კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა
"საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, 2023 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ღა­რი­ბის აბ­სო­ლუ­ტურ ზღვარს ქვე­ვით მყო­ფი მო­სახ­ლე­ო­ბის წილი (აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი) წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 3.8 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით შემ­ცირ­და და 11.8 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა.

  • "საქსტა­ტის" მო­ნა­ცე­მე­ბით, 2023 წელს აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ქა­ლა­ქის ტი­პის და­სახ­ლე­ბებ­ში 2.9 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით შემ­ცირ­და და 9.4 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა, ხოლო სოფ­ლის ტი­პის და­სახ­ლე­ბებ­ში 5.0 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით შემ­ცირ­და და 15.6 პრო­ცენტს გა­უ­ტოლ­და.

„2023 წელს, სი­ღა­რი­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი წინა წელ­თან შე­და­რე­ბით შემ­ცი­რე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის ყვე­ლა ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში. კერ­ძოდ, 18 წლამ­დე ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 16.0 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა (-4.3 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტი), 18-64 წლის ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში - 11.5 პრო­ცენ­ტი (-3.8 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტი), ხოლო 65 წლის და უფ­როს ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში - 8.0 პრო­ცენ­ტი (-2.5 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტი). აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ქა­ლე­ბი­სათ­ვის შემ­ცი­რე­ბუ­ლია 3.9 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით და 11.5 პრო­ცენტს შე­ად­გენს, ხოლო კა­ცე­ბი­სათ­ვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შემ­ცი­რე­ბუ­ლია 3.7 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით და 12.2 პრო­ცენტს შე­ად­გენს.

2023 წელს, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, არ შეც­ვლი­ლა ჯი­ნის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა მთლი­ა­ნი შე­მო­სავ­ლე­ბის და მთლი­ა­ნი სახ­სრე­ბის მი­ხედ­ვით და შე­სა­ბა­მი­სად 0.36 და 0.37 შე­ად­გი­ნა, მთლი­ა­ნი სა­მომ­ხმა­რებ­ლო ხარ­ჯე­ბის მი­ხედ­ვით გა­ი­ზარ­და 0.02-ით და 0.36 შე­ად­გი­ნა, ხოლო მთლი­ა­ნი ხარ­ჯე­ბის მი­ხედ­ვით გა­ი­ზარ­და 0.01-ით და 0.40 შე­ად­გი­ნა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია „საქსტა­ტის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

"საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა

"საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა.

  • "საქსტატის" მონაცემებით, 2023 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტს გაუტოლდა.

„2023 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 16.0 პროცენტი შეადგინა (-4.3 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 11.5 პროცენტი (-3.8 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში - 8.0 პროცენტი (-2.5 პროცენტული პუნქტი). აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისათვის შემცირებულია 3.9 პროცენტული პუნქტით და 11.5 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაცებისათვის მაჩვენებელი შემცირებულია 3.7 პროცენტული პუნქტით და 12.2 პროცენტს შეადგენს.

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, არ შეცვლილა ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების და მთლიანი სახსრების მიხედვით და შესაბამისად 0.36 და 0.37 შეადგინა, მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით გაიზარდა 0.02-ით და 0.36 შეადგინა, ხოლო მთლიანი ხარჯების მიხედვით გაიზარდა 0.01-ით და 0.40 შეადგინა“, - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.