პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ჩინურ კომპანიას, რომელიც ანაკლიის პორტს ააშენებს, აშშ-ის ორი უწყების მხრიდან ჰქონდა შეზღუდვები, "მაგრამ ეს არ ნიშნავს სანქციას"
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ჩინურ კომპანიას, რომელიც ანაკლიის პორტს ააშენებს, აშშ-ის ორი უწყების მხრიდან ჰქონდა შეზღუდვები, "მაგრამ ეს არ ნიშნავს სანქციას"

სამ­წუ­ხა­როდ, ანაკ­ლი­ის პრო­ექტთან მი­მარ­თე­ბით, ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბი და პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით პრო­ცე­სე­ბის პო­ლი­ტი­ზე­ბის მცდე­ლო­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს არაფ­რის მომ­ცე­მი არ არის, ჩვენ გეგ­მა­ზო­მი­ე­რად გან­ვა­ვი­თა­რებთ პორ­ტს, - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ახლა გა­სავ­ლე­ლი იქ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ექ­ნე­ბა დი­ა­ლო­გი პრე­ტენ­დენ­ტთან, იქამ­დე სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ მოხ­დე­ბა პარტნი­ორ­თა შო­რის შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა.

„სამ­წუ­ხა­როდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა პო­ლი­ტი­ზე­ბის გა­რე­შე არ ხდე­ბა ხოლ­მე. გვეს­მის, რომ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს სჭირ­დე­ბათ თი­თო­ე­უ­ლი თე­მის პო­ლი­ტი­ზე­ბა თა­ვი­სი კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის, მაგ­რამ ეს ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არ არის თან­ხვედ­რა­ში ქვეყ­ნის სა­ერ­თო მიზ­ნებ­თან. სამ­წუ­ხა­როდ, ანაკ­ლი­ის პრო­ექტთან მი­მარ­თე­ბით, ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბი და პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით პრო­ცე­სე­ბის პო­ლი­ტი­ზე­ბის მცდე­ლო­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს არაფ­რის მომ­ცე­მი არ არის, ჩვენ გეგ­მა­ზო­მი­ე­რად გან­ვა­ვი­თა­რებთ პორ­ტს და ეს იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ექ­ტი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, სტრა­ტე­გი­უ­ლი პრო­ექ­ტი, რად­გან, იცით, რომ ტრან­სპორ­ტი, და­კავ­ში­რე­ბა­დო­ბა არის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­ში. ზო­გა­დად ეს სექ­ტო­რე­ბი უდი­დეს როლს ას­რუ­ლე­ბენ ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­სა და ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ანაკ­ლი­ის პორ­ტი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­ჯა­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც, ზო­გა­დად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სატ­რან­სპორ­ტო ფუნ­ქცი­ის ზრდას შე­უ­წყობს ხელს და არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ მთლი­ა­ნად ე.წ. შუა დე­რეფ­ნის ქვეყ­ნე­ბის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი. თა­ვის დრო­ზე, რო­დე­საც პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი, პირ­ველ ეტაპ­ზე, მა­ში­ნაც მო­ი­აზ­რე­ბო­და, რომ ეს იქ­ნე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი, სა­დაც ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბო­და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტი, მათ შო­რის, ჩი­ნე­თის და არა მხო­ლოდ ჩი­ნე­თის, ირან­ზე იყო სა­უ­ბა­რი და ა.შ. ასე რომ, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ დღეს ეს ცალ­სა­ხად მხო­ლოდ პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია სა­კი­თხი და არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დეგ­თან და ეფექ­ტუ­რო­ბას­თან,“ - გა­ნა­ცხა­და და­ვი­თაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ის, რომ პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ჩი­ნუ­რი მხა­რე, ეს და­მა­ტე­ბით უპი­რა­ტე­სო­ბას შექ­მნის.

„ჩი­ნე­თი ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­თა­მა­შეა რე­გი­ონ­ში. მო­დით გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ შუა დე­რე­ფან­ზე, ეს ჩი­ნეთ­თან და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ას­თან ევ­რო­პის და­კავ­ში­რე­ბა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს და აქ, რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი ძა­ლე­ბი იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა პარტნი­ო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, აქაც მე ვერ ვხე­დავ ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას, რომ ჩვენ გვყავ­დეს სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პარტნი­ო­რე­ბი სხვა­დას­ხვა როლ­ში, რად­გან თვი­თონ პორ­ტის პრო­ექ­ტი არის ძა­ლი­ან კომ­პლექ­სუ­რი ეკო­სის­ტე­მა. ახლა რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პა­ნი­ას, ეს არის ჩი­ნე­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია. მე გე­უბ­ნე­ბით კონ­სორ­ცი­უ­მის ერთ-ერთ წევ­რზე, თო­რემ კონ­სორ­ცი­უმ­ში ჩვენ გვყავს რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია და მო­ი­აზ­რე­ბა, რომ ჯამ­ში პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბებ­ში და­მა­ტე­ბით კონ­სორ­ცი­უმს შე­ე­მა­ტე­ბა სხვა კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც და­მა­ტე­ბით წვლილს შე­ი­ტა­ნენ პრო­ექ­ტის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ში.

იცით, რომ ამ პრო­ცეს­ში ჩვენ გვყავს სა­ერ­თა­შო­რი­სო წამ­ყვა­ნი იუ­რი­დი­უ­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბი ჩარ­თუ­ლი და მათ­თან ერ­თად გვექ­ნე­ბა გა­სავ­ლე­ლი პრო­ცე­სე­ბი“,- გა­ნა­ცხა­და და­ვი­თაშ­ვილ­მა.

მან, ამას­თან, გან­მარ­ტა, სან­ქცი­რე­ბუ­ლი არის თუ არა ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნია.

„რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პა­ნი­ის სან­ქცი­ე­ბის სა­კითხს, კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავ, ეს არის კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც შე­დის ე.წ. „Fortune 500“-ში, ეს არის მსოფ­ლი­ოს 500 წამ­ყვან ყვე­ლა­ზე მსხვილ კომ­პა­ნი­ას შო­რის ერთ-ერთი კომ­პა­ნია, რო­მელ­საც აქვს ამ პრო­ექ­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სუფ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და ასე­ვე, მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის მსოფ­ლი­ოს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. მას ჰქონ­და გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი აშშ-ის ორი უწყე­ბის მხრი­დან და­წე­სე­ბუ­ლი - ეს იყო ვაჭ­რო­ბის სა­მი­ნის­ტროს ვაჭ­რო­ბის ბი­უ­როს სია, რაც გუ­ლის­ხმობს ერ­თა­დერთ რა­მეს, რომ ამ კომ­პა­ნი­ას­თან კონ­კრე­ტუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ან მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა უნდა მი­ი­ღონ თან­ხმო­ბა ვაჭ­რო­ბის სა­მი­ნის­ტროს ამ ბი­უ­როს მხრი­დან და სხვა არა­ფე­რი. ამ კომ­პა­ნი­ას არ ეზღუ­დე­ბა არა­ნა­ი­რი ფი­ნან­სუ­რი გა­და­რი­ცხვა, ტრან­ზაქ­ცია, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და სხვა რამ. ეს არ ნიშ­ნავს სან­ქცი­ას, ეს მკა­ფი­ოდ არის გან­სა­ზღვრუ­ლი, მათ შო­რის, იმ იუ­რი­დი­ულ დას­კვნა­ში, რო­მე­ლიც ჩვენ­თან არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მე­ო­რე, ეს იყო აშშ-ს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი, რომ სა­ჯა­როდ ვაჭ­რო­ბის დროს ობ­ლი­გა­ცი­ებ­ში ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ჭი­როა ამ კონ­კრე­ტუ­ლი უწყე­ბის თან­ხმო­ბა. ეს არის სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით,“- გა­ნა­ცხა­და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ჩინურ კომპანიას, რომელიც ანაკლიის პორტს ააშენებს, აშშ-ის ორი უწყების მხრიდან ჰქონდა შეზღუდვები, "მაგრამ ეს არ ნიშნავს სანქციას"

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ჩინურ კომპანიას, რომელიც ანაკლიის პორტს ააშენებს, აშშ-ის ორი უწყების მხრიდან ჰქონდა შეზღუდვები, "მაგრამ ეს არ ნიშნავს სანქციას"

სამწუხაროდ, ანაკლიის პროექტთან მიმართებით, ჩვენ დავინახეთ გადაჭარბებული ემოციები და პროექტთან დაკავშირებით პროცესების პოლიტიზების მცდელობა. ბუნებრივია, ეს არაფრის მომცემი არ არის, ჩვენ გეგმაზომიერად განვავითარებთ პორტს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

  • მისი თქმით, ახლა გასავლელი იქნება რამდენიმეთვიანი პროცედურა, სადაც საქართველოს ექნება დიალოგი პრეტენდენტთან, იქამდე სანამ საბოლოოდ მოხდება პარტნიორთა შორის შეთანხმების გაფორმება.

„სამწუხაროდ საქართველოში არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება პოლიტიზების გარეშე არ ხდება ხოლმე. გვესმის, რომ პოლიტიკურ ძალებს სჭირდებათ თითოეული თემის პოლიტიზება თავისი კონკრეტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს ხშირ შემთხვევაში არ არის თანხვედრაში ქვეყნის საერთო მიზნებთან. სამწუხაროდ, ანაკლიის პროექტთან მიმართებით, ჩვენ დავინახეთ გადაჭარბებული ემოციები და პროექტთან დაკავშირებით პროცესების პოლიტიზების მცდელობა. ბუნებრივია, ეს არაფრის მომცემი არ არის, ჩვენ გეგმაზომიერად განვავითარებთ პორტს და ეს იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, სტრატეგიული პროექტი, რადგან, იცით, რომ ტრანსპორტი, დაკავშირებადობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენს ეკონომიკაში. ზოგადად ეს სექტორები უდიდეს როლს ასრულებენ ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებაში. ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანეს საჯარო ინფრასტრუქტურას წარმოადგენს, რომელიც, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციის ზრდას შეუწყობს ხელს და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ე.წ. შუა დერეფნის ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ იქნება მიმართული. თავის დროზე, როდესაც პროექტის განვითარებაზე იყო საუბარი, პირველ ეტაპზე, მაშინაც მოიაზრებოდა, რომ ეს იქნებოდა საერთაშორისო პროექტი, სადაც ჩართული იქნებოდა სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური სუბიექტი, მათ შორის, ჩინეთის და არა მხოლოდ ჩინეთის, ირანზე იყო საუბარი და ა.შ. ასე რომ, ბუნებრივია, რომ დღეს ეს ცალსახად მხოლოდ პოლიტიზებულია საკითხი და არაფერი აქვს საერთო პროექტის განხორციელების შედეგთან და ეფექტურობასთან,“ - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ის, რომ პროექტში ჩართული იქნება ჩინური მხარე, ეს დამატებით უპირატესობას შექმნის.

„ჩინეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოთამაშეა რეგიონში. მოდით გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, ეს ჩინეთთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან ევროპის დაკავშირებადობას გულისხმობს და აქ, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ძალები იყვნენ წარმოდგენილები. რაც შეეხება სხვა პარტნიორების მონაწილეობას, აქაც მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, რომ ჩვენ გვყავდეს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი პარტნიორები სხვადასხვა როლში, რადგან თვითონ პორტის პროექტი არის ძალიან კომპლექსური ეკოსისტემა. ახლა რაც შეეხება კომპანიას, ეს არის ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სახელმწიფო კომპანია. მე გეუბნებით კონსორციუმის ერთ-ერთ წევრზე, თორემ კონსორციუმში ჩვენ გვყავს რამდენიმე კომპანია და მოიაზრება, რომ ჯამში პროექტის განვითარების პირობებში დამატებით კონსორციუმს შეემატება სხვა კომპანიები, რომლებიც დამატებით წვლილს შეიტანენ პროექტის კონკურენტუნარიანობაში.

იცით, რომ ამ პროცესში ჩვენ გვყავს საერთაშორისო წამყვანი იურიდიული კონსულტანტები ჩართული და მათთან ერთად გვექნება გასავლელი პროცესები“,- განაცხადა დავითაშვილმა.

მან, ამასთან, განმარტა, სანქცირებული არის თუ არა ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანია.

„რაც შეეხება კომპანიის სანქციების საკითხს, კიდევ ერთხელ განვმარტავ, ეს არის კომპანია, რომელიც შედის ე.წ. „Fortune 500“-ში, ეს არის მსოფლიოს 500 წამყვან ყველაზე მსხვილ კომპანიას შორის ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც აქვს ამ პროექტის საქართველოში თავისუფლად განხორციელების საშუალება და ასევე, მსგავსი პროექტების მსოფლიოს, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში განხორციელების საშუალება. მას ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები აშშ-ის ორი უწყების მხრიდან დაწესებული - ეს იყო ვაჭრობის სამინისტროს ვაჭრობის ბიუროს სია, რაც გულისხმობს ერთადერთ რამეს, რომ ამ კომპანიასთან კონკრეტული სტრატეგიული პროდუქტების ან მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, ამერიკულმა კომპანიებმა უნდა მიიღონ თანხმობა ვაჭრობის სამინისტროს ამ ბიუროს მხრიდან და სხვა არაფერი. ამ კომპანიას არ ეზღუდება არანაირი ფინანსური გადარიცხვა, ტრანზაქცია, პროექტის განხორციელება და სხვა რამ. ეს არ ნიშნავს სანქციას, ეს მკაფიოდ არის განსაზღვრული, მათ შორის, იმ იურიდიულ დასკვნაში, რომელიც ჩვენთან არის წარმოდგენილი. მეორე, ეს იყო აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ფინანსთა სამინისტროს კონკრეტული მოთხოვნები, რომ საჯაროდ ვაჭრობის დროს ობლიგაციებში ამერიკული კომპანიების მხრიდან, ინვესტიციების შემთხვევაში, საჭიროა ამ კონკრეტული უწყების თანხმობა. ეს არის სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით,“- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

წაიკითხეთ ასევე: