სამხედრო
საზოგადოება

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავა კიდევ ცოტა დრო და მთელი საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდება, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები იყო სწორი" - არჩილ თალაკვაძე
"გავა კიდევ ცოტა დრო და მთელი საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდება, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები იყო სწორი" - არჩილ თალაკვაძე

გავა კი­დევ ცოტა დრო და მთე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა დარ­წმუნ­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იყო სწო­რი, რე­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და ის არა­ნა­ი­რად არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ევ­რო­პულ ტრა­ექ­ტო­რი­ას, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რმა, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­თულ არ­ჩევ­ნებ­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, თუ ევ­რო­პას სჭირ­დე­ბა უფრო ეფექ­ტი­ა­ნი დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი უცხო­უ­რი ჩა­რე­ვის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­ქარ­თვე­ლო­საც სჭირ­დე­ბა ასე­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

"ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებ­მა გა­მო­ხა­ტა ევ­რო­პე­ლი ხალ­ხის ნება, მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და ცხა­დად გა­მოჩ­ნდა, რომ გან­ვი­თა­რე­ბულ დე­მოკ­რა­ტი­ებ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის წამ­ყვან ქვეყ­ნებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა პირ­და­პირ და­უ­ჭი­რეს მხა­რი იმ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს და ჯგუ­ფებს, რომ­ლე­ბიც მო­ქა­ლა­ქე­ებს აძ­ლე­ვენ უსაფრ­თხო­ე­ბის და მშვი­დო­ბის გა­რან­ტი­ებს, აძ­ლე­ვენ გა­რან­ტი­ებს უფრო ძლი­ე­რი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის­თვის. მოვა დრო ჩვენც მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც იქ­ნე­ბა იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი, რო­მე­ლიც დღეს აქ­ტუ­ა­ლუ­რია ევ­რო­პა­ში.

აქვე არ უნდა გა­მოგ­ვრჩეს ერთი გა­რე­მო­ე­ბა - ნი­შან­დობ­ლი­ვია ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნის გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც პირ­და­პირ ისა­უბ­რა უცხო­ე­თის შე­საძ­ლო ჩა­რე­ვის და მისი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კა­ში გარე ზე­გავ­ლე­ნის პრობ­ლე­მა­ზე, რა­ზეც ზუს­ტად ჩვენ გვაკ­რი­ტი­კებ­დნენ ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. მა­ში­ნაც ვამ­ბობ­დით და ახ­ლაც ვამ­ბობთ, ეს წე­რია ევ­რო­კავ­ში­რის ან­გა­რი­შებ­შიც, რომ პო­ლი­ტი­კა­ში და დე­მოკ­რა­ტი­ა­ში უცხო­უ­რი ზე­გავ­ლე­ნა არის გა­მოწ­ვე­ვა ევ­რო­პა­ში. რაც არის პრობ­ლე­მა ევ­რო­პა­ში, რა თქმა უნდა, ის პრობ­ლე­მა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი არის სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ასე რომ, თუ ევ­რო­პას სჭირ­დე­ბა უფრო ეფექ­ტი­ა­ნი დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი გარე ზე­გავ­ლე­ნის, უცხო­უ­რი ჩა­რე­ვის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­ქარ­თვე­ლო­საც სჭირ­დე­ბა ასე­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბი," - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის ბოლო საპ­როგ­ნო­ზო მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, მე­მარ­ჯვე­ნე-ცენ­ტრის­ტულ­მა „ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ამ“ (EPP) ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში 184 ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ო­რე ად­გილ­ზეა „სო­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა“ და „დე­მოკ­რა­ტე­ბის“ (S&D) ბლო­კი 139 მან­და­ტით. ლი­ბე­რა­ლურ­მა „ევ­რო­პულ­მა გა­ნახ­ლე­ბამ“ 22 ად­გი­ლი და­კარ­გა, „მწვა­ნე­ებ­მა“ კი 20 და არ­ჩევ­ნებ­ში 80 და 52 მან­და­ტი მო­ი­პო­ვეს. მე­მარ­ჯვე­ნე და ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე ჯგუ­ფე­ბი „ევ­რო­პე­ლი კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი და რე­ფორ­მის­ტე­ბი“ (ECR) და “იდენ­ტო­ბა და დე­მოკ­რა­ტია” (ID) - 73 და 58 მან­და­ტი. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­მელ ჯგუფს და­უ­ჭერს მხარს 95 და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"გავა კიდევ ცოტა დრო და მთელი საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდება, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები იყო სწორი" - არჩილ თალაკვაძე

"გავა კიდევ ცოტა დრო და მთელი საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდება, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები იყო სწორი" - არჩილ თალაკვაძე

გავა კიდევ ცოტა დრო და მთელი საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდება, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და გადაწყვეტილებები იყო სწორი, რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული და ის არანაირად არ ეწინააღმდეგება ევროპულ ტრაექტორიას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ევროპარლამენტში გამართულ არჩევნებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ევროპას სჭირდება უფრო ეფექტიანი დაცვის მექანიზმები უცხოური ჩარევის წინააღმდეგ, საქართველოსაც სჭირდება ასეთი მექანიზმები.

"ევროპარლამენტის არჩევნებმა გამოხატა ევროპელი ხალხის ნება, მათი დამოკიდებულებები და ცხადად გამოჩნდა, რომ განვითარებულ დემოკრატიებში, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში მოქალაქეებმა პირდაპირ დაუჭირეს მხარი იმ პოლიტიკურ პარტიებს და ჯგუფებს, რომლებიც მოქალაქეებს აძლევენ უსაფრთხოების და მშვიდობის გარანტიებს, აძლევენ გარანტიებს უფრო ძლიერი სუვერენიტეტისთვის. მოვა დრო ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას ევროპარლამენტის არჩევნებში. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოებაც იქნება იმ ღირებულებების მხარდამჭერი, რომელიც დღეს აქტუალურია ევროპაში.

აქვე არ უნდა გამოგვრჩეს ერთი გარემოება - ნიშანდობლივია ვიოლა ფონ კრამონის განცხადება, სადაც პირდაპირ ისაუბრა უცხოეთის შესაძლო ჩარევის და მისი ქვეყნის პოლიტიკაში გარე ზეგავლენის პრობლემაზე, რაზეც ზუსტად ჩვენ გვაკრიტიკებდნენ ბოლო თვეების განმავლობაში. მაშინაც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, ეს წერია ევროკავშირის ანგარიშებშიც, რომ პოლიტიკაში და დემოკრატიაში უცხოური ზეგავლენა არის გამოწვევა ევროპაში. რაც არის პრობლემა ევროპაში, რა თქმა უნდა, ის პრობლემა და საჭიროებები არის საქართველოშიც. ასე რომ, თუ ევროპას სჭირდება უფრო ეფექტიანი დაცვის მექანიზმები გარე ზეგავლენის, უცხოური ჩარევის წინააღმდეგ, საქართველოსაც სჭირდება ასეთი მექანიზმები," - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში 184 ადგილი მოიპოვა. მედიის ინფორმაციით, მეორე ადგილზეა „სოციალისტებისა“ და „დემოკრატების“ (S&D) ბლოკი 139 მანდატით. ლიბერალურმა „ევროპულმა განახლებამ“ 22 ადგილი დაკარგა, „მწვანეებმა“ კი 20 და არჩევნებში 80 და 52 მანდატი მოიპოვეს. მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფები „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR) და “იდენტობა და დემოკრატია” (ID) - 73 და 58 მანდატი. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ჯგუფს დაუჭერს მხარს 95 დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"