პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დამოუკიდებლობის დღე, აქციების ფონზე - რა იგეგმება ხვალ დედაქალაქის მთავარ გამზირებზე?
დამოუკიდებლობის დღე, აქციების ფონზე - რა იგეგმება ხვალ დედაქალაქის მთავარ გამზირებზე?

"მა­რად და ყველ­გან, სა­ქარ­თვე­ლოვ მე ვარ შენ­თა­ნა" - ამ ლო­ზუნ­გით, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს, 26 მა­ისს "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა.

ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან შეკ­რე­ბი­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კი შემ­დეგ ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის გავ­ლით, მარ­შით ვა­კის პარკში გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ.

  • 26 მა­ისს, 19:00 სა­ათ­ზე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან შე­იკ­რი­ბე­ბი­ან და მსვლე­ლო­ბით, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის გავ­ლით ვა­კის პარკში გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­სა და მარშში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­მო­ქა­ლა­ქო და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, გა­ფი­ცუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი და კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ.

პა­რა­ლე­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი მზა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს დე­და­ქა­ლა­ქის მთა­ვარ გამ­ზირ­ზე გა­სა­მართ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. 26 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით აღი­ნიშ­ნე­ბა.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი 10:00 სა­ათ­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­დან და­ი­წყე­ბა, სა­დაც ტრა­დი­ცი­უ­ლად, ახალ­წვე­უ­ლე­ბი ფიცს და­დე­ბენ. ფი­ცის და­დე­ბის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნია სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მო­ე­წყო­ბა ღვი­ნის სივ­რცე, სა­დაც მეღ­ვი­ნე­ე­ბის პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა გა­ი­მარ­თე­ბა. სტუმ­რებს ასე­ვე დახ­ვდე­ბათ სპორ­ტუ­ლი, კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი და სა­ბავ­შვო კუ­თხე­ე­ბი.

17:10 სა­ათ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი დრო სა­ზე­ი­მოდ აღი­ნიშ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ჰიმნს შე­ას­რუ­ლებს 300 ბავ­შვი, რო­მელ­თა შო­რის იქ­ნე­ბი­ან სა­ზღვარ­გა­რეთ მოქ­მე­დი ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი.

26 მა­ი­სის სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბებს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი გალა კონ­ცერ­ტი და­ას­რუ­ლებს, რომ­ლის მთა­ვა­რი თე­მაა - ამ­ბა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ზე. გალა კონ­ცერ­ტის წლე­ვან­დე­ლი პროგ­რა­მა სრუ­ლად ფოლკ­ლორს ეთ­მო­ბა და მას­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხის ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბის 1000-მდე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს 18 ქა­ლაქ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

დამოუკიდებლობის დღე, აქციების ფონზე - რა იგეგმება ხვალ დედაქალაქის მთავარ გამზირებზე?

დამოუკიდებლობის დღე, აქციების ფონზე - რა იგეგმება ხვალ დედაქალაქის მთავარ გამზირებზე?

"მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა" - ამ ლოზუნგით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება.

ფილარმონიასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები კი შემდეგ ჭავჭავაძის გამზირის გავლით, მარშით ვაკის პარკში გადაინაცვლებენ.

  • 26 მაისს, 19:00 საათზე აქციის მონაწილეების ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობით, ჭავჭავაძის გამზირის გავლით ვაკის პარკში გადაინაცვლებენ.

საპროტესტო აქციასა და მარშში მონაწილეობას სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციები, გაფიცული სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ.

პარალელურად აქტიური მზადება მიმდინარეობს დედაქალაქის მთავარ გამზირზე გასამართ ღონისძიებებზე. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 10:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყება, სადაც ტრადიციულად, ახალწვეულები ფიცს დადებენ. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა ღვინის სივრცე, სადაც მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. სტუმრებს ასევე დახვდებათ სპორტული, კულინარიული და საბავშვო კუთხეები.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს 300 ბავშვი, რომელთა შორის იქნებიან საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომო სკოლების მოსწავლეები.

26 მაისის საზეიმო ღონისძიებებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი დაასრულებს, რომლის მთავარი თემაა - ამბავი საქართველოზე. გალა კონცერტის წლევანდელი პროგრამა სრულად ფოლკლორს ეთმობა და მასში საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორული ანსამბლების 1000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 18 ქალაქში გაიმართება.