მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმძიმესი უბედური შემთხვევა ინგლისში: 2 წლის ბიჭუნა, მამის ცხედართან ერთად, ბინაში გარდაცვლილი იპოვეს - ბავშვის სიკვდილის მიზეზი დეჰიდრატაცია გახდა
უმძიმესი უბედური შემთხვევა ინგლისში: 2 წლის ბიჭუნა, მამის ცხედართან ერთად, ბინაში გარდაცვლილი იპოვეს - ბავშვის სიკვდილის მიზეზი დეჰიდრატაცია გახდა

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ცენ­ტრა­ლურ ინ­გლის­ში, ლინ­კოლნში­რის საგ­რა­ფო­ში, სა­დაც 2 წლის ბრონ­სონ ბა­ტერსბი, მა­მას­თან ერ­თად, სა­კუ­თარ ბი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს - გა­მო­ძი­ე­ბის თქმით, ბავ­შვის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი დე­ჰიდ­რა­ტა­ცია გახ­და.

კე­ნეტ ბრებ­სი­ნი 60 წლის იყო და გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძო­და. მა­მა­კა­ცი უმუ­შე­ვა­რი იყო და ძი­რი­თა­დად, სო­ცი­ა­ლუ­რი სერ­ვი­სის დახ­მა­რე­ბით ცხოვ­რობ­და. ცხედ­რე­ბი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან თით­ქმის 2 კვი­რის შემ­დეგ, მას მერე იპო­ვეს, რაც მე­ზო­ბელ­მა პო­ლი­ცი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ ბრენ­სო­ნი რამ­დე­ნი­მე დღე არ უნა­ხავს, მათი ბი­ნი­დან კი სა­ში­ნე­ლი სუნი გა­მო­დი­ო­და. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა პა­ტა­რა მა­მის ფე­ხებ­თან ნა­ხეს. გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვა გახ­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა პა­რა­ლე­ლუ­რად, ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ გა­მო­ძი­ე­ბას ჩა­ა­ტა­რებს ლინ­კოლნში­რის ბავ­შვთა დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­შიც აგ­რეთ­ვე ჩა­ერ­თვე­ბი­ან: ლინ­კოლნში­რის საბ­ჭო, პო­ლი­ცია და ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, დრო გა­მოვ­ყოთ ამ ტრა­გი­კუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის სრუ­ლად შე­სას­წავ­ლად", - გა­ნა­ცხა­და კრის კუკ­მა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ.

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, ბავ­შვი მა­მას­თან ცხოვ­რობ­და მას მერე, რაც ის ცოლს და­შორ­და და ბავ­შვის დედა, ორ უფ­როს შვილ­თან ერ­თად, სხვა ბი­ნა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

უმძიმესი უბედური შემთხვევა ინგლისში: 2 წლის ბიჭუნა, მამის ცხედართან ერთად, ბინაში გარდაცვლილი იპოვეს - ბავშვის სიკვდილის მიზეზი დეჰიდრატაცია გახდა

უმძიმესი უბედური შემთხვევა ინგლისში: 2 წლის ბიჭუნა, მამის ცხედართან ერთად, ბინაში გარდაცვლილი იპოვეს - ბავშვის სიკვდილის მიზეზი დეჰიდრატაცია გახდა

ტრაგედია დატრიალდა ცენტრალურ ინგლისში, ლინკოლნშირის საგრაფოში, სადაც 2 წლის ბრონსონ ბატერსბი, მამასთან ერთად, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს - გამოძიების თქმით, ბავშვის სიკვდილის მიზეზი დეჰიდრატაცია გახდა.

კენეტ ბრებსინი 60 წლის იყო და გულის დაავადებას ებრძოდა. მამაკაცი უმუშევარი იყო და ძირითადად, სოციალური სერვისის დახმარებით ცხოვრობდა. ცხედრები გარდაცვალებიდან თითქმის 2 კვირის შემდეგ, მას მერე იპოვეს, რაც მეზობელმა პოლიციას განუცხადა, რომ ბრენსონი რამდენიმე დღე არ უნახავს, მათი ბინიდან კი საშინელი სუნი გამოდიოდა. სამართალდამცავებმა პატარა მამის ფეხებთან ნახეს. გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

სამართალდამცავთა პარალელურად, ბავშვის გარდაცვალების დამოუკიდებელ გამოძიებას ჩაატარებს ლინკოლნშირის ბავშვთა დაცვის ორგანიზაცია, რომელშიც აგრეთვე ჩაერთვებიან: ლინკოლნშირის საბჭო, პოლიცია და ჯანდაცვის ორგანიზაციები.

"მნიშვნელოვანია, დრო გამოვყოთ ამ ტრაგიკული ინციდენტის გარშემო არსებული გარემოებების სრულად შესასწავლად", - განაცხადა კრის კუკმა, ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

როგორც ცნობილი გახდა, ბავშვი მამასთან ცხოვრობდა მას მერე, რაც ის ცოლს დაშორდა და ბავშვის დედა, ორ უფროს შვილთან ერთად, სხვა ბინაში გადავიდა საცხოვრებლად.

წყარო