პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ საქმე აქამდე მივიდა" - კონგრესმენები ენტონი ბლინკენის განცხადებაზე
"ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ საქმე აქამდე მივიდა" - კონგრესმენები ენტონი ბლინკენის განცხადებაზე

დღეს, სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა გა­მო­ა­ცხა­და სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვის პო­ლი­ტი­კა იმ პი­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ძირს უთხრი­ან დე­მოკ­რა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ში, ჯონ ბასი X-ზე წერს.

"რო­გორც აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ღრმად დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ვარ, რომ საქ­მე აქამ­დე მი­ვი­და. ჩვენ, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, მხარს ვუ­ჭერთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უფ­ლე­ბას აირ­ჩი­ოს სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლი", - აცხა­დებს ბასი.

კონ­გრეს­მე­ნი ბილ კი­ტინ­გი აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის გან­ცხა­დე­ბას ასე ეხ­მა­უ­რე­ბა:

"გუ­შინ, სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან ენ­ტო­ნი ბლინ­კენს და­ვუს­ვი კი­თხვა სა­ქარ­თვე­ლო­ში კრემ­ლის მიერ შთა­გო­ნე­ბუ­ლი „უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის“ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბის და ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­და­ხედ­ვის შე­სა­ხებ მი­ა­ნიშ­ნებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ ჩვენს ერ­თგუ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­კენ ის­წრაფ­ვის“, - წერს კონ­გრეს­მე­ნი.

ცნო­ბის­თვის, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვის ახა­ლი პო­ლი­ტი­კა გა­მო­ა­ცხა­და, რო­მე­ლიც გავ­რცელ­დე­ბა იმ პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი ან თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ძი­რის გა­მო­თხრა­ში, შე­ზღუდ­ვე­ბი ასე­ვე გავ­რცელ­დე­ბა მათი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე.

ასე­ვე ბლინ­კე­ნის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, აშშ იწყებს შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ყოვ­ლის­მომ­ცველ გა­და­ხედ­ვას.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ საქმე აქამდე მივიდა" - კონგრესმენები ენტონი ბლინკენის განცხადებაზე

"ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ საქმე აქამდე მივიდა" - კონგრესმენები ენტონი ბლინკენის განცხადებაზე

დღეს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი X-ზე წერს.

"როგორც აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ საქმე აქამდე მივიდა. ჩვენ, შეერთებული შტატები, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი", - აცხადებს ბასი.

კონგრესმენი ბილ კიტინგი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ასე ეხმაურება:

"გუშინ, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს დავუსვი კითხვა საქართველოში კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური აგენტების“ კანონმდებლობის შესახებ. დღევანდელი განცხადება სავიზო შეზღუდვების და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის შესახებ მიანიშნებს ქართველი ხალხის მიმართ ჩვენს ერთგულებაზე, რომელიც ევროპული მომავლისკენ ისწრაფვის“, - წერს კონგრესმენი.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა გამოაცხადა, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, შეზღუდვები ასევე გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზე.

ასევე ბლინკენის განცხადების თანახმად, აშშ იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას.

წაიკითხეთ ასევე: