პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია..." - პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, პრეზიდენტის გარეშე
"პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია..." - პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, პრეზიდენტის გარეშე

შსს-ს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბას­თან პო­ლი­ცი­ე­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა 31 მა­ისს, 20:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო.

ღო­ნის­ძი­ე­ბის გახ­სნის შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა მი­მარ­თა.

"პო­ლი­ცი­ე­ლე­ბო, მინ­და კი­დევ ერთხელ გი­თხრათ მად­ლო­ბა, ქვეყ­ნი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­შე გა­ღე­ბუ­ლი ღვაწ­ლის­თვის, თავ­და­უ­ზო­გა­ვი და თავ­გან­წი­რუ­ლი შრო­მის­თვის, კრი­მი­ნალ­თან უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლის­თვის, გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მე­ე­ბის­თვის და იმე­დის­თვის. იცო­დეთ რომ თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს აქვს თქვე­ნი იმე­დი", - მი­მარ­თა მი­ნის­ტრმა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს.

სა­მი­ნის­ტროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბას­თან, სა­დაც სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბა, უწყე­ბის სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, ასე­ვე გან­ლა­გე­ბუ­ლია სპე­ცტექ­ნი­კა.

პო­ლი­ცი­ის დღი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი, დე­და­ქა­ლა­ქის მერი კახა კა­ლა­ძე, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბი­ან.

"მინ­და, დღე­ვან­დე­ლი დღე მი­ვუ­ლო­ცო თი­თო­ე­ულ პო­ლი­ცი­ელს, თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს. პო­ლი­ცი­ე­ლი გმი­რია, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი გმი­რია და რა თქმა უნდა, ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვი ვცეთ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის შრო­მას და გმი­რო­ბას. კი­დევ ერთხელ მინ­და, მი­ვუ­ლო­ცო შსს მი­ნისტრს და თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს ეს დღე“, - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მისი თქმით, ქვე­ყა­ნა­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებ­ში პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნეს მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და პატ­რი­ო­ტიზ­მი. "სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცია მოქ­მე­დებს ევ­რო­პულ­ზე და ამე­რი­კულ­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით, დიდი მად­ლო­ბა ამის­თვის", - გა­ნა­ცხა­და მან.

ღო­ნის­ძი­ე­ბას არ ეს­წრე­ბა პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

"პრე­ზი­დენ­ტის არ­ყოფ­ნა დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ლო­გი­კუ­რია, იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც მან შე­ი­წყა­ლა ერთ-ერთი პა­ტი­მა­რი, რო­მელ­მაც პო­ლი­ცი­ელს "მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლი" ეს­რო­ლა, პო­ლი­ცი­ე­ლის ცო­ცხლად დაწ­ვა სცა­და. მას არა­ვი­თა­რი მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და დღეს აქ ყო­ფი­ლი­ყო. ამ სა­კითხს მე არ ვწყვეტ, ეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ღო­ნის­ძი­ე­ბაა. გარ­და ამი­სა, გახ­სოვთ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი პო­ლი­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბით, ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი იყო, ამი­ტომ მას აქ არა­ფე­რი ესაქ­მე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

პრე­ზი­დენ­ტმა ეს დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­უ­ლო­ცა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ორ­გა­ნი­ზე­ბულ "პო­ლი­ცი­ის დღის“ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე არ და­პა­ტი­ჟეს. "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას" პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში უთხრეს, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მიწ­ვე­ვა არ მი­უ­ღია.

6-წლი­ა­ნი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და­ეს­წრო "პო­ლი­ცი­ე­ლის დღის“ აღ­სა­ნიშ­ნად გა­მარ­თულ ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბას, დღე­ვან­დელს გარ­და, მათ შო­რის კო­რო­ნა­ვირუ­სის პე­რი­ოდ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია..." - პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, პრეზიდენტის გარეშე

"პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია..." - პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, პრეზიდენტის გარეშე

შსს-ს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 31 მაისს, 20:00 საათზე დაიწყო.

ღონისძიების გახსნის შემდეგ სამართალდამცავებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიმართა.

"პოლიციელებო, მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა, ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე გაღებული ღვაწლისთვის, თავდაუზოგავი და თავგანწირული შრომისთვის, კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლისთვის, გათენებული ღამეებისთვის და იმედისთვის. იცოდეთ რომ თითოეულ მოქალაქეს აქვს თქვენი იმედი", - მიმართა მინისტრმა სამართალდამცავებს.

სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც საზეიმო ღონისძიება ტარდება, უწყების სხვადასხვა დანაყოფები იმყოფებიან, ასევე განლაგებულია სპეცტექნიკა.

პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

"მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო თითოეულ პოლიციელს, თითოეულ თანამშრომელს. პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია და რა თქმა უნდა, ჩვენი მოვალეობაა, განსაკუთრებული პატივი ვცეთ თითოეული მათგანის შრომას და გმირობას. კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო შსს მინისტრს და თითოეულ თანამშრომელს ეს დღე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებში პოლიციელებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს მაღალი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი. "საქართველოს პოლიცია მოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, დიდი მადლობა ამისთვის", - განაცხადა მან.

ღონისძიებას არ ესწრება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

"პრეზიდენტის არყოფნა დღევანდელ ღონისძიებაზე, აბსოლუტურად, ლოგიკურია, იმ პირობებში, როდესაც მან შეიწყალა ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც პოლიციელს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა, პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადა. მას არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა დღეს აქ ყოფილიყო. ამ საკითხს მე არ ვწყვეტ, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებაა. გარდა ამისა, გახსოვთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები პოლიციასთან მიმართებით, ბოლო კვირების განმავლობაში. ეს აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი განცხადებები იყო, ამიტომ მას აქ არაფერი ესაქმებოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტმა ეს დღეს საზოგადოებას სოციალურ ქსელში მიულოცა.

როგორც ირკვევა, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ "პოლიციის დღის“ ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს. "რადიო თავისუფლებას" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მიწვევა არ მიუღია.

6-წლიანი პრეზიდენტობის პერიოდში სალომე ზურაბიშვილი დაესწრო "პოლიციელის დღის“ აღსანიშნად გამართულ ყველა ღონისძიებას, დღევანდელს გარდა, მათ შორის კორონავირუსის პერიოდში.