სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვუყურებდი ზურაბიშვილის წარმომადგენელს პარლამენტში და ამ ადამიანის საცოდაობით დავიწვი" - კახა კალაძე
"ვუყურებდი ზურაბიშვილის წარმომადგენელს პარლამენტში და ამ ადამიანის საცოდაობით დავიწვი" - კახა კალაძე

ამ ადა­მი­ა­ნის [გი­ორ­გი მსხი­ლა­ძის] სა­ცო­და­ო­ბით და­ვიწ­ვი - კი­თხვა­ზე, რა­ტო­მაა კა­ნო­ნი პრობ­ლე­მუ­რი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის მხრი­დან პა­სუ­ხი იყო: "იმი­ტომ“. ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მას­ხრად აგ­დე­ბის მცდე­ლო­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი "და­ლოც­ვი­ლი ადა­მი­ა­ნი“ ვერ გა­მო­ი­ნა­ხა, ვინც ისა­უბ­რებს იმა­ზე, თუ რა­ტო­მაა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი პრობ­ლე­მუ­რი.

"მე დღეს ასე­ვე ვუ­ყუ­რებ­დი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გე­ნელს პარ­ლა­მენ­ტში ვე­ტოს­თან და­კავ­ში­რე­ბით. აი, არ ვიცი, ამ ადა­მი­ა­ნის სა­ცო­და­ო­ბით და­ვიწ­ვი. კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, რომ ეს არის ნამ­დვი­ლად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჰქვია, მი­დის პარ­ლა­მენ­ტში და ამ­ბობს იმას, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის ში­ნა­არსში მე არ ვა­პი­რებ შეს­ვლას და პუნ­ქტობ­რივ გან­ხილ­ვა­სო. გა­უ­გე­ბა­რია უბ­რა­ლოდ. მე ვფიქ­რობ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხვდე­ბა და ხე­დავს რე­ა­ლო­ბას, თუ რა ხდე­ბა და რას­თან გვაქვს საქ­მე.

კონ­კრე­ტუ­ლად თქვან, რა არის პრობ­ლე­მუ­რი და რა­ტომ. კი­თხვა­ზე, რა­ტო­მაა პრობ­ლე­მუ­რი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის მხრი­დან პა­სუ­ხი იყო: "იმი­ტომ“. ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მას­ხრად აგ­დე­ბის მცდე­ლო­ბა. გვი­თხრან რა არის პრობ­ლე­მა ში­ნა­არსში. ამას ვი­ძახ­დით ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი და­ლოც­ვი­ლი ადა­მი­ა­ნი ვერ გა­მო­ი­ნა­ხა, ვინც შე­იძ­ლე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად, ში­ნა­არსზე ისა­უბ­როს და რა­ტო­მაა გამჭვირ­ვა­ლო­ბა პრობ­ლე­მუ­რი,“ - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­მა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის მო­ტი­ვი­რე­ბულ შე­ნიშ­ვნებს მხა­რი არ და­უ­ჭი­რა. მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვან­მა, გი­ორ­გი მსხი­ლა­ძემ წა­რად­გი­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ვუყურებდი ზურაბიშვილის წარმომადგენელს პარლამენტში და ამ ადამიანის საცოდაობით დავიწვი" - კახა კალაძე

"ვუყურებდი ზურაბიშვილის წარმომადგენელს პარლამენტში და ამ ადამიანის საცოდაობით დავიწვი" - კახა კალაძე

ამ ადამიანის [გიორგი მსხილაძის] საცოდაობით დავიწვი - კითხვაზე, რატომაა კანონი პრობლემური, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის მხრიდან პასუხი იყო: "იმიტომ“. ეს არის საზოგადოების მასხრად აგდების მცდელობა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამდენი ხნის განმავლობაში ერთი "დალოცვილი ადამიანი“ ვერ გამოინახა, ვინც ისაუბრებს იმაზე, თუ რატომაა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი პრობლემური.

"მე დღეს ასევე ვუყურებდი სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელს პარლამენტში ვეტოსთან დაკავშირებით. აი, არ ვიცი, ამ ადამიანის საცოდაობით დავიწვი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ნამდვილად შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტის წარმომადგენელი ჰქვია, მიდის პარლამენტში და ამბობს იმას, რომ აღნიშნული კანონის შინაარსში მე არ ვაპირებ შესვლას და პუნქტობრივ განხილვასო. გაუგებარია უბრალოდ. მე ვფიქრობ, საზოგადოება ხვდება და ხედავს რეალობას, თუ რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე.

კონკრეტულად თქვან, რა არის პრობლემური და რატომ. კითხვაზე, რატომაა პრობლემური, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის მხრიდან პასუხი იყო: "იმიტომ“. ეს არის საზოგადოების მასხრად აგდების მცდელობა. გვითხრან რა არის პრობლემა შინაარსში. ამას ვიძახდით ამდენი ხნის განმავლობაში. წარმოუდგენელია, ამდენი ხნის განმავლობაში ერთი დალოცვილი ადამიანი ვერ გამოინახა, ვინც შეიძლება კონკრეტულად, შინაარსზე ისაუბროს და რატომაა გამჭვირვალობა პრობლემური,“ - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. მოტივირებული შენიშვნები კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა.