მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალცჰაიმერის დაავადება - რა უნდა იცოდეთ მასზე?
ალცჰაიმერის დაავადება - რა უნდა იცოდეთ მასზე?

ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბა ნე­ი­რო­დე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის (თა­ვის ტვი­ნის) პა­თო­ლო­გი­ა­თა კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა. ის, ძი­რი­თა­დად, ხან­დაზ­მულ პი­რებ­ში ვი­თარ­დე­ბა და წარ­მო­ად­გენს დე­მენ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ მი­ზეზს. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO) მი­ხედ­ვით, გლო­ბა­ლუ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 55 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი დე­მენ­ცი­ის დი­აგ­ნო­ზით ცხოვ­რობს, აქე­დან შემ­თხვე­ვა­თა 60-70% ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბა­ზე მო­დის.

ივ­ნი­სი ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის თვეა. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, თო­დუ­ას კლი­ნი­კის ნევ­რო­ლოგ და­ვით ელი­ა­ურ­თან ერ­თად მას­ზე უფრო დე­ტა­ლუ­რად მო­გიყ­ვეთ.

ბა­ტო­ნო და­ვით, ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბის რა ფორ­მე­ბი არ­სე­ბობს?

გა­მოვ­ყოფთ ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბის რამ­დე­ნი­მე ფორ­მას. ერთ-ერ­თია ტი­პუ­რი ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ხან­დაზ­მულ ასაკ­ში, უმე­ტე­სად, 60 წლის ასა­კის შემ­დეგ ვი­თარ­დე­ბა. მისი სიხ­ში­რე და გავ­რცე­ლე­ბა კი ორ­მაგ­დე­ბა ყო­ველ 5 წე­ლი­წად­ში 65 წლის ასა­კის შემ­დეგ.

არ­სე­ბობს ად­რე­უ­ლი და­წყე­ბის ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც და­ა­ვა­დე­ბულ­თა და­ახ­ლო­ე­ბით 5%-ში გვხდე­ბა. სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნა 65 წლამ­დე იშ­ვი­ა­თია, არ არის მკა­ფი­ოდ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ოჯა­ხურ ანამ­ნეზ­თან და, შე­სა­ბა­მი­სად, შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს სპო­რა­დუ­ლად. ამ ტი­პის ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რებს ხში­რად აღე­ნიშ­ნე­ბათ პა­თო­ლო­გი­ის­თვის გარ­კვე­ულ­წი­ლად ატი­პი­უ­რი სიმპტო­მე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ენობ­რი­ვი, ვი­ზუ­ა­ლუ­რი ან გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის ცვლი­ლე­ბე­ბი. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ის ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მეხ­სი­ე­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბით.

შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თია ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბის მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი ფორ­მე­ბი. ის ჩვე­უ­ლებ­რივ ვლინ­დე­ბა 65 წლამ­დე ასაკ­ში (ხში­რად 40-50 წლის პი­რებ­ში). იგი შე­ად­გენს ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­თა 1%-ზე ნაკ­ლებს და რო­გორც წესი, აუ­ტო­სო­მურ-დო­მი­ნან­ტურ და­მემ­კვიდ­რე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა (და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გე­ნე­ბის მუ­ტა­ცი­ებ­თან, რომ­ლე­ბიც ბეტა-ამი­ლო­ი­დის (Aβ) მე­ტა­ბო­ლიზმს, მათ შო­რის ამი­ლო­ი­დის წი­ნა­მორ­ბედ პრო­ტე­ინს (APP), პრე­სე­ნი­ლინ-1-სა (PSEN1) და პრე­სე­ნი­ლინ-2-ს (PSEN2) აკო­დი­რებს).

ცალ­კე გა­მოვ­ყოფთ და­უ­ნის სინ­დრომ­თან ასო­ცი­რე­ბულ ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბას. საქ­მე ისაა, რომ და­უ­ნის სინ­დრო­მის მქო­ნე პი­რებს აქვთ ამი­ლო­ი­დის წი­ნა­მორ­ბე­დი პრო­ტე­ი­ნის (APP) და­მა­ტე­ბი­თი გე­ნის დოზა 21-ე ქრო­მო­სო­მის ტრი­სო­მი­ის გამო და გარ­და­უ­ვა­ლად უვი­თარ­დე­ბათ ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბა. სიმპტო­მე­ბი ვლინ­დე­ბა 10-20 წლით უფრო ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში, ვიდ­რე ეს სა­ერ­თო პო­პუ­ლა­ცი­ის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

რა კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბა?

და­ა­ვა­დე­ბის კარ­დი­ნა­ლუ­რი სიმპტო­მი მეხ­სი­ე­რე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბაა. სხვა ტი­პის კოგ­ნი­ტუ­რი დის­ფუნ­ქცია კი შე­იძ­ლე­ბა მეხ­სი­ე­რე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად ან მის შემ­დეგ გა­მოვ­ლინ­დეს. და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია თა­ვის ტვი­ნის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ფუნ­ქცია, მსჯე­ლო­ბი­სა და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის უნა­რი. თუმ­ცა და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბას­თან ერ­თად რა­ი­მე ტი­პის ამო­ცა­ნის გა­დაჭ­რის უნა­რის ქვე­ით­დე­ბა.

ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბის დროს ზი­ან­დე­ბა სხვა კოგ­ნი­ტუ­რი ფუნ­ქცი­ე­ბიც. ვი­ზუ­ა­ლურ-სივ­რცი­თი უკ­მა­რი­სო­ბა ხში­რად ვლინ­დე­ბა შე­და­რე­ბით ად­რე­ულ პე­რი­ოდ­ში, ხოლო ენობ­რი­ვი ფუნ­ქცი­ის მოშ­ლა ვლინ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბის მოგ­ვი­ა­ნე­ბით პე­რი­ოდ­ში. იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­ში, ენობ­რი­ვი დე­ფი­ცი­ტი, ვი­ზუ­ა­ლურ-სივ­რცი­თი დარ­ღვე­ვე­ბი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა სა­წყის ეტაპ­ზე­ვე და­ზი­ან­დეს.

ნე­იროფ­სი­ქი­ატ­რი­უ­ლი სიმპტო­მე­ბი ხში­რია და­ა­ვა­დე­ბის შუა და გვი­ან პე­რი­ოდ­ში. იგი გუ­ლის­ხმობს დეპ­რე­სი­ის, ქცე­ვი­თი დარ­ღვე­ვე­ბის გა­ჩე­ნას, მათ შო­რის აჟი­ტა­ცი­ის, აგ­რე­სი­ის, ფსი­ქო­ზის (ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი, ბოდ­ვე­ბი) არ­სე­ბო­ბას.

გარ­და ამი­სა, ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ისე­თი სიმპტო­მე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა დისპრაქ­სია (დას­წავ­ლი­ლი რთუ­ლი მო­ტო­რუ­ლი ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბა – ჩაც­მა, ჭურ­ჭლის გა­მო­ყე­ნე­ბა, თა­ვის მოვ­ლა), ყნოს­ვის დის­ფუნ­ქცია, ძი­ლის დარ­ღვე­ვა, ეპი­ლეფ­სი­უ­რი გულყრე­ბი (ვი­თარ­დე­ბა გვი­ან სტა­დი­ა­ზე, და­ა­ვა­დე­ბულ­თა 10-20%- ში). მას ასე­ვე ახა­სი­ა­თებს მო­ტო­რუ­ლი სიმპტო­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­გო­რე­ბი­ცაა მი­ოკ­ლო­ნუ­სი, პი­რა­მი­დუ­ლი და ექ­სტრა­პი­რა­მი­დუ­ლი სიმპტო­მე­ბი.

რო­გორ ხდე­ბა და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა?

ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი დიდ­წი­ლად კლი­ნი­კუ­რი შე­ფა­სე­ბით ის­მე­ბა.

მას­ზე ეჭ­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ასე­ვე, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ყვე­ლა პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­დე­ბა თა­ვის ტვი­ნის მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (MRI). გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში, მა­გა­ლი­თად, ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში და­წყე­ბის ან ატი­პი­უ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბის დროს, შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო გახ­დეს სხვა სა­ხის ნე­ი­რო­ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის ან ბი­ო­მარ­კე­რუ­ლი ტეს­ტე­ბის შე­ფა­სე­ბაც.

რაც შე­ე­ხე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას, დღეს მისი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს და­ა­ვა­დე­ბის ზო­გი­ერ­თი სიმპტო­მი, თუმ­ცა მისი პროგ­რე­სი­რე­ბის შე­ჩე­რე­ბა და სრუ­ლად გან­კურ­ნე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია.

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ალცჰაიმერის დაავადება - რა უნდა იცოდეთ მასზე?

ალცჰაიმერის დაავადება - რა უნდა იცოდეთ მასზე?

ალცჰაიმერის დაავადება ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის (თავის ტვინის) პათოლოგიათა კატეგორიას მიეკუთვნება. ის, ძირითადად, ხანდაზმულ პირებში ვითარდება და წარმოადგენს დემენციის განვითარების ყველაზე გავრცელებულ მიზეზს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, გლობალურად დაახლოებით 55 მილიონი ადამიანი დემენციის დიაგნოზით ცხოვრობს, აქედან შემთხვევათა 60-70% ალცჰაიმერის დაავადებაზე მოდის.

ივნისი ალცჰაიმერის დაავადების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების თვეა. ამიტომ გადავწყვიტეთ, თოდუას კლინიკის ნევროლოგ დავით ელიაურთან ერთად მასზე უფრო დეტალურად მოგიყვეთ.

ბატონო დავით, ალცჰაიმერის დაავადების რა ფორმები არსებობს?

გამოვყოფთ ალცჰაიმერის დაავადების რამდენიმე ფორმას. ერთ-ერთია ტიპური ალცჰაიმერის დაავადება, რომელიც ხანდაზმულ ასაკში, უმეტესად, 60 წლის ასაკის შემდეგ ვითარდება. მისი სიხშირე და გავრცელება კი ორმაგდება ყოველ 5 წელიწადში 65 წლის ასაკის შემდეგ.

არსებობს ადრეული დაწყების ალცჰაიმერის დაავადება, რომელიც დაავადებულთა დაახლოებით 5%-ში გვხდება. სიმპტომების გამოვლენა 65 წლამდე იშვიათია, არ არის მკაფიოდ დაკავშირებული ოჯახურ ანამნეზთან და, შესაბამისად, შეიძლება ჩაითვალოს სპორადულად. ამ ტიპის ალცჰაიმერის დაავადების მქონე პირებს ხშირად აღენიშნებათ პათოლოგიისთვის გარკვეულწილად ატიპიური სიმპტომები, როგორებიცაა ენობრივი, ვიზუალური ან გუნება-განწყობის ცვლილებები. ამ შემთხვევაში, ის ნაკლებად გამოიხატება მეხსიერების დაზიანებით.

შედარებით იშვიათია ალცჰაიმერის დაავადების მემკვიდრეობითი ფორმები. ის ჩვეულებრივ ვლინდება 65 წლამდე ასაკში (ხშირად 40-50 წლის პირებში). იგი შეადგენს ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევათა 1%-ზე ნაკლებს და როგორც წესი, აუტოსომურ-დომინანტურ დამემკვიდრებით ხასიათდება (დაკავშირებულია გენების მუტაციებთან, რომლებიც ბეტა-ამილოიდის (Aβ) მეტაბოლიზმს, მათ შორის ამილოიდის წინამორბედ პროტეინს (APP), პრესენილინ-1-სა (PSEN1) და პრესენილინ-2-ს (PSEN2) აკოდირებს).

ცალკე გამოვყოფთ დაუნის სინდრომთან ასოცირებულ ალცჰაიმერის დაავადებას. საქმე ისაა, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირებს აქვთ ამილოიდის წინამორბედი პროტეინის (APP) დამატებითი გენის დოზა 21-ე ქრომოსომის ტრისომიის გამო და გარდაუვალად უვითარდებათ ალცჰაიმერის დაავადება. სიმპტომები ვლინდება 10-20 წლით უფრო ახალგაზრდა ასაკში, ვიდრე ეს საერთო პოპულაციისთვის არის დამახასიათებელი.

რა კლინიკური გამოვლინებებით ხასიათდება ალცჰაიმერის დაავადება?

დაავადების კარდინალური სიმპტომი მეხსიერების დაქვეითებაა. სხვა ტიპის კოგნიტური დისფუნქცია კი შეიძლება მეხსიერების დაქვეითების განვითარებასთან ერთად ან მის შემდეგ გამოვლინდეს. დაავადების ადრეულ ეტაპზე შენარჩუნებულია თავის ტვინის აღმასრულებელი ფუნქცია, მსჯელობისა და პრობლემის გადაჭრის უნარი. თუმცა დაავადების პროგრესირებასთან ერთად რაიმე ტიპის ამოცანის გადაჭრის უნარის ქვეითდება.

ალცჰაიმერის დაავადების დროს ზიანდება სხვა კოგნიტური ფუნქციებიც. ვიზუალურ-სივრცითი უკმარისობა ხშირად ვლინდება შედარებით ადრეულ პერიოდში, ხოლო ენობრივი ფუნქციის მოშლა ვლინდება დაავადების მოგვიანებით პერიოდში. იშვიათ შემთხვევებში, ენობრივი დეფიციტი, ვიზუალურ-სივრცითი დარღვევები და აღმასრულებელი ფუნქციები შეიძლება საწყის ეტაპზევე დაზიანდეს.

ნეიროფსიქიატრიული სიმპტომები ხშირია დაავადების შუა და გვიან პერიოდში. იგი გულისხმობს დეპრესიის, ქცევითი დარღვევების გაჩენას, მათ შორის აჟიტაციის, აგრესიის, ფსიქოზის (ჰალუცინაციები, ბოდვები) არსებობას.

გარდა ამისა, ალცჰაიმერის დაავადებისთვის დამახასიათებელია ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა დისპრაქსია (დასწავლილი რთული მოტორული ამოცანის შესრულება – ჩაცმა, ჭურჭლის გამოყენება, თავის მოვლა), ყნოსვის დისფუნქცია, ძილის დარღვევა, ეპილეფსიური გულყრები (ვითარდება გვიან სტადიაზე, დაავადებულთა 10-20%- ში). მას ასევე ახასიათებს მოტორული სიმპტომების განვითარება, როგორებიცაა მიოკლონუსი, პირამიდული და ექსტრაპირამიდული სიმპტომები.

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა?

ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი დიდწილად კლინიკური შეფასებით ისმება.

მასზე ეჭვის შემთხვევაში, ასევე, რეკომენდებულია ყველა პაციენტს ჩაუტარდება თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI). გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად, ახალგაზრდა ასაკში დაწყების ან ატიპიური გამოვლინებების დროს, შეიძლება საჭირო გახდეს სხვა სახის ნეიროვიზუალიზაციის ან ბიომარკერული ტესტების შეფასებაც.

რაც შეეხება მკურნალობას, დღეს მისი დანიშნულებაა გააუმჯობესოს დაავადების ზოგიერთი სიმპტომი, თუმცა მისი პროგრესირების შეჩერება და სრულად განკურნება ჯერჯერობით შეუძლებელია.

R