პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რიკოთი მიწისძვრის კუთხით ბომბია... იქ არსებულ ესტაკადებს აქვთ სერიოზული პრობლემა, რამდენიმე კვლევა ვნახე და..." - თეა გოდოლაძე
"რიკოთი მიწისძვრის კუთხით ბომბია... იქ არსებულ ესტაკადებს აქვთ სერიოზული პრობლემა, რამდენიმე კვლევა ვნახე და..." - თეა გოდოლაძე

გუ­შინ წვი­მის გამო მო­ქა­ლა­ქე­ებს რი­კოთ­ზე კი­ლო­მეტ­რი­ან სა­ცობ­ში სა­ა­თო­ბით მო­უ­წი­ათ დგო­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე მოძ­რა­ო­ბა დრო­ე­ბით იყო შე­ზღუ­დუ­ლი, რად­გან სა­ვალ ნა­წილ­ზე წყა­ლი და ლაფი ჩა­მო­ვი­და.

"კერ­ძოდ, სო­ფე­ლი ხე­ვის მიმ­დე­ბა­რედ, მშე­ნე­ბა­რე მო­ნაკ­ვეთ­თან, ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად, ფერ­დო­ბი­დან წყლი­სა და ლა­ფის მასა გად­მო­ვი­და გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე, რის გა­მოც, გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, დრო­ე­ბით შე­ი­ზღუ­და ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა.

გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აღ­დგა.

ამ ეტაპ­ზე, რი­კო­თის სა­უ­ღელ­ტე­ხი­ლო მო­ნაკ­ვეთ­ზე მოძ­რა­ო­ბა ორ­მხრივ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ასე­ვე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე მე­წყრის ჩა­მოს­ვლის შე­სა­ხებ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­შფო­თე­ბა იმ კად­რებ­მა გა­მო­იწ­ვია, სა­დაც ახალ აშე­ნე­ბუ­ლი ეს­ტა­კა­და ჩანს. კად­რებ­ში ვხე­დავთ, რო­გორ გად­მო­დის ეს­ტა­კა­დი­დან ქვი­შა და წყა­ლი.

სე­ის­მო­ლო­გი თეა გო­დო­ლა­ძე წერს, რომ ეს­ტა­კა­დას აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა. ასე­ვე ამ­ბობს, რომ ეს­ტა­კა­და გა­დახ­რი­ლია, მისი ბო­ძე­ბი წვრი­ლია და სა­კი­თხა­ვია ის მი­წისძვრას გა­უძ­ლებს თუ არა.

"ბევ­რჯერ დავ­წე­რე, კი­დევ დავ­წერ, რი­კო­თის ეს­ტა­კა­დებს აქვთ ძა­ლი­ან დიდი და სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა. რამ­დე­ნი­მე კვლე­ვა ვნა­ხე(სამ­წუ­ხა­როდ ის დო­კუ­მენ­ტა­ცია არ მაქვს), სა­დაც ეწე­რა, რომ ად­გილ­ზე გე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ვერ ჩა­ტარ­და მი­უ­ვა­ლო­ბის გამო.

კაც­მა არ იცის, მყარ გრუნტზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ბო­ძე­ბი თუ არა. ერთი თა­ვად აი­ღეს, გა­და­ი­ხა­რა და იმი­ტომ. სე­ის­მუ­რი კვლე­ვა არ დევს. რი­კო­თი მი­წისძვრის კუ­თხით ბომ­ბია და ეს­ტა­კა­დე­ბის ბო­ძე­ბი ძა­ლი­ან წვრი­ლი, ძლი­ერ მი­წისძვრას რომ გა­უძ­ლოს! ახლა და­ე­წყვეთ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და საგ­ზა­ოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და მლან­ძღეთ. ჩი­ტებს ამ­ბა­ვი მო­აქვთ გე­თაყ­ვა!" - წერს თეა გო­დო­ლა­ძე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"რიკოთი მიწისძვრის კუთხით ბომბია... იქ არსებულ ესტაკადებს აქვთ სერიოზული პრობლემა, რამდენიმე კვლევა ვნახე და..." - თეა გოდოლაძე

"რიკოთი მიწისძვრის კუთხით ბომბია... იქ არსებულ ესტაკადებს აქვთ სერიოზული პრობლემა, რამდენიმე კვლევა ვნახე და..." - თეა გოდოლაძე

გუშინ წვიმის გამო მოქალაქეებს რიკოთზე კილომეტრიან საცობში საათობით მოუწიათ დგომა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით იყო შეზღუდული, რადგან სავალ ნაწილზე წყალი და ლაფი ჩამოვიდა.

"კერძოდ, სოფელი ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გაწმენდითი სამუშაოები დასრულებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამ ეტაპზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია რიკოთის უღელტეხილზე მეწყრის ჩამოსვლის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მოქალაქეების განსაკუთრებული აღშფოთება იმ კადრებმა გამოიწვია, სადაც ახალ აშენებული ესტაკადა ჩანს. კადრებში ვხედავთ, როგორ გადმოდის ესტაკადიდან ქვიშა და წყალი.

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე წერს, რომ ესტაკადას აქვს სერიოზული პრობლემა. ასევე ამბობს, რომ ესტაკადა გადახრილია, მისი ბოძები წვრილია და საკითხავია ის მიწისძვრას გაუძლებს თუ არა.

"ბევრჯერ დავწერე, კიდევ დავწერ, რიკოთის ესტაკადებს აქვთ ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემა. რამდენიმე კვლევა ვნახე(სამწუხაროდ ის დოკუმენტაცია არ მაქვს), სადაც ეწერა, რომ ადგილზე გეოლოგიური სამუშაოები ვერ ჩატარდა მიუვალობის გამო.

კაცმა არ იცის, მყარ გრუნტზეა დაფუძნებული ბოძები თუ არა. ერთი თავად აიღეს, გადაიხარა და იმიტომ. სეისმური კვლევა არ დევს. რიკოთი მიწისძვრის კუთხით ბომბია და ესტაკადების ბოძები ძალიან წვრილი, ძლიერ მიწისძვრას რომ გაუძლოს! ახლა დაეწყვეთ ინფრასტრუქტურის და საგზაოს თანამშრომლები და მლანძღეთ. ჩიტებს ამბავი მოაქვთ გეთაყვა!" - წერს თეა გოდოლაძე.

წაიკითხეთ ასევე: