პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნებიდან" მეუბნებიან, ნუ გეშინია, გადასარევი კანონიაო... კანონიც წავიკითხე, რუსულიც ვიცი რა არის - საფრთხეა, რომ მალე აღარ იყოს ოპოზიციური მედია" - ირმა სოხაძე
"ოცნებიდან" მეუბნებიან, ნუ გეშინია, გადასარევი კანონიაო... კანონიც წავიკითხე, რუსულიც ვიცი რა არის - საფრთხეა, რომ მალე აღარ იყოს ოპოზიციური მედია" - ირმა სოხაძე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პოსტვზე" შუ­ა­დღის გა­და­ცე­მა, რომ­ლის წამ­ყვა­ნე­ბიც ირმა სო­ხა­ძე და მანუ მურ­ღუ­ლია იყ­ვნენ, და­ი­ხუ­რა. მა­შინ მომ­ღე­რალ­მა ინ­ფორ­მა­ცია არ დაგ­ვი­დას­ტუ­რა და გვი­თხრა, რომ გა­და­ცე­მა დრო­ე­ბით გა­ჩერ­და. თუმ­ცა გა­და­ცე­მას უკვე ახა­ლი წამ­ყვა­ნე­ბი ჰყავს და ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მანუ მურ­ღუ­ლია „ნი­კოს ბენდშიც“ აღარ იქ­ნე­ბა...

ინ­ტერ­ვი­უ­ზე ქალ­ბა­ტონ ირმა სო­ხა­ძეს და­ვუ­რე­კეთ. მისი თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად მი­ი­ღო და ტე­ლე­ვი­ზია და­ტო­ვა. დღეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ტა­ი­მა­უ­ტი აქვს, ამ­ბობს, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი მის ცხოვ­რე­ბა­ში არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა და ახლა უნდა გა­ერ­კვეს, საით მი­დის ქვე­ყა­ნა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ირმა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გვი­თხა­რით, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პოსტვზე" თქვე­ნი გა­და­ცე­მა დრო­ე­ბით შე­ჩერ­და, თუმ­ცა ორი დღეა გა­და­ცე­მა ახა­ლი წამ­ყვა­ნე­ბით ეთერ­ში გა­დის.

- არა, წა­მო­ვე­დი. მანუ გა­უშ­ვეს და არა­ვის­თვის არ მინ­დო­და ჩემი პო­ზი­ცი­ით დის­კომ­ფორ­ტი შე­მექ­მნა და ვერც ჩემს თავს შე­ვუქ­მნი­დი. ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი ტა­ი­მა­უ­ტი ავი­ღე, არა­ვის უთ­ქვამს, წა­დიო.

ახლა ტა­ი­მა­უ­ტი მაქვს აღე­ბუ­ლი, რო­დე­საც რა­ღა­ცა არ მეს­მის და ვერ ვხვდე­ბი რა ხდე­ბა, იქ ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ. ეს პირ­ვე­ლად არ გა­მი­კე­თე­ბია, ჩემი მშობ­ლი­უ­რი „პირ­ვე­ლი არხი“ ორ­ჯერ დავ­ტო­ვე. პირ­ვე­ლად, როცა ყვე­ლა გა­უშ­ვეს ჩემს გარ­და, 2004 წელს, დიდი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დროს და მე­ო­რედ, რო­დე­საც ბორდში ექ­ვსი წელი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და წე­ლი­წად ნა­ხე­ვარ­ში მივ­ხვდი, რომ ტყუ­ი­ლად ვი­ყა­ვი და და­ვემ­შვი­დო­ბე მა­ყუ­რე­ბელს.

- აქ­ცი­ის დღე­ებ­ში ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ იმა­ზე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ცნო­ბილ სა­ხე­ებ­ზე იყო ძა­ლი­ან დიდი ზე­წო­ლა, გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ აქ­ცი­ებ­ზე, გა­ე­კე­თე­ბი­ნათ გან­ცხა­დე­ბე­ბი, თქვენს თავ­ზე ეს გიგ­რძნი­ათ?

- რა ზე­წო­ლა, რომ რა­ტომ არ ხარ აქ­ცი­ებ­ზე? - მე არ მეს­მის ეს კა­ნო­ნი დღეს ასე­თი ძვი­რი რა­ტომ ღირს, რომ ქვე­ყა­ნა ორად გახ­ლი­ჩა. ძა­ლი­ან გა­ფუჭ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და კი­დევ რა გვე­ლის არ ვი­ცით. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რორ­ში ვართ მთე­ლი ქვე­ყა­ნა. რო­დე­საც რა­ღაც არ მეს­მის, მე გვერ­დზე გავ­დი­ვარ ან ვამ­ბობ. მე „პოსტვსთან“ კე­თი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი მა­კავ­ში­რებს.

რო­დე­საც შარ­შან პირ­ვე­ლად ეს კა­ნო­ნი შე­მო­ი­ტა­ნეს, ჩემი სტუ­დი­ი­დან, გა­და­ცე­მი­დან არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თე ამ თე­მა­ზე და რო­დე­საც კა­ნო­ნი გა­ი­ტა­ნეს, კმა­ყო­ფი­ლე­ბაც გა­მოვ­თქვი. წელს მარ­თლა ვერ გა­ვი­გე, რა მოხ­და და მე წა­მო­ვე­დი სამ­სა­ხუ­რი­დან, მეტი რა გა­ვა­კე­თო.

ის, რომ მი­ტინ­გებ­ზე არ ვდგა­ვარ, ეს ჩემი პი­რა­დი არ­ჩე­ვა­ნია, სა­დაც ბევ­რი ხალ­ხია, ვერ ვჩერ­დე­ბი. ის, რომ მე ამ კა­ნონს არ ვი­ზი­ა­რებ და არ მომ­წონს, რად უნდა ამას სა­უ­ბა­რი. ჩემ­ზე არა­ნა­ი­რი ზე­წო­ლა არ ყო­ფი­ლა, რა­საც ვფიქ­რობ იმას ვა­კე­თებ, პა­ტა­რა ხომ არ ვარ.

არა­ვის და­უ­ტო­ვე­ბია ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სამ­სა­ხუ­რი, ყვე­ლა ხვდე­ბა რაც ხდე­ბა, არა­ვი­ნაა სუ­ლე­ლი, მაგ­რამ ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა მოს­წონს. მაგ­რამ თუ ვინ­მე მოს­წონს და კომ­ფორ­ტუ­ლად არის სად­მე, ყო­ჩაღ, მისი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მშურს, მე ვერ ვარ კარ­გად. წა­მო­ვე­დი, დავ­ტო­ვე ჩემი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე, მეტი რა ვქნა.

აქვე მინ­და გი­თხრათ, რომ სიმ­ღე­რა­ზეც მი­საყ­ვე­დუ­რეს, პი­რად­შიც მომ­წე­რეს, რა­ტომ აუკ­რძა­ლე ხალ­ხს სიმ­ღე­რაო. მე ხალ­ხის­თვის არ ამიკ­რძა­ლავს, პი­რი­ქით, მათ­თან ერ­თად ვმღე­რი, ჩემ­ზე მე­ტად ეს ვის უხა­რია. მე ავუკ­რძა­ლე „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას,“ რო­დე­საც მო­მი­ვი­და ხმე­ბი, შე­მო­მით­ვა­ლეს, რომ სლო­გა­ნად უნ­დო­დათ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ „ზღაპ­რის ბოლო კე­თი­ლია“. მე არ ვარ ნა­ცე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი. ასე­თი ნა­რა­ტი­ვია, რომ ოც­ნე­ბას თუ გა­აკ­რი­ტი­კებ, ნაცი ხარ, ეს არ გა­მი­ბე­დოს არა­ვინ, ვინც მე ნაცს და­მი­ძა­ხებს, ის თა­ვად არის ნაცი. თუ რა­მის დაბ­რუ­ნე­ბა და რე­ვან­ში არ მინ­და წარ­მო­ვიდ­გი­ნო, ეს არის ნა­ცე­ბის მობ­რუ­ნე­ბა.

სწო­რედ მა­გას ვსაყ­ვე­დუ­რობ ჩემს არ­ჩე­ულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, "ოც­ნე­ბას", რო­მელ­საც ვენ­დო­ბო­დი ამ­დე­ნი წელი, უპი­რო­ბოდ ვირ­ჩევ­დი და მა­თი­ა­ნი ვი­ყა­ვი, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­მა­ყე­ნეს.

- თქვენ ხომ ბევ­რს იც­ნობთ "ოც­ნე­ბი­დან" და არ გქო­ნი­ათ პი­რა­დი სა­უ­ბა­რი კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- ნუ გე­ში­ნია, გა­და­სა­რე­ვი კა­ნო­ნი­აო, ყვე­ლა მარ­წმუ­ნებს. კა­ნო­ნიც წა­ვი­კი­თხე, რუ­სუ­ლიც ვიცი რა არის, რა საფრ­თხე­ე­ბია. რომ არის საფრ­თხე იგი­ვე სცე­ნა­რი გან­ვი­თარ­დეს, რო­გორც რუ­სეთ­ში. არის საფრ­თხე, რომ მალე აღარ იყოს ოპო­ზი­ცი­უ­რი მე­დია, ოპო­ზი­ცი­უ­რი აზრი. დღეს მა­ჭა­რაშ­ვილ­მა თქვა, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა უნდა გა­სა­მარ­თლდეს, ვინც ამ კა­ნონს აკ­რი­ტი­კებ­სო. კარ­გად გვქო­ნია საქ­მე.

- არ გაქვთ მო­ლო­დი­ნი, რომ ახლა ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და­იბ­ლო­კე­ბით?

- და­ვიბ­ლო­კო, ნეტა მარ­ტო ეგ იყოს და­ნა­კარ­გი და და­ნაკ­ლი­სი. არ მაქვს არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ­სად გა­მო­ჩე­ნის, უნდა გა­ვერ­კვე, ჩემი ქვე­ყა­ნა საით მი­დის. ძა­ლი­ან თბი­ლად მხვდე­ბა ხალ­ხი ქუ­ჩა­ში, ყო­ვე­ლი მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი მი­ღი­მის, მა­ჩე­რე­ბენ, სუ­რათს იღე­ბენ. ხში­რად მქო­ნია მო­მენ­ტი, რო­დე­საც ჩემი თავი და­მიბ­ლო­კავს სამი, ოთხი, ხუთი წლით. კი­დევ მაქვს იმე­დი ჩემი არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, რო­მე­ლიც დღე­საც არის, რომ გო­ნი­ე­რე­ბას მო­უხ­მობს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ოცნებიდან" მეუბნებიან, ნუ გეშინია, გადასარევი კანონიაო... კანონიც წავიკითხე, რუსულიც ვიცი რა არის - საფრთხეა, რომ მალე აღარ იყოს ოპოზიციური მედია" - ირმა სოხაძე

"ოცნებიდან" მეუბნებიან, ნუ გეშინია, გადასარევი კანონიაო... კანონიც წავიკითხე, რუსულიც ვიცი რა არის - საფრთხეა, რომ მალე აღარ იყოს ოპოზიციური მედია" - ირმა სოხაძე

რამდენიმე დღის წინ, გავრცელა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "პოსტვზე" შუადღის გადაცემა, რომლის წამყვანებიც ირმა სოხაძე და მანუ მურღულია იყვნენ, დაიხურა. მაშინ მომღერალმა ინფორმაცია არ დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ გადაცემა დროებით გაჩერდა. თუმცა გადაცემას უკვე ახალი წამყვანები ჰყავს და ცნობილი გახდა, რომ მანუ მურღულია „ნიკოს ბენდშიც“ აღარ იქნება...

ინტერვიუზე ქალბატონ ირმა სოხაძეს დავურეკეთ. მისი თქმით, გადაწყვეტილება თავად მიიღო და ტელევიზია დატოვა. დღეს შემოქმედებითი ტაიმაუტი აქვს, ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები მის ცხოვრებაში არაერთხელ ყოფილა და ახლა უნდა გაერკვეს, საით მიდის ქვეყანა.

- ქალბატონო ირმა, რამდენიმე დღის წინ, გვითხარით, რომ ტელეკომპანია "პოსტვზე" თქვენი გადაცემა დროებით შეჩერდა, თუმცა ორი დღეა გადაცემა ახალი წამყვანებით ეთერში გადის.

- არა, წამოვედი. მანუ გაუშვეს და არავისთვის არ მინდოდა ჩემი პოზიციით დისკომფორტი შემექმნა და ვერც ჩემს თავს შევუქმნიდი. ნებაყოფლობითი ტაიმაუტი ავიღე, არავის უთქვამს, წადიო.

ახლა ტაიმაუტი მაქვს აღებული, როდესაც რაღაცა არ მესმის და ვერ ვხვდები რა ხდება, იქ ძალიან ცუდად ვარ. ეს პირველად არ გამიკეთებია, ჩემი მშობლიური „პირველი არხი“ ორჯერ დავტოვე. პირველად, როცა ყველა გაუშვეს ჩემს გარდა, 2004 წელს, დიდი რეორგანიზაციის დროს და მეორედ, როდესაც ბორდში ექვსი წელი უნდა ვყოფილიყავი და წელიწად ნახევარში მივხვდი, რომ ტყუილად ვიყავი და დავემშვიდობე მაყურებელს.

- აქციის დღეებში ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ საზოგადოების მხრიდან ცნობილ სახეებზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა, გამოსულიყვნენ აქციებზე, გაეკეთებინათ განცხადებები, თქვენს თავზე ეს გიგრძნიათ?

- რა ზეწოლა, რომ რატომ არ ხარ აქციებზე? - მე არ მესმის ეს კანონი დღეს ასეთი ძვირი რატომ ღირს, რომ ქვეყანა ორად გახლიჩა. ძალიან გაფუჭდა ურთიერთობა და კიდევ რა გველის არ ვიცით. ფსიქოლოგიური ტერორში ვართ მთელი ქვეყანა. როდესაც რაღაც არ მესმის, მე გვერდზე გავდივარ ან ვამბობ. მე „პოსტვსთან“ კეთილი მოგონებები მაკავშირებს.

როდესაც შარშან პირველად ეს კანონი შემოიტანეს, ჩემი სტუდიიდან, გადაცემიდან არაერთი განცხადება გავაკეთე ამ თემაზე და როდესაც კანონი გაიტანეს, კმაყოფილებაც გამოვთქვი. წელს მართლა ვერ გავიგე, რა მოხდა და მე წამოვედი სამსახურიდან, მეტი რა გავაკეთო.

ის, რომ მიტინგებზე არ ვდგავარ, ეს ჩემი პირადი არჩევანია, სადაც ბევრი ხალხია, ვერ ვჩერდები. ის, რომ მე ამ კანონს არ ვიზიარებ და არ მომწონს, რად უნდა ამას საუბარი. ჩემზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, რასაც ვფიქრობ იმას ვაკეთებ, პატარა ხომ არ ვარ.

არავის დაუტოვებია ჩემს მდგომარეობაში სამსახური, ყველა ხვდება რაც ხდება, არავინაა სულელი, მაგრამ ვიღაცას შეიძლება მართლა მოსწონს. მაგრამ თუ ვინმე მოსწონს და კომფორტულად არის სადმე, ყოჩაღ, მისი ნერვული სისტემის მშურს, მე ვერ ვარ კარგად. წამოვედი, დავტოვე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმე, მეტი რა ვქნა.

აქვე მინდა გითხრათ, რომ სიმღერაზეც მისაყვედურეს, პირადშიც მომწერეს, რატომ აუკრძალე ხალხს სიმღერაო. მე ხალხისთვის არ ამიკრძალავს, პირიქით, მათთან ერთად ვმღერი, ჩემზე მეტად ეს ვის უხარია. მე ავუკრძალე „ნაციონალურ მოძრაობას,“ როდესაც მომივიდა ხმები, შემომითვალეს, რომ სლოგანად უნდოდათ გამოეყენებინათ „ზღაპრის ბოლო კეთილია“. მე არ ვარ ნაცების მოყვარული. ასეთი ნარატივია, რომ ოცნებას თუ გააკრიტიკებ, ნაცი ხარ, ეს არ გამიბედოს არავინ, ვინც მე ნაცს დამიძახებს, ის თავად არის ნაცი. თუ რამის დაბრუნება და რევანში არ მინდა წარმოვიდგინო, ეს არის ნაცების მობრუნება.

სწორედ მაგას ვსაყვედურობ ჩემს არჩეულ ხელისუფლებას, "ოცნებას", რომელსაც ვენდობოდი ამდენი წელი, უპირობოდ ვირჩევდი და მათიანი ვიყავი, ასეთ მდგომარეობაში ჩამაყენეს.

- თქვენ ხომ ბევრს იცნობთ "ოცნებიდან" და არ გქონიათ პირადი საუბარი კანონთან დაკავშირებით?

- ნუ გეშინია, გადასარევი კანონიაო, ყველა მარწმუნებს. კანონიც წავიკითხე, რუსულიც ვიცი რა არის, რა საფრთხეებია. რომ არის საფრთხე იგივე სცენარი განვითარდეს, როგორც რუსეთში. არის საფრთხე, რომ მალე აღარ იყოს ოპოზიციური მედია, ოპოზიციური აზრი. დღეს მაჭარაშვილმა თქვა, უკლებლივ ყველა უნდა გასამართლდეს, ვინც ამ კანონს აკრიტიკებსო. კარგად გვქონია საქმე.

- არ გაქვთ მოლოდინი, რომ ახლა ყველა ტელევიზიაში დაიბლოკებით?

- დავიბლოკო, ნეტა მარტო ეგ იყოს დანაკარგი და დანაკლისი. არ მაქვს არანაირი სურვილი არსად გამოჩენის, უნდა გავერკვე, ჩემი ქვეყანა საით მიდის. ძალიან თბილად მხვდება ხალხი ქუჩაში, ყოველი მეორე ადამიანი მიღიმის, მაჩერებენ, სურათს იღებენ. ხშირად მქონია მომენტი, როდესაც ჩემი თავი დამიბლოკავს სამი, ოთხი, ხუთი წლით. კიდევ მაქვს იმედი ჩემი არჩეული ხელისუფლების, რომელიც დღესაც არის, რომ გონიერებას მოუხმობს.

წაიკითხეთ ასევე: