პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქორწილი სტუმრების გარეშე, დამალული მამაკაცები... - ომით დაღლილები ანუ როგორ არიდებენ თავს უკრაინელები სამხედრო მობილიზაციას: "არასდროს მჭერია ხელში იარაღი"
ქორწილი სტუმრების გარეშე, დამალული მამაკაცები... - ომით დაღლილები ანუ როგორ არიდებენ თავს უკრაინელები სამხედრო მობილიზაციას: "არასდროს მჭერია ხელში იარაღი"

იმ დღეს, უკ­რა­ი­ნა­ში ამინ­დის პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, წვი­მა და ჭექა-ქუ­ხი­ლი იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ამის გამო, სერ­გე­ი­სა და ტა­ნი­ას ქორ­წი­ლი, რო­მე­ლიც ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე იყო და­გეგ­მი­ლი ჩაშ­ლის პი­რას აღ­მოჩ­ნდა. ად­გილ­ზე მი­სულ ნეფე-პა­ტარ­ძალს იმა­ზე ნაკ­ლე­ბი სტუ­მა­რი დახ­ვდათ, ვიდ­რე ელოდ­ნენ: სკა­მე­ბის ნა­ხე­ვა­რი ცა­რი­ე­ლი დარ­ჩა. თუმ­ცა მი­ზე­ზი უა­მინ­დო­ბა არ ყო­ფი­ლა. ნა­თე­სა­ვებ­მა და მე­გობ­რებ­მა ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს ბო­დი­ში მო­უ­ხა­დეს, რად­გან მათი იქ ყოფ­ნა სე­რი­ო­ზულ რის­კებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. შე­საძ­ლოა ისი­ნი ქორ­წი­ლი­დან პირ­და­პირ სამ­ხედ­რო აღ­რი­ცხვი­სა და გაწ­ვე­ვის ოფი­სებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ.

უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქე­ბის ქუ­ჩებ­ში მსგავ­სი პატ­რუ­ლი­რე­ბა უკვე ნაც­ნობ სა­ნა­ხა­ო­ბად იქცა. ომში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ბევ­რი ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა, და­იჭ­რა ან უბ­რა­ლოდ ბრძო­ლით და­ი­ღა­ლა. ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­წყო უფრო აქ­ტი­უ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბა: ჯარს ხალ­ხი სჭირ­დე­ბა.

  • მა­ის­ში უკ­რა­ი­ნამ მი­ი­ღო ახა­ლი კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, 25-დან 60 წლამ­დე ასა­კის ყვე­ლა მა­მა­კაც­მა თა­ვი­სი მო­ნა­ცე­მე­ბი ელექტრო­ნულ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში უნდა შე­ი­ტა­ნოს, რათა ნე­ბის­მი­ერ დროს გა­მო­ი­ძა­ხონ სამ­ხედ­რო აღ­რი­ცხვი­სა და გაწ­ვე­ვის ოფის­ში.

მათ ვი­საც არ სურთ ჯარ­ში სამ­სა­ხუ­რი, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან და­ი­მა­ლონ. ტა­ნია ჩუ­მად ამ­ბობს, რომ ეს­მის, რა­ტომ არ სურთ მის მე­გობ­რებ­სა და მათ ოჯა­ხებს ბრძო­ლა.

მა­მა­მი­სი ფრონ­ტის ხაზ­ზე ოქ­ტომ­ბერ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ავ­დი­ევ­კას­თვის სას­ტი­კი ბრძო­ლე­ბის დროს. ახლა კი მისი ობო­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი ში­შობს, რომ იგი­ვე ბედი შე­იძ­ლე­ბა ელო­დეს მის ახალ­გაზ­რდა ქმარს.

"მე არ მინ­და ამის მე­ო­რედ გავ­ლა,” - ამ­ბობს პა­ტარ­ძა­ლი.

ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლა უკ­რა­ი­ნელს ჰყავს ფრონტზე და­ღუ­პუ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­გობ­რე­ბი ან ნაც­ნო­ბე­ბი. გარ­და ამი­სა, ომი­დან გა­მუდ­მე­ბით მო­დის ცუდი ამ­ბე­ბი, რომ მტრის რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აღე­მა­ტე­ბა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს.

მაქ­სი­მი, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა წყვილს 15 წელი იც­ნობ­და, ჟურ­ნა­ლისტს ტე­ლე­ფო­ნით სა­უბ­რი­სას ეუბ­ნე­ბა, რომ მისი ათზე მეტი მე­გო­ბა­რი და ნაც­ნო­ბი უკვე და­ი­ღუ­პა. "უკ­რა­ი­ნა­ში მი­ლი­ონ­ზე მეტი პო­ლი­ცი­ე­ლია, რა­ტომ უნდა ვიბ­რძო­ლოთ ჩვენ და არა მათ?" - კი­თხუ­ლობს სტუ­მა­რი, რო­მე­ლიც ქორ­წილს არ და­ეს­წრო.

მაქ­სიმს პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი და ცოლი ჰყავს, რო­მე­ლიც შვი­დი თვის ორ­სუ­ლია. ნა­ნობს, რომ მე­გობ­რე­ბის ქორ­წი­ლის გა­მო­ტო­ვე­ბა მო­უ­წია, მაგ­რამ ეში­ნია, რომ შე­საძ­ლოა, პატ­რულ­მა და­ი­ჭი­როს. მათი გან­სა­კუთ­რე­ბით ოდე­სა­ში ეში­ნი­ათ: პატ­რულს ჩა­მოჰ­ყავს ხალ­ხი ავ­ტო­ბუ­სე­ბი­დან, აკა­ვე­ბენ მა­ტა­რებ­ლის სად­გუ­რებ­ზე.

ისი­ნი ვინც გაწ­ვე­ვას ემა­ლე­ბი­ან მათ­თვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი მი­უწ­ვდო­მელ ფუ­ფუ­ნე­ბად იქცა, ისე­ვე რო­გორც რეს­ტორ­ნე­ბი, სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი ან, მა­გა­ლი­თად, ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად შა­ბათ-კვი­რას პარკში.

"ვგრძნობ, თით­ქოს ცი­ხე­ში ვარ", - აღი­ა­რებს მაქ­სი­მი.

სამ­შა­ბათ დი­ლით, ოდე­სის მთა­ვარ რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე სამ­ხედ­რო აღ­რი­ცხვის ათამ­დე ოფი­ცე­რი გა­მო­ცხად­და, მათ გა­მოც­დი­ლი სა­ზღვაო ვე­ტე­რა­ნი ანა­ტო­ლი და მისი უმ­ცრო­სი კო­ლე­გა ალექ­სე­ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ. ისი­ნი და­დი­ოდ­ნენ დარ­ბაზ­ში და აჩე­რებ­დნენ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის ასა­კის მა­მა­კა­ცებს, რათა შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ თუ არა მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში.

მათი უმე­ტე­სო­ბა, ვინც ოფიც­რებ­მა შე­ა­მოწ­მეს, ან ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო, ან რა­ი­მე სა­ხის შე­ღა­ვა­თე­ბი ჰქონ­დათ. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ ანა­ტო­ლიმ აღი­ა­რა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, რომ გაწ­ვე­ვის­თვის შე­სა­ფე­რი­სი კა­ცე­ბი უბ­რა­ლოდ და­ე­მალ­ნენ.

სამ­ხედ­რო აღ­რი­ცხვის ოფის­ში იმ დღეს ოთახ­ში მხო­ლოდ ერთი კაცი იჯდა და ელო­და რო­დის მი­აქ­ცევ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას. ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით მი­ვი­და თუ არა, უპა­სუ­ხა, რომ დი­ლით და­ა­კა­ვეს და მისი სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­იყ­ვა­ნეს.

ცენ­ტრის ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა, ვლად­მა აღი­ა­რა, რომ ბოლო დღე­ებ­ში მო­ხა­ლი­სე­ე­ბი სა­კუ­თა­რი ნე­ბით თით­ქმის არ მი­სუ­ლან.

ის არ მა­ლავს ზი­ზღს მათ მი­მართ ვინც მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას გა­ურ­ბის. "რა შე­მიძ­ლია ვთქვა მათ­ზე გი­ნე­ბის გა­რე­შე? მე მათ კა­ცე­ბა­დაც არ ვთვლი. რას ელი­ან? მტრე­ბი რომ შე­მოვ­ლენ მათ სახ­ლებ­ში, გა­ა­უ­პა­ტი­უ­რე­ბენ მათ ქა­ლებს და და­ხო­ცა­ვენ შვი­ლებს“.

კა­ცე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­და­წყვი­ტეს, რომ ჯარ­ში არ წა­ვიდ­ნენ, პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ვის ენ­დო­ბი­ან. ისი­ნი არ ენ­დო­ბი­ან სამ­ხედ­რო აღ­რი­ცხვი­სა და გაწ­ვე­ვის ოფიც­რებს, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი ქრთამს იღებ­და წვე­ვამ­დე­ლე­ბის ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვა­ში და­სახ­მა­რებ­ლად. ასე­ვე ეჭვი ეპა­რე­ბათ, რომ ფრონტზე გაგ­ზავ­ნამ­დე სა­თა­ნა­დო მომ­ზა­დე­ბას გა­ივ­ლი­ან.

ვოვა ოდე­სა­ში ცხოვ­რობს, ცოლ­თან და შვი­დი წლის ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად. მისი თქმით, შვი­ლის გა­რე­შე არა­სო­დეს გა­დის გა­რეთ, რად­გან შე­იძ­ლე­ბა და­ი­ჭი­რონ და სამ­ხედ­რო აღ­რი­ცხვი­სა და გაწ­ვე­ვის ოფის­ში იძუ­ლე­ბით გაგ­ზავ­ნონ.

ამ­ბობს, რომ გა­სულ წელს სამ­ხედ­რო­ებ­მა ის ავ­ტო­ბუ­სი­დან ია­რა­ღის მუ­ქა­რით ჩა­მო­იყ­ვა­ნეს და გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წა­იყ­ვა­ნეს. მან და­არ­წმუ­ნა ოფიც­რე­ბი, სახ­ლში სა­ბუ­თე­ბის ასა­ღე­ბად გა­ეშ­ვათ, მაგ­რამ უკან აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

”მე არ ვარ სამ­ხედ­რო კაცი, არას­დროს მჭე­რია ხელ­ში ია­რა­ღი, არ მგო­ნია, რომ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შევ­ძლო ფრონ­ტის ხაზ­ზე,” - ამ­ბობს ის.

იმის ასახ­სნე­ლად თუ რა­ტომ ერი­დე­ბი­ან მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას, მი­ზე­ზე­ბი ბევ­რი აქვთ: ოჯა­ხი, რო­მელ­საც დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, ავად­მყო­ფო­ბა...

მაგ­რამ ამ მი­ზე­ზე­ბი მიღ­მა ყო­ველ­თვის ერთი და იგი­ვე შიში იმა­ლე­ბა, რომ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ისი­ნი ფრონ­ტის ხაზ­ზე ქვე­მე­ხის საკ­ვე­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან.

მათ­თან სა­უ­ბარ­ში ყო­ველ­თვის იგ­რძნო­ბა გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა: მათ სურთ უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბა, მაგ­რამ ისე, რომ ეს მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე მოხ­დეს.

”მე ვა­მა­ყობ იმ ბი­ჭე­ბით, რომ­ლებ­მაც გა­ბე­დუ­ლად გა­და­წყვი­ტეს ფრონტზე წას­ვლა”, - ამ­ბობს ვოვა. ”ისი­ნი მარ­თლაც სა­უ­კე­თე­სო ხალ­ხია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.”

კი­ე­ვის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ტყე­ში საწ­ვრთნე­ლი ბა­ნა­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი გე­ნა­დი სინ­ცო­ვი ახლა ნიჩ­ბით სან­გარს თხრის, ამ­ბობს, რომ შე­იძ­ლე­ბა მისი სა­მუ­შაო უჩ­ვე­უ­ლოდ ჩან­დეს, მაგ­რამ ის ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც სრო­ლის ცოდ­ნა. თა­ვად სინ­ცო­ვი მო­ხა­ლი­სეა. ის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სა­ვალ­დე­ბუ­ლო 34-დღი­ან სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა წვე­ვამ­დელ­მა უნდა გა­ი­ა­როს სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­ში გაგ­ზავ­ნამ­დე.

ვარ­ჯი­შებს შო­რის შეს­ვე­ნე­ბის დროს სინ­ცო­ვის წვე­ვამ­დე­ლე­ბი სხე­დან, ეწე­ვი­ან, ხუმ­რო­ბენ. 40-დან 50 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კაც­თა საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ჯგუ­ფი შედ­გე­ბა: ფერ­მე­რე­ბის­გან, სა­წყო­ბის მე­ნე­ჯე­რი­სა და სამ­შე­ნებ­ლო მუ­შა­კე­ბის­გან, რომ­ლებ­მაც აღი­ა­რეს, რომ რე­ა­ლუ­რად ურ­ჩევ­ნი­ათ ახლა სად­მე სხვა­გან იყ­ვნენ. მაგ­რამ არ სურ­დათ ომის დარ­ჩე­ნი­ლი პე­რი­ო­დი მუდ­მი­ვად მი­მალ­ვა­ში ყო­ფი­ლიყ­ვნენ.

წყა­რო

ავტორი:

ქორწილი სტუმრების გარეშე, დამალული მამაკაცები... - ომით დაღლილები ანუ როგორ არიდებენ თავს უკრაინელები სამხედრო მობილიზაციას: "არასდროს მჭერია ხელში იარაღი"

ქორწილი სტუმრების გარეშე, დამალული მამაკაცები... - ომით დაღლილები ანუ როგორ არიდებენ თავს უკრაინელები სამხედრო მობილიზაციას: "არასდროს მჭერია ხელში იარაღი"

იმ დღეს, უკრაინაში ამინდის პროგნოზის მიხედვით, წვიმა და ჭექა-ქუხილი იყო გამოცხადებული. ამის გამო, სერგეისა და ტანიას ქორწილი, რომელიც ზღვის სანაპიროზე იყო დაგეგმილი ჩაშლის პირას აღმოჩნდა. ადგილზე მისულ ნეფე-პატარძალს იმაზე ნაკლები სტუმარი დახვდათ, ვიდრე ელოდნენ: სკამების ნახევარი ცარიელი დარჩა. თუმცა მიზეზი უამინდობა არ ყოფილა. ნათესავებმა და მეგობრებმა ახალდაქორწინებულებს ბოდიში მოუხადეს, რადგან მათი იქ ყოფნა სერიოზულ რისკებთან იყო დაკავშირებული. შესაძლოა ისინი ქორწილიდან პირდაპირ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში აღმოჩენილიყვნენ.

უკრაინის ქალაქების ქუჩებში მსგავსი პატრულირება უკვე ნაცნობ სანახაობად იქცა. ომში შეიარაღებული ძალების ბევრი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან უბრალოდ ბრძოლით დაიღალა. ამიტომ ხელისუფლებამ დაიწყო უფრო აქტიური მობილიზება: ჯარს ხალხი სჭირდება.

  • მაისში უკრაინამ მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, 25-დან 60 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცმა თავისი მონაცემები ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში უნდა შეიტანოს, რათა ნებისმიერ დროს გამოიძახონ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში.

მათ ვისაც არ სურთ ჯარში სამსახური, იძულებულები არიან დაიმალონ. ტანია ჩუმად ამბობს, რომ ესმის, რატომ არ სურთ მის მეგობრებსა და მათ ოჯახებს ბრძოლა.

მამამისი ფრონტის ხაზზე ოქტომბერში გარდაიცვალა, ავდიევკასთვის სასტიკი ბრძოლების დროს. ახლა კი მისი ობოლი ქალიშვილი შიშობს, რომ იგივე ბედი შეიძლება ელოდეს მის ახალგაზრდა ქმარს.

"მე არ მინდა ამის მეორედ გავლა,” - ამბობს პატარძალი.

ომის დაწყების შემდეგ, ყველა უკრაინელს ჰყავს ფრონტზე დაღუპული ნათესავები, მეგობრები ან ნაცნობები. გარდა ამისა, ომიდან გამუდმებით მოდის ცუდი ამბები, რომ მტრის რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

მაქსიმი, რომელიც ახალგაზრდა წყვილს 15 წელი იცნობდა, ჟურნალისტს ტელეფონით საუბრისას ეუბნება, რომ მისი ათზე მეტი მეგობარი და ნაცნობი უკვე დაიღუპა. "უკრაინაში მილიონზე მეტი პოლიციელია, რატომ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ და არა მათ?" - კითხულობს სტუმარი, რომელიც ქორწილს არ დაესწრო.

მაქსიმს პატარა ქალიშვილი და ცოლი ჰყავს, რომელიც შვიდი თვის ორსულია. ნანობს, რომ მეგობრების ქორწილის გამოტოვება მოუწია, მაგრამ ეშინია, რომ შესაძლოა, პატრულმა დაიჭიროს. მათი განსაკუთრებით ოდესაში ეშინიათ: პატრულს ჩამოჰყავს ხალხი ავტობუსებიდან, აკავებენ მატარებლის სადგურებზე.

ისინი ვინც გაწვევას ემალებიან მათთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიუწვდომელ ფუფუნებად იქცა, ისევე როგორც რესტორნები, სუპერმარკეტები ან, მაგალითად, ფეხბურთის თამაში მეგობრებთან ერთად შაბათ-კვირას პარკში.

"ვგრძნობ, თითქოს ციხეში ვარ", - აღიარებს მაქსიმი.

სამშაბათ დილით, ოდესის მთავარ რკინიგზის სადგურზე სამხედრო აღრიცხვის ათამდე ოფიცერი გამოცხადდა, მათ გამოცდილი საზღვაო ვეტერანი ანატოლი და მისი უმცროსი კოლეგა ალექსეის ხელმძღვანელობდნენ. ისინი დადიოდნენ დარბაზში და აჩერებდნენ მობილიზაციის ასაკის მამაკაცებს, რათა შეემოწმებინათ, რეგისტრირებული იყვნენ თუ არა მონაცემთა ბაზაში.

მათი უმეტესობა, ვინც ოფიცრებმა შეამოწმეს, ან ძალიან ახალგაზრდა იყო, ან რაიმე სახის შეღავათები ჰქონდათ. რამდენიმე საათის შემდეგ ანატოლიმ აღიარა, რომ შესაძლებელი იყო, რომ გაწვევისთვის შესაფერისი კაცები უბრალოდ დაემალნენ.

სამხედრო აღრიცხვის ოფისში იმ დღეს ოთახში მხოლოდ ერთი კაცი იჯდა და ელოდა როდის მიაქცევდნენ ყურადღებას. ჟურნალისტის კითხვაზე ნებაყოფლობით მივიდა თუ არა, უპასუხა, რომ დილით დააკავეს და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ განყოფილებაში მიიყვანეს.

ცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ვლადმა აღიარა, რომ ბოლო დღეებში მოხალისეები საკუთარი ნებით თითქმის არ მისულან.

ის არ მალავს ზიზღს მათ მიმართ ვინც მობილიზაციას გაურბის. "რა შემიძლია ვთქვა მათზე გინების გარეშე? მე მათ კაცებადაც არ ვთვლი. რას ელიან? მტრები რომ შემოვლენ მათ სახლებში, გააუპატიურებენ მათ ქალებს და დახოცავენ შვილებს“.

კაცები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ჯარში არ წავიდნენ, პრაქტიკულად არავის ენდობიან. ისინი არ ენდობიან სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფიცრებს, რომელთაგან ზოგიერთი ქრთამს იღებდა წვევამდელების ქვეყნიდან გაქცევაში დასახმარებლად. ასევე ეჭვი ეპარებათ, რომ ფრონტზე გაგზავნამდე სათანადო მომზადებას გაივლიან.

ვოვა ოდესაში ცხოვრობს, ცოლთან და შვიდი წლის ქალიშვილთან ერთად. მისი თქმით, შვილის გარეშე არასოდეს გადის გარეთ, რადგან შეიძლება დაიჭირონ და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში იძულებით გაგზავნონ.

ამბობს, რომ გასულ წელს სამხედროებმა ის ავტობუსიდან იარაღის მუქარით ჩამოიყვანეს და განყოფილებაში წაიყვანეს. მან დაარწმუნა ოფიცრები, სახლში საბუთების ასაღებად გაეშვათ, მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულა.

”მე არ ვარ სამხედრო კაცი, არასდროს მჭერია ხელში იარაღი, არ მგონია, რომ მისი გამოყენება შევძლო ფრონტის ხაზზე,” - ამბობს ის.

იმის ასახსნელად თუ რატომ ერიდებიან მობილიზაციას, მიზეზები ბევრი აქვთ: ოჯახი, რომელსაც დახმარება სჭირდება, ავადმყოფობა...

მაგრამ ამ მიზეზები მიღმა ყოველთვის ერთი და იგივე შიში იმალება, რომ მობილიზაციიდან რამდენიმე კვირაში ისინი ფრონტის ხაზზე ქვემეხის საკვები აღმოჩნდებიან.

მათთან საუბარში ყოველთვის იგრძნობა გარკვეული წინააღმდეგობა: მათ სურთ უკრაინის გამარჯვება, მაგრამ ისე, რომ ეს მათი მონაწილეობის გარეშე მოხდეს.

”მე ვამაყობ იმ ბიჭებით, რომლებმაც გაბედულად გადაწყვიტეს ფრონტზე წასვლა”, - ამბობს ვოვა. ”ისინი მართლაც საუკეთესო ხალხია ჩვენს ქვეყანაში.”

კიევის მახლობლად მდებარე ტყეში საწვრთნელი ბანაკის ხელმძღვანელი გენადი სინცოვი ახლა ნიჩბით სანგარს თხრის, ამბობს, რომ შეიძლება მისი სამუშაო უჩვეულოდ ჩანდეს, მაგრამ ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სროლის ცოდნა. თავად სინცოვი მოხალისეა. ის პასუხისმგებელია სავალდებულო 34-დღიან სასწავლო პროგრამაზე, რომელიც ყველა წვევამდელმა უნდა გაიაროს სამხედრო ნაწილებში გაგზავნამდე.

ვარჯიშებს შორის შესვენების დროს სინცოვის წვევამდელები სხედან, ეწევიან, ხუმრობენ. 40-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცთა საკმაოდ მრავალფეროვანი ჯგუფი შედგება: ფერმერებისგან, საწყობის მენეჯერისა და სამშენებლო მუშაკებისგან, რომლებმაც აღიარეს, რომ რეალურად ურჩევნიათ ახლა სადმე სხვაგან იყვნენ. მაგრამ არ სურდათ ომის დარჩენილი პერიოდი მუდმივად მიმალვაში ყოფილიყვნენ.

წყარო