პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატო გამოფხიზლდა და რუსეთსა და ჩინეთს აშინებს - ვის უფრო მეტი ბირთვული იარაღი აქვს და მოსალოდნელია თუ არა აპოკალიფსის დაწყება
ნატო გამოფხიზლდა და რუსეთსა და ჩინეთს აშინებს - ვის უფრო მეტი ბირთვული იარაღი აქვს და მოსალოდნელია თუ არა აპოკალიფსის დაწყება
  • "არ­სე­ნა­ლი" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

"ნატო ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­ში მოყ­ვა­ნას გა­ნი­ხი­ლავს... რუ­სე­თი­სა და ჩი­ნე­თის მხრი­დან მზარ­დი საფრ­თხის ფონ­ზე, ნატო მეტი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გან­თავ­სე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ბირ­თვუ­ლი ალი­ან­სი. ნა­ტოს მი­ზა­ნია, რა თქმა უნდა, მსოფ­ლიო ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­რე­შე, მაგ­რამ მა­ნამ, სა­ნამ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი იარ­სე­ბებს, ჩვენ დავ­რჩე­ბით ბირ­თვულ ალი­ან­სად, რად­გან მსოფ­ლიო, სა­დაც რუ­სეთს, ჩი­ნეთს და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას აქვთ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი, უფრო სა­ში­ში მსოფ­ლი­ოა“, - მა­ს­მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა...

ის, რომ, ადრე თუ გვი­ან ნატო მო­ი­კი­თხავ­და "მტვერ­და­დე­ბულ“ თა­ვის "ბირ­თვულ ხელ­კეტს“, მო­სა­ლოდ­ნე­ლი გახ­ლდათ, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის დღი­დან წარ­მო­ე­ბუ­ლი ბირ­თვუ­ლი შან­ტა­ჟის ფონ­ზე.

ამ შან­ტაჟ­მა თა­ვის პიკს მი­აღ­წია მას შემ­დეგ, რაც პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის ბრძა­ნე­ბით, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად და­ი­წყეს ტაქ­ტი­კუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ბირ­თვუ­ლი ქო­ბი­ნე­ბის რა­კე­ტებ­ზე და­ყე­ნე­ბი­სა და თვითმფრი­ნა­ვებ­ზე ბირ­თვუ­ლი სა­ა­ვი­ა­ციო ბომ­ბე­ბის (ან მათი მა­კე­ტე­ბის) ჩა­მო­კი­დე­ბის სას­წავ­ლო წვრთნე­ბი, რაც ფარ­თოდ გა­შუქ­და რუ­სუ­ლი მა­ს­მე­დი­ის მიერ.

სი­ტუ­ა­ცი­ის ცალ­კე და­ძაბ­ვის იმ­პულ­სად იქცა ბე­ლა­რუს­ში რუ­სუ­ლი ტაქ­ტი­კუ­რი ბირ­თვუ­ლი მუხ­ტე­ბი­სა და მათი გა­დამ­ტა­ნი ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კუ­რი მო­ბი­ლუ­რი სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სე­ბის "ის­კან­დერ-მ"-ების გა­დას­რო­ლა - ბე­ლა­რუ­სის და­სავ­ლე­თი სა­ზღვრი­დან სტარ­ტა­ღე­ბუ­ლი ბირ­თვულ­ქო­ბი­ნი­ა­ნი "ის­კან­დე­რის“ აე­რო­ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა 500 კმ-ის რა­დი­უს­ში ფა­რავს ნა­ტოს წევ­რი ლატ­ვი­ის, ლი­ე­ტუ­ვას, ეს­ტო­ნე­თი­სა და პო­ლო­ნე­თის მთელ ტე­რი­ტო­რი­ას, ასე­ვე - ფი­ნე­თის, სლო­ვა­კე­თის, უნ­გრე­თი­სა და ჩე­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ნა­წილს, ხოლო რუ­სუ­ლი ანკლა­ვი­დან -კა­ლი­ნინ­გრა­დის ოლ­ქის უკი­დუ­რე­სი და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი ბირ­თვულ­ქო­ბი­ნი­ა­ნი "ის­კან­დე­რი“ წვდე­ბა გერ­მა­ნი­ი­სა და შვე­დე­თის ნა­წილს... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

ავტორი:

ნატო გამოფხიზლდა და რუსეთსა და ჩინეთს აშინებს - ვის უფრო მეტი ბირთვული იარაღი აქვს და მოსალოდნელია თუ არა აპოკალიფსის დაწყება

ნატო გამოფხიზლდა და რუსეთსა და ჩინეთს აშინებს - ვის უფრო მეტი ბირთვული იარაღი აქვს და მოსალოდნელია თუ არა აპოკალიფსის დაწყება
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

"ნატო ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას განიხილავს... რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე, ნატო მეტი ბირთვული იარაღის განთავსებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ბირთვული ალიანსი. ნატოს მიზანია, რა თქმა უნდა, მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ მანამ, სანამ ბირთვული იარაღი იარსებებს, ჩვენ დავრჩებით ბირთვულ ალიანსად, რადგან მსოფლიო, სადაც რუსეთს, ჩინეთს და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი, უფრო საშიში მსოფლიოა“, - მასმედიას განუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა...

ის, რომ, ადრე თუ გვიან ნატო მოიკითხავდა "მტვერდადებულ“ თავის "ბირთვულ ხელკეტს“, მოსალოდნელი გახლდათ, რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინაში შეჭრის დღიდან წარმოებული ბირთვული შანტაჟის ფონზე.

ამ შანტაჟმა თავის პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დემონსტრაციულად დაიწყეს ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული ქობინების რაკეტებზე დაყენებისა და თვითმფრინავებზე ბირთვული საავიაციო ბომბების (ან მათი მაკეტების) ჩამოკიდების სასწავლო წვრთნები, რაც ფართოდ გაშუქდა რუსული მასმედიის მიერ.

სიტუაციის ცალკე დაძაბვის იმპულსად იქცა ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული მუხტებისა და მათი გადამტანი ოპერატიულ-ტაქტიკური მობილური სარაკეტო კომპლექსების "ისკანდერ-მ"-ების გადასროლა - ბელარუსის დასავლეთი საზღვრიდან სტარტაღებული ბირთვულქობინიანი "ისკანდერის“ აერობალისტიკური რაკეტა 500 კმ-ის რადიუსში ფარავს ნატოს წევრი ლატვიის, ლიეტუვას, ესტონეთისა და პოლონეთის მთელ ტერიტორიას, ასევე - ფინეთის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის ტერიტორიების ნაწილს, ხოლო რუსული ანკლავიდან -კალინინგრადის ოლქის უკიდურესი დასავლეთი ნაწილიდან გაშვებული ბირთვულქობინიანი "ისკანდერი“ წვდება გერმანიისა და შვედეთის ნაწილს... გააგრძელეთ კითხვა