მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოკვებოთ ინდაური სწორად - დეტალური ინსტრუქცია
როგორ გამოკვებოთ ინდაური სწორად - დეტალური ინსტრუქცია

ინ­და­ურ­მა კარ­გი კვე­ბით შე­იძ­ლე­ბა მი­აღ­წი­ოს 17-20 კგ-ს. ამ ფრინ­ვე­ლის ხორ­ცი ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა, რად­გან ის მდი­და­რია ცი­ლე­ბით და შე­ი­ცავს მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ცხიმს და ქო­ლეს­ტე­რინს.

ბევ­რი შეც­დო­მით თვლის, რომ ინ­და­უ­რე­ბი ისე­ვე უნდა იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ, რო­გორც ქათ­მე­ბი. მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე არ არის. კვე­ბი­სათ­ვის გა­მო­ი­ყე­ნეთ მშრა­ლი საკ­ვე­ბი (მარ­ცვლე­უ­ლი) და წი­ნას­წარ დამ­ბა­ლი ჭვა­ვი.

ცივ სე­ზონ­ზე (შე­მოდ­გო­მა და ზამ­თა­რი) ინ­და­უ­რებს აჭ­მე­ვენ დღე­ში სამ­ჯერ, თბილ სე­ზონ­ზე (გა­ზა­ფხუ­ლი და ზა­ფხუ­ლი) - 4-5-ჯერ. დი­ლით და სა­ღა­მოს მი­ე­ცით ფრინ­ველს მშრა­ლი მარ­ცვლე­უ­ლი.დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­და­უ­რებს შეს­თა­ვა­ზეთ დამ­ბა­ლი მარ­ცვლე­უ­ლი.

ზა­ფხულ­ში უმა­ტე­ბენ მწვა­ნილ­სა და ბა­ლახს, ხოლო შე­მოდ­გო­მა­სა და ზამ­თარ­ში - დაჭ­რილ თი­ვას და ბა­ლა­ხის ფქვილს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა ზამ­თარ­ში გამ­ხმა­რი ჭინჭრის მი­ცე­მა, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს უამ­რავ C ვი­ტა­მინს.

ინ­და­უ­რის ზამ­თრის კვე­ბის რა­ცი­ო­ნის ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი კომ­პო­ნენ­ტია რძით მომ­წი­ფე­ბუ­ლი სი­მინ­დის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი სი­ლო­სი. დაკ­რი­ფეთ შე­მოდ­გო­მა­ზე, ზამ­თარ­ში კი და­ალ­ბეთ. ზამ­თარ­ში აუ­ცი­ლებ­ლად მი­ე­ცით ინ­და­უ­რებს სტა­ფი­ლო ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით. სტა­ფი­ლოს გარ­და, შეს­თა­ვა­ზეთ ფრინ­ვე­ლებს კენკრა ან ფიჭ­ვი, ნედ­ლი გირ­ჩი მდი­და­რია კა­რო­ტი­ნით და C ვი­ტა­მი­ნით.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი წიგ­ნის დახ­მა­რე­ბით ად­ვი­ლად შეძ­ლებთ თქვე­ნი ფრინ­ვე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლად და უსაფრ­თხოდ შე­ნახ­ვას _ არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რამ­დე­ნი­მე ქა­თამს ზრდით თუ გუნდს, რო­მელ­შიც 100 ფრთა ში­ნა­უ­რი ფრინ­ვე­ლია. წიგნ­ში ნა­ხავთ უახ­ლეს ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­ურ ფრინ­ველ­თა თავ­შე­საფ­რე­ბის, საკ­ვე­ბის, კვერ­ცხე­ბის, და­ა­ვა­დე­ბა­თა მკურ­ნა­ლო­ბის და ხორ­ცის შე­სა­ხებ. დრო­ში გა­მოც­დი­ლი ეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო გა­მო­ად­გე­ბა რო­გორც დამ­წყებ, ისე გა­მოც­დილ მეფ­რინ­ვე­ლე­ებს თა­ვი­ან­თი მიზ­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

ზა­ფხულ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­უშ­ვით ინ­და­უ­რე­ბი სა­ძოვ­რებ­ზე, რათა ფრინ­ვე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეთ მი­ირ­თვან მწე­რე­ბი, ჭი­ე­ბი, მცე­ნა­რე­ე­ბის თეს­ლი, რო­გორც ეს ბუ­ნებ­რი­ვად ხდე­ბა. თუ ბაღი არ გაქვთ, მა­შინ მო­ი­მა­რა­გეთ ამ­გვა­რი საკ­ვე­ბი.

დღე­ში ზრდას­რულ­მა ფრინ­ვე­ლებ­მა (წონა 4 კგ და პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა 18-20 კვერ­ცხი) უნდა მი­ი­ღონ 120 გ. მარ­ცვლე­უ­ლი, 120 გ. მო­ხარ­შუ­ლი კარ­ტო­ფი­ლი, 50 გ. ფქვი­ლის ნა­რე­ვი, 30 გ. თი­ვის ფქვი­ლი, 70 გ. დამ­ბა­ლი საკ­ვე­ბი ან მწვა­ნი­ლი. 15 გ. დაპ­რე­სი­ლი მზე­სუმ­ზი­რა (ზე­თის გა­მოხ­დის შემ­დეგ მორ­ჩე­ნი­ლი), 0,6 გ. მა­რი­ლი.

გამ­რავ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ინ­და­უ­რებს აჭ­მე­ვენ დღე­ში 4-5-ჯერ. და­ბა­დე­ბი­დან პირ­ველ დღე­ებ­ში წი­წი­ლებს შეს­თა­ვა­ზეთ მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხი და ბურ­ღუ­ლი. მე­სა­მე დღეს შე­გიძ­ლი­ათ მის­ცეთ დაჭ­რი­ლი მწვა­ნი­ლი, მა­გა­ლი­თად, დაჭ­რი­ლი მწვა­ნე ხახ­ვი, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ დი­ლით უნდა მი­ე­ცეთ, რად­გან ხახ­ვი იწ­ვევს ძლი­ერ წყურ­ვილს. ორი კვი­რის ასა­კი­დან შე­გიძ­ლი­ათ მშრალ კვე­ბა­ზე გა­და­იყ­ვა­ნოთ.

პირ­ვე­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­და­უ­რებს აჭა­მეთ დღე­ში 8-ჯერ, ეცა­დეთ ამის გა­კე­თე­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლი ინ­ტერ­ვა­ლე­ბით. ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან წი­წი­ლე­ბი ნე­ბით მი­ირ­თმე­ვენ მწვა­ნილს, ამი­ტომ მი­ე­ცით მწვა­ნე სამ­ყუ­რა, ჭინ­ჭა­რი, ჭარ­ხა­ლი, სტა­ფი­ლო, კომ­ბოს­ტოს ფოთ­ლე­ბი. ერთი თვის ასაკ­ში წი­წი­ლებ­მა დღე­ში 6-ჯერ უნდა მი­ირ­თვან, შემ­დეგ კი 5-ჯერ. პირ­ვე­ლი კვე­ბა დი­ლის 5 სა­ათ­ზე, ბოლო - სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე.

როგორ გამოკვებოთ ინდაური სწორად - დეტალური ინსტრუქცია

როგორ გამოკვებოთ ინდაური სწორად - დეტალური ინსტრუქცია

ინდაურმა კარგი კვებით შეიძლება მიაღწიოს 17-20 კგ-ს. ამ ფრინველის ხორცი ძალიან სასარგებლოა, რადგან ის მდიდარია ცილებით და შეიცავს მცირე რაოდენობით ცხიმს და ქოლესტერინს.

ბევრი შეცდომით თვლის, რომ ინდაურები ისევე უნდა იკვებებოდნენ, როგორც ქათმები. მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. კვებისათვის გამოიყენეთ მშრალი საკვები (მარცვლეული) და წინასწარ დამბალი ჭვავი.

ცივ სეზონზე (შემოდგომა და ზამთარი) ინდაურებს აჭმევენ დღეში სამჯერ, თბილ სეზონზე (გაზაფხული და ზაფხული) - 4-5-ჯერ. დილით და საღამოს მიეცით ფრინველს მშრალი მარცვლეული.დღის განმავლობაში ინდაურებს შესთავაზეთ დამბალი მარცვლეული.

ზაფხულში უმატებენ მწვანილსა და ბალახს, ხოლო შემოდგომასა და ზამთარში - დაჭრილ თივას და ბალახის ფქვილს. განსაკუთრებით სასარგებლოა ზამთარში გამხმარი ჭინჭრის მიცემა, რომელიც შეიცავს უამრავ C ვიტამინს.

ინდაურის ზამთრის კვების რაციონის ყველაზე ღირებული კომპონენტია რძით მომწიფებული სიმინდისგან დამზადებული სილოსი. დაკრიფეთ შემოდგომაზე, ზამთარში კი დაალბეთ. ზამთარში აუცილებლად მიეცით ინდაურებს სტაფილო ნებისმიერი ფორმით. სტაფილოს გარდა, შესთავაზეთ ფრინველებს კენკრა ან ფიჭვი, ნედლი გირჩი მდიდარია კაროტინით და C ვიტამინით.

წარმოდგენილი წიგნის დახმარებით ადვილად შეძლებთ თქვენი ფრინველების ჯანმრთელად და უსაფრთხოდ შენახვას _ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენიმე ქათამს ზრდით თუ გუნდს, რომელშიც 100 ფრთა შინაური ფრინველია. წიგნში ნახავთ უახლეს ინფორმაციას შინაურ ფრინველთა თავშესაფრების, საკვების, კვერცხების, დაავადებათა მკურნალობის და ხორცის შესახებ. დროში გამოცდილი ეს სახელმძღვანელო გამოადგება როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ მეფრინველეებს თავიანთი მიზნების წარმატებით განხორციელებაში.

ზაფხულში აუცილებლად გაუშვით ინდაურები საძოვრებზე, რათა ფრინველებს საშუალება ჰქონდეთ მიირთვან მწერები, ჭიები, მცენარეების თესლი, როგორც ეს ბუნებრივად ხდება. თუ ბაღი არ გაქვთ, მაშინ მოიმარაგეთ ამგვარი საკვები.

დღეში ზრდასრულმა ფრინველებმა (წონა 4 კგ და პროდუქტიულობა 18-20 კვერცხი) უნდა მიიღონ 120 გ. მარცვლეული, 120 გ. მოხარშული კარტოფილი, 50 გ. ფქვილის ნარევი, 30 გ. თივის ფქვილი, 70 გ. დამბალი საკვები ან მწვანილი. 15 გ. დაპრესილი მზესუმზირა (ზეთის გამოხდის შემდეგ მორჩენილი), 0,6 გ. მარილი.

გამრავლების პერიოდში ინდაურებს აჭმევენ დღეში 4-5-ჯერ. დაბადებიდან პირველ დღეებში წიწილებს შესთავაზეთ მოხარშული კვერცხი და ბურღული. მესამე დღეს შეგიძლიათ მისცეთ დაჭრილი მწვანილი, მაგალითად, დაჭრილი მწვანე ხახვი, მაგრამ ეს მხოლოდ დილით უნდა მიეცეთ, რადგან ხახვი იწვევს ძლიერ წყურვილს. ორი კვირის ასაკიდან შეგიძლიათ მშრალ კვებაზე გადაიყვანოთ.

პირველი ორი კვირის განმავლობაში ინდაურებს აჭამეთ დღეში 8-ჯერ, ეცადეთ ამის გაკეთება რეგულარული ინტერვალებით. ადრეული ასაკიდან წიწილები ნებით მიირთმევენ მწვანილს, ამიტომ მიეცით მწვანე სამყურა, ჭინჭარი, ჭარხალი, სტაფილო, კომბოსტოს ფოთლები. ერთი თვის ასაკში წიწილებმა დღეში 6-ჯერ უნდა მიირთვან, შემდეგ კი 5-ჯერ. პირველი კვება დილის 5 საათზე, ბოლო - საღამოს 8 საათზე.