პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აიძულა გაშიშვლებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით დაემუქრა" - 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 19 წლის ბიჭი დააკავეს
"აიძულა გაშიშვლებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით დაემუქრა" - 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 19 წლის ბიჭი დააკავეს

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, არას­რულ­წლო­ვა­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტზე, და­კა­ვე­ბუ­ლია 19 წლის მა­მა­კა­ცი.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2024 წლის აპ­რილ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა, გა­მო­გო­ნი­ლი სა­ხე­ლით სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ FACEBOOK-ის სა­შუ­ა­ლე­ბით 13 წლის გოგო გა­იც­ნო. გაც­ნო­ბი­დან მა­ლე­ვე, მათ შო­რის მი­მო­წე­რამ მი­ი­ღო ინ­ტენ­სი­უ­რი ხა­სი­ა­თი, ისი­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად სა­უბ­რობ­დნენ ერ­თმა­ნეთ­თან Facebook/Messenger-ის ვი­დე­ო­ზა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რა დრო­საც ბრალ­დე­ბულ­მა და­ში­ნე­ბით და შან­ტა­ჟის გზით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი აი­ძუ­ლა მის წი­ნა­შე გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი­ყო, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბით და­ე­მუქ­რა.

"2024 წლის მა­ის­ში, ბრალ­დე­ბულ­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის 17 წლის დას და მა­მი­ნაც­ვალს 13 წლის გო­გოს ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ვი­დეო-ფა­ი­ლე­ბი გა­და­უგ­ზავ­ნა. ასე­ვე, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის და­საც მოს­თხო­ვა მის წი­ნა­შე გა­შიშ­ვლე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბით და­ე­მუქ­რა. უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ ბრალ­დე­ბულ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ FACEBOOK-ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა და­ზა­რა­ლე­ბულ არას­რულ­წლო­ვან­თან ვი­დე­ო­ზა­რე­ბით კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სას გა­და­ღე­ბუ­ლი ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის დე­დის მო­მარ­თვის შემ­დეგ, სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ძი­ე­ბა მყი­სი­ე­რად წარ­მარ­თა. ბრალ­დე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას მის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში, ნა­ნა­ხი იქნა 13 წლის გო­გოს ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით იქნა ამო­ღე­ბუ­ლი.

ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

და­ნა­შა­უ­ლი 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"აიძულა გაშიშვლებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით დაემუქრა" - 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 19 წლის ბიჭი დააკავეს

"აიძულა გაშიშვლებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით დაემუქრა" - 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 19 წლის ბიჭი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 19 წლის მამაკაცი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილში, ბრალდებულმა, გამოგონილი სახელით სოციალური ქსელ FACEBOOK-ის საშუალებით 13 წლის გოგო გაიცნო. გაცნობიდან მალევე, მათ შორის მიმოწერამ მიიღო ინტენსიური ხასიათი, ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან Facebook/Messenger-ის ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრალდებულმა დაშინებით და შანტაჟის გზით, დაზარალებული აიძულა მის წინაშე გაშიშვლებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით დაემუქრა.

"2024 წლის მაისში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი დაზარალებულის 17 წლის დას და მამინაცვალს 13 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეო-ფაილები გადაუგზავნა. ასევე, დაზარალებულის დასაც მოსთხოვა მის წინაშე გაშიშვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრა. უარის მიღების შემდეგ ბრალდებულმა სოციალური ქსელ FACEBOOK-ში გამოაქვეყნა დაზარალებულ არასრულწლოვანთან ვიდეოზარებით კომუნიკაციისას გადაღებული ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები.

დაზარალებული არასრულწლოვანის დედის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება მყისიერად წარმართა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში, ნანახი იქნა 13 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც მტკიცებულების სახით იქნა ამოღებული.

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: