პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტოიოტა ცენტრმა თბილისმა" ავტომოყვარულებს ახალი თაობის Toyota Land Cruiser Prado წარუდგინა
"ტოიოტა ცენტრმა თბილისმა" ავტომოყვარულებს ახალი თაობის Toyota Land Cruiser Prado წარუდგინა

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრმა თბი­ლის­მა“ ერ­თგულ მომ­ხმა­რე­ბელ­სა და ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლებს ახა­ლი თა­ო­ბის Toyota Land Cruiser Prado, სე­რი­ით J250 წა­რუდ­გი­ნა, და დე­ტა­ლუ­რად გა­აც­ნო ამ მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი და მძლავ­რი ყველ­გან­მავ­ლის შექ­მნის ის­ტო­რია, ასე­ვე, Toyota Land Cruiser-ის სა­მო­დე­ლო ხაზ­ში შე­ტა­ნი­ლი ის უპ­რე­ცე­დენ­ტო ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც ავ­ტო­მო­ბი­ლის სრუ­ლი­ად გა­ნახ­ლე­ბულ დი­ზა­ინს, ტექ­ნი­კურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, სიმ­ტკი­ცე­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მებს მო­ი­ცავს. ახა­ლი თა­ო­ბის Land Cruiser Prado-ს წარ­დგე­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბა „კი­კე­თის ფერ­მა­ში“ გა­ი­მარ­თა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ ავ­რცე­ლებს.

კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, პრე­ზენ­ტა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნა­წი­ლის და­წყე­ბამ­დე, გა­ი­მარ­თა ტესტ-დრა­ი­ვი, რომ­ლის დრო­საც Toyota Land Cruiser Prado-ს შე­ძე­ნის მსურ­ვე­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ ტო­ი­ო­ტას უახ­ლე­სი მო­დე­ლის მძლავ­რი ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი თუ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლი გა­მო­ე­ცა­დათ და მისი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი ობი­ექ­ტუ­რად შე­ე­ფა­სე­ბი­ნათ.

რო­გორც „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ირაკ­ლი გურ­ჩი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, ახა­ლი ძლე­ვა­მო­სი­ლი ყველ­გან­მა­ვა­ლი, უპ­რე­ცენ­დენ­ტოდ სან­დო და კომ­ფორ­ტუ­ლი Toyota Land Cruiser Prado-ს ექ­სტე­რი­ე­რი და ინ­ტე­რი­ე­რი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, დახ­ვე­წი­ლი დი­ზა­ი­ნით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც მძღო­ლი­სა და მგზავ­რე­ბის მაქ­სი­მა­ლურ და­ცუ­ლო­ბას უს­ვამს ხაზს.

„ამ მსოფ­ლიო ბესტსე­ლერ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ძლი­ე­რად იგ­რძნო­ბა ტო­ი­ო­ტას ხა­რის­ხი, სიმ­ტკი­ცე, გამ­ძლე­ო­ბა, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მარ­თვის სის­ტე­მე­ბი. ამა­ში ნე­ბის­მი­ე­რი ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლი დარ­წმუნ­დე­ბა რო­გორც გზატ­კე­ცილ­ზე, ასე­ვე, რა­დი­კა­ლუ­რი უგ­ზო­ო­ბის პი­რო­ბებ­შიც. Toyota Land Cruiser Prado-ს შე­უძ­ლია ყვე­ლა­ზე რთულ რე­ლი­ე­ფურ სა­ფარ­ზეც იდე­ა­ლუ­რი სი­ზუს­ტით იმოძ­რა­ოს. ახა­ლი თა­ო­ბის Land Cruiser Prado-ს ჩარ­ჩო, წი­ნა­მორ­ბედ­თან შე­და­რე­ბით, 50%-ით უფრო მტკი­ცე და გამ­ძლეა, ამას­თან ერ­თად, ავ­ტო­მო­ბი­ლის მთე­ლი კონ­სტრუქ­ცი­ის სიმ­ტკი­ცე 30%-ით არის გაზ­რდი­ლი. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ახა­ლი პრა­დოს ოფ­რო­უდ-ტექ­ნი­კა ინ­ჟი­ნე­რი­ა­ში ახა­ლი სა­ფე­ხუ­რია. მხედ­ვე­ლო­ბა­ში გვაქვს მუდ­მი­ვი სრუ­ლი ამძრა­ვი, ჩარ­ჩო­ი­ა­ნი ძარა, გა­უჭ­რე­ლი ღერ­ძი უკან, და­მა­დაბ­ლე­ბე­ლი გა­და­ცე­მა, დი­ფე­რენ­ცი­ა­ლის ბლო­კი­რე­ბა. ცალ­კე სა­უბ­რის თე­მაა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი და მე­ტად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბიც. ავ­ტო­მო­ბი­ლის გარ­შე­მო გან­თავ­სე­ბუ­ლი კა­მე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, მძღო­ლი შეძ­ლებს ურ­თუ­ლეს უგ­ზო­ო­ბა­შიც კი Multi-Terrain მო­ნი­ტო­რით გა­ა­კონ­ტრო­ლოს ყვე­ლა­ფე­რი, რაც გარ­შე­მო ან ავ­ტო­მო­ბი­ლის ქვეშ ხდე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნით და უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ახა­ლი Toyota Land Cruiser Prado მომ­ხმა­რე­ბელ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით ისარ­გებ­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი გურ­ჩი­ან­მა.

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სის“ გა­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, ნინო გა­გუ­ას თქმით, ახა­ლი თა­ო­ბის Toyota Land Cruiser Prado მთლი­ა­ნად არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი ტო­ი­ო­ტას ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ით და ამას­თან ერ­თად, წარ­მო­ა­ჩენს ბრენ­დის უმ­თავ­რეს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რაც სა­ი­მე­დო­ო­ბას, გამ­ძლე­ო­ბა­სა და კომ­ფორ­ტს უკავ­შირ­დე­ბა.

„ახალ Toyota Land Cruiser Prado-ში ტო­ი­ო­ტას სა­ინ­ჟინ­რო მიღ­წე­ვე­ბი იკ­ვე­თე­ბა, ის გა­ჯე­რე­ბუ­ლია Land Cruiser-ის სა­მო­დე­ლო ხა­ზის ტო­ი­ო­ტა­სე­უ­ლი ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ით, რაც დახ­ვე­წი­ლო­ბი­სა და ნამ­დვი­ლი ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბის ეფექტს ახ­დენს. რა­საც ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბი პირ­ველ რიგ­ში შე­ნიშ­ნა­ვენ, ეს ავ­ტო­მო­ბი­ლის სრუ­ლი­ად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნია - და­კუ­თხუ­ლი ფორ­მე­ბი, კან­ტე­ბი, მოკ­ლე გა­ნა­კი­დე­ბი, მკვეთ­რად ფორ­მი­რე­ბუ­ლი კუ­თხე­ე­ბი, ჩარ­ჩო­ი­ა­ნი ძარა, რაც თვალ­ნათ­ლივ უს­ვამს ხაზს ამ ნამ­დვი­ლი ყველ­გან­მავ­ლის ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბას. მისი სიგ­რძე 4,92 მეტ­რია, სი­გა­ნე - 1,98 მეტ­რი, სი­მაღ­ლე - 1,87 მეტ­რი, თვლე­ბის ბაზა კი 2,85 მეტრს შე­ად­გენს. მო­დელ­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი სი­ახ­ლე წინა ღერ­ძის სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რია, რო­მე­ლიც ღერძს მაქ­სი­მა­ლუ­რად მოქ­ნილს და მოძ­რავს ხდის, რისი მეშ­ვე­ო­ბი­თაც სა­ბუ­რა­ვე­ბი ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­შიც არ კარ­გავს ზე­და­პირ­ზე ძლი­ე­რად მო­ჭი­დე­ბის უნარს. ასე­ვე, სი­ახ­ლეა მოხ­ვე­ვის სრუ­ლი­ად ახა­ლი ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით რბი­ლად მუ­შა­ობს. გა­ნახ­ლე­ბუ­ლია Multi-Terrain Select სის­ტე­მაც, ე.წ. უგ­ზო­ო­ბის კრუ­ი­ზკონ­ტრო­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლეა სა­ჭის ელექტრო­ნუ­ლი გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი, რი­თაც ტო­ი­ო­ტას ინ­ჟინ­რებ­მა ჰიდ­რავ­ლი­კუ­რი გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი ჩა­ა­ნაც­ვლეს. მომ­ხმა­რე­ბელ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ისიც, რომ ახა­ლი პრა­დო ხელ­მი­საწ­ვდო­მია რო­გორც სა­ვარ­ძლე­ბის ორი, ასე­ვე, სამი რი­გი­თაც - შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ტო­მო­ბილ­ში შე­იძ­ლე­ბა მო­თავ­სდეს რო­გორც 5, ასე­ვე, 7 მგზავ­რი. მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ უკვე გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელს უახ­ლე­სი Toyota Land Cruiser Prado-ს შო­უ­რუმ­ში ნახ­ვა და ტესტ-დრა­ივ­ზე ჩა­წე­რა შევ­თა­ვა­ზოთ“, - აღ­ნიშ­ნა ნინო გა­გუ­ამ.

ცნო­ბი­სათ­ვის, SUV კა­ტე­გო­რი­ა­ში ტო­ი­ო­ტას ფლაგ­მა­ნის - Toyota Land Cruiser Prado-ს მსოფ­ლიო პრე­ზენ­ტა­ცია ია­პო­ნი­ა­ში აპ­რი­ლის ბო­ლოს შედ­გა. ახა­ლი თა­ო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლით ტო­ი­ო­ტა აგ­რძე­ლებს Land Cruiser-ის სა­მო­დე­ლო ხა­ზის მემ­კვიდ­რე­ო­ბას - „Land Cruiser-ი ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლამ­დე მი­გიყ­ვანს და შინ უსაფრ­თხოდ და­გაბ­რუ­ნებს“. სწო­რედ ამის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მსოფ­ლი­ო­ში 10 მლნ-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ამ ლე­გენ­და­რუ­ლი ყველ­გან­მავ­ლის სა­ჭეს მარ­თავს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ტოიოტა ცენტრმა თბილისმა" ავტომოყვარულებს ახალი თაობის Toyota Land Cruiser Prado წარუდგინა

"ტოიოტა ცენტრმა თბილისმა" ავტომოყვარულებს ახალი თაობის Toyota Land Cruiser Prado წარუდგინა

„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ ერთგულ მომხმარებელსა და ავტომოყვარულებს ახალი თაობის Toyota Land Cruiser Prado, სერიით J250 წარუდგინა, და დეტალურად გააცნო ამ მაქსიმალურად კომფორტული და მძლავრი ყველგანმავლის შექმნის ისტორია, ასევე, Toyota Land Cruiser-ის სამოდელო ხაზში შეტანილი ის უპრეცედენტო ცვლილებები, რაც ავტომობილის სრულიად განახლებულ დიზაინს, ტექნიკურ მახასიათებლებს, სიმტკიცესა და უსაფრთხოების სისტემებს მოიცავს. ახალი თაობის Land Cruiser Prado-ს წარდგენის ღონისძიება „კიკეთის ფერმაში“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, პრეზენტაციის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, გაიმართა ტესტ-დრაივი, რომლის დროსაც Toyota Land Cruiser Prado-ს შეძენის მსურველებს შესაძლებლობა მიეცათ ტოიოტას უახლესი მოდელის მძლავრი ტექნიკური შესაძლებლობები თუ მრავალფეროვანი ფუნქციონალი გამოეცადათ და მისი უპირატესობები ობიექტურად შეეფასებინათ.

როგორც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელმა ირაკლი გურჩიანმა აღნიშნა, ახალი ძლევამოსილი ყველგანმავალი, უპრეცენდენტოდ სანდო და კომფორტული Toyota Land Cruiser Prado-ს ექსტერიერი და ინტერიერი განახლებული, დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა, რაც მძღოლისა და მგზავრების მაქსიმალურ დაცულობას უსვამს ხაზს.

„ამ მსოფლიო ბესტსელერში განსაკუთრებულად ძლიერად იგრძნობა ტოიოტას ხარისხი, სიმტკიცე, გამძლეობა, გაუმჯობესებული უსაფრთხოებისა და მართვის სისტემები. ამაში ნებისმიერი ავტომოყვარული დარწმუნდება როგორც გზატკეცილზე, ასევე, რადიკალური უგზოობის პირობებშიც. Toyota Land Cruiser Prado-ს შეუძლია ყველაზე რთულ რელიეფურ საფარზეც იდეალური სიზუსტით იმოძრაოს. ახალი თაობის Land Cruiser Prado-ს ჩარჩო, წინამორბედთან შედარებით, 50%-ით უფრო მტკიცე და გამძლეა, ამასთან ერთად, ავტომობილის მთელი კონსტრუქციის სიმტკიცე 30%-ით არის გაზრდილი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ახალი პრადოს ოფროუდ-ტექნიკა ინჟინერიაში ახალი საფეხურია. მხედველობაში გვაქვს მუდმივი სრული ამძრავი, ჩარჩოიანი ძარა, გაუჭრელი ღერძი უკან, დამადაბლებელი გადაცემა, დიფერენციალის ბლოკირება. ცალკე საუბრის თემაა გაუმჯობესებული და მეტად მრავალფეროვანი უსაფრთხოების სისტემებიც. ავტომობილის გარშემო განთავსებული კამერების მეშვეობით, მძღოლი შეძლებს ურთულეს უგზოობაშიც კი Multi-Terrain მონიტორით გააკონტროლოს ყველაფერი, რაც გარშემო ან ავტომობილის ქვეშ ხდება. დარწმუნებული ვართ, განახლებული დიზაინით და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი Toyota Land Cruiser Prado მომხმარებელში დიდი პოპულარობით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი გურჩიანმა.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ნინო გაგუას თქმით, ახალი თაობის Toyota Land Cruiser Prado მთლიანად არის გაჯერებული ტოიოტას ახალი კონცეფციით და ამასთან ერთად, წარმოაჩენს ბრენდის უმთავრეს ღირებულებებს, რაც საიმედოობას, გამძლეობასა და კომფორტს უკავშირდება.

„ახალ Toyota Land Cruiser Prado-ში ტოიოტას საინჟინრო მიღწევები იკვეთება, ის გაჯერებულია Land Cruiser-ის სამოდელო ხაზის ტოიოტასეული ახალი კონცეფციით, რაც დახვეწილობისა და ნამდვილი ძლევამოსილების ეფექტს ახდენს. რასაც ავტომოყვარულები პირველ რიგში შენიშნავენ, ეს ავტომობილის სრულიად განახლებული დიზაინია - დაკუთხული ფორმები, კანტები, მოკლე განაკიდები, მკვეთრად ფორმირებული კუთხეები, ჩარჩოიანი ძარა, რაც თვალნათლივ უსვამს ხაზს ამ ნამდვილი ყველგანმავლის ძლევამოსილებას. მისი სიგრძე 4,92 მეტრია, სიგანე - 1,98 მეტრი, სიმაღლე - 1,87 მეტრი, თვლების ბაზა კი 2,85 მეტრს შეადგენს. მოდელში ერთ-ერთი მთავარი სიახლე წინა ღერძის სტაბილიზატორია, რომელიც ღერძს მაქსიმალურად მოქნილს და მოძრავს ხდის, რისი მეშვეობითაც საბურავები ექსტრემალურ პირობებშიც არ კარგავს ზედაპირზე ძლიერად მოჭიდების უნარს. ასევე, სიახლეა მოხვევის სრულიად ახალი ელექტრონული სისტემა, რომელიც გაცილებით რბილად მუშაობს. განახლებულია Multi-Terrain Select სისტემაც, ე.წ. უგზოობის კრუიზკონტროლი. განსაკუთრებული სიახლეა საჭის ელექტრონული გამაძლიერებელი, რითაც ტოიოტას ინჟინრებმა ჰიდრავლიკური გამაძლიერებელი ჩაანაცვლეს. მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ ახალი პრადო ხელმისაწვდომია როგორც სავარძლების ორი, ასევე, სამი რიგითაც - შესაბამისად, ავტომობილში შეიძლება მოთავსდეს როგორც 5, ასევე, 7 მგზავრი. მოხარული ვართ, რომ უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენს მომხმარებელს უახლესი Toyota Land Cruiser Prado-ს შოურუმში ნახვა და ტესტ-დრაივზე ჩაწერა შევთავაზოთ“, - აღნიშნა ნინო გაგუამ.

ცნობისათვის, SUV კატეგორიაში ტოიოტას ფლაგმანის - Toyota Land Cruiser Prado-ს მსოფლიო პრეზენტაცია იაპონიაში აპრილის ბოლოს შედგა. ახალი თაობის ავტომობილით ტოიოტა აგრძელებს Land Cruiser-ის სამოდელო ხაზის მემკვიდრეობას - „Land Cruiser-ი ნებისმიერ ადგილამდე მიგიყვანს და შინ უსაფრთხოდ დაგაბრუნებს“. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ მსოფლიოში 10 მლნ-ზე მეტი ადამიანი ამ ლეგენდარული ყველგანმავლის საჭეს მართავს.

NS