ­კივ­რის როლი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ში იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

„მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის მწვრთნელს, ვილი სა­ნი­ოლს, გა­მორ­ჩე­ულ ფეხ­ბურ­თელს თა­ვის დრო­ზე, მსოფ­ლი­ოს ვიცე-ჩემ­პი­ონს და დღეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მწვრთნელს. ვინც ერ­კვე­ვა ფეხ­ბურთში, ალ­ბათ, ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა, რომ მისი წვლი­ლი ამ წარ­მა­ტე­ბა­ში არის გა­მორ­ჩე­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. მად­ლო­ბა ჩვენს სა­ა­მა­ყო მწვრთნელს ამი­სათ­ვის. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს. თურ­ქეთ­თან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო, ჩე­ხეთ­თან და პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან თა­მაშ­ზე ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ჭარ­ბობ­დნენ და მად­ლო­ბა ამ ენ­თუ­ზი­აზ­მის­თვის. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ გულ­შე­მატ­კი­ვა­რი არის მე­თორ­მე­ტე მო­თა­მა­შე და გულ­შე­მატ­კივ­რის როლი ამ წარ­მა­ტე­ბა­შიც იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ თა­ვი­სი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა იმა­ში, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ქარ­თველს შეს­ძლე­ბო­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე დას­წრე­ბა, ფრე­ნე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბით, რაც ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება" - პრემიერი

"მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება" - პრემიერი

მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული წახალისებაც ზრდის საქართველოს შანსს, მათ შორის, ესპანეთთან თამაშში გამარჯვების მოსაპოვებლად.

"მე მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება და მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ შემთხვევაშიც გამოავლინა განსაკუთრებული ქველმოქმედება, ესეც ქველმოქმედების ერთგვარი გამოვლინებაა. მადლობა მას იმ წახალისებისთვის, რომელიც გამოამჟღავნა მან საფეხბურთო ნაკრების მიმართ და რა თქმა უნდა, ესეც ზრდის ჩვენს შანსებს, მათ შორის, ესპანეთთან თამაშში, რომ მოვიპოვოთ გამარჯვება,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ასევე ქართველ გულშემატკივარს და აღნიშნა, რომ გულშემატკივრის როლი საქართველოს ნაკრების წარმატებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს, გამორჩეულ ფეხბურთელს თავის დროზე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს და დღეს არაჩვეულებრივ მწვრთნელს. ვინც ერკვევა ფეხბურთში, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ მისი წვლილი ამ წარმატებაში არის გამორჩეული და განსაკუთრებული. მადლობა ჩვენს საამაყო მწვრთნელს ამისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს. თურქეთთან განსხვავებული ვითარება იყო, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან თამაშზე ჩვენი გულშემატკივრები ჭარბობდნენ და მადლობა ამ ენთუზიაზმისთვის. ყველამ ვიცით, რომ გულშემატკივარი არის მეთორმეტე მოთამაშე და გულშემატკივრის როლი ამ წარმატებაშიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს მთავრობამ თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა იმაში, რომ რაც შეიძლება მეტ ქართველს შესძლებოდა ევროპის ჩემპიონატზე დასწრება, ფრენების სუბსიდირებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - განაცხადა კობახიძემ.

წაიკითხეთ ასევე: