პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კახა კალაძესთან შეხვედრის სურვილი მაქვს" - "ტიკტოკერი" გოგონა, რომელმაც "ნიკოს ბენდში" მანუ მურღულია ჩაანაცვლა: როგორ რეაგირებს ანანო სამხარაძე კრიტიკაზე
"კახა კალაძესთან შეხვედრის სურვილი მაქვს" - "ტიკტოკერი" გოგონა, რომელმაც "ნიკოს ბენდში" მანუ მურღულია ჩაანაცვლა: როგორ რეაგირებს ანანო სამხარაძე კრიტიკაზე

ვინ არის იგი, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ჯერ "ქარ­თულ ლი­გა­ში", შემ­დეგ "ნი­კოს ბენდში", რას ფიქ­რობს ბენ­დის წევ­რებ­ზე, რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი სურს იხი­ლოს "ნი­კოს შო­უ­ში" და რო­გო­რია მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მა? - ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ანა­ნო სამ­ხა­რა­ძე სა­უბ­რობს.

- სა­კუ­თარ თავს რამ­დე­ნი­მე სი­ტყვით რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებთ?

- სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი ცო­ტა­თი რთუ­ლია, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მიყ­ვარს სიმ­ღე­რა, 3 წლი­დან ვმღე­რი და სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ. ჩემი ჰო­ბია ცეკ­ვა. ვფიქ­რობ, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით, სიმ­ღე­რის სიყ­ვა­რუ­ლით წინ წა­ვი­წევ და კა­რი­ე­რა­ში წინსვლა მექ­ნე­ბა.

- რო­მელ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობთ?

- აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ. უცხო ენე­ბის და­უფ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ დიპ­ლო­მა­ტი­ით, ელ­ჩო­ბით.

- მო­მა­ვალ­ში სა­კუ­თარ თავს ამ პრო­ფე­სი­ა­ში რამ­დე­ნად ხე­დავთ?

- კი, ვხე­დავ, ახლა ძა­ლი­ან დიდი ინ­ტე­რე­სი მაქვს.

- ცეკ­ვა და სიმ­ღე­რა ჰო­ბის დო­ნე­ზე დარ­ჩე­ბა?

- მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლიც ასე­თი­ვე ძლი­ე­რია ჩემ­ში, მას ჰო­ბის ვერ და­ვარ­ქმევ, ცეკ­ვას კი­დევ შე­იძ­ლე­ბა გა­ტა­ცე­ბა ვუ­წო­დო. 3 წლის ვი­ყა­ვი, დე­დამ ჩემ­ში სიმ­ღე­რის ნიჭი რომ აღ­მო­ა­ჩი­ნა. თურ­მე, სულ ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ ვტრი­ა­ლებ­დი, ვუს­მენ­დი მუ­სი­კას, სი­ტყვე­ბი არ ვი­ცო­დი, მაგ­რამ ჩე­მე­ბუ­რად, ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად ვყვე­ბო­დი მე­ლო­დი­ებს. დე­დამ სიმ­ღე­რა­ზე შე­მიყ­ვა­ნა, მერე ვცდი­ლობ­დი, სულ მიკრო­ფონ­თან ვმდგა­რი­ყა­ვი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე თავი წარ­მო­მე­ჩი­ნა. 4 წლის რომ გავ­ხდი, სა­ზა­ფხუ­ლო კონ­ცერ­ტი ტარ­დე­ბო­და და იქ გა­მო­მიყ­ვა­ნეს. ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და, არა­ერთ სიმ­ღე­რას ვას­რუ­ლებ­დი.

- მი­ამ­ბეთ, "ნი­კოს ბენდში" რო­გორ მოხ­ვდით?

- სა­ნამ "ნი­კოს ბენ­დის" წევ­რი გავ­ხდე­ბო­დი, მა­ნამ­დე "ქარ­თულ ლი­გა­ში" ვთა­მა­შობ­დი, სა­დაც ცოტა უც­ნა­უ­რად აღ­მოვ­ჩნდი. კლა­სე­ლებ­მა "ბოლო ზა­რის­თვის" რე­ჟი­სო­რი და­ვი­ქი­რა­ვეთ. ამ რე­ჟი­სორ­მა ამის შემ­დეგ 5 ბავ­შვი შეგ­ვარ­ჩია და "ქარ­თულ ლი­გა­ში" წა­მოგ­ვიყ­ვა­ნა. მა­ნამ­დე იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მე­ბით დი­დად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მო­ვე­დი და დავ­რჩი. "ქარ­თუ­ლი ლიგა" ერთი დიდი ოჯა­ხი­ვით არის, კარ­გი გა­რე­მოა. ჯგუფ­ში ვი­ყა­ვი, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი. ზვი­ად ბლი­ა­ძემ შე­მამ­ჩნია და შე­მომ­თა­ვა­ზა, რომ ერ­თობ­ლი­ვად, "ტიკ-ტო­კის" ვი­დე­ო­ე­ბი შეგ­ვექ­მნა. ბა­ტო­ნი ზვი­ა­დი მი­წერ­და სტრო­ფებს და მოკ­ლე კო­მე­დი­ურ სიმ­ღე­რებს ვას­რუ­ლებ­დი. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­გორც ტრენ­დი, ისე ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ნი­კოს ბენდშიც ბა­ტონ­მა ზვი­ად­მა მი­მიყ­ვა­ნა. ამ ადა­მი­ა­ნის მად­ლი­ე­რი ვარ და ძა­ლი­ან დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი. "ტიკ-ტო­კის" ვი­დე­ო­ე­ბის ჩა­წე­რას ახ­ლაც ვაგ­რძე­ლებთ. უკვე 70 000-ზე მეტი გა­მომ­წე­რი მყავს და 4 ვი­დე­ოს მი­ლი­ონ­ზე მეტი ნახ­ვა აქვს. ასე­ვე მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ჩვენს ვი­დე­ო­ებ­ზე მუ­შა­ობს. "ქარ­თუ­ლი ლი­გი­დან" გა­ვი­ცა­ნი ნიკო ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი, სა­ნამ ბენდში მოხ­ვდე­ბო­დი, მა­ნამ­დე გა­და­ცე­მა "პოსტ ალი­ონ­ში" ვი­ყა­ვი მას­თან სტუმ­რად.

- ბენ­დის წევ­რებ­თან და­მე­გობ­რე­ბა უკვე მო­ას­წა­რით?

- დიახ, ამი­კო ჩო­ხა­რა­ძეს ბავ­შვო­ბი­დან სულ ვუ­ყუ­რებ­დი ტე­ლე­ვი­ზორ­ში. ნა­ნუ­კა ფორჩხი­ძე ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი, თბი­ლი ადა­მი­ა­ნია. ბენ­დის წევ­რე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­დნენ. უკვე 3 გა­და­ცე­მა გა­ვი­და, ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მხო­ლოდ და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი მეს­მის, მგო­ნი ცუდი კო­მენ­ტა­რიც კი არ და­წე­რი­ლა. ეს მხარ­და­ჭე­რა ჩემ­თვის უდი­დე­სი სტი­მუ­ლია. შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლებ და ყვე­ლა ამ ადა­მი­ანს მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი.

- ბენდში მანუ მურ­ღუ­ლია ჩა­ა­ნაც­ვლეთ. მას იც­ნობ­დით? ხომ არ გა­მო­გეხ­მა­უ­რათ?

- მანუ მა­შინ გა­ვი­ცა­ნი, რო­დე­საც მის და ირმა სო­ხა­ძის გა­და­ცე­მა­ში ვი­ყა­ვი სტუმ­რად, შემ­დეგ "ქარ­თულ ლი­გა­შიც" გა­და­ვიკ­ვე­თეთ. მანუ ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა, ნი­ჭი­ე­რი. მის გა­რეგ­ნულ სი­ლა­მა­ზე­ზე აღარ ვლა­პა­რა­კობ. ბენდში სიმ­ღე­რის შემ­დეგ, მისი შე­ფა­სე­ბა არ მო­მის­მე­ნია.

- ბენ­დის წევ­რებს რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებთ? ნიკო ნა­ნი­ტაშ­ვი­ლით და­ვი­წყოთ.

- ნიკო ჭი­ა­თუ­რე­ლია, მე - სა­ჩხე­რე­ლი და ურ­თი­ერ­თო­ბის აწყო­ბა არ გაგ­ვჭირ­ვე­ბია. სა­ერ­თო ნაც­ნო­ბე­ბიც გვყავს, ამით ერ­თმა­ნეთს უფრო და­ვუ­ახ­ლოვ­დით. ნიკო თა­ვისi საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი, ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი. ნა­ნუ­კა ფორჩხი­ძე თბი­ლი, ნაზი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე გო­გოა, კარ­გი სა­უ­ბა­რი, ძა­ლი­ან კარ­გი ბგე­რა აქვს. ამი­კო ზე­სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია, ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვა­ფა­სებ. ამი­კო რომ არის ბენდში, ამით კი­დევ უფრო ლაღი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ, მას ყო­ველ­თვის კარ­გი გან­წყო­ბა და მხი­ა­რუ­ლე­ბა შე­მო­აქვს.

- რო­გორ შეგ­ხვდე­ბოდ­ნენ ბენ­დის წევ­რე­ბი, რამ­დე­ნად გა­უ­გებ­დით ერ­თმა­ნეთს, ამა­ზე ღე­ლავ­დით?

- რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რო­გორ მი­მი­ღებ­დნენ, თა­ვი­სე­ბუ­რი გან­ცდა მქონ­და. თან, ჩემი ოც­ნე­ბა იყო ბენდში მემ­ღე­რა, ძა­ლი­ან დიდი სით­ბო და­მახ­ვედ­რეს და ამით ბედ­ნი­ე­რი ვარ.

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი რას გე­უბ­ნე­ბი­ან?

- ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ოც­ნე­ბა ავას­რუ­ლე და კი­დევ ვა­პი­რებ მათი ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბას. ოჯა­ხი ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია და ვფიქ­რობ, მათი მხარ­ში დგო­მით და გამ­ხნე­ვე­ბით, მწვერ­ვა­ლებ­საც და­ვი­პყრობ.

- მშობ­ლე­ბი სა­ჩხე­რე­ში ცხოვ­რო­ბენ?

- დიახ. მყავს ერთი წლით პა­ტა­რა და და 11 წლით პა­ტა­რა ძმა. ჩემი ძმა ყო­ველ­თვის მე­ლო­დე­ბა. ყვე­ლა შო­უ­ში, სა­დაც კი ვი­ყა­ვი, იცის, სად რას ვა­კე­თებ­დი. დე­დას შემ­დეგ, ძმა ჩემი პირ­ვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. რო­დე­საც ეკ­რან­ზე მხე­დავს, ყო­ველ­თვის დიდ ემო­ცი­ებ­შია და სი­ხა­რუ­ლის­გან აღარ იცის, რა გა­ა­კე­თოს, ეს კი­დევ უფრო დიდ ძა­ლას მაძ­ლევს.

- ლექ­ტო­რე­ბი­სა და ჯგუ­ფე­ლე­ბის­გან რო­გო­რი შე­ფა­სე­ბე­ბი მო­ის­მი­ნეთ?

- კარ­გი ჯგუ­ფე­ლე­ბი მყავს, ჯერ "ტიკ-ტოკ­ზე" მგულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ, შემ­დეგ - "ქარ­თულ ლი­გა­ში", ახლა უხა­რი­ათ, ბენდში რომ ვმღე­რი.

- შო­უ­ე­ბის ჩა­წე­რა­ზე დას­წრე­ბას ხომ არ გთხო­ვენ?

- ჯერ არა. ლექ­ტო­რე­ბი მხარს მი­ჭე­რენ და გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ მათი მოს­წავ­ლე წინსვლისa და წარ­მა­ტე­ბის­კენ მი­ის­წრაფ­ვის.

- პო­პუ­ლა­რო­ბა კარ­გია? უკვე გრძნობთ?

- ჩემი ოც­ნე­ბა იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი ჩემი ადა­მი­ა­ნო­ბით, ნი­ჭით. პო­პუ­ლა­რო­ბა არ არის ად­ვი­ლი. ვფიქ­რობ, ამას თა­ვი­სი წე­სე­ბი, და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი აქვს. ჯერ უარ­ყო­ფი­თი მხა­რე არ შემ­ხე­ბია, მსმენ­ლის კე­თილ­გან­წყო­ბა და­ვიმ­სა­ხუ­რე, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

- პო­პუ­ლა­რო­ბის უარ­ყო­ფით მხა­რე­ში რას გუ­ლის­ხმობთ?

- ადა­მი­ა­ნი ყვე­ლას მო­სა­წო­ნი ხომ ვერ იქ­ნე­ბი, ზოგ­ჯერ ამ არ­მო­წო­ნე­ბას არას­წო­რი ფორ­მით გა­მო­ხა­ტა­ვენ....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"კახა კალაძესთან შეხვედრის სურვილი მაქვს" - "ტიკტოკერი" გოგონა, რომელმაც "ნიკოს ბენდში" მანუ მურღულია ჩაანაცვლა: როგორ რეაგირებს ანანო სამხარაძე კრიტიკაზე

"კახა კალაძესთან შეხვედრის სურვილი მაქვს" - "ტიკტოკერი" გოგონა, რომელმაც "ნიკოს ბენდში" მანუ მურღულია ჩაანაცვლა: როგორ რეაგირებს ანანო სამხარაძე კრიტიკაზე

ვინ არის იგი, როგორ აღმოჩნდა ჯერ "ქართულ ლიგაში", შემდეგ "ნიკოს ბენდში", რას ფიქრობს ბენდის წევრებზე, რომელი ცნობილი პოლიტიკოსი სურს იხილოს "ნიკოს შოუში" და როგორია მისი სამომავლო გეგმა? - ამ ყველაფერზე ანანო სამხარაძე საუბრობს.

- საკუთარ თავს რამდენიმე სიტყვით როგორ დაახასიათებთ?

- საკუთარ თავზე ლაპარაკი ცოტათი რთულია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მიყვარს სიმღერა, 3 წლიდან ვმღერი და სცენაზე ვდგავარ. ჩემი ჰობია ცეკვა. ვფიქრობ, შრომისმოყვარეობით, სიმღერის სიყვარულით წინ წავიწევ და კარიერაში წინსვლა მექნება.

- რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ?

- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვსწავლობ. უცხო ენების დაუფლება, ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს. დაინტერესებული ვარ დიპლომატიით, ელჩობით.

- მომავალში საკუთარ თავს ამ პროფესიაში რამდენად ხედავთ?

- კი, ვხედავ, ახლა ძალიან დიდი ინტერესი მაქვს.

- ცეკვა და სიმღერა ჰობის დონეზე დარჩება?

- მუსიკის სიყვარულიც ასეთივე ძლიერია ჩემში, მას ჰობის ვერ დავარქმევ, ცეკვას კიდევ შეიძლება გატაცება ვუწოდო. 3 წლის ვიყავი, დედამ ჩემში სიმღერის ნიჭი რომ აღმოაჩინა. თურმე, სულ ტელევიზორის წინ ვტრიალებდი, ვუსმენდი მუსიკას, სიტყვები არ ვიცოდი, მაგრამ ჩემებურად, ასაკის შესაბამისად ვყვებოდი მელოდიებს. დედამ სიმღერაზე შემიყვანა, მერე ვცდილობდი, სულ მიკროფონთან ვმდგარიყავი, საზოგადოების წინაშე თავი წარმომეჩინა. 4 წლის რომ გავხდი, საზაფხულო კონცერტი ტარდებოდა და იქ გამომიყვანეს. ძალიან მიხაროდა, არაერთ სიმღერას ვასრულებდი.

- მიამბეთ, "ნიკოს ბენდში" როგორ მოხვდით?

- სანამ "ნიკოს ბენდის" წევრი გავხდებოდი, მანამდე "ქართულ ლიგაში" ვთამაშობდი, სადაც ცოტა უცნაურად აღმოვჩნდი. კლასელებმა "ბოლო ზარისთვის" რეჟისორი დავიქირავეთ. ამ რეჟისორმა ამის შემდეგ 5 ბავშვი შეგვარჩია და "ქართულ ლიგაში" წამოგვიყვანა. მანამდე იუმორისტული გადაცემებით დიდად დაინტერესებული არ ვიყავი, მაგრამ მოვედი და დავრჩი. "ქართული ლიგა" ერთი დიდი ოჯახივით არის, კარგი გარემოა. ჯგუფში ვიყავი, როგორც მომღერალი. ზვიად ბლიაძემ შემამჩნია და შემომთავაზა, რომ ერთობლივად, "ტიკ-ტოკის" ვიდეოები შეგვექმნა. ბატონი ზვიადი მიწერდა სტროფებს და მოკლე კომედიურ სიმღერებს ვასრულებდი. ეს მიმართულება, როგორც ტრენდი, ისე ჩამოყალიბდა. ნიკოს ბენდშიც ბატონმა ზვიადმა მიმიყვანა. ამ ადამიანის მადლიერი ვარ და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. "ტიკ-ტოკის" ვიდეოების ჩაწერას ახლაც ვაგრძელებთ. უკვე 70 000-ზე მეტი გამომწერი მყავს და 4 ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ასევე მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს ვიდეოებზე მუშაობს. "ქართული ლიგიდან" გავიცანი ნიკო ნანიტაშვილი, სანამ ბენდში მოხვდებოდი, მანამდე გადაცემა "პოსტ ალიონში" ვიყავი მასთან სტუმრად.

- ბენდის წევრებთან დამეგობრება უკვე მოასწარით?

- დიახ, ამიკო ჩოხარაძეს ბავშვობიდან სულ ვუყურებდი ტელევიზორში. ნანუკა ფორჩხიძე ძალიან საყვარელი, თბილი ადამიანია. ბენდის წევრები პროფესიონალები არიან, ყველანი ძალიან შემიყვარდნენ. უკვე 3 გადაცემა გავიდა, ადამიანებისგან მხოლოდ დადებითი შეფასებები მესმის, მგონი ცუდი კომენტარიც კი არ დაწერილა. ეს მხარდაჭერა ჩემთვის უდიდესი სტიმულია. შემთხვევით ვისარგებლებ და ყველა ამ ადამიანს მადლობას გადავუხდი.

- ბენდში მანუ მურღულია ჩაანაცვლეთ. მას იცნობდით? ხომ არ გამოგეხმაურათ?

- მანუ მაშინ გავიცანი, როდესაც მის და ირმა სოხაძის გადაცემაში ვიყავი სტუმრად, შემდეგ "ქართულ ლიგაშიც" გადავიკვეთეთ. მანუ ძალიან კარგი გოგოა, ნიჭიერი. მის გარეგნულ სილამაზეზე აღარ ვლაპარაკობ. ბენდში სიმღერის შემდეგ, მისი შეფასება არ მომისმენია.

- ბენდის წევრებს როგორ დაახასიათებთ? ნიკო ნანიტაშვილით დავიწყოთ.

- ნიკო ჭიათურელია, მე - საჩხერელი და ურთიერთობის აწყობა არ გაგვჭირვებია. საერთო ნაცნობებიც გვყავს, ამით ერთმანეთს უფრო დავუახლოვდით. ნიკო თავისi საქმის პროფესიონალია, ძალიან კარგი ადამიანი, ნიჭიერი მსახიობი. ნანუკა ფორჩხიძე თბილი, ნაზი, მოსიყვარულე გოგოა, კარგი საუბარი, ძალიან კარგი ბგერა აქვს. ამიკო ზესაოცარი ადამიანია, ძალიან მიყვარს და ვაფასებ. ამიკო რომ არის ბენდში, ამით კიდევ უფრო ლაღი და თავისუფალი ვარ, მას ყოველთვის კარგი განწყობა და მხიარულება შემოაქვს.

- როგორ შეგხვდებოდნენ ბენდის წევრები, რამდენად გაუგებდით ერთმანეთს, ამაზე ღელავდით?

- რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვნერვიულობდი, როგორ მიმიღებდნენ, თავისებური განცდა მქონდა. თან, ჩემი ოცნება იყო ბენდში მემღერა, ძალიან დიდი სითბო დამახვედრეს და ამით ბედნიერი ვარ.

- ოჯახის წევრები რას გეუბნებიან?

- ჩემი ოჯახის წევრების ოცნება ავასრულე და კიდევ ვაპირებ მათი ოცნებების ასრულებას. ოჯახი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია და ვფიქრობ, მათი მხარში დგომით და გამხნევებით, მწვერვალებსაც დავიპყრობ.

- მშობლები საჩხერეში ცხოვრობენ?

- დიახ. მყავს ერთი წლით პატარა და და 11 წლით პატარა ძმა. ჩემი ძმა ყოველთვის მელოდება. ყველა შოუში, სადაც კი ვიყავი, იცის, სად რას ვაკეთებდი. დედას შემდეგ, ძმა ჩემი პირველი გულშემატკივარია. როდესაც ეკრანზე მხედავს, ყოველთვის დიდ ემოციებშია და სიხარულისგან აღარ იცის, რა გააკეთოს, ეს კიდევ უფრო დიდ ძალას მაძლევს.

- ლექტორებისა და ჯგუფელებისგან როგორი შეფასებები მოისმინეთ?

- კარგი ჯგუფელები მყავს, ჯერ "ტიკ-ტოკზე" მგულშემატკივრობდნენ, შემდეგ - "ქართულ ლიგაში", ახლა უხარიათ, ბენდში რომ ვმღერი.

- შოუების ჩაწერაზე დასწრებას ხომ არ გთხოვენ?

- ჯერ არა. ლექტორები მხარს მიჭერენ და გახარებულები არიან, რომ მათი მოსწავლე წინსვლისa და წარმატებისკენ მიისწრაფვის.

- პოპულარობა კარგია? უკვე გრძნობთ?

- ჩემი ოცნება იყო პოპულარული გავმხდარიყავი ჩემი ადამიანობით, ნიჭით. პოპულარობა არ არის ადვილი. ვფიქრობ, ამას თავისი წესები, დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ჯერ უარყოფითი მხარე არ შემხებია, მსმენლის კეთილგანწყობა დავიმსახურე, რაც ძალიან მახარებს.

- პოპულარობის უარყოფით მხარეში რას გულისხმობთ?

- ადამიანი ყველას მოსაწონი ხომ ვერ იქნები, ზოგჯერ ამ არმოწონებას არასწორი ფორმით გამოხატავენ....წაიკითხეთ სრულად