პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისევ ქალბატონ პრეზიდენტს გავუფრთხილდით" - რატომ არ დაპატიჟეს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი?
"ისევ ქალბატონ პრეზიდენტს გავუფრთხილდით" - რატომ არ დაპატიჟეს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი?

უხერ­ხუ­ლო­ბა რომ არ შექ­მნი­ლი­ყო პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ არ დაგ­ვე­პა­ტი­ჟე­ბი­ნა ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი, - ამის შე­სა­ხებ შს მი­ნის­ტრმა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა, პო­ლი­ცი­ე­ლის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, პრე­ზი­დენ­ტი პო­ლი­ცი­ის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე არ მი­იწ­ვი­ეს, რად­გან შე­ი­წყა­ლა ერთ-ერთი პა­ტი­მა­რი, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ელს ცო­ცხლად წვავ­და“.

იცით თუ რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მი­ი­ღო ქალ­ბა­ტონ­მა პრე­ზი­დენ­ტმა. მე ვფიქ­რობ, რომ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ ჩა­ვაგ­დეთ და ისევ ქალ­ბა­ტონ პრე­ზი­დენტს გა­ვუფრ­თხილ­დით.

მე არ მაქვს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ დავ­პა­ტი­ჟო პრე­ზი­დენ­ტი, არც კა­ნო­ნი­თაა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. მე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა შე­ი­წყა­ლოს პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლი. მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ზე იყო ხომ? ცო­ცხლად წვავ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე უხერ­ხუ­ლო­ბა რომ არ შექ­მნი­ლი­ყო, მათ შო­რის პო­ლი­ცი­ე­ლებ­თა­ნაც გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ არ დაგ­ვე­პა­ტი­ჟე­ბი­ნა ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა.

ამას­თან, გო­მე­ლა­უ­რის თქმით, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მიწ­ვე­უ­ლი იყ­ვნენ ელ­ჩე­ბიც, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო მოს­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხეს და ღო­ნის­ძი­ე­ბას მათი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ.

ელ­ჩე­ბი ყვე­ლა მოწ­ვე­უ­ლი იყო. და­რე­კეს პრო­ტო­კოლ­ში და ზოგს არ ეცა­ლა, ზოგი ვერ იყო კარ­გად, ზოგი გა­ცი­ე­ბუ­ლი იყო, რო­გორც თქვეს და მო­ად­გი­ლე­ე­ბი მო­ვიდ­ნენ, მათი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ბრძან­დე­ბოდ­ნენ რო­გორც ვიცი“, - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ისევ ქალბატონ პრეზიდენტს გავუფრთხილდით" - რატომ არ დაპატიჟეს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი?

"ისევ ქალბატონ პრეზიდენტს გავუფრთხილდით" - რატომ არ დაპატიჟეს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი?

უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთან, გადავწყვიტეთ, რომ არ დაგვეპატიჟებინა ქალბატონი პრეზიდენტი, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვახტანგ გომელაურის განმარტებით, პრეზიდენტი პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს, რადგან შეიწყალა ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც პოლიციელს ცოცხლად წვავდა“.

იცით თუ რა გადაწყვეტილებაც მიიღო ქალბატონმა პრეზიდენტმა. მე ვფიქრობ, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდეთ და ისევ ქალბატონ პრეზიდენტს გავუფრთხილდით.

მე არ მაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, რომ დავპატიჟო პრეზიდენტი, არც კანონითაა ვალდებულება. მე ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტმა შეიწყალოს პოლიციელის მკვლელი. მკვლელობის მცდელობაზე იყო ხომ? ცოცხლად წვავდა. აქედან გამომდინარე უხერხულობა რომ არ შექმნილიყო, მათ შორის პოლიციელებთანაც გადავწყვიტეთ, რომ არ დაგვეპატიჟებინა ქალბატონი პრეზიდენტი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამასთან, გომელაურის თქმით, ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ ელჩებიც, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო მოსვლა ვერ მოახერხეს და ღონისძიებას მათი წარმომადგენლები დაესწრნენ.

ელჩები ყველა მოწვეული იყო. დარეკეს პროტოკოლში და ზოგს არ ეცალა, ზოგი ვერ იყო კარგად, ზოგი გაციებული იყო, როგორც თქვეს და მოადგილეები მოვიდნენ, მათი წარმომადგენლები ბრძანდებოდნენ როგორც ვიცი“, - განაცხადა გომელაურმა.

იხილეთ ასევე: