პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვრწმუნდები, რომ ღმერთმა გამომგზავნა" - კაცი, რომელმაც პლანეტის უდიდესი არჩევნები კიდევ ერთხელ მოიგო: ვინ არის მოდი და რას დაჰპირდა ინდოელებს?
"ვრწმუნდები, რომ ღმერთმა გამომგზავნა" - კაცი, რომელმაც პლანეტის უდიდესი არჩევნები კიდევ ერთხელ მოიგო: ვინ არის მოდი და რას დაჰპირდა ინდოელებს?

ინ­დო­ე­თის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნა­რენ­დრა მო­დის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ამ (BJP) გა­ი­მარ­ჯვა. არ­ჩევ­ნე­ბი თით­ქმის ერთი თვე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ლი­არ­დზე მეტი მო­ქა­ლა­ქე იღებ­და.

  • უკა­ნას­კნელ 10 წე­ლი­წად­ში პირ­ვე­ლად ინ­დო­ე­თის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ამ მთავ­რო­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად ფორ­მი­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო 272 მან­და­ტის მო­პო­ვე­ბა ვერ შეძ­ლო, თუმ­ცა, პარ­ტი­ის ირ­გვლივ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ალი­ან­სმა ჯამ­ში 293 მან­და­ტი მი­ი­ღო. 73 წლის მოდი ინ­დო­ე­თის მე­ო­რე პრე­მი­ერ მი­ნის­ტრია, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას ზე­დი­ზედ მე­სა­მედ უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის, მოდი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა ინ­დო­ე­თის ეკო­ნო­მი­კა და გა­ა­მარ­ტი­ვა ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის უზარ­მა­ზა­რი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 60%-ს. მაგ­რამ კრი­ტი­კო­სე­ბის­თვის ის ლი­დე­რია, რო­მელ­მაც ინ­დო­ე­თის დე­მოკ­რა­ტია და­არ­ღვია. მათი თქმით, მოდი სულ უფრო მე­ტად იყე­ნებს მტკი­ცე ტაქ­ტი­კას პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის და­სა­მორ­ჩი­ლებ­ლად, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ის შე­სა­სუს­ტებ­ლად და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის და­საძ­ლე­ვად.

მო­დიმ თა­ვი­სი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ორი თვის წინ და­ი­წყო და პი­რო­ბა დადო, რომ 2047 წლამ­დე ინ­დო­ეთს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნად გა­და­აქ­ცევ­და. ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა მისი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის კე­თილ­დღე­ო­ბის პო­ლი­ტი­კა­ზე და მძლავრ ციფ­რულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე, რომ­ლი­თაც მი­ლი­ო­ნო­ბით ინ­დო­ე­ლი ისარ­გებ­ლებს. კამ­პა­ნი­ის პე­რი­ოდ­ში იგი სულ უფრო მე­ტად იყე­ნებ­და ან­ტი­მუს­ლი­მურ რი­ტო­რი­კას და მათ "ინ­ფილტრა­ტო­რებს" უწო­დებ­და. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის პე­რი­ოდ­ში მოდი ხში­რად იმე­ო­რებ­და, რომ "ღმერ­თის რჩე­უ­ლია".

"სა­ნამ დე­და­ჩე­მი ცო­ცხა­ლი იყო, მჯე­რო­და, რომ ბი­ო­ლო­გი­უ­რად და­ვი­ბა­დე. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ვრწმუნ­დე­ბი, რომ ღმერ­თმა გა­მომ­გზავ­ნა" - აღ­ნიშ­ნავ­და მოდი.

ნა­რენ­დრა მოდი 1950 წელს, და­სავ­ლეთ გუ­ჯა­რა­ტის შტატ­ში და­ბა­ლი ფე­ნის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მა­მა­მი­სი ჩაის გამ­ყიდ­ვე­ლი იყო. ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში Rashtriya Swayamsevak Sangh-ს მე­მარ­ჯვე­ნე ჯგუფს შე­უ­ერ­თდა, რო­მელ­საც მუს­ლი­მე­ბის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლის გაღ­ვი­ვე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ.

პო­ლი­ტი­კა­ში პირ­ვე­ლი დიდი ნა­ბი­ჯი 2001 წელს გა­დად­გა და მშობ­ლი­უ­რი შტა­ტის გუ­ჯა­რა­ტის მთა­ვა­რი მი­ნის­ტრი გახ­და. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ რე­გი­ონ­ში ან­ტი­მუს­ლი­მუ­რი არე­უ­ლო­ბე­ბის შე­დე­გად მი­ნი­მუმ 1000 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ამ­ბობ­დნენ, რომ მოდი ჩუ­მად უჭერ­და მხარს არე­უ­ლო­ბას. 2019 წელს, მე­ო­რე ვა­დის მი­ნი­ჭე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, მის­მა მთავ­რო­ბამ გა­ა­უქ­მა სა­და­ვო ქაშ­მი­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი, (ქვეყ­ნის ერ­თა­დერ­თი მუს­ლი­მა­ნუ­რი შტა­ტი,) და ორ ფე­დე­რა­ცი­ულ ტე­რი­ტო­რი­ად დაყო.

კრი­ტი­კო­სე­ბი და ოპო­ნენ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მო­დის პო­ლი­ტი­კამ გა­მო­იწ­ვია შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბა, სი­ძულ­ვი­ლი და თავ­ხე­დუ­რი თავ­დას­ხმე­ბი ქვეყ­ნის უმ­ცი­რე­სო­ბებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით მუს­ლი­მებ­ზე.

ინ­დო­ეთ­ში მი­ლი­არ­დნა­ხე­ვა­რი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, არ­ჩევ­ნე­ბი 6 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 7 ეტა­პად, ასო­ბით მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ტარ­დე­ბო­და. ინ­დო­ე­თის არ­ჩევ­ნე­ბი პლა­ნე­ტის უდი­დე­სი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბად ით­ვლე­ბა.

წყა­რო

ავტორი:

"ვრწმუნდები, რომ ღმერთმა გამომგზავნა" - კაცი, რომელმაც პლანეტის უდიდესი არჩევნები კიდევ ერთხელ მოიგო: ვინ არის მოდი და რას დაჰპირდა ინდოელებს?

"ვრწმუნდები, რომ ღმერთმა გამომგზავნა" - კაცი, რომელმაც პლანეტის უდიდესი არჩევნები კიდევ ერთხელ მოიგო: ვინ არის მოდი და რას დაჰპირდა ინდოელებს?

ინდოეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის სახალხო პარტიამ (BJP) გაიმარჯვა. არჩევნები თითქმის ერთი თვე მიმდინარეობდა და მონაწილეობას მილიარდზე მეტი მოქალაქე იღებდა.

  • უკანასკნელ 10 წელიწადში პირველად ინდოეთის სახალხო პარტიამ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო 272 მანდატის მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა, პარტიის ირგვლივ გაერთიანებულმა ალიანსმა ჯამში 293 მანდატი მიიღო. 73 წლის მოდი ინდოეთის მეორე პრემიერ მინისტრია, რომელიც ქვეყანას ზედიზედ მესამედ უხელმძღვანელებს.

მხარდამჭერებისთვის, მოდი არის ადამიანი, რომელმაც გააუმჯობესა ინდოეთის ეკონომიკა და გაამარტივა ქვეყნის კეთილდღეობის უზარმაზარი პროგრამა, რომელიც ემსახურება მოსახლეობის დაახლოებით 60%-ს. მაგრამ კრიტიკოსებისთვის ის ლიდერია, რომელმაც ინდოეთის დემოკრატია დაარღვია. მათი თქმით, მოდი სულ უფრო მეტად იყენებს მტკიცე ტაქტიკას პოლიტიკური ოპონენტების დასამორჩილებლად, დამოუკიდებელი მედიის შესასუსტებლად და განსხვავებული აზრის დასაძლევად.

მოდიმ თავისი წინასაარჩევნო კამპანია ორი თვის წინ დაიწყო და პირობა დადო, რომ 2047 წლამდე ინდოეთს განვითარებულ ქვეყნად გადააქცევდა. ასევე ყურადღება გაამახვილა მისი ადმინისტრაციის კეთილდღეობის პოლიტიკაზე და მძლავრ ციფრულ ინფრასტრუქტურაზე, რომლითაც მილიონობით ინდოელი ისარგებლებს. კამპანიის პერიოდში იგი სულ უფრო მეტად იყენებდა ანტიმუსლიმურ რიტორიკას და მათ "ინფილტრატორებს" უწოდებდა. უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში მოდი ხშირად იმეორებდა, რომ "ღმერთის რჩეულია".

"სანამ დედაჩემი ცოცხალი იყო, მჯეროდა, რომ ბიოლოგიურად დავიბადე. მისი გარდაცვალების შემდეგ ვრწმუნდები, რომ ღმერთმა გამომგზავნა" - აღნიშნავდა მოდი.

ნარენდრა მოდი 1950 წელს, დასავლეთ გუჯარატის შტატში დაბალი ფენის ოჯახში დაიბადა. მამამისი ჩაის გამყიდველი იყო. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში Rashtriya Swayamsevak Sangh-ს მემარჯვენე ჯგუფს შეუერთდა, რომელსაც მუსლიმების მიმართ სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებდნენ.

პოლიტიკაში პირველი დიდი ნაბიჯი 2001 წელს გადადგა და მშობლიური შტატის გუჯარატის მთავარი მინისტრი გახდა. რამდენიმე თვის შემდეგ რეგიონში ანტიმუსლიმური არეულობების შედეგად მინიმუმ 1000 ადამიანი დაიღუპა. ამბობდნენ, რომ მოდი ჩუმად უჭერდა მხარს არეულობას. 2019 წელს, მეორე ვადის მინიჭებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მისმა მთავრობამ გააუქმა სადავო ქაშმირის სპეციალური სტატუსი, (ქვეყნის ერთადერთი მუსლიმანური შტატი,) და ორ ფედერაციულ ტერიტორიად დაყო.

კრიტიკოსები და ოპონენტები ამბობენ, რომ მოდის პოლიტიკამ გამოიწვია შეუწყნარებლობა, სიძულვილი და თავხედური თავდასხმები ქვეყნის უმცირესობებზე, განსაკუთრებით მუსლიმებზე.

ინდოეთში მილიარდნახევარი ადამიანი ცხოვრობს, არჩევნები 6 კვირის განმავლობაში 7 ეტაპად, ასობით მილიონი ადამიანის მონაწილეობით ტარდებოდა. ინდოეთის არჩევნები პლანეტის უდიდესი საპარლამენტო არჩევნებად ითვლება.

წყარო