სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება კოსმეტიკური ოპერაციები ავკრძალოთ?" - ვახტანგ მეგრელიშვილი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ პაკეტზე
"შეიძლება კოსმეტიკური ოპერაციები ავკრძალოთ?" - ვახტანგ მეგრელიშვილი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ პაკეტზე

სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის აკ­რძალ­ვა რას გუ­ლის­ხმობს? ეს ნიშ­ნავს თუ არა იმას, რომ ადა­მი­ანს ეკ­რძა­ლე­ბა კოს­მე­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა? ქი­რურგს ვსჯით [ოპე­რა­ცი­ის­თვის]? შე­იძ­ლე­ბა კოს­მე­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი ავ­კრძა­ლოთ? - ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩის“ დე­პუ­ტატ­მა, ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა, პარ­ლა­მენ­ტის ოთხი კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც დე­პუ­ტა­ტე­ბი ე.წ. ლგბტ პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კეტს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი ასე­ვე და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ აპი­რებს სა­ხელ­მწი­ფო ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში იმის შე­მოწ­მე­ბა/გა­და­მოწ­მე­ბას, შვი­ლად აყ­ვა­ნის მსურ­ველს აქვს თუ არა არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა.

"თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ, ქორ­წი­ნე­ბის აქტი არის სა­მო­ქა­ლა­ქო აქტი თუ ეკ­ლე­სი­უ­რი, რე­ლი­გი­უ­რი აქტი. ეს ხომ არ არის ეკ­ლე­სი­ის კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ში სა­ხელ­მწი­ფოს შეჭ­რა და ჩემი აზ­რით, ეს არის სა­ხელ­მწი­ფოს ეკ­ლე­სი­ის ფუნ­ქცი­ებ­ში შეჭ­რა. მსოფ­ლი­ო­ში ეკ­ლე­სია არე­გის­ტრი­რებს ქორ­წი­ნე­ბას და მთავ­რო­ბა ამას აღი­ა­რებს, მა­გა­ლი­თად: ბრი­ტა­ნეთ­ში, აშშ-ის ბევრ შტატ­ში ასეა. ის­რა­ელ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა არც კი არ­სე­ბობს. ის­რა­ე­ლი მხო­ლოდ აღი­ა­რებს სხვა ქვეყ­ნებ­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბას, მათ­თვის კი მხო­ლოდ რე­ლი­გი­უ­რი აქ­ტია ქორ­წი­ნე­ბა. თქვენ ამ სა­კითხს რო­გორ უყუ­რებთ? მოგ­სვლი­ათ თუ არა იდეა იმის შე­სა­ხებ, რომ ეკ­ლე­სი­ის მიერ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფომ უბ­რა­ლოდ აღი­ა­როს?! შვი­ლად აყ­ვა­ნის ნა­წილ­ში მა­ინ­ტე­რე­სებს, შვი­ლად აყ­ვა­ნის მო­მენ­ტში რომ აღ­მოჩ­ნდეს ოჯა­ხის წევ­რი არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნია, ამას სა­ხელ­მწი­ფო რა ფორ­მით აპი­რებს რომ გა­არ­კვი­ოს? და ასე­ვე, სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის აკ­რძალ­ვა რას გუ­ლის­ხმობს? ეს ნიშ­ნავს თუ არა იმას, რომ ადა­მი­ანს ეკ­რძა­ლე­ბა კოს­მე­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა? ქი­რურ­გი ის­ჯე­ბა [ოპე­რა­ცი­ის­თვის]? შე­იძ­ლე­ბა კოს­მე­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი ავ­კრძა­ლოთ?“- გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

რო­გორც კა­ნონპ­რო­ექ­ტის ერთ-ერ­თმა ინი­ცი­ა­ტორ­მა და მომხსე­ნე­ბელ­მა, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ღე­ბა დღეს არის დრო­უ­ლი.

"მე ვფიქ­რობ, რომ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ღე­ბა დრო­უ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ოპე­რა­ცი­ას, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და კონ­კრე­ტუ­ლი ქი­რურ­გი, თუ ჩვენ ვკრძა­ლავთ ისე­თი სა­ხის სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს, რო­მე­ლიც სქე­სის შეც­ვლის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. არ­სე­ბობს სტა­ტის­ტი­კაც, რომ ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა 30%-ით ამ­ცი­რებს სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას და ასე­ვე, სუ­ი­ცი­დის რის­კე­ბი 12 -ჯერ მა­ღა­ლია,“- გა­ნა­ცხა­და რატი იო­ნა­თა­მიშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა ოთხი კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სხდო­მა და­ტო­ვა.

ცნო­ბის­თვის, სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი 19 კა­ნონპ­რო­ექ­ტის­გან შედ­გე­ბა. მათ­გან ძი­რი­თა­დია პრო­ექ­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით - „ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვა­ნის დაც­ვის შე­სა­ხებ“, და­ნარ­ჩე­ნი 18 კი, მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტი. სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი და უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი: მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლი, თენ­გიზ შარ­მა­ნაშ­ვი­ლი, ირაკ­ლი შა­ტა­კიშ­ვი­ლი და სო­ზარ სუ­ბა­რი.

უმ­რავ­ლე­სო­ბის გან­მარ­ტე­ბით, კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბის მი­ზა­ნი ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის კავ­შირ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვა­ნის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბაა.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი მთე­ლი რიგი აკ­რძალ­ვე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი
0

რატო გაიხადე საგინებლად თავი, მარა არა შეჯდაო.....................

მიტო
1

როდის მოვა დრო რომ ამისთანების ადგილი აღარ იქნება პარლამენტში

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"შეიძლება კოსმეტიკური ოპერაციები ავკრძალოთ?" - ვახტანგ მეგრელიშვილი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ პაკეტზე

"შეიძლება კოსმეტიკური ოპერაციები ავკრძალოთ?" - ვახტანგ მეგრელიშვილი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ პაკეტზე

სამედიცინო მანიპულაციების აკრძალვა რას გულისხმობს? ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ადამიანს ეკრძალება კოსმეტიკური ოპერაციისთვის სამედიცინო დახმარების თხოვნა? ქირურგს ვსჯით [ოპერაციისთვის]? შეიძლება კოსმეტიკური ოპერაციები ავკრძალოთ? - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ.

მეგრელიშვილი ასევე დაინტერესდა, როგორ აპირებს სახელმწიფო ამ კანონპროექტის ფარგლებში იმის შემოწმება/გადამოწმებას, შვილად აყვანის მსურველს აქვს თუ არა არატრადიციული სექსუალური გემოვნება.

"თქვენ როგორ ფიქრობთ, ქორწინების აქტი არის სამოქალაქო აქტი თუ ეკლესიური, რელიგიური აქტი. ეს ხომ არ არის ეკლესიის კომპეტენციებში სახელმწიფოს შეჭრა და ჩემი აზრით, ეს არის სახელმწიფოს ეკლესიის ფუნქციებში შეჭრა. მსოფლიოში ეკლესია არეგისტრირებს ქორწინებას და მთავრობა ამას აღიარებს, მაგალითად: ბრიტანეთში, აშშ-ის ბევრ შტატში ასეა. ისრაელში სამოქალაქო ქორწინება არც კი არსებობს. ისრაელი მხოლოდ აღიარებს სხვა ქვეყნებში რეგისტრირებულ სამოქალაქო ქორწინებას, მათთვის კი მხოლოდ რელიგიური აქტია ქორწინება. თქვენ ამ საკითხს როგორ უყურებთ? მოგსვლიათ თუ არა იდეა იმის შესახებ, რომ ეკლესიის მიერ რეგისტრირებული ქორწინება სახელმწიფომ უბრალოდ აღიაროს?! შვილად აყვანის ნაწილში მაინტერესებს, შვილად აყვანის მომენტში რომ აღმოჩნდეს ოჯახის წევრი არატრადიციული სექსუალური გემოვნების ადამიანია, ამას სახელმწიფო რა ფორმით აპირებს რომ გაარკვიოს? და ასევე, სამედიცინო მანიპულაციების აკრძალვა რას გულისხმობს? ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ადამიანს ეკრძალება კოსმეტიკური ოპერაციისთვის სამედიცინო დახმარების თხოვნა? ქირურგი ისჯება [ოპერაციისთვის]? შეიძლება კოსმეტიკური ოპერაციები ავკრძალოთ?“- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ინიციატივის მიღება დღეს არის დროული.

"მე ვფიქრობ, რომ ამ ინიციატივის მიღება დროულია. რაც შეეხება უშუალოდ ოპერაციას, ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებელია სამედიცინო დაწესებულება და კონკრეტული ქირურგი, თუ ჩვენ ვკრძალავთ ისეთი სახის სამედიცინო მანიპულაციებს, რომელიც სქესის შეცვლისკენაა მიმართული. არსებობს სტატისტიკაც, რომ ოპერაციის გაკეთება 30%-ით ამცირებს სიცოცხლისუნარიანობას და ასევე, სუიციდის რისკები 12 -ჯერ მაღალია,“- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ ვახტანგ მეგრელიშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა დატოვა.

ცნობისთვის, საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტი. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.

უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.

საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.