პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დევიდ კამერონი "დაპრანკეს" - ბრიტანელ მინისტრს პოროშენკოს სახელით ვიდეოზარით დაურეკეს: "ის ძალიან ჰგავდა პეტროს"
დევიდ კამერონი "დაპრანკეს" - ბრიტანელ მინისტრს პოროშენკოს სახელით ვიდეოზარით დაურეკეს: "ის ძალიან ჰგავდა პეტროს"

ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი დე­ვიდ კა­მე­რო­ნი უხე­ში ხუმ­რო­ბის მსხვერ­პლი გახ­და - რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, ცოტა ხნის წინ, კა­მე­რო­ნი ვი­დეო ბმუ­ლით ესა­უბ­რა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც თავს უკ­რა­ი­ნის ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტად, პეტ­რო პო­რო­შენ­კოდ ასა­ღებ­და. მა­თი­ვე თქმით, მა­მა­კა­ცი ძა­ლი­ან ჰგავ­და პო­რო­შენ­კოს, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც მან "სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის" სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­თხო­ვა, სა­უ­ბა­რი შე­წყდა.

  • სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იუ­წყე­ბა, რომ სა­უ­ბა­რი "ბოლო დღე­ებ­ში" შედ­გა, მაგ­რამ არ აკონ­კრე­ტე­ბენ, თუ ვის შე­ეძ­ლო რე­ა­ლუ­რად და­ე­რე­კა, რაზე ისა­უბ­რეს ან რო­გორ მო­ა­ხერ­ხეს თავ­დამ­სხმე­ლებ­მა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბა.

წარ­სულ­ში რუსი სა­ტე­ლე­ფო­ნო თაღ­ლი­თე­ბი ალექ­სეი სტო­ლი­ა­რო­ვი და ვლა­დი­მერ კუზ­ნე­ცო­ვი, რომ­ლე­ბიც ცნო­ბი­ლია მეტ­სა­ხე­ლე­ბით ლექ­სუ­სი და ვო­ვა­ნი, არა­ერ­თხელ ესა­უბრნენ ბრი­ტა­ნელ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს. 2018 წელს მათ და­უ­რე­კეს ბო­რის ჯონ­სონს, რო­მე­ლიც მა­შინ ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო და თავი სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნად გა­ა­სა­ღეს. 2022 წლის მარ­ტში ბრი­ტა­ნე­თის მა­შინ­დელ თავ­დაც­ვის მდი­ვან ბენ უო­ლესს უკ­რა­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­ხე­ლით და­უ­კავ­შირ­დნენ.

ჯერ არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა ინ­ფორ­მა­ცია, მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ თუ არა ვო­ვა­ნი და ლექ­სუ­სი დე­ვიდ კა­მე­რო­ნის ინ­ცი­დენ­ტში.

წყა­რო: BBC

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

დევიდ კამერონი "დაპრანკეს" - ბრიტანელ მინისტრს პოროშენკოს სახელით ვიდეოზარით დაურეკეს: "ის ძალიან ჰგავდა პეტროს"

დევიდ კამერონი "დაპრანკეს" - ბრიტანელ მინისტრს პოროშენკოს სახელით ვიდეოზარით დაურეკეს: "ის ძალიან ჰგავდა პეტროს"

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი უხეში ხუმრობის მსხვერპლი გახდა - როგორც სამინისტროში აცხადებენ, ცოტა ხნის წინ, კამერონი ვიდეო ბმულით ესაუბრა ადამიანს, რომელიც თავს უკრაინის ყოფილ პრეზიდენტად, პეტრო პოროშენკოდ ასაღებდა. მათივე თქმით, მამაკაცი ძალიან ჰგავდა პოროშენკოს, თუმცა მას შემდეგ, რაც მან "სხვა ადამიანების" საკონტაქტო ინფორმაცია მოითხოვა, საუბარი შეწყდა.

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ საუბარი "ბოლო დღეებში" შედგა, მაგრამ არ აკონკრეტებენ, თუ ვის შეეძლო რეალურად დაერეკა, რაზე ისაუბრეს ან როგორ მოახერხეს თავდამსხმელებმა სამინისტროს წარმომადგენლებთან კონტაქტის დამყარება.

წარსულში რუსი სატელეფონო თაღლითები ალექსეი სტოლიაროვი და ვლადიმერ კუზნეცოვი, რომლებიც ცნობილია მეტსახელებით ლექსუსი და ვოვანი, არაერთხელ ესაუბრნენ ბრიტანელ ოფიციალურ პირებს. 2018 წელს მათ დაურეკეს ბორის ჯონსონს, რომელიც მაშინ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და თავი სომხეთის პრემიერ-მინისტრად, ნიკოლ ფაშინიანად გაასაღეს. 2022 წლის მარტში ბრიტანეთის მაშინდელ თავდაცვის მდივან ბენ უოლესს უკრანის პრემიერ-მინისტრის სახელით დაუკავშირდნენ.

ჯერ არ გავრცელებულა ინფორმაცია, მონაწილეობდნენ თუ არა ვოვანი და ლექსუსი დევიდ კამერონის ინციდენტში.

წყარო: BBC