პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს "ყველა თვალი რაფაზეა"? - ვირუსული პოსტი, რომელიც "ინსტაგრამზე" 47 მილიონზე მეტმა ადამიანმა გააზიარა, მათ შორის ცნობილმა სახეებმა
რას ნიშნავს "ყველა თვალი რაფაზეა"? - ვირუსული პოსტი, რომელიც "ინსტაგრამზე" 47 მილიონზე მეტმა ადამიანმა გააზიარა, მათ შორის ცნობილმა სახეებმა

ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მიერ შექ­მნილ­მა ფო­ტომ, სა­დაც ასა­ხუ­ლია დევ­ნილ პა­ლეს­ტი­ნელ­თა კარ­ვე­ბის ბა­ნა­კე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია წა­ლე­კა.

BBC Arabic-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პოს­ტი ინ­სტაგ­რამ­ზე 47 მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა, მათ შო­რის ინ­დო­ეთ­ში, პა­კის­ტან­ში და პუ­ერ­ტო რი­კო­ში. გამ­ზი­ა­რებ­ლებს შო­რის იყ­ვნენ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. პოს­ტი თავ­და­პირ­ვე­ლად მა­ლა­ი­ზი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

სლო­გა­ნი და თა­ვად სუ­რა­თი მას შემ­დეგ გავ­რცელ­და, რაც პა­ლეს­ტი­ნელ­თა ბა­ნაკ­ზე ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის შემ­დეგ ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. შემ­თხვე­ვა ქა­ლაქ რა­ფა­ში, ღა­ზას სექ­ტო­რის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში მოხ­და.

ღა­ზას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, რო­მელ­საც ჰა­მა­სი აკონ­ტრო­ლებს, ინ­ცი­დენტს სულ მცი­რე 45 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ასო­ბით ადა­მი­ანს მძი­მე დამ­წვრო­ბა, მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი და ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

მომ­ხდა­რი მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თმა ლი­დერ­მა, სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურ­მა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ დაგ­მო. ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ ინ­ცი­დენტს "ტრა­გი­კუ­ლი შეც­დო­მა" უწო­და და და­ა­დას­ტუ­რა, რომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

სა­ი­დან გაჩ­ნდა სლო­გა­ნი "ყვე­ლა თვა­ლი რა­ფა­ზეა"?

რა­ფა­ში კარ­ვე­ბის ბა­ნაკ­ზე დარ­ტყმის შემ­დეგ ბევ­რმა გა­იხ­სე­ნა ჯან­მო-ს წარ­მო­მად­გენ­ლის პე­პერ­კო­ნის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ პა­ლეს­ტი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­სა­მარ­თით ნათ­ქვა­მი ფრა­ზა: „ყვე­ლა თვა­ლი რა­ფა­ზეა მი­პყრო­ბი­ლი“, - გა­ნუ­ცხა­და მან ჟურ­ნა­ლის­ტებს ჯერ კი­დევ თე­ბერ­ვალ­ში.

მას შემ­დეგ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი და აქ­ტი­ვის­ტე­ბი იმე­ო­რებ­დნენ პე­პერ­კორ­ნის ფრა­ზას, რი­თაც შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავ­დნენ ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის მი­მართ.

მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში სლო­გა­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და მი­ტინ­გებ­ზე მთელს მსოფ­ლი­ო­ში და ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში.

რო­გორ გავ­რცელ­და ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბოლო დღე­ებ­ში?

მო­მი­ტინ­გე­ებ­მა სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში სო­ლი­და­რო­ბის დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი გა­მარ­თეს და ბა­ნე­რებ­ზე ლო­ზუნ­გი „ყვე­ლა თვა­ლი რა­ფა­ზეა მი­პყრო­ბი­ლი“ და­ა­წე­რეს.

მა­ლა­ი­ზი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფოტო ცნო­ბილ­მა სა­ხე­ებ­მა გა­ა­ზი­ა­რეს, მათ შო­რის იყ­ვნენ მომ­ღე­რა­ლი რიკი მარ­ტი­ნი, თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი ტუბა ბუ­ი­უ­კუს­ტუ­ნი, ინ­დო­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი პრი­ან­კა ჩოპ­რა და სი­რი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი კინ­და ალო­უ­ში.

მა­ჰერ ნა­მარ­მა, ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მარ­კე­ტინ­გი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის კონ­სულ­ტან­ტმა, BBC Arabic-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რის გა­მოც თვლის, რომ სუ­რა­თი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მიერ იყო შექ­მნი­ლი, არის ის, რომ ფოტო არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა რე­ა­ლის­ტუ­რად. სუ­რა­თი არ აჩ­ვე­ნებს რა­ფა­ჰის რე­ა­ლურ მდე­ბა­რე­ო­ბას.

მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია უზარ­მა­ზა­რი უდაბ­ნო და კარ­ვე­ბის ბა­ნა­კი, პლუს სი­ტყვე­ბი "ყვე­ლა თვა­ლი რა­ფა­ზეა მი­პყრო­ბი­ლი".

სპე­ცი­ა­ლის­ტის თქმით, რო­დე­საც ფოტო გა­მოქ­ვეყ­ნდა, მას­ზე და­ტა­ნი­ლი იყო Instagram-ის ფუნ­ქცია, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ორი დაწ­კა­პუ­ნე­ბით მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს გა­უ­ად­ვილ­და სუ­რა­თის გა­ზი­ა­რე­ბა. მათ არ სჭირ­დე­ბო­და გად­მო­წე­რა და შემ­დეგ თა­ვი­დან ატ­ვირ­თვა.

მაგ­რამ ნა­მა­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ფო­ტოს ში­ნა­არსმა და ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბამ, ხელი შე­უ­წყო მის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბას.

ექ­სპერ­ტე­ბი ხაზს უს­ვა­მენ, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სუ­რა­თის ასე­თი ფარ­თო გავ­რცე­ლე­ბის კი­დევ ერთი მი­ზე­ზი არის ის, რომ არ შე­ი­ცავს სის­ხლი­ან სცე­ნებს, რე­ა­ლურ ადა­მი­ა­ნებს, სა­ხე­ლებს და სხვა ყვე­ლა­ფერს, რაც შე­იძ­ლე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი იყოს ინ­სტაგ­რა­მის წე­სე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

რას ნიშნავს "ყველა თვალი რაფაზეა"? - ვირუსული პოსტი, რომელიც "ინსტაგრამზე" 47 მილიონზე მეტმა ადამიანმა გააზიარა, მათ შორის ცნობილმა სახეებმა

რას ნიშნავს "ყველა თვალი რაფაზეა"? - ვირუსული პოსტი, რომელიც "ინსტაგრამზე" 47 მილიონზე მეტმა ადამიანმა გააზიარა, მათ შორის ცნობილმა სახეებმა

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილმა ფოტომ, სადაც ასახულია დევნილ პალესტინელთა კარვების ბანაკები, სოციალური მედია წალეკა.

BBC Arabic-ის ინფორმაციით, პოსტი ინსტაგრამზე 47 მილიონზე მეტმა ადამიანმა გააზიარა, მათ შორის ინდოეთში, პაკისტანში და პუერტო რიკოში. გამზიარებლებს შორის იყვნენ ცნობილი ადამიანები. პოსტი თავდაპირველად მალაიზიაში გამოქვეყნდა.

სლოგანი და თავად სურათი მას შემდეგ გავრცელდა, რაც პალესტინელთა ბანაკზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა ქალაქ რაფაში, ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მოხდა.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს, ინციდენტს სულ მცირე 45 ადამიანი ემსხვერპლა. ასობით ადამიანს მძიმე დამწვრობა, მოტეხილობები და ჭრილობები აღენიშნებოდა.

მომხდარი მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა, სახელმწიფოს მეთაურმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაგმო. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ინციდენტს "ტრაგიკული შეცდომა" უწოდა და დაადასტურა, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

საიდან გაჩნდა სლოგანი "ყველა თვალი რაფაზეა"?

რაფაში კარვების ბანაკზე დარტყმის შემდეგ ბევრმა გაიხსენა ჯანმო-ს წარმომადგენლის პეპერკონის მიერ ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიების მისამართით ნათქვამი ფრაზა: „ყველა თვალი რაფაზეა მიპყრობილი“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს ჯერ კიდევ თებერვალში.

მას შემდეგ ოფიციალური პირები და აქტივისტები იმეორებდნენ პეპერკორნის ფრაზას, რითაც შეშფოთებას გამოხატავდნენ ისრაელის სამხედრო ოპერაციის მიმართ.

მომდევნო თვეებში სლოგანი გამოიყენებოდა მიტინგებზე მთელს მსოფლიოში და ასევე სოციალურ მედიაში.

როგორ გავრცელდა ფოტო სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში?

მომიტინგეებმა სხვადასხვა ქალაქში სოლიდარობის დემონსტრაციები გამართეს და ბანერებზე ლოზუნგი „ყველა თვალი რაფაზეა მიპყრობილი“ დააწერეს.

მალაიზიაში გამოქვეყნებული ფოტო ცნობილმა სახეებმა გააზიარეს, მათ შორის იყვნენ მომღერალი რიკი მარტინი, თურქი მსახიობი ტუბა ბუიუკუსტუნი, ინდოელი მსახიობი პრიანკა ჩოპრა და სირიელი მსახიობი კინდა ალოუში.

მაჰერ ნამარმა, ელექტრონული ფოსტის მარკეტინგისა და ხელოვნური ინტელექტის კონსულტანტმა, BBC Arabic-ს განუცხადა, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც თვლის, რომ სურათი ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო შექმნილი, არის ის, რომ ფოტო არ გამოიყურება რეალისტურად. სურათი არ აჩვენებს რაფაჰის რეალურ მდებარეობას.

მასზე გამოსახულია უზარმაზარი უდაბნო და კარვების ბანაკი, პლუს სიტყვები "ყველა თვალი რაფაზეა მიპყრობილი".

სპეციალისტის თქმით, როდესაც ფოტო გამოქვეყნდა, მასზე დატანილი იყო Instagram-ის ფუნქცია, რომლის საშუალებითაც ორი დაწკაპუნებით მილიონობით ადამიანს გაუადვილდა სურათის გაზიარება. მათ არ სჭირდებოდა გადმოწერა და შემდეგ თავიდან ატვირთვა.

მაგრამ ნამარი აღნიშნავს, რომ ფოტოს შინაარსმა და ცნობილი სახეების ჩართულობამ, ხელი შეუწყო მის ფართოდ გავრცელებას.

ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ სოციალურ ქსელში სურათის ასეთი ფართო გავრცელების კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ არ შეიცავს სისხლიან სცენებს, რეალურ ადამიანებს, სახელებს და სხვა ყველაფერს, რაც შეიძლება შეზღუდული იყოს ინსტაგრამის წესებით.